პროპელერები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
პროპელერები |
Jul 6 2012, 18:06
პოსტი
#1
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სპორტინგის ერთ ერთი განშტოებაა პროპელერებზე სროლა.ყველაზე განსხვავებული დისციპლინაა ყველა არსებულთა შორის. მთავარი ღირსება ამ სახეობის არის ის, რომ , სამიზნე ყოვლად წარმოუდგენელი ტრაექტორიით და მოულოდნელი კუთხით ფრინდება.
როგორც ოლიმპიურ სახეობებში, ასევე სპორტინგში, სროლა მიმდინარეობს ერთსა და იმავე სტანდარტულ ან მეტ ნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ( ძირითადად ზომით და წონით) სამიზნე თეფშებზე. ![]() არსებობს: სტანდარტული, მიდი, მინი, ბატუ, და "რებითი".... პროპელერები კი განსხვავებულია ყველა აქამდე ცნობილი სატყორცნი თეფშებისგან. პროპელერების გამოგონება პირდაპირ კავშირშია ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებასთან. პროპელერი წარმოადგენს (პლასტმასის) 10 სანტიმეტრი სიგრძისა და 2,5 სანტიმეტრი სიგანის თეფშს რომელიც, მოთავსებულია აგრეთვე პლასტმასის , ორფრთიან პროპელერში, პროპელერიც და თეფშიც მყიფე პლასტმასისაგან მზადდება. ![]() პოზიციიდან 25-30 მეტრზე, დამონტაჟებულია სასროლი აპარეტ-დანადგარები. რომლებიც, ჯერ ბრუნვას ანიჭებს პროპელერებს, შემდეგ კი გაურკვეველი კუთხითა თუ ტრაექტორიით გატყორცნის მათ. ![]() ![]() გატყორცნის ადგილიდან 20 მეტრზე გაბმულია თვლსაჩინოდ ფართე ზონარი, მიწიდან 80 სმ სიმაღლეზე. რომელიც მსაჯის ფუნქციასაც ითავსებს. თუ დაზიანებული სამიზნე გაცდა ზონარს და დავარდა, მსროლელი იმსახურებს 1 ქულას, თუ დაზიანებული სამიზნე დავარდა ზონრამდე მაშინ მსროლელი იმსახურებს 2 ქულას. დაცდენა შესაბამისად 0 ქულას. იგივე პრინციპი არსებობდა, ცოცხალ მტრედებზე სროლის შეჯიბრებზე. სპორტინგის ამ განშტოებაში, გამოიყენება ნებისმიერი კოსნტრუქციის 12 ყალიბის თოფები.გამოიყენება საფანტი არაუმსხვილეს 2,5 მმ-ისა (ანუ 7 ნომერი) ხოლო ვაზნაში, მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 36 გრამს ! ! ! პროპელერებზე სროლა, სპორტის იშვიათ სახეობას წარმოადგენს. გარდა ამისა, დამზადების რთული ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, ერთი პროპელერის ფასი 2-3-ჯერ ძვირია სტანდარტული სასტენდო თეფშის ღირებულებაზე. პროპელერების გამშვები დანადგარები და სანგარი ![]() ![]() პროპელერების ფრენის ტრაექტორია, არასტაბილური, აცა ბაცა ფრენის სტილით ხასიათდება, მაქსიმალურად მიახლოებულია ზოგიერთი ფრინველის ფრენის მანერაზე. ვიდეო რგოლი თვალსაჩინოებისთვის. |
|
|
|
Bonehill პროპელერები Jul 6 2012, 18:06
T A M P L I E R იმენნა ყველას ჯობი... Jul 6 2012, 19:34
ჯეკო ძაან მაგარია რაა, ნ... Jul 6 2012, 19:40
Davitus უფ, ამას მეც სიამოვ... Jul 6 2012, 19:55
იკო1981 კი კაი რამეა. თვალი... Jul 6 2012, 20:23
GELGURU ბრავო ბატონო ბონე ... Jul 7 2012, 18:47
Bonehill GELGURU
გააჩნია რა შეჯი... Jul 7 2012, 19:49
hunter777 უძალიანმაგრესია ს... Jul 7 2012, 20:44
Bonehill მაგას ვინ ჩივის ჩვ... Jul 8 2012, 11:48
T A M P L I E R აპარატის აწყობა შე... Jul 9 2012, 12:30
hunter777 ფრთებიი ფრთები გვი... Jul 9 2012, 13:18
T A M P L I E R გაგვიგიჟდა მემგონ... Jul 9 2012, 13:50
hunter777 ციტატა( T A M P L I E R @ Jul 9 2... Jul 9 2012, 13:52
T A M P L I E R მართლა ბენი გააქვს... Jul 9 2012, 14:03
Bonehill T A M P L I E R
გამორიცხული... Jul 9 2012, 19:57
hunter777 ციტატა(Bonehill @ Jul 9 2012, 20... Jul 9 2012, 20:35
Bonehill hunter777
ყველაფერი კარ... Jul 9 2012, 20:41
hunter777 რაიიიიიიი??? Jul 9 2012, 21:19
Bonehill ფერაძე მოდელი ემი... Jul 10 2012, 14:29![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th October 2025 - 21:37 |