როგორ ფასდებიან ძაღლები საველეებზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
როგორ ფასდებიან ძაღლები საველეებზე |
![]()
პოსტი
#46
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯეკო
ეუფ მაშინ ჩემი ძაღლი 1 ადგილზე იქნება მაგ კრიტერიუმებით თუ შევაფასებთ იმხელაზე გარბხსოლმე დზილვს ვხედავ ძაღლის ყბა გამომაბა იმდენს მაყვიორებსხოლმე[color="#8B0000"][/color] შორს გასვლა უგზოუკვლოდ,თავქუდმოგლეჯილ შლიგინს კი არ ნიშნავს,არამედ გააზრებულ,სწორ პარალელებზე " ძებნას წამყვანისგან 50-80 მეტრზე დაზოგჯერ უფრო მეტი მოშორებით. ე.წ. "ჩელნოკით" ანუ მარჯვნივ და მარცხნივ ვიწრო პარალელებზე მოძრაობა. თუ არ გინდა რომ "ძაღლის ყბა" გამოგებას, გირჩევ სეზონის დამთავრების შემდეგ მეტი დრო დაუთმო ძაღლის დაყენებას,დამჯერობის გამომუშავებას. ეს რთულია მაგრამ არა მიუღწევადი. უბრალოდ ცოტა მეტი წვალება დაგჭირდება. ზაზა ცუდად ჩანს. იქნებ შეკითხვა დაწერო და ექსპერტებს ვთხოვ გიპასუხონ |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
პატივისცემით, მაგრამ
100 კი ბატონო, მაგრამ 200...????????? 200 მეტრში თენგო ძაღლმა ნაბული , რომ გააკეთოს სანამ იქ მიხვალ ჯობია მოკლე დისტანციაზე ეძებოს და დანარჩენი 100 მეტრი ხელახლა დააყენო. მიზეზსაც გეტყვი: 200 მეტრში, როგორ დავტკბე იმ სილამაზით რასაც ძაღლის მუშაობა ქვია, რაც გვიზიდავს შენც, მეც და უმეტესობასაც?????????? |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
თენგო არა მთლად ეგეთი უნამუსოც არაა შლიგინით არ შლიგინობს ასე 50 60 მეტრზე გადის და ნაბულის შემთხვევაში ჩემი ბრძანების გარეშე ხმას არ გაცემს
|
|
|
![]()
პოსტი
#49
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#50
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზაზა ცუდად ჩანს. იქნებ შეკითხვა დაწერო და ექსპერტებს ვთხოვ გიპასუხონ იმ დღეს შეხვედრაზე რომ იყო საუბარი ამ ჟურნალის სტატიაზე იმიტომ დავდე.ცუდად ჩანს,მაგრამ სხვანაირად ვერ ვდებ,ვიტო თუ გაასწორებს ან მეტყვის რა ვუყო,თორე სხვა ვარიანტია კიდევ:გადავბეჭდო ეს სტატია და დავდო ხელახლა თენგო კითხვაც გამიჩნდა:კლუბში ვნახე ზოგი ძაღლის საველე გამოცდის შედეგი ჯდება იმ ნორმაში,რომელიც უფრო მაღალ ხარისხს იმსახურებს,თუმცა ძაღლი ან დიპლომის გარეშე რჩება ან დაბალ ხარისხს იღებს.ვთქვათ:მიიღო 70 ქულაზე მეტი,მაგრამ მე-3 ხარისხი უწერია,ასევე მიიღო 60-ზე მეტი და უდიპლომო დარჩა.სტანდარტში კი ასეა:60-70 --- მე-3 ხარისხი,70-80 --- მე-2 ხარისხი,80-ზე მაღალი --- I ხარისხი. გთხოვთ,ამაზე მიპასუხოთ... მე ვიცი დაახლოებით რატომაც ხდება ასე,მაგრამ გამოცდილი პროფესიონალის პასუხი ბევრად უკეთესია |
|
|
![]()
პოსტი
#51
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
mgm
200 მეტრში თენგო ძაღლმა ნაბული , რომ გააკეთოს სანამ იქ მიხვალ ჯობია მოკლე დისტანციაზე ეძებოს და დანარჩენი 100 მეტრი ხელახლა დააყენო. მიზეზსაც გეტყვი: 200 მეტრში, როგორ დავტკბე იმ სილამაზით რასაც ძაღლის მუშაობა ქვია, რაც გვიზიდავს შენც, მეც და უმეტესობასაც?????????? საუბარი მაქვს სპორტულ ე.წ. "ფილდტრაილსის" ძაღლებზე,რომელიც პრაქტიკულ ნადირობაში, თანაც ჩვენი რელიეფის პირობებში მე ვთვლი რომ გამოუსადეგარია. ჩემ წინა პოსტებს თუ გადახედავ. მე იქვე ვახსენებ მონადირე ძაღლების შეჯიბრს, რომლებსაც თითქმის იგივე მოთხოვები აქვთ გარდა ამ გადაჭარბებული სისწრაფის და ზეშორი მანძილებზე სირბილის. ისენი უფრო პრაქტიკულ მოთხოვნებს პასუხობენ. მანდ ორივე მიმართულება პარალელურად ვითარდება, ერთმანეთს ხელს არ უშლიან .ჩვენთვის უფრო სასურველია რა თქმა უნდა 50-80 მეტრამდე პარალელებზე მომუშავე ძაღლი. ამ თემაში საუბარია ძაღლების საველე გამოცდა-შეჯიბრების შეფასებებზე,იმიტომაც მოგიყევით სპორტული ძაღლების შესახებ ჯეკო თენგო არა მთლად ეგეთი უნამუსოც არაა შლიგინით არ შლიგინობს ასე 50 60 მეტრზე გადის და ნაბულის შემთხვევაში ჩემი ბრძანების გარეშე ხმას არ გაცემს თუ სწორად მოძრაობს მაქოსებურად(ჩელნოკით) ნაბულზეც გელოდება, ყნოსვაც კარგი აქვს რას ერჩი-იდეალური ძაღლი გყოლია. უბრალოდ იმაზე დაფიქრდი ამ სტილის ძაღლი შენს ტემპერამენტს და ნადირობის მანერას თუ შეესაბამება. იქნებ უფრო ნაკლებად ფიცხი ძაღლი გჭირდება. |
|
|
![]()
პოსტი
#52
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
თენგო
"ფილდტრაილსი" ხო ეგ სხვა ამბავია, მართალი ხარ. მე მაგალითად ვერ ვამუღამებ ამ შეჯიბრს, მასეთი ტემპით, მთელი დღის განმავლობაში, შანსი არ აქვს არცერთ ძაღლს, რომ იმუშაოს. მასეთი ძაღლით ნადირობა ...???????????? |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ზაზა
კითხვაც გამიჩნდა:კლუბში ვნახე ზოგი ძაღლის საველე გამოცდის შედეგი ჯდება იმ ნორმაში,რომელიც უფრო მაღალ ხარისხს იმსახურებს,თუმცა ძაღლი ან დიპლომის გარეშე რჩება ან დაბალ ხარისხს იღებს.ვთქვათ:მიიღო 70 ქულაზე მეტი,მაგრამ მე-3 ხარისხი უწერია,ასევე მიიღო 60-ზე მეტი და უდიპლომო დარჩა.სტანდარტში კი ასეა:60-70 --- მე-3 ხარისხი,70-80 --- მე-2 ხარისხი,80-ზე მაღალი --- I ხარისხი. გთხოვთ,ამაზე მიპასუხოთ... მე ვიცი დაახლოებით რატომაც ხდება ასე,მაგრამ გამოცდილი პროფესიონალის პასუხი ბევრად უკეთესია ჯამური ქულა შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ დიპლომის მისაღებად არსებობს ე.წ. "გამსვლელი" ქულები რომელთა მოგროვება აუცილებელია. მაგალითად ძაღლმა ყნოსვაში (რომალიც შედგება სამი კომპონენტისგან, საიდანაც ორი სიშორე და სიზუსტე გამსვლელია) დაიმსახურა 18 ქულა რომელიც ყოფნის მეორე ხ. დ. მიღებას.სიშორეში მიიღო 7 სიზუსტეში 6 ზეყნოსვაში 5. სიზუსტე ამ შემთხვევაში არის გამსვლელი და არ უნდა იყოს 7 ქულაზე ნაკლები. ნაბული-კიდევ ერთი გამსვლელი ქულა. მაგალითად ძაღლმა მიირო ყნოსვაში 7,7,5-19 ქულა და ნაბულში 3 ძაღლი მეორე ხ. დ. ვერ მიიღებს პირველი და მეორე ხ. დ. აუცილებელია ნაბულში მინიმუმ 4 მიღბა. მესამე გამსვლელი კრიტერიუმი-დაყენება(გაწვრთნა) დამჯერობა.პირველი ხ.დ. მისაღებად აუცილებელია 14 ქულა ორივე კომპონენტში, მეორე და მესამე ხ.დ.-12ქულის მოგროვება ამიტომაც ხდება ზოგჯერ გაუგებრობა როდესაც პატრონი არ იცნობს წესებს . ხედავს რომ მისმა ძაღლმა აცვენა მანძილი რომელიც საკმარისია მაღალი ხარისხის დიპლომის მისაღებად და დარჩა უდიპლომოდ. ის არ აქცევს ყურადღებას იმას თუ რამდენ ფრინველს გამოტოვებს, რამდენ ცრუ ნაბულს გააკეთებს, რამდენჯერ არ დაელოდება პატრონს ნაბულზე. იმასაც არაფლად თვლის რომ ძაღლი დაუყენებელია დარბის წრეებზე, ზურგს უკან უვლის პატრონს, ქარს არ იყენებს, შიგნით ტრიალდება. ასევე არ აქვს არანაირი ქონტაქტი პატრონთან, არ ემორჩილება ბრძანებებს,დარბის თავის ჭკუაზე. ეს კომპონენტები აუცილებელია იმისთვის რომ ძაღლი ვარგოდეს სანადიროთ, თორემ მათ გარეშე ნადირობა ხდება წამება და მაშინ გიწევს ძაღლის ყბის გამობმა და თავქუდმოგლეჯილი სირბილი-ნაბულიდან აფრენა რომ არ დაგასწროს. ტ mgm თენგო "ფილდტრაილსი" ხო ეგ სხვა ამბავია, მართალი ხარ. მე მაგალითად ვერ ვამუღამებ ამ შეჯიბრს, მასეთი ტემპით, მთელი დღის განმავლობაში, შანსი არ აქვს არცერთ ძაღლს, რომ იმუშაოს. მასეთი ძაღლით ნადირობა ...???????????? რამდენადაც სერგო შაგინოვისგან ვიცი მაგ ძაღლების პატრონები არცერთი არ არის მონადირე-სუფთა სპორტსმენები არიან, ჩვენ კი უფრო მონადირე-სპორტსმენებს მივეკუთვნებით, მუშაობის სილამაზეც გვესმის და ნანადირევიც გვინდა) ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#54
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თენგო
მადლობა,ზუსტად ეს იყო საინტერესო. ამ კითხვა-პასუხებით ძალიან ბევრი ინფო დაიდება,რაც დამწყებთათვის საინტერესო იქნება |
|
|
![]()
პოსტი
#55
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#56
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მთავარია თვალთა ხედვის არედან არ გავიდეს და პატრონთან კონტაკტში იყოს თორემ გავიდეს 150 მეტრის მანძილზე თუ კი გელოდება ნაბულზე. ასე ბევრად მეტ ტერიტორიას დაამუშავებს ნაკლებ დროში.
|
|
|
![]()
პოსტი
#57
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
რამოდენიმე კაცს თუ ანადირებს ბაზარი არ არი და მარტო თუ ხარ მაგხელა მანძილი....რა ვიცი, რა ვიცი?????
|
|
|
![]()
პოსტი
#58
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli
მთავარია თვალთა ხედვის არედან არ გავიდეს და პატრონთან კონტაკტში იყოს თორემ გავიდეს 150 მეტრის მანძილზე თუ კი გელოდება ნაბულზე. ასე ბევრად მეტ ტერიტორიას დაამუშავებს ნაკლებ დროში. ჩემი ძაღლი ზუსტად ეგრე ნადირობდა 9 წლამდე. დამიჯერე მაგარი წვალებაა. თუ გადაფრენას არ წააწყდი ან სეზონის დასაწყისში, როცა ბევრია მწყერი , შორი ძებნის ძაღლით ნადირობა თუ კარგი დაყენებული არ გყავს მაგარი დამღლელია. 100-150 მეტრის გარბენა ყოველ ნაბულზე მურტალია.რო არ გაიქცე, მწყერი არ გელოდება,გარბის.ძაღლიც იხსნება ნაბულიდან თავიდან იწყებს ძებნას,ფიცხდება,შენც ნერვიულობ. 50-60 მეტრი მიმაჩნია იდეალურ მანძილად. მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა რომ "შორი ძებნის" ძაღლები ძნელად დასამორჩილებლები არიან ზედმეტად აღგზნებადი ფსიქიკის გამო. |
|
|
![]()
პოსტი
#59
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
თენგო
100% საუკეთესო ვარიანტია როცა ძაღლი ისეა დაყენებული, რომ ბრძანებაზე შეამციროს ძებნის არეალი, ან პირიქით, მაგრამ 150 მეტრი მართლა ძალიან დიდი მანძილია. წარმოიდგინეთ გაშლილი მინდორი სადაც ძაღლი ეძებს პატრონიდან 150 მეტრში და ბალახი არც თუ დაბალია და თითქმის ფარავს ძაღლს, კარგად დაყენებული ძაღლი ეძებს თავ აწეული, ასე რომ შეიძლება მარტო თავი ჩანდეს..... მიმიხვდით ალბათ? არსებობს აგრეთვე ეგრედ წოდებული--ანონსირება: ძაღლი დგება ნაბულზე და თუ პატრონი არ ჩანს და ვერ ხედავს ძაღლს, რამდენიმე ხნის მერე ძაღლი იხსნება ნაბულიდან, ბრუნდება პატრონთან და ანონსირებს, მიყავს ფრინველის აღმოჩენის ადგილზე და ხელახლა დგება ნაბულზე. ამას რუსები დაგეშვის უმაღლე სტადიას ეძახიან. ასეთი გაწვრთნილი ძაღლი მე პირადად არ მინახავს, მაგრამ ბევრი წამიკითხავს. ანონს უფრო გაწონასწორებული ფსიქიკის ძაღლები აკეთებენ, მიდრეკილება უფრო კონტინენტალურ მეძებრებს აქვთ, მათთვის ხომ მოკლულუ ცხოველის პოვნისას ევალებათ ანონსი, მგონი თემას გადავუხვიე, მაგრამ მაინტერესებს გამოცდილი ექსპერტების აზრი ამის შესახებ და თუ ქონიათ ასე დაყენებულ ძაღლთან ურთიერთობა? |
|
|
![]()
პოსტი
#60
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
mgm
+100 ანონსი ძაღლის გაწვრთვნის უმაღლესი სტადიაა. ინგლისურ მეძებრებში,როგორც წაკითხული მაქვს, ახასიათებს მხოლოდ შოტლანდიურ სეტერს(გორდონს)საქართველოში ბოლო 15 წლის მონაცემებით ანონსირებელი ძაღლი არ გვყოლია და როგორც გავიკითხე ადრეც არ ახსოვთ. ეს ალბათ გამოწვეულია იმით რომ სისხლიან კვალზე ჩვენში კონტინენტალურ მეძებრებს არ იყენებენ,ფრინველზე კი ანონსი მხოლოდ ვალდშნეპზე არის საჭირო ,იშვიათად გჭირდება,თან რთული სასწავლია თუ ძაღლს მიდრეკილება არ აქვს, და ამიტომ თავს არ ვიწუხებთ) ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 10:42 |