მოკლე რეპორტები გასვლებზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

36 გვერდი V  « < 34 35 36 >  
Reply to this topicStart new topic
მოკლე რეპორტები გასვლებზე
უიარაღო
პოსტი Dec 21 2015, 12:56
პოსტი #516


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჯოლა ვიფიქრე მაგაზე და თადარიგიც დავიჭირე. ვიდეოზე აღვბეჭდე ხოხბების ყუთში და მანქანაში ჩასმა თავისი კომენტარებით D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Dec 21 2015, 15:15
პოსტი #517


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო
ჩალიჩი გეზარება კაცს, თორემ მეურნეობაში სხვას კიარაფერს აკეთებენ..
კოლხურები იყიდე თუ საყელოიანი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 21 2015, 15:48
პოსტი #518


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ნუკრიMax კოლხურები ვიყიდე და მეგობარს გადავუცვალე საყელოიანებში. მასაც აწყობდა სისხლის არევა. ვიცი რომ სანადირო მეურნეობაშიც იგივეს აკეთებენ. გარკვეულ რაოდენობას ვუშვებთ და დროდადრო ვამატებთო. 100 რომ გაუშვან ვინ იცის მათ ამოღებამდე კიდევ დაამატებენ თუ არა. თან იმ გაშვებულებს მარტო მონადირე ხომ არ კლავს. რასაც ტურა-მელა-ქორი შეჭამს? იმიტომაა რომ ამბობენ მონადირებული ხოხბების რაოდენობა 0-3 მდეო. სანადირო მეურნეობაში მარტო ნადირობა ჩემთვის 600 ლარს გასცდებოდა. ეს ხოხბები 25-25 ლარებში ვიყიდე. თავის გზიან-სამწვადიან-ხოხბებიანად 200 ლარს არ გავცდი. რას არ გასწავლის კაცს ეს "ველური კაპიტალიზმი" D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 21 2015, 16:00
პოსტი #519


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ბოლო სამ გასვლაზე 9 ქათამი ავიღე. წელს ქათამი არის მაგრად !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Dec 21 2015, 16:01
პოსტი #520


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



უიარაღო
small3d018.gif small3d018.gif
კაი მონაფიქრი და საუკეთესოდ შესრულებული!!!
საღოლ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Dec 21 2015, 16:21
პოსტი #521


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(uiaragho @ 21st December 2015 - 16:48) *
მეგობარს გადავუცვალე საყელოიანებში. მასაც აწყობდა სისხლის არევა

აი ეგეთი არეულების ბუნებაში გაშვება კი მართლა არ ღირს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 21 2015, 17:26
პოსტი #522


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ბუნებაში ჯერჯერობით არანაირის გაშვება არ ღირს . გუშინ სანადიროდ რომ მივდიოდი დილის 9 საათზე მგელიც შეგვხვდა და ტურაც. ეს დღისით და ღამით რაღა იქნება თქვენ წარმოიდგინეთ. ვინაიდან საქართველოში ბუნებაში არსებულ ხოხბებზე ნადირობა, გარდა სანადირო მეურნეობებისა, არ შეიძლება, და სანადირო მეურნეობაშიც მაინც ვერ ვნადირობ, ამიტომ გადავწყვიტეთ სახლის პირობებში მოვამრავლოთ ხოხობი მათზე შემდგომი ნადირობისათვის. ამ მიზნებისთვის ალბათ უფრო საყელიოანი ან სხვა არაენდემური ჯიში აჯობებს სამართალდამცავებთან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. სულაც არ მომწონს ეს მაგრამ სხვა გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Dec 21 2015, 21:37
პოსტი #523


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(uiaragho @ 21st December 2015 - 18:26) *
ბუნებაში ჯერჯერობით არანაირის გაშვება არ ღირს

საყელოიანი ადვილად ეჯვარება კოლხურს და ძლიერი გენის გამო შთამომავლობა საყელოიანზე გადაყავს.
ამიტომ არანაირად არ შეიძლება მაგის ბუნებაში გაშვება, რომ არ გაგეპაროს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 22 2015, 08:12
პოსტი #524


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ნუკრიMax ვიცი და არც ვაპირებ ჯერჯერობით არანაირი სახეობის გაშვებას. ალბათ მოვა დრო რომ ეგეც გავაკეთო. მაშინ სუფთა კოლხურებს გავუშვებ. ახლა კი სადაც ვინადირე იქ ხოხობი საერთოდ არაა და რომ მოხდეს სასწაული და გამექცეს ვერაფერს ვერ შეუჯვარდება. თან გალიაში გაზრდილს ველურ ბუნებაში გადარჩენის შანსი არ აქვს. ტურების კერძი გახდება პირველივე ღამეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Jan 9 2016, 14:19
პოსტი #525


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




თაზო დაწერს ალბათ რა და როგორ იყო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Feb 15 2016, 11:29
პოსტი #526


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ სეზონზე (ერთი-ორ გაძრომას თუ არ ჩავთვლით) ნადირობა რასაც ქვია ჩამივარდა. გუშინ თავისუფალი ვიყავი და გადაწყდა ტურებს დავცემოდით.
დილიდან საკმაოდ თბილოდა, ადგილზე 7 მონადირე და 4 გონჩი მოვგროვდით. კარგი ნადირობის იმედი გვქონდა, დავგეგმეთ სარეკები და გავნაწილდით პირველ სარეკში.
ნომერში ჩავედი, თან ჩემთვის ვმსჯელობ: კარგი ადგილია, ბილიკი მარჯვნიდანაც ამოდის და მარცხნიდანაც, მაგრამ სულ ჯაგიანია, მხედველობა ძალიან ცუდია, მხოლოდ რამდენიმე წამი მექნება სასროლად, სამაგიეროდ ფოთლების შრიალს უეჭველი გავიგონებ, ფრთხილად უნდა ვიყო რომ არ გამეპაროს. თან ამას ვფიქრობ და თან მოხერხებულ ადგილს ვეძებ, სადაც ტოტები ნაკლებად შემიშლის ხელს და უცებ ტურამ არ ამოყო თავი ჯაგებიდან! ერთი წამი გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს, გული ამიჩქარდა, ადრენალინის მოძალება ვიგრძენი, თოფის მომარჯვებაც ვერ მოვასწარი ისე გაუჩინარდა ჯაგებში, ფეხის ხმაღა მესმოდა როგორ მშორდებოდა. გულში კაი გვარიანი გინება მივაყოლე, მაგრამ არ მიხმაურია, სარეკი ჯერ არ დაწყებულა და იქნებ სხვაც გამოვიდეს თქო. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი, სარეკის დაწყება და ძაღლების ყეფა ერთი იყო, ერთი გნიასი გაქონდათ, დაძაბული ვიდექი და ვაყურადებდი გარემოს, ჩემს შორიახლო ფოთლების შრიალი გავიგონე, უფრო დავიძაბე, ცოტა ხანს იტრიალა, მაგრამ სად წავიდოდა, ჩემს წინ ბილიკზე უნდა გამოჩენილიყო წამით მაინც, ძაღლების ყეფაც ახლოვდებოდა და აი ჩემი ტურაც გამოძვრა ჯაგებიდან, ორიოდ წამით გაიელვა და ისევ ჯაგებში შეძვრა, ჩემი ნასროლიც ჯაგებში მიეწია, ვერ დავინახე მოხვდა თუ არა, მხოლოდ ფოთლების შრიალით მივხდვი რომ წავიდა, აი ახლა კი კარგა ომახიანათ შევიგინე, იმავ წუთში დაბლა, ხევგაღმა ნომრიდან ორი გასროლა გაისმა, ალბათ ჩემი ტურა ჩავიდა, გავიფიქრე და იქვე ბუჩქთან ჩამოვჯექი, აჩქარებული გულისცემა რომ ჩაწყნარებულიყო. ამასობაში ძაღლი გამოჩნდა, ტურა სადაც მიიმალა იმ ბილიკს ყეფით გაყვა და ძალიან მალე საეჭვოთ მიჩუმდა. მოვუარე ჯაგებს, 15 ოდე მეტრი ჩავყევი ბილიკს და რას ვხედავ:



აღმოჩნდა ძაღლები სხვა ტურას ედგნენ კვალში, რომელიც ქვედა ნომერში გამოეთხოვა წუთისოფელს.







საბოლოოდ ყველაფერი რომ გავაანალიზეთ აღმოჩნდა, რომ ამ სარეკში ორი ტურა მოკვდა და კიდევ ორი გაიპარა, კარგი დასაწყისით გახარებულებმა კიდევ სამი მოკლე სარეკი გავაკეთეთ.
საბოლოო ჯამში ვნახეთ შვიდი ტურა, ორი პირველ სარეკში ავიღეთ, ორი მომდევნო სარეკებიდან დაჭრილი წავიდა (სავარაუდოდ ორივე დაიბრიდა. ძაღლები ჩაუდგნენ სისხლიან კვალში და და დიდი ალბათობით ორივე მკვდარი ნახეს რადგან დევნა არ გაგრძელებულა, იმ ჯაგებში კიდე ვინ შეძვრებოდა მაგის გადასამოწმებლად).

ესეც განწყობისათვის, უკვე იგრძნობა გაზაფხულის მოახლოვება:

http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_110008.md.jpg

http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_105444.md.jpg

http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_131611.md.jpg


შუადღისთვის ნადირობა დავამთავრეთ და კაი პურიც ვჭამეთ სუფთა ჰაერზე, მოკლედ ცოტათი დავიკმაყოფილე ნადირობის ჟინი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Feb 15 2016, 11:36
პოსტი #527


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბოლო სურათების ჩასწორება ვეღარ მოვასწარი. თუ ვინმეს შეგიძლიათ იქნებ ჩაასწოროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Feb 15 2016, 12:03
პოსტი #528


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ახალციხელი
small3d018.gif მშვენივრად გინადირია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 15 2016, 12:19
პოსტი #529


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



"სასარგებლო გართობა" მშვენიერი დღე გქონიათ . არ მოგაკლდეს ასეთები და უკეთესებიც. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 16 2016, 09:45
პოსტი #530


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო
ციტატა(uiaragho @ 21st December 2015 - 16:48) *
კოლხურები ვიყიდე და მეგობარს გადავუცვალე საყელოიანებში. მასაც აწყობდა სისხლის არევა.


ისე ჩემი რჩევა და თხოვნაც იქნება, რომ არანაირად არ აურიოთ სისხლი და არ შეაჯვაროთ კოლხური საყელოიანთან. დიდ შეცდომას დაუშვებთ და გაშვებისას ეცადეთ ერთიდაიგივე ადგილზე არ გაუშვათ. ისე კი კარგად მოგიფიქრებია. : ) newsmile05.gif newsmile05.gif

პ.ს. ფოტოების ატვირთვისას, მიაქციე ყურადღება ზომას. უნდა იყოს 800/600-ზე. თორე დიდი ფოტოები იტვირთება და საათი უნდება გახსნას.

ახალციხელი

ვეცადე, მაგრამ ვერ ვასწორებ. ლინკებს არ მიგდებს...

ტესტ: http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_110008.md.jpg
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

36 გვერდი V  « < 34 35 36 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 07:39