კალმახა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კალმახა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი
![]() ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა. რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის, სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე. სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან ![]() რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2 კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის. თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ, მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა. მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე ![]() იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი. სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი. მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში. მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ ![]() არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ. ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები ![]() ![]() ![]() ![]() ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად. ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს. წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ, მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას. ![]() ![]() ![]() ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს ![]() გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ. ![]() არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... ![]() გისურვებთ წარმატებებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რა გვინდა შავნაბადაზე
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვიტო
ნიჭიეეროო ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვიტო
ოქრო ხარ...ოქრო..(თანაც 750 სინჯის) ისე ჩემ სიმსრსაც მოყავდა ადრე სოკო. იმას შამპანურის ქარხნიდან გამოქონდა უკვე გამოყენებული(მათთვის გამოუსადეგარი) ღვინის ფილტრები. ფენა-ფენა აწყობდა და შუაში თესავდა ხის სოკოს. მაგარი მოსავლიანი რამე იყო. მერე მობეზრდა და ეზოს ბოლოში გადაყარა. ესეიგი.....იქ სოკომ გაიჯეჯილა.......ეგეთი არაფერი მინახავს. ბუნებრივ პირობებში რომ მოხვდა და ბუნებრივად დააწვიმა......10 იმდენი ამოვიდა. |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვიტო
სააღოლ, ძაან მაგარი მეურნე დაგება შენგან ხომ იცი, შექების ღისიხარ ფრიდონიჩ, შექების |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შენ ჩემი კულინარიული შესაძლბლობები არ გინახია
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მე ვამაყობ შენით
![]() ისე ჩვენში დარჩეს და რამდენი წლის ბრძნადებით ქალბატონო? ჭიკაანში მთასავით ჯეელი, უცოლო ბიჭები მეგულება........... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ნუ ვიტო სიტყვები არ მყოფნის, ფანტასტიური ადამიანი ხარ
![]() მეც მქონდა მცდელობა ერთხელ, ოღონდ ცელოფნის ტომრებში მოვიყვანე. უბრალოდ ამ დროს ექსპლუატაციის ვადა მალე გასდის , თუ არ ვცდები სამი მოსავალი მივიღე სულ სამ თვეში და მერე უვარგისი გახდა. შენს მიერ წარმოდგენილი ვარიანტი აშკარად უკეთესია. მაინტერსებს მოსავლიანობის სიხშირე როგორია შენს შემთხვევაში? |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
gogita.m
მაინტერსებს მოსავლიანობის სიხშირე როგორია შენს შემთხვევაში? რამდენადაც წიგნებში ამოვიკითხე 3 ტალღა უნდა იყოს მოსავლის ამ შემოდგომაზე, ჩემ შემთხვევაში ეს პირველია, ანუ ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, რამდენი დღე გასტანს არ ვიცი, თუმცა ეს მარტო ერთი კოლონის 20% დავკრიფე და ერთის შეწყვეტა შეიძლება მეორემ შეცვალოს, შიგადაშიგ კიდევ გეტყვით რა და როგორ მოხდება....... T A M P L I E R მეც ვფიქრობ დიდი ხანია მაგრამ თავი ვერ მოვაბი გაისად ალბათ მოვცხებ მეც არაფერი ტავის მობმა არ უნდა, სამსახურიდან რომ წამოხვალ აიარე ვარკეთილში და საშეშე მორები იყიდე თითო ცალი, მაინცდამაინც ალვის ხე არ არის აუცილებელი, ნებისმიერი ფოთლოვანი წავა, ეხლა თუ დადებ მთელი ზამთარი კარგად გამოშრება და გამზადდება გაზაფხულისთვის |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეგ რაარის? ფირფიტებივით არის? ამირწერე რა როგორებია? როგორია და დაახლოებით 50/50 სმ ზომის კვადრატული ფირფიტებია 4-5 მმ სისქის მასალა...დაპრეცილი ქაღალდი.(ადრე რომ რვეულში საშრობები იდო დაახლოებით მაგ ფაქტურით) მაგას იყენებენ ღვინის ქარხნები..რომ გაივლის თავისას..ყრიან. აი ეგ გამოდგება გადასარევად. ჩემმა სიმამრმა..შამპანურის ქარხნივან გამოიტანა(ავჭალაში) მერე აიღო 5-იანი კატანკა მავთული(დაახლოებით 3 მეტრიანები) დადო ჯვარედინად. ზედ ცენტრში დაალაგა 10-15 ფენა ეგ ფილტრები. მოაყარა სოკოს თესლი, მერე კიდე ფილტრები და ეგრე....დაალაგა 1.5 მეტრის სიმაღლეზე. მერე ამოკეცა აქეთ-იქიდან გაშვერილი მართულები და თავში მიაგრიხა ერთმანეთს. გაუკეთა კაუჭი და დაკიდა ჭერზე. ეგრე გააკეთა დაახლოებით 10 შეკვრა....და კვირაში 2-ჯერ რწყავდა(ვენახის საწამლი აპარატით) მაგარი მოსავალი ქონდა. |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ისე მგონი სახლშიც კი მიყრია რაღაცეები
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Maverick
ნატოს სიფათწიგნი ნახე? ![]() ლევანი ეგ რაც აღწერე 10 შეკვრა კი არა 1 შეკვრაც ზალიან ზედმეტია პირადი მოხმარებისთვის, შენადა ჭერზე რატომ დაკიდა? აზრი რა ქონდა? ჰაერში ხომ უფრო გამოშრებოდა... პ.ს. დახურულ სივრცეში ქონდა თუ ვერანდაზე ან სადმე? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2025 - 00:32 |