რომელ პნევმატურს მირჩევთ? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

31 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
რომელ პნევმატურს მირჩევთ?
gurika999
პოსტი Mar 13 2010, 11:16
პოსტი #186


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ბიჭებო ვინმემ იცით ოპტიკის გასწორება? ეხლა ამ დღეებში ვყიდულობ და თუ შეუძლია დახმარება ვინმეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ja_ja
პოსტი Mar 13 2010, 12:16
პოსტი #187


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 27-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi



შოთა.03
ციტატა(SHOTA @ 12th March 2010 - 22:57) *
ოღონდ ნაღდად ეგაა
ამ შემთხვევაში არ ვცდები!!!!


მშვენიერი იარაღია, ახალი Quatro სასხლეტი რომელიც რეგულირებადია, პლიუს SAS ტექნოლოგია, ანუ უკუცემის აბსორბირება რომ ნაკლებად შეგაწუხოს უკუცემამ. დაამატე ამას ფიქსირებული ლულა რომელიც სიზუსტეს ამაღლებს და.... მოკელდ კაი რამეა, მე უბრალოდ 350 ლარი მაფიქრებს.. newsmile035.gif მე ცოტა სხვა კუთხით და სხვა კლასებს ვადარებ ხოლმე და ზამბარ დგუშიანში 350 ლარი...

ციტატა(SHOTA @ 12th March 2010 - 22:57) *
ანდა მეორე ვარიანტია ჰაცან-75, რომელიც თავისივე ოპტიკითა და მაყუჩითაა

პნევმატიკაში სულ რომ ძალით იჩალიჩო არ გამოიყენება მაყუში (უფრო მართებულია ვერ გამოიყენებ), რომც მოხსნა ცეცხლსასროს (თუ გაქვს) პნევმოზე მაინც ვერ გამოიყენებ (მუშაობის პრინციპებია სხვა და სულ სხვადასხვა ფიზიკის კანონები მუშაობს) newsmile035.gif ასე რომ პნევმატიკაზე მაყუჩი დაივიწყე, არ არსებობს, ბუნებაში, არსებობს ჰაერის ნაკადის მომჭრელი,რომ ტყვიას ხელი არ შეუშალოს მიზანში სწორედ გაფრენისთვის. და ეგეც გამოიყენება სპორტულ მაღალი კლასის პნევმატიკაში, ზამბარ დგუშინს რაც არ უნდა დაუყენო.... მაქსიმუმ "ნადულნიკი" ცოტათი კვეთავს ჰაერს და გგონია სიჩუმეა, პლისუ ცოტა ამძიმებს ლულას რაც სიზუსტეზე დადებითად მოქმედებს.

მეორე საკითხი, კანონმდებლობით აკრძალულია მაყუჩი და გინდა პნევმატიკაზე დააყენე, გინდა ცეცხლსასროლზედა გინდა ტანკზე, აკრძალულია და მორჩა მაგით საქმე newsmile05.gif

ციტატა(SHOTA @ 13th March 2010 - 00:34) *
რა პრობლემაა პნევმატიკა 4.5 კალიბრის და ფეხებზე არ მკიდია?

კი თოფი ავტომატურად, მაგრამ დანარჩენი ნურას უკაცრავად newsmile05.gif


Hatsan 75-ზე ვერაფერს ვიტყვი არ მჭერია ხელში და არც სხვისი კონეტები ვიცი მაგ ფიშტოზე. თუ პროსტა გასართობად გინდა 75-ი აშკარად ჯობია, იაფია და გართობისას სიზუსტეს სასხლეტს და რაღაც ამდაგვარებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.


gurika
ციტატა(gurika999 @ 13th March 2010 - 12:16) *
ბიჭებო ვინმემ იცით ოპტიკის გასწორება? ეხლა ამ დღეებში ვყიდულობ და თუ შეუძლია დახმარება ვინმეს?

რას ნიშნავას გასწორება???
ოპტიკის და სამიზნის გასწორებას თუ იძახი სტანდარტული ვარიანტია, გინდა ცეცხლსასროლზე, გინდა პნევმოზე, ეგაა რომ დისტანციებია სხვა და სხვა. პრინვიპი ერთი და იგივეა.

თუ რაიმე სხვას გულისხმობ, მაშინ დააკონკრეტე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Mar 13 2010, 12:40
პოსტი #188


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 13th March 2010 - 13:16) *
მოკელდ კაი რამეა, მე უბრალოდ 350 ლარი მაფიქრებს.

ანუ ძვირია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი Mar 13 2010, 12:52
პოსტი #189


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ხო გასწორებას ვგულისხმობ, რამდენ მეტრზე სწორდება სა?მიზნე დაახლოვებით,?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბაზუკა
პოსტი Mar 13 2010, 15:33
პოსტი #190


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



gurika
ციტატა(gurika999 @ 13th March 2010 - 13:52) *
ხო გასწორებას ვგულისხმობ, რამდენ მეტრზე სწორდება სა?მიზნე დაახლოვებით,?

გააჩნია რისთვის გინდა.
ზოგი 20-ზე ასწორებს, ზოგი 30-ზე, ზოგიც 50-ზე. ანუ 0 დგება შენს მიერ სასურველ მონაკვეთზე. კიდე ვიძახი იარაღს გააჩნია.

შოთა.03
საინტერესოა, მეც მაინტერესებს, როცა შეიძენ (თუ შეიძენ რათქმაუნდა) ერთი რეპორტი მოგვაწოდე რააა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Mar 13 2010, 15:53
პოსტი #191


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ბაზუკა
ციტატა(bazuka @ 13th March 2010 - 16:33) *
საინტერესოა, მეც მაინტერესებს, როცა შეიძენ (თუ შეიძენ რათქმაუნდა) ერთი რეპორტი მოგვაწოდე რააა.

აუცილებლად....
იმ კვირაში ვგეგმავ, თუ რამემ არ შემიშალა ხელი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Mar 13 2010, 15:56
პოსტი #192


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
ზამბარ დგუშიანში 350 ლარი...

ატრაკებ. ზოგადად ზ.დ.პ.-ში 350 ლარი ფასის ქვედა სეგმენტია, მოგწონს თუ არა.... აბა მაშინ ეარ-არმსი არ ვარგა და ეგაა....
შოთა.03
ისე, კი, 350 მაგ ჰატსანისთვის კია ძვირი, მაგ მოდელს ჯობის 135 აიღო, მართალია ფიქსირებული ლულა არ აქვს, მარა 280 ლარი ღირს მაგნუმში და ოფიციალურად აღიარებულია ყველაზე უფრო დიდი პოტენციალის მქონე ზ.დ.პ.-დ (სიმძლავრის პონტში, სიზუსტეზე რა მოგახსენო) რუსენის და უკრაინელების მიერ. მას აქვს ყველაზე უფრო დიდი მოცულობაკომპრესიული კამერისა. 155-მოდელზე უფრო დიდი.
http://www.hatsan.com.tr/airguns_mod_135.asp
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Mar 13 2010, 16:00
პოსტი #193


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



nihontoman
ზატო 150 იან მოდელს აქვს 380 მეტრწამი საყიოსი სიჩქარე!!!!
რაც ნაღდად არაა სახუმარო და 20 მეტრში ჩემ თვალწინ ნაგვის ურნას სკვაზნოი დაადო...

და ეს არ ჯობია მაგას?
http://www.hatsan.com.tr/airguns_torpedo_150_th.asp
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი Mar 13 2010, 16:01
პოსტი #194


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ეხლა ამ დღეებში მინდა შევიძინო ოპტიკა და 100ლარად რას მირცევთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბაზუკა
პოსტი Mar 13 2010, 16:25
პოსტი #195


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შოთა.03
ნაგვის ურნების სახვრეტად თუ ყიდულობ კი, მშვენიერია. იმიტო რომ იმას რაც მაგ ურნაზე მცირე ზომისაა ვეღარ გაარტყავ newsmile015.gif
სიჩქარეს რაც შეეხება, მაგაზეც გეტყვი. ბგერის სიჩქარე 331მ/წმ (მგონი, პლიუს-მინუს 5მ/წმ), ხოდა ეს მსუბუქი "სვინცოვი" ტყვიები ამ სიჩქარის დიაპაზონში ძაან არასტაბილურია
ამიტომაც პნევმატიკის ოქროს შუალედათ ითვლება 250-300 მ/წმ. ვედროების სახვრეტად ხომ არ ყიდულობ შაშხანას არააა.

თუმცა თუ მაგის ყიდვა ეგრე გულით გინდა, უნდა იყიდოკიდევაც, იმიტო რომ რასაც სხვები გირჩევენ ვერც ისინია მთლად ზუსტი აგრეგატები და შემდეგ გული დაგწყდება "ნეტა სხვას რად დავუჯერეო".

მოკლედ ველით რეპორტს

gurika
100 ლარად???

amazon.com-ს
http://www.amazon.com/UTG-3-9X32-Range-Est...6692&sr=1-6
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Mar 13 2010, 16:58
პოსტი #196


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შოთა.03
მე მაგას გეუბნები რომ 135 მოდელი კიდევ უფრო მძლავრია ვიდრე 150.

ბაზუკას ვეთანხმები სრულად. ნაგვის ყუთებზე 3-5 მეტროდან ნადირობას თუ აპირებ კაი, მარა თუ გინდა რამეს გაარტყა 25 მეტრის იქეთ, მაშინ სხვა რამე იყიდე.....

მე მაგალითად ამას გირცევდი: http://mymarket.ge/product_info.php?type_i...oduct_id=522061, , ეს 260 ლარი უოპტიკოდ და 4 ჯერადიანი ოპტიკით 350 ლარი ღირს. ******************** ზუსტია და მძლავრიცაა სანადიროდ.

მარა თუ კიდევ უფრო მძლავრი და "ყკეთესი გინდა, მაშინ ეს ნახე:
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...oduct_id=499893 ამას მეტი საწყისი სიჩქარე უწერია და ოპტიკაც ცვალებადი, 3-9 ჯერადობის აქვს მილდოტით....

კიდევ უფრო კაი გინდა? იყიდე ნიტრო ფიშტო, სადრაც 700-800 ლარად, მძლავრია იმის დედა ვატირე, ოპტიკა მოყვება კარგი და საკმაოდ ლამაზია (თან ზუსტია)



კიდევ უფრო კარგი გინდა? მაშინ ითრიე დისკო ნასოსით და ეგაა. 100 მეტრაში პინგ-პონგის ბურთები მოხსნა ჯაჯამ, თან სიმძლავრე იმდენი აქვს, 100 ,მეტრაში ყვავს ყელზე დაადგება. ეს სიამოვნება სადღაც 900-1000 ლარი დაგიჯდება.

მოკლედ, სიამოვნება გინდა მიიღო? მაშინ მეტი გაიღე და ერთი რამ ამოიშალე თავიდან, კერძოდ კიო ეს ფრაზა : " კი, მარა კისტის თოფში ამდენი როგორ გადავიხადო".....


იმედია მიხვდი რაც მინდოდა მეთქვა


ნებისმიერი პოსტი ნადირობის შესახებ წაიშლება და მიიღებ გაფრთხილებას... რადგან ნადირობის სეზონი დამთავრებულია და ყველანაირი ნადირობის ფაქტი დაწერილი პოსტის სახით, მიიღება როგორც აკრძალულ ვადებში ნადირობის პროპაგანდა!

ამ შემთხვევაში გაფრთხილება! შემდგომში წესების უგულებელყოფის შემთხვევაში ბანი!

ადმინი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი Mar 13 2010, 16:58
პოსტი #197


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



შოთა.03

ჩემს პნევატყრით იქნებოდა 40 ან მეტი, სადღაც 50 მეტრამდე, და ისე ვესროლე კატას, და სკვაძნოი დაადო, და არადა ჩემსასზე არც ისე კაი
პასუხი მითხრეს აქ, რა კი გააგორა თან ნორიკას ბანძი ტყვიის, newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Mar 13 2010, 17:00
პოსტი #198


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



gurika
კატებს თავი დაანებეთ! რას გიშავებენ? newsmile019.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ja_ja
პოსტი Mar 13 2010, 17:30
პოსტი #199


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 27-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi



gurika
ციტატა(gurika999 @ 13th March 2010 - 13:52) *
ხო გასწორებას ვგულისხმობ, რამდენ მეტრზე სწორდება სა?მიზნე დაახლოვებით,?

იდეაში ბაზუკა-მ ამომწურავი პასუხი გაგცა. თუ საერთოდ სროლის მანძილი გაინეტერსებს ეგ სხვა საკითხია, მანდ ასე ზუსტად ვერავინ გეტყვის დამოკიდებულია თოფზე. ზოგი ექსტრემზე კი ისვრის 200 ემტრამდე, მაგრამ რეალობაში ეგ მანძილი გამოუდეგარია, პნევმატიკით მაგ მანძილზე ვერაფერს იზამ, ალბათ ბეღურას თუ მოკლავ ისიც იმიტომ რომ შიშით იმფაქტს მიიღებს უცებ რომ რაღაც შეეხება ტრიალ მინდორზე. ყველაზე ხშირი დისტანცია გამოყენებისთვის იქნება 10-60 მეტრი, ექსტრემი 60-80 მეტრი, ნუ ჰა ჰა 100 მეტრი, მაგრამ ეგეც ძალიან იშვიათ შემთხვევაში. თუმცა აქვე დავძენ 250- და 350 ლარიანი ზ.დ.პ-თი 100 მეტრზე ზუსტი სროლა ცოტა ზედმეტი მოთხოვნაა.


nihontoman
ციტატა(nihontoman @ 13th March 2010 - 16:56) *
ატრაკებ. ზოგადად ზ.დ.პ.-ში 350 ლარი ფასის ქვედა სეგმენტია

აქაც რომ შეტევაზე ხარ რა newsmile05.gif შეკაცო დავწერე:
ციტატა(ja_ja @ 13th March 2010 - 13:16) *
მე ცოტა სხვა კუთხით და სხვა კლასებს ვადარებ ხოლმე და ზამბარ დგუშიანში 350 ლარი...

ანუ ეს პირადი ჩემი შეფასება იყო და თან ამ მოდელზე, ბოდიში რომ ერთი სიტყვა გამომრჩა newsmile035.gif შენც მაინც იგივე დაწერე მაგ მოდელზე:

ციტატა(nihontoman @ 13th March 2010 - 16:56) *
ისე, კი, 350 მაგ ჰატსანისთვის კია ძვირი, მაგ მოდელს ჯობის 135 აიღო

რა გინდა ერთი და იგივეს ვამბობთ.


შოთა.03
ციტატა(SHOTA @ 13th March 2010 - 17:00) *
ზატო 150 იან მოდელს აქვს 380 მეტრწამი საყიოსი სიჩქარე!!!!
რაც ნაღდად არაა სახუმარო და 20 მეტრში ჩემ თვალწინ ნაგვის ურნას სკვაზნოი დაადო...

უკაცრავად ჩაგეძიებით... ისა... თქვენ ნაგვის ურნების სახვრეტ საამფროში გსურთ მუშაობა თუ ნაგვის ბუნკერების მონადირება გაქვთ ჩაფიქრებული newsmile05.gif. ეგენი არ დარბიან და არ დაფრინავენ.

ისე კი გახვრეტა ერთი მხვრივ კაია, ანუ ენერგია აქვს და ესეიგი დიდ მანძილზე ისვრის, მაგრამ უკონტროლო ენერგია პნევმატიკაში უაზრობაა. 4.5-იანი ტყვია იმდენად მსუბუქია 380 მეტრისთვის რომ...

მოკლედ 331 მეტრზე მიიღწევა ხმის ბარიერი. მაგ სიჩქარესთან მიახლოებისას ტყვიის წინ მიდის (უფრო სწორედ ტყვია მიაქანებს თავის წინ) ჰაერის შეკუმშულ ტალღას. იმის გამო რომ ტყვიას არ აქვს ცეცხლსასროლივით წაგრძელებული და წვეტიანი ფორმა, ტყვიაზე ძალიან დიდი ძალები მოქმედებს, აყანყალებს და აძაგძაგებს ჰაერში. შედეგად სიზუსტე აღარ მიიღწევა.

ამ ფორუმზე რა თქმა უნდა ყველა ცეცხლსასროლზე ხართ მიჩვეული და დიიდი დიიდი სიჩქარეებია საჭიროა. მაგრამ პნევმატიკაში არის 3 კეტეგორია
170-220 მეტრ წამი, ეს არის სიუსტი პნევმატიკა (ნუ co2-ი საერთოდ 110-120-იან მაგას არც განვიხილავ)
220-260 მეტრ წამი, ეს არის საშუალო, და უკვე საკმაოდ ძლიერი პნევმატიკა, განსაკუთრებით 250-260 მეტრ წამის ფარგლებში
260-300 მეტრ წამი, მაღალი კლასის პნევმატიკა.

ყველაზე ოპტიმალურად მიზანში სროლის ენერგეტიკისა და შორს ფრენის ვარიანტში მიჩნეული და დამტკიცებულია 270-290 მეტრ წამის დიაპაზონი. მეტი ნორმალურ პნევმატიკაში მიღებული არაა, 300-ზე ზევით ხსენებული ყანყალი ეწყება ტყვიას შედეგად არასტაბილური გასროლებია. აქ ადგილზე კი ხვრიტავს ურნას მაგრამ ბარიერის გადასალახად იმდენ ენერგიას ხარჯავს ტყვია რომ... მოკლედ უფრო მეტ ენერგიას ხარჯავ ახლო მანძილზე ხმის ბარიერის გადასალახად და სადღაც 30 მეტრის მერე პირიქით რეზკი სიჩქარის ვარდნა გაქვს ვიდრე საწყისი სიჩქარე 270-290 მეტრ წამის დიაპაზონში რომ ყოფილიყო.

შემდეგი პუნქტი ნაგვის ურნების ხვრეტიდან არის ის რომ ცოცხალ ორგანიზმზე 4.5 მილიმეტრიანი ხვრელი 380 მეტრ წამით არის მიკროსკოპული ხვრელი თან ძალიან ჩქარა მოხვერდილი, სამიზნე ობიექტში ტყვია არ ჩერდება, სიტყვაზე ტყვიაში აკუმულირებული 30 ჯოული ენერგიიდან ორგანიზმში დარჩება 4-5 ჯოული, დანარჩენი კი გაფრინდება მინდორში. შედეგად ცხოველი ვერ იგებს უცებ რა ხდება დაშინებული გარბის, ან მიფრინავს და მერე სადღაც კვდება, ან საერთოდ არ კვდება და დასახიჩრებული რჩება. რისთვის გინდა ეგეთი თოფი???

და ბოლო ლურსმანი მაგ სუპერ პუპერი სიმძლავრის ლეგენდის კუბოში. ნორმალური მაღალი კლასის პნევმატიკაზე არასდროს არაა მიწერილი რა სიჩქარით ისვრის თოფი ტყვიას. ყოველთვის თოფს მიწერილი აქვს რა ენერგიას იძლევა, მაგალითად არის 3 კლასი პნევმატიკაში 7.5 ჯოული, 16 ჯოული და 24 ჯოული (ეს ყველა ეხება 4.5 კალიბრს) პირველი 7.5 ჯოული გამოიყენება რუსულ პნევმატიკაში და ოლიმპიურ დისტიპლინებში, იქ ისვრიან 10 მეტრიან დისტანციაზე და ველური სიჩქარე და ძალა არ სჭირდებათ. 16 ჯოულიანი შეზღუდვა არის ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში. და ბოლოს მაქსიმალური კლასი ეს არის 24 ჯოული, სანადირო კალსი, ფილტ ატრგეტი და ბენჩ-რესტისთვის.

საქმე იმაშია რომ თოფის საშუალო ენერგეტიკა თითქმის ყოველთვის ერთი რჩება, ანუ იძლევა 24 ჯოულს ვთქვათ ეს ნიშნავს რომ 10.5 გრანიან ტყვიას თოფი გაისვრის სადღაც 265 მეტრ-წამით. ხოლო შედარებით სუბუქ ტყვიას 7.9 გრანიანს გაისვრის 306 მეტრ წამით. ეს არის უხეში მონაცენები. ანუ ჩემს მიერ ნახსენებ 270-300 მეტრ წამის დიაპაზონში ჯდება ეს თოფი. ასე ვთქვათ მაღალი კლასია, მაგრამ იაფ ფასიანი მოდელებისა და ავარდნაზე გათვლილი ფირმები... ენერგეტიკას კი არ წერენ, არამედ ველურ სიჩქარეებს აწერენ თოფს.

შედეგად თოფს აწერენ 320 მეტრ წამი, 380 მეტრ წამი, 420 მეტრ წამი, სინამდვილეში ასეთი სიჩქარის მიღწევა შეუძლებელია პნევმატიკაში, განსაკუთრებით ზ.დ.პ კლასში. რეალურ მაგალითას მოგიყვან რეალურ შემთხვევას. ქარავანში იყიდება Norica Dragon რომელსაც უწერია 305 მეტრ წამი, მაგრამ არ არის მითითებული თუ რომელი ტყვიით მიიღწევა ეს სიჩქარე, ერთერთმა თანაფორუმელმა იყიდა, წავიღეთ და ქრონოგრაფით გავზომეთ სიჩქარე, მძიმე 10.5 გრანიანით მოგვცა 220 მეტრ წამი, მსუბუქი 7.9 გრანიანით მოგვცა 250-260 მეტრ წამი ესეიგი გამოდის რომ ამ თოფის ენერგეტიკა არის 7.9 გრანიანი ტყვიის შემთხვევაში 16.6 ჯოული საშუალო 255 მეტრ წამი ავიღე), ხოლო 10.5 გრანიანი ტყვიის შემხვევაში არის 16.4 ჯოული, ანუ იმედია მიხვდი ტყვია მძიმეა და სიჩქარე დაბალია, ტყვია მსუბუქია და სიჩქარე მაღალია. მაგრამ ენერგეტიკა იგივე დიაპაზონში რჩება და მიუხედავად ნაქები 305 მეტრისა და ვითომდა მაგარი სიძლიერისა, ეს თოფი გამოდის საშუალო კლასის 16 ჯოულიანი თოფი.

მაშინ გაგიჩნდება კითხვა აბა იტყუებიან რომ აწერენ 305 და 380 მეტრსო. არა არ იტყუებიან, უბრალოდ ერთი მონაცემი არ გვითხრეს, კონკრეტულად კი რა ტყვიით ისროლეს. როგორც ირკვევა ასეთი აფსურდული მწარმოებლები მხოლოდ სიჩქარეს მისდევენ და მათთვის მთავარია ქრონოგრაფმა დაწეროს სასურველი ციფრი, ამიტომაც იღებენ მაქისმალურად მსუბუქ ტყვიას, მაგალითად საბჭოთაკავშირის დროს ჩაშკა რომ იყო აი იმას, რომლის წონაც ალბათ 3-4 გრანია, შედეგად იღებენ არაადეკვატურ სიჩქარეს, მაგრამ რეალში ეგეთი ტყვია შორს ვერ მიფრივანს (მალე იწყებს ტრაექტოიის შეცვლას, ჰაერში ტრიალს) მიზანში არ ხვდება და.... და რისთვის გვჭირდება მაშინ ეგ სარეკლამო წარწერა???

იურიდიულად ფირმა მართალია, მაგრამ რეალობაში....ყიდულობ ეგრეთწოდებულ ძლიერ პნევმატიკას და ბოლოს იღებ ჩვეულებრივს. რა თქმა უნდა შეიძლება ზ.დ.პ-თი მაღალი სიჩქარეების მიღწევა, მაგალითად Hatsan Mod 125 იძლევა ველურ სიჩქარეს. 10.5 გრანიან რტვიებს ისვრის 330-340 მეტრ წამით. მაგრამ ეს ხდება არა ადეკვატურად ძლიერი ზამბარის ხარჯზე.

შედეგად გადატენვა რთულია და დამღლელი, განსაკუთრებით ხშირად თუ ისვრი, მაგალითად იმ Norica Dragon-ის მფლობელი ქრონოგრაფის ტესტირებისას დაგვეღალა როდესაც ზედიზედ მოუწია 30-ჯერ ლულის გადატეხვა და თოფის გადატენვა, ჰაჩიკა 125-ზე საერთოდ საუბარიც არაა, მე ჯანით არ გამოვირჩევი და დასატენად ლამის ორივე ხელის გამოყენება მჭირდებოდა. პლიუს გასროლისას ველური უკუცემა, პლიუს ოპტიკა ვერ უძლებს და იშლება, პლიუს ხელი იღლება და მიზანში ვეღარ უმიზნებ, პლიუს ეგეთი თოფი სანადირო PCP-ზე მძიმეა და.... მოკლედ შეძლებით შესაძლებელია 350 მეტრ წამის მიღება ზ.დ.პ-თი, მაგრამ ასე ვთქვათ ეკონომიურად გაუმართლებელია. შედეგს არ იძლევა, გარდა ველური სიჩქარისა და ახლო მანძილზე ურნების ხვრეტისა.

ტყვიის დანიშნულება ნადირობისას ერთია, გახვრიტოს ორგანიზმი, შეაღწიოს შიგნით, დაამტვრიოს და ჩახიოს შიგნეულობა, გამოიწვიოს სისხლდენა და რაც მთავარია არ გამოხვრიტოს ორგანიზმი და შიგნით დარჩეს, ამ დროს ტყვიაში აკუმულირებული ენერგია არსებას გადაეცემა და ველურ ჰიდრო დარტყმას აყენებს, რაც იწვევს სხეულის მწყობრიდან გამოყვანას, თუ გინდა ინფაქტი დავარქვათ, მოკელდ მონადირეებს რომ უყვართ ტერმინი ტრაკზე სვავსო აი მაგას აკეთებს კაი რტვია და კაი თოფი. ველური თოფი პროსტა ხვრიტავს და ტყვიის ენერდია უაზროდ იკარგება, მსხვერპლს სანამ დაერხევა ადრენალინის ზემოქნედებით რაცხას ფართხალებს და გარბის.

გავიხსენოთ სანადირო 12 კალიბრის ჯაკნები... რატომ იყიდება და რატომაა პოპულარული ასევთქვათ გაფურჩქვნადი ტყვიები? იმიტომ რომ ენერგია აჩუქოს მსხვერპლს და დააგდოს ადგილზე და არა გახვრიტოს და გააგრძელოს გზა მისათვსი რომ დედამიწას შემოუფრინოს 80 დრეში. ისე მაგრა მიკვირს მონადირეების ფორუმზე გახვრეტა მოგწონთ ენერგია და დაგდების შესაძლებლობა კი არა. ვევხლსასროლ ვინტოვკაზე და ბარეტზე ხომ არ გვაქვს საუბარი.


ციტატა(gurika999 @ 13th March 2010 - 17:58) *
რა კი გააგორა თან ნორიკას ბანძი ტყვიის,

ნორიკას ბანძი ტყვია კაკრაზ დეფორმირებადი ტყვიაა და ხსეულში ჩერდება, ძაან მიკვირს თუ გამოხვრიტა სხეული. მე უბრალოდ გაზეტებზე ჩავატარე ექსპერიმენტი და 305 მეტრ წამიანი სიჩქარისას 5 გაზეთზე მეტი ვერ გახვრიტა (საუბარია გაზეთზე სიტყვა და საქმე)

ძალიან კაი თუ მოგწონს და განიჭებს სასურველ სიამოვნებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BEK_M
პოსტი Mar 13 2010, 17:40
პოსტი #200


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



იმის გათვალისწინებით რომ დღემდე პცპ არ მქონია გადავწყვიტე HW 100 არ დავიწყო კარიერა და ვიყიდო Benjamin Marauder მაგრამ ერთი ფაქტორი მაფიქრებს სროლაში ვარ ცაცია და არ ვიცი რამდენად მოსახერხებელი იქნება გადასატენი მექანიზმი რმელიც მარჯვენა მარეს აქვს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

31 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 21:37