ბრაკონიერები, მოვთხაროთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბრაკონიერები, მოვთხაროთ |
![]()
პოსტი
#826
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
შალვა
სიამოვნებით ბატონო შალვა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#827
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლევანი
ეტყობა, აზრი გასაგებად ვერ ჩამოვაყალიბე, არა და, ჩვეულებრივ არ მემარება ხოლმე ეგეთი იაღლიშები. მაგ განცხადებიდან გამომდინარე, მომეჩვენა, რომ ყველა მონადირე მეტნაკლებად ბრაკონიერი და რაღაცა დოზით აუცილებლად კანონდამრღვევი გგონია. (მერე რა, რომ ლომის წილი ამაში დღევანდელ არასრულყოფილ კანონმდებლობას მიუძღვის) უფრო კი ის გამიკვირდა, ასეთი აზრი სამონადირეო საიტზე რომ გამოითქვა. მართლაც სამწუხარო რეალობაა - დღევანდელი "მონადირეების" 70-80% ქვის ხანის ბრაკონიერები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი კულტურისა და ცხოვრების წესის შემადგენელი ერთი მნიშვნელოვანი დარგი და ათასწლოვანი ტრადიციების შემნახავი კულტურული მონადირეები "მგლის ბილეთისთვის" გავიმეტოთ. ის ადამიანები, რომლებიც კითხულობენ: რას ერჩით ნადირ-ფრინველსო, აპრიორი მტრულად არიან განწყობილი ზოგადად ნადირობის მიმართ, პირდაპირ რომ ვთქვათ, "ტყემალზე სხედან" ამ საქმეში და როგორ შეიძლება იმ სფეროს კონტროლის ფუნქცია ქონდეთ, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ?.. განა ტყის ბილიკების ცოდნაზე და გზის გაგნება-არგაგნებაზეა საუბარი? მე ბუნებასთან იმ შინაგან სიახლოვეზე და იმ სისლხორცეულ კავშირზე ვლაპარაკობ, წლების განმავლობაში რომ უყალიბდება ნამდვილ მეთევზეს და მონადირეს. ალპინისტები ახსენე და რამდენი კაცი ვიცი, სასხვათაშორისოდ რომ იტყვის: ერთი ამ გიჟების ტვინში ჩამახედა, რა უნდათ, სად მიძვრებიან, რატო იკლავენ არაფრის გულისთვის თავსო.. ახლა წარმოვიდგინოთ, ასეთი კაცი მთასვლელებს მწვერვალზე გასვლის ნებართვის მიმცემად დაუნიშნეს ან სამაშველო ჯგუფის უფროსად, რა ჭკუაზე დადგებიან? მოკლედ, ამეების თქმა მინდოდა, საწყენი და უკადრებელი არაფერი გამივლია გულში.. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#828
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#829
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: saCxere ![]() |
ბატონებო, არ ვაპირებდი რამის დაწერას იმის გამო ,რომ ერთი წინადადებით ყველა პრობლემას ვერ იტყვი და რამე კონკრეტულ რეცეპტს ვერ დადებ მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა , ძირითადი პრობლემა ჩვენშია, საზოგადეობაში ჩვენს დაბალ კულტურაში, უმრავლესობაში , როცა სიბინძურეს გადავეყრებით სათანადო "ხაის" არ ვტეხთ იმ მოტივით, რომ მაინც არაფერი შეიცვლება ან შეკრულები არიან, ბოზობას ხომ არ დავიწყებ და სხვა, მაგრამ საკუთარი ხე რომ მოგვიჭრან ან საკუთარ ტბორში რომ იბრაკონიერონ დედას ვუტირებთ, პოლიციას, გდის და სხვა შესაბამის სტრუქტურებს ფეხზე დავაყენებთ, იმიტომ რომ "ჩემია" მუშაობს, პირველ ვარიანტი თუ ბოზობაა მეორეში რატომ არ არის? ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ასეთი ლოზუნგი: ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. მე იმ აზრზე ვარ ,რომ ოჩოპინტრე დიდიხნის შექმნილი რომ იყოს საქართველოში უკეთესი ვითარება იქნებოდა, იმის გამო ,რომ საზოგადოება ერთიანდება და ჩვენი რიგებიც იზრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ოჩოპინტრე უფრო აქტიური გახდება და კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავს. მე მჯერა კლუბის ადმინისტრაცია და წევრების ძირითადი უმრავლესობა პატივსაცემი მამულიშვილები ბრძანდებით, დიდი იმედებით გულშემატკივრობთ. ისიც ცუდია რომ ყველას ჩვენი აზრი მართალი გვგონია, მაგრამ ისიც კარგია, რომ ვიღაც ჩვენში მართალია. ნატოში ვიქნებით თუ ღმერთმა არ ქნას კატოში ინფირმაცია მაქვს, არც ხეს დაგვირგავენ, არც მდინარეებში კალმახს არ გაუშვებს არავინ ,მივხედოთ საქმეს ჩვენთითონ.
|
|
|
![]()
პოსტი
#830
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 9-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflis ![]() |
[b[/b] ნოსო გუშინ გკითხე და არ მიპასუხე როდის შეიცვალა გდი- ს სასტავი? მართლა მაინტერესებს რა მოასწრეს ახლებმა ამდენის გაფუჭება.... თუ რამეა ტყეში დღეს დღეისობით ცუდად ეს მემგონი წინა წლების (ბოლო 20 წლის)"ნავაჟკაცარის" გამოძახილია.... დღეს საქართველოში ვისაც თოფი აქვს ყველა თავს მონადირედ მიიჩნევს, რას ჩადიან ეს ვაი "მონადირეები" ყველამ კარგად ვიცით, ხოდა ეხლა შენ ამიხსენი ვინ უნდა მოხდეს იმ გდი-ში, ვინ გაარჩევს ნაღდ და ვაი მონადირეს! ....... ტყეს და მდინარეს რაც შეეხება ლევანს სავსებით ვეთანხმები უამრავი არამონადირეა ვისაც ბუნება არანაკლებად უყვარს.....და მაინც მონადირის გდი-ში მუშაობა იგივე მგონია მელა ქათმისფერმის დასაცავად რომ დააყენო....მე პირველ რიგში ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ...მანდ რომ ვმუშაობდე წარმომიდგენია რამდენი ნაცნობი-უცნობი- მეგობარი-მეზობელი-ბიძაშვილ-მამიდაშვილი მომი....და ტვინს აქ მანადირე იქ მათევზავეს თხოვნით. მე ნაღდად ვერ დავდებ თავს ახლები როგორ გაამართლებენ თუმცა ძველების(არა მარტო რიგითი თანამშრომლების მანდ სულ მაღლიდან უნდა დაეწყოთ წმენდა) დატოვება რომ აღარ შეიძლებოდა(ყველამ ძაან კარგად ვიცით რა ხდებოდა!!!) აი მაგაში ეჭვი არ მეპარება....ბოლო ბოლო რაღაც საზოგადოებისმაგვარი ხომ შეიძლება შეიქმნას თუნდაც ამ საიტზე მყოფების თაოსნობით(ადრე გაის ყავდა ობშესტვენნიკებს ეძახდნენ) და დავუდგეთ გვერდში გდი-ს(ტელევიზიის ჩართვაც შეიძლება) , იმდენი პატიოსანი მონადირ-მეთევზე(ჩემი ჩათვლით) მეგულება თუნდაც ამ თემაში "მოკამათე" რომ არა მგონია ანგარიშგასაწევი ძალა არ ვიყოთ....მე ვამბობ რომ ამათ ხელში უფრო უკან წავიდა და გამოასწორონ რამენაერად ,ან ძალით და ან ნებით |
|
|
![]()
პოსტი
#831
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
NNN-504
ბოლო ბოლო რაღაც საზოგადოებისმაგვარი ხომ შეიძლება შეიქმნას თუნდაც ამ საიტზე მყოფების თაოსნობით(ადრე გაის ყავდა ობშესტვენნიკებს ეძახდნენ) და დავუდგეთ გვერდში გდი-ს(ტელევიზიის ჩართვაც შეიძლება) , იმდენი პატიოსანი მონადირ-მეთევზე(ჩემი ჩათვლით) მეგულება თუნდაც ამ თემაში "მოკამათე" რომ არა მგონია ანგარიშგასაწევი ძალა არ ვიყოთ.... ამაში გეთანხმები ,თუმცა ვნახოთ რაგამოვა მე მონდომებული ვარ. რაც შეეეხებ ახალი უფროსის მოსლვას, ეს მოხდა დაახლოებით 1 თვის უკან, ყველა თნამშრომელიც შეცვალეს, მარგამ დღისით მზისით ,გდის ტვაწილ( ფოთში ვარ ახალ მე) დენით ადუღებენ ყველაფერს, ამის გრდა რამოდენიმე დღის უკან ( ფოთში ტბაა) გაზკანტორის ტბაზე ბალონი ააფეთქეს და ესეთები ხდება მაქეთაც. ხო რაც შეესება მაგალითს მელასა და ქათმის ფერმაზე, არ დაგეთანხმები, ჩვენი თვითმიზანი კვლა არაა, არც ჭამა, მთავარია ბუნებასთან ურთიერთობა და ჩვენ არა ვარ გამოჭერაზე ნადავლის. მონადირეები უნდა იყვნენ თქო სულ არვამბობ მე, მაგრამ 5 კაცში 2 მაიცნ უნდა იყოს, და დანარჩენი უდა იყვნენ 100% ტიანი ,ბიოლოგები,და ბუნების მოყვარული ხალხი თავისთავად. მემგონი ჩვენ შევთანხმდით ყვლაფერზე, გარდა ერთისა, რომ ეს არაარის მარტო ჩვენი შეგნების პრობლემა( თუმცა ეგ დიდი პრობლემააა) ეგ არის არპროფესიონალების დამსახურება რომ ჩვენი ბუნება ასეთ დღეშია!!! |
|
|
![]()
პოსტი
#832
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ნოსო
მაგრამ 5 კაცში 2 მაიცნ უნდა იყოს, და დანარჩენი უდა იყვნენ 100% ტიანი ,ბიოლოგები,და ბუნების მოყვარული ხალხი თავისთავად. გ.დ.ი. არის ერთ ერთი ოპერატიული სტრუქტურა რომლის ძირითადი ფუნქციაა დანაშაულის(ამ შემთხვევაში ხის ჭრის,ბრაკონიერობის) პრევენცია და აღკვეთა. გ.დ.ი._ს ინსპექტორი პირველ რიგში უნდა იყოს კარგი ოპერატიული მუშაკი,ყავდეს ფართო აგენტურული ქსელი,ზედმიწევნით იცნობდეს სამოქმედო ტერიტოტიას.რამდენი სახერხია,ქვის კარიერი,და ა. შ. იქნება თუ არა გ.დ.ი.-ს ინსპექტორი მონადირე,მეთევზე,ან უბრალოდ ბუნებაზე შეყვარებული ადამიანი,ეს მეოცეხარისხოვანია. თუ იქნება მისთვის ჯობია,თუ არა -სამსახური შეასრულოს პატიოსნათ და ეფექტურად და ჯო ჰანტერი თუ არ იქნება როგორმე ავიტანთ. |
|
|
![]()
პოსტი
#833
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 9-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflis ![]() |
აქ რამდენი კაცია იმდენი აზრი არსებობს... ყველას ერთი დარდი გვაქვს ...ჩვენი ფლორა და ფაუნა დაემსგავსოს "ახოტა ი რიბალკაში" რომ აჩვენებენ ისეთებს.....მე ამ თემაში აღარ შემოვალ თუმცა თუ რამეს გადაწყვიტავთ საზოგადოების(გდი-ს გვერდში დასადგომად) ამბავს თქვენს რიგებში ვარ!!!!!!!!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#834
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
NNN-504
ბოლო ბოლო რაღაც საზოგადოებისმაგვარი ხომ შეიძლება შეიქმნას თუნდაც ამ საიტზე მყოფების თაოსნობით(ადრე გაის ყავდა ობშესტვენნიკებს ეძახდნენ) და დავუდგეთ გვერდში გდი-ს(ტელევიზიის ჩართვაც შეიძლება) , იმდენი პატიოსანი მონადირ-მეთევზე(ჩემი ჩათვლით) მეგულება თუნდაც ამ თემაში "მოკამათე" რომ არა მგონია ანგარიშგასაწევი ძალა არ ვიყოთ.... ისე ეგ გაის მაგალითი არ მომეწონა) ![]() ![]() გვერდში უნდა დადგომა და არა მარტო კრიტიკა, |
|
|
![]()
პოსტი
#835
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 9-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflis ![]() |
NNN-504 ისე ეგ გაის მაგალითი არ მომეწონა) ![]() ![]() გვერდში უნდა დადგომა და არა მარტო კრიტიკა, აფშესტვენიკების შედარება მხოლოდ საზოგადოების ჩამოყალიბების მაგალითად მოვიყვანე თორე მათი გაჩერებული და დაჯარიმებული კაცი მე არც მინახია და არც გამიგია, ეგ კიდევ ერთი ბლატის სახეობა იყო მაშინ ქსივასავით ჭრიდა, ჩემ მეზობელს ქონდა ა/მ შუშაზე მიკრული და იმიტომ მახსოვს კარგად... |
|
|
![]()
პოსტი
#836
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე ბუნებასთან იმ შინაგან სიახლოვეზე და იმ სისლხორცეულ კავშირზე ვლაპარაკობ, წლების განმავლობაში რომ უყალიბდება ნამდვილ მეთევზეს და მონადირეს. ყველაფერი გასაგებია ბატონო შადიმან. ეგ ყველაფერი ჩემთანაც ძალიან ახლოს არის. უბრალოდ ერთი პრობლემაა მაგ მხრივ...ეგეთი ნამდვილი მონადირეები...მართლა თითზე ჩამოსათვლელი თუ შემხვედრია ცხოვრებაში. ეგეთი ადამიანები...გარემოს დაცვაში ნამდვილად საჭიროა...ოღონდ არა მინდორში და სავარგულებში. უნდა არსებობდეს სამინისტროში(ალეკო წერს ხოლმე ამაზე ხშირად) ცალკე განყოფილება..თუნდაც რამდენიმე კაციანი....რომელიც სამონადირეო საკითხებს მიხედავდა...და სერიოზულ ოპონირებას გაუწევდა ადგილზე..იმ მეცნიერებს...ვინც თავის ნებაზე(უჩვენოდ) წყვეტენ ჩვენ საკითხებს. მინდორში კი(დავეთანხმები თენგოს) მართლა ოპერატიული მუშაკები უნდა მუშაობდნენ...უბრალოდ მართლა უნდა უყვარდეთ ბუნება..და ზედმეტს არავის არ უნდა აბედინებდნენ. ის კი...რაც კანონით გვეკუთვნის.....ნამდვილად ვერავინ შემოგვედავება.(ეს ყველაფერი რათქმაუნდა ჩემი აზრით) |
|
|
![]()
პოსტი
#837
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ძირითადი პრობლემა ჩვენშია, საზოგადეობაში ჩვენს დაბალ კულტურაში, უმრავლესობაში , როცა სიბინძურეს გადავეყრებით სათანადო "ხაის" არ ვტეხთ იმ მოტივით, რომ მაინც არაფერი შეიცვლება ან შეკრულები არიან, ბოზობას ხომ არ დავიწყებ და სხვა, მაგრამ საკუთარი ხე რომ მოგვიჭრან ან საკუთარ ტბორში რომ იბრაკონიერონ დედას ვუტირებთ, პოლიციას, გდის და სხვა შესაბამის სტრუქტურებს ფეხზე დავაყენებთ, იმიტომ რომ "ჩემია" მუშაობს, პირველ ვარიანტი თუ ბოზობაა მეორეში რატომ არ არის? ვეთანხმები ორივე ხელით... ყველაზე მეტად...ეგეთ მიდგომას ვერ ვიტან. ვერაფრით ვეგუები იმას...რომ ყოველთვის "ისინი" არიან დამნაშავეები. და თვალს ვარიდებთ ჩვენშივე ჩაბუდებულ გულგრილობას. რატომღაც... ამ ქვეყანას თავისად არ აღიქვავენ და ისე უყურებენ..როგორს საერთო სარგებლობის ტუალეტს. სულ ფეხებზე კიდიათ..თუ მდინარეს აადუღებენ და მიკრობებსაც არღარ ჩატოვებენ შიგნით. მაგათ ტვინამდე ვერასდროს დავა...რომ ის მდინარე ჩემიც არის...და მისი ადუღების უფლება არ მიმიცია. ამიტომ რა მაქვს მოსარიდებელი????.... სიამოვნებით გაუჩეჩქვავდი თავს..მაგრამ..ჯობია იმათ მიხედონ..ცისაც ეველებათ. მე მივეხმარები და დავრეკავ თუ ფაქტს შევესწარი. |
|
|
![]()
პოსტი
#838
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამიტომ.. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული..არცერთ მონადირეს არ გავაჩერებდი გარემოს დაცვაში. 1)ამაში ვერასოდეს დაგეთანხმები ლევან, ასეთი ხალხი ნადირობის წინააღმდეგია და ეს არაა გამართლული( რათქმაუნდა იმას არ ვგულისხმობ რომ ვაი და მე ვერ ვინადირებ, ზოგადად შეცდომაა ასეთი მიდგომა) მსგავსი გეგმა თუ იდეა გააჩნდა წინა მინისტრს ; ..."დაანებონ თავი დენთს თორემ გაიკეთებენ ხარაკირსო"... თუ რაღაცა ასეთი ფრაზები თქვა, არასდროს არ დამავიწყდება . 2)ბოდიში და მინსტრს რას უზამდი ???, ეგ ნამდვილდ არაა მონადირე. |
|
|
![]()
პოსტი
#839
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ხოლო რაც ბრაკონიერებთან მებრძოლ მოხალისეებს შეეხება ეგ უტოპია არ არის, ამერიკის და ბევრ ევროპულ ქვეყნებში წარმატებულად თანამშრომლობენ სახელმწიფო და მოხალისეები.
შეხვედრაზე ეგ საკითხიც დააყენე,დარწმუნებული ვარ სიამოვნებით ითანამშრომლებენ თენგო ძამიკო ამერიკას და ევროპას რომ ვედრებით და იქ ასეოა რომ ვამბობთ, იქ კიდე ძალიან ბევრი რამაა სხვაგვარად! აქ საქართველოა ჯიუტი მენტალიტეტის, განსხვავებული აზროვნებისა და კარიერისტების ქვეყანა! მქონდა საუბარი მაგ თემაზე მეთქი ბიჭები დახმარებას გვთავაზობენ არაფერი არ უნდთ ჩვენს გვერდით დგომის გარდა თქო ! ნწუ! ნწუ ნწუ! ო თავის გადააქანეს აქეთ იქეთ, მერე სერიოზული სახეც მიიღეს და არ გამოვა ეგრეო! სამინისტროს თანამშროლის გარდა დხვას რა უფლება აქვს რეიდებზე იაროს და მოქალაქეებს კანონის ძალით აიზულოს რამეო ვერ გამოვა ვერაოოოოოოოოოო. ეგრე იყო ზუსტად! ყოფილ გედეის უფროსს სამონადირეო მეურნეობების შემოწმებბაზე თანხმობა ვთხოვე არ უვლიან და ხელშეკრულებებს არ იცავენ ფაქტიურად არაფერს აკეთებენ და ნადირობა კი მიდის მიუხედავად იმისა რომ სამინისტროს არ გაუცია ლიცენზიები და რამე ვქნათ თქო! არც მაგაზე მოსულა ბრძანება. და პატივცემული ლევანი ქადაგებს რომ მონადირე მოთევზავეს გარემოს დაცვის სამსახურში არ ვამუშავებდიო! აბა რაღაზე ვილაპარაკო? დილეტანტიზმია რო ღუპავს საქმეს და ვერ გაიგო ამ ხალხმა კიდე! |
|
|
![]()
პოსტი
#840
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
)ამაში ვერასოდეს დაგეთანხმები ლევან, ეგ შენი უფლებაა რათქმაუნდა. ასეთი ხალხი ნადირობის წინააღმდეგია აი ეგ ნაკლებად მანაღვლებს. რაც კანონით მეკუთვნის...ვერანინ დამიშლის და დაუკრეფავში გადასვლას არ ვაპირებ. ზოგადად შეცდომაა ასეთი მიდგომა) აქ უნდა მიგემატებინა..რომ შენი აზრია...თორემ ღმერთის პოზიციიდან გამოგდის საუბარი. მსგავსი გეგმა თუ იდეა გააჩნდა წინა მინისტრს ; ეგ ნამდვილად არ მახსოვს...მაგრამ თუ ეგრე თქვა...ძალიანაც მიუქარია...ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონით მონიჭებული უფლება და სულ მკიდია მისი აზრი...ნამდვილად არავის ვკითხავ(მათ შორის მინისტრს) რას დავანებო თავი და რას არა. რაც მეკუთვნის ჩემია. )ბოდიში და მინსტრს რას უზამდი ??? რის გამო???... კონკრეტულად და დანაშაულისთის???... ეგ ნამდვილდ არაა მონადირე. არც არის სავალდებულო. დაცვას..მონადირე არ უნდა ხელმძღვანელობდეს. მონადირე დაცვას უნდა ედავებოდეს..და თავისას ითხოვდეს...კანონის ჩარჩოებში..(მაგალითად კურდღელზე ნადირობის დაშვებას და ა.შ.) მე მხატვარი ვარ და ბანკში ვმუშაობდი...მერე????....უნდა გამოვეგდეთ???... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 17:15 |