ბრაკონიერები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

60 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
ბრაკონიერები, მოვთხაროთ
კუდიგორელი
პოსტი Jun 16 2009, 19:16
პოსტი #126


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ჩელე
მარტო ძლიერი კანონმდებლობა არ უშველის მაგ საქმეს. ხალხს არ ესმის ის რო კანონი უნდა დაიცვას, რაიონებში კიდე ყველა ყველას იცნობს და მერე ხო იცი შენც რას ნიშნავს ეგ. ძნელია ახლობელი რო შეგხვდება იმისთვის ჯარიმის დაწერა. გარდა მაგისა მთავრობაც ხშირად დადის გასართობად, ეტყვი რამეს და სამსახური აღარ გაქვს მაშინ. ამას რა უნდა ვუშველოთ ჰა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 16 2009, 19:28
პოსტი #127


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მთლად გ.დ.ი. ბრალი არ არის ეს მდგომარეობა ნუ დაგვავიწყდება როგორი სტრუქტურა ჩაიბარეს ეკოპოლიციის შემდეგ, ადრე გროზნოს არ ბომბავდნენ ისე როგორც ჩვენთან მდინარეებს, თუმცა ამ დენის აპარატებზე რამე მოსაფიქრებელია სასწრაფოდ. ვეთანხმები hunter777 უიარაღოდ თავზე ხელაგებულ და (გადამთვრალ) ბრაკონიერებთან მკაცრი ტონი მართლა შარია მითუმეტეს როცა იციან რომ სოლიდურ ჯარიმებზეა ლაპარაკი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 16 2009, 19:38
პოსტი #128


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კუდიგორელი
გეთანხმები და სამწუხაროდ ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ ახლობელს ან თუნდაც ნაცნობს რომ გამოიჭერ და დაუწერ ოქმს მერე ცუდი ბიჭი ხარ, მაგრამ ის ავიწყდებათ რომ აქ არ არის ოქმზე საუბარი, აქ მომავალზეა ლაპარაკი და რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, არ შეიძლება ნადირობა ხოოო, ნუ ინადირებ რაა შე კაი კაცო, ან დენი და მსგავსი უბედურებები რა არის? ადრე ჩემს ბავშვობაში თიანეთში მაგარ ხოდში იყო დაქლორვა და იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რომ დაქლორილი თევზის ჭამა არ შეიძლებოდა, რომ წყდებოდა თევზი იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მაშინ ბევრი თევზიჩ იყო და არ იგრძნობოდა ეს ყველაფერი, ეხლა კი რომ მოგინდეს დიდი შამაიას დაჭერა, ვეღარ დაიჭერ, 10-12 წლის რომ ვიყავი, 5 კილოზე ნაკლები შამაიით სახლში არ მივდიოდი, ანკესით ვიჭერდი......... მოკლედ ახლა ძალიან მისახედია ეს ამბავი და ეგ ვიცი მე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jun 16 2009, 19:40
პოსტი #129


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საჩხერეში მაგრად მიხედეს აპარატჩიკებს(ბ. ივანიშვილის დამსახურებაა) ეგერებს ხელფასზე დამატება მიცა კარგად ჩააცვა, მანქანები და ეკიპირება გაუკეთა, სამაგიეროდ ყვირილას მაგრად დაეტყო, ხელაობითაც ანკესითაც ისიამოვნებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 16 2009, 19:43
პოსტი #130


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



სად დაეტყო ყვირილაში ადუღებენ ზესტაფონიდან ჭიათურამდე რაც მე ვიცი ცოტახანში გადააშენებენ ქაშაყს და დაისვენებენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 16 2009, 19:47
პოსტი #131


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შალვა
ეეეხ ივანიშვილმა მაგის გარდა ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ არ გაახარეს კაცი. რა ვიცი აბა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ამ ხალხის დახმარებით რაღაცას ვიზამთ და ცოტას შევამსუბუქებთ ამ მხრივ მდგომარეობას, იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ საერთოდ აღმოიფხვრება ბრაკონიერობა, მაგრამ ცოტაც რომ გაკეთდეს, უკვე ბევრია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არაგველი
პოსტი Jun 16 2009, 20:42
პოსტი #132


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სალამი ყველას!

კარგად გახურდა თემა!
მოგესალმებით ყველა ფორუმელს, სტუმარს, გ დ ი -ს ბიჭებს და ხელმძღვანელს.
კონტაქტი შედგა მართლაც და სასიხარულოა. თქვენი შემართება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანისათვის.
რაც შეეხება კადრების უკმარისობას: 1 ბრაკონიერზე 1 გდი-ს თანამშრომელიც რომ მოდიოდეს ეგ პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ იქნება. საზოგადოებრივი აზრის გამოსწორება უნდა მოხდეს, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, გაპიარება უნდა ამ ყველაფერს. და რას ვგულისხმობ:
რატომღაც მასებში დამკვიდრებულია აზრი, რომ აპარატით თევზაობა არ არის დანაშაული და უმრავლესობას ჰგონია რომ ეს თევზაობის ჩვეულებრივი საშუალებაა... უნდა გაპიარდეს რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება! უნდა მოხდეს ინფოს მიტანა საზოგადოებამდე რა კონკრეტული შედეგი მოაქვს დენით თევზაობას, რამდენად დიდია მასშტაბები იმ კონკრეტული ვანდალური აქტისა და ქმედებისა, იმათ უნდან იცოდნენ, რომ ყოველი ღილაკის დაჭერას რამხელა კატასტროფა მოჰყვება...
უნდა გაპიარდეს როგორც პატრული გაპიარდა, რომ გდი-ხალხის დამჭერი და დამჯარიმებელ-დამღუპავი კი არა, პირველ რიგში ბუნების დამცველია, მარტო თავისი კონკრეტული სამოქმედო არეალის კი არა, დამცველიაფლორისა და ფაუნის, რომელშიც ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ...
ბიჭებო კარგად მესმის თქვენი, ქართველები ფიცხნი ვართ, მეც ანალოგიური რეაქცია მაქვს ხოლმე ყოველთვის, ზემოთხსენებული ფაქტების გამო, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ რადიკალური ზომების მიღება ყოველთვს საჭირო არ არის, ხომ არ აჯობებს რომ გაჩაღდეს საინფორმაციო ომი ბრაკონიერების წინააღმდეგ? მოხდეს სრული ინფორმირება მოსახლეობისა და გამოყენებული იქნას ყველა მასმედია საშუალებები.
რაც შეეხება გდი-ს დახმარებას ჩვენი მხრიდან... რამდენად გამოდგება მაგალითად არ ვიცი... კომუნისტების დროს, ომის შემდეგ პერიოდში კრიმინალური აფეთქებები იყო მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე... მილიციას არ ყოფნიდა რესურსები... მათ დასახმარებლად შეიქმნა მოხალისეთა რაზმები ე.წ. "ობშჩესტვენიკები" საზოგადოებრივ საწისებზე, ეს არ იყო "ნასედკები" ეს იყო რაზმები რომლებიც პატრულირებდნენ ქუჩებში, ჰქონდათ კანონით მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილებანი, ჰქონდათ განმასხვავებელ-საიდენტიფიკაციო ნიშნები და აქტიურად ეწეოდნენ თავის საქმიანობას, როგორც დამოუკიდებლად ასევე მილიციის დანაყოფებთან ერთად. ანალოგიური სამსახური ფუნქციონირებს აშშ-ში, როგორც მე ვიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jun 16 2009, 20:50
პოსტი #133


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



არაგველი
გეთანხმები ყველაფერში. ადრე დენით თევზაობა მეგონა რო თევზის დაჭერის შედარებით იოლი საშუალება იყო და ბოლო 2 წელია რაც გავიგე როგორი დიდი ზიანი მოაქვს თურმე. ბევრია ვისაც წარმოდგენა არ აქვს რა ზიანს აყენებს ბუნებას. აუცილებელია რო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს გარემოს დაცვის სამინისტრომ, ჩვენ და ყველამ ვისაც გული შესტკივა ჩვენ სამშობლოზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 16 2009, 22:22
პოსტი #134


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



და ეხლა მართლა გჯერათ ეგ რო არ იციან რამხელა ცუდ საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ და რო ეგ დენის აპარატი ანადგურებს და სპობს ცოცხალ არსებებს და რომელიც გადარჩება რო აღარ მრავდება ისიც??? ეგენი ზეპირად იციან მაგ კაზიოლებმა!! და კიდე ერთი დმანისში არის მდინარე მაშავერა მკვდარი მიდნარეა უკვე ის თევზი კიარა მიკრო ორგანიზმებიც კი აღარაა შიდ და რატო თუ იცით რატო და კაზრეთის საბადოდან ჩარეცხილ ჩაჟონილი ქიმია სპობს და ანადგურებს მადაურობას! და არ იციან ეხლა ეგ ხო რო მდინარე იწამლება არაა? ამხელა ბიჭები ხართ და ნუთუ ზღაპრებისა კიდე გჯერათ აა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jun 16 2009, 22:38
პოსტი #135


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



მე ჩემნაირებზე და ჩემზე პატარებზე მაქ ლაპარაკი, მე მართლა არ ვიცოდი რა შედეგი მოსდევდა ამ ყველაფერს 3-4 წლის წინ და ერთი ორჯერ "სათევზაოთაც" წავყევი. ეხლა ძალიან ვნანობ, მაგრამ არ ვიცოდი და იმიტო წავედი. ეხლა ვისაც დავინახავ ყველას ვეცხუბები მაგაზე, პატარებს კიდე ვუხსნი თუ რა შედეგები მოყვება ესეტ თევზაობას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 16 2009, 22:41
პოსტი #136


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მარტო მაშავერა არ ხრამიც მაგ დღეში და აგრეთვე მტკვარსაც ეეგ ეემუქრება მთელი რუსთავის საწარმოების მავნე პროდუქტი მად ჩადის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jun 16 2009, 22:42
პოსტი #137


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ჰერცოგი997 @ Jun 16 2009, 07:43 PM) *
სად დაეტყო ყვირილაში ადუღებენ ზესტაფონიდან ჭიათურამდე რაც მე ვიცი ცოტახანში გადააშენებენ ქაშაყს და დაისვენებენ

ზესტაფონიდან ჭიათურამდე საჩხერე არ არის, მერეა მერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 16 2009, 22:45
პოსტი #138


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ხო ვიცი რომ მერეა და მაგიტომ ვთქვი რომ აამ ადგილებშიც ადუგებენ მთელ ძირულაში და ჩხერიმელაშიც და კიდევ სხვა მდინარეებშიც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 16 2009, 22:54
პოსტი #139


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დენის აპარატით დაჭერის შემთხვევაში, რამოდენიმეჯერ რომ დაიჭირო ერთი და იგივე პიროვნება, სულ ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლება ეგ ამბავი?,თუ სისხლის სამართალიც არის გათვალისწინებული? კითხვა გ.დ.ი- თანამშრომლებს? ან ვინც იცის იმას, მაინტერესებს??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 16 2009, 22:56
პოსტი #140


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



არაგველი
გაპიარება კარგი აზრია მაგრამ მაშტაბებია ცოტა, პატრულს დაფინანსებაც დიდი აქვს და რესურსიც და უფლებებიც,
ჩვენში არის საქმე, სამინისტრომ საკმაოდ კარგი როლიკები შეუშვა გარემოს მოვლაზე ნაგვის დაყრასტან დაკავშირებით,
ის რომ პოლიეთილენი არის მიწის შხამი, მაგრამ ცოტა ვიცით პირდაპირ მანქანიდან რომ ყრის ნაგავს ან იქეიფებენ და
ნაგავს ეგრევე ტოვებენ ტყეში? ეს დე..................ფეთქებული ისეთი ძნელია რომ ბოლობოლო თუ არ შეკრავ და პარკში არ დტოვებ
ნაგავს, ცეცხლში შეყარე და დაიწვება რა, ჩვენ თითონ ვართ პრობლემა და ხშირად მაგრა გვკიდია....

რაც შეეხება დანარჩენ მოსაზრებებს, მანდატზეა საუბარი რომ ვინმე დელეგირებას მოგვცემს და დავიწყებთ ხალხის დაჯარიმებას,
აბა რას ამბობთ? დაფიქრდით ცოტა, და გაიხსენეთ ბოლოს რომელმა დარეკეთ ცხელ ხაზზე და ელემენტარულად ბადეებზე შეაწუხეთ
გედები? რომელი აირებთ თავზე ვინმეს დაჯარიმებას? და თუ მაგას იზავთ კაკ მინიმუმ ცხელ ხაზზე დავრეკით ჯერ.

ჩემი აზრით ჩვენი მაქსიმუმი და ისეთი ღრუბლებსი რომ არ გავფრინდეთ არის ის რომ მაქსიმალურად ფაქტები მოვაგროვოთ და მინიმუმ ამ ფორუმზე მაინც დავყაროთ
ღიათ, დაინახავს ალბათ ეს ხალხი და რეაგირებაც იქნება, მგონი მაგიტომ გამოავლინეს თავები და ხელი შეუწყოთ, იდეა ის არის რომ გვითხრან ჩვენ რაში შეიძლება დავეხმაროთ
სიტუაციას სამინისტროს მეშვეობით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

60 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 12:24