ზეთი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები
MIMINO
პოსტი Mar 3 2010, 21:32
პოსტი #111


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მრავალი წელია მექანიზმს ვზეთავ ტრანსფორმატორის ზეთით. წელიწადში ორჯერ ვხსნი კონდახს, მექანიზმს ვასუფთავებ ძველი ზეთისგან დ მტვრის ნაწილაკებისგან და მერე იმ ადგილებზე სადაც ხახუნი ხდება ვაწვეთებ ზეთს ხოლო დანარჩენს წავუსვამ და მერე ვამშრალებ. ლულებისთვის ვხმარობ აგრეთვე ტრანსფორმატორის ზეთს საკონსერვაციოდაც და ლულების გასუფთავების შემდეგაც. თუმცა ლულების გამორეცხვის საშუალება ვერაფერი მოვიწონე. ვდ-40 არ მომწონს. ცოტა რობლას არაუშავს თუმცა საშინელი სუნი აქვს და ლულის ზეთიან ზედაპირს არ ეკარება. სწორედ საწმენდი საშუალება მიჭირს, მინდა რამე კარგი აღმოვაჩინო თუმცა ექსპერიმენტებს ჩემს თოფებზე ვერ ვატარებ. კარგი იქნება თუ ახალ ინფორმაციას დაპოსტავს ვინმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 4 2010, 10:49
პოსტი #112


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Bonehill @ Mar 3 2010, 20:30) *
კლასიკური გლუვლულიანი იარაღი 100 წელზე მეტია იწმინდება ტუტე (ნამწვის მავნე მოქმედების და ტყვიის დამშლელი) და ნეიტრალური ზეთით, რაც არ უნდა მოიგონონ ყველაფერი ერთ საერთო სისტემის გარშემო ტრიალებს და ემსახურება ერთსა და იმავეს, დაიცვას იარაღი ქიმიური მავნე ზემოქმედებისგან.
მექანიზმს რაც შეეხება აქ ზეთის ადგილი ნამდვილად არაა,მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში. მექანიზმი : საცხი და მისი ჯანი.
ასე რომ თოფი იწმინდება ზეთით და გაიწმინდება ყოველთვის ! newsmile05.gif


100 წლის წინ სარეცხს ნაკვერჩხლით რეცხავდენ newsmile058.gif ტუტე არ ვიცი რა არის, ალბათ შელოჩი. შელოჩი შედის რეაქციაში კოროზიული კაფსულების შემადგენლობაში მყოფ მარილებთან. საბჭოთა ჯარში შელოით წმენდა იყო აუცილებელი გამოყენებყული ტყვიაწამლის გამო . ტუტე ასევე ნერწვშია მაგალითად. შელოჩი ასევე რეაქციაში შედის რკინასთან და იწვევს მის კოროზიას. ამიტომაც ყველაზე სუსტი ტუტე ჩერდება იარარში 24 საათამდე მერე უნდა მოაშორო.

დღეს ქიმია განვითარებულია და შესაბამისად განვითარდა იარაღის მოვლის საშუალებებიც. შესაბამისად ზეთით წმენდა უკვე მოვეტონია. სოლვენტი ჩვენი ყველაფერია.

გარდა ამისა არ არის სასურველი, რომ ნაგარი ხვდებოდეს ზეთს. მერე იმ ნაგარის მოშიორება ბევრად უფრო ძნელია. ასე რომ ზეთი მხოლოდ დასაზეთად.



რამდენჯერ მინახია სანადირო თიფები, რომლევსაც ზეთით წმინდავდნენ გარედან. შიგნით რაც ხდებოდა ენით აუღწერელია, გამოტენილი თიხის მაგვარი მასით. ისე რომ მთელი მექანიზმი იყო გაჭედილი. ეს ზეთით წმენდის შედეგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 4 2010, 15:53
პოსტი #113


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თუ შენ იმას ამბობ რომ მექანიზმი ზეთით არ უნდა გაიწმინდოს ვერ დაგეთანხმები. მტვრით გალესილი მექანიზმი ზეთის კი არა მოუვლელობის და უყურადღებობის ბრალია წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხსნა კონდახი და მექანიზმი გაასუფთავო მტვრისგან შემდეგ დაზეთო და ზედმეტი ზეთი მოაშორო ნაჭრით. დამიჯერეთ ამ საქმეში ტრანსფორმატორის ზეთი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.

მინდა ყველამ ერთ ხმად ვაღიაროთ რა არის კარგი ლულის საწმენდი საშუალება ნაგარის მოსაცილებლად და რა არის კარგი საშუალება სუფთა იარაღის კოროზიისაგან დასაცავად. გთხოვთ ყველამ დავპოსტოთ ერთიც და მეორეც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 4 2010, 16:07
პოსტი #114


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა
თუ შენ იმას ამბობ რომ მექანიზმი ზეთით არ უნდა გაიწმინდოს ვერ დაგეთანხმები. მტვრით გალესილი მექანიზმი ზეთის კი არა მოუვლელობის და უყურადღებობის ბრალია წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხსნა კონდახი და მექანიზმი გაასუფთავო მტვრისგან შემდეგ დაზეთო და ზედმეტი ზეთი მოაშორო ნაჭრით. დამიჯერეთ ამ საქმეში ტრანსფორმატორის ზეთი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.


მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ ზეთი არ არის საწმენდი საშუალება. ზეთი არის ზეთი, საფოხი საშუალება. ზეთი რომ გადაასხა იაარღს და გაწმინდო ჩვარით ან უბრალოდ ჩვარით რომ გაწმინოდ იქნება იგივე ეფექტი. ერთი ვარიანტია რომ ზეთი იმოქმედებს როგორც რკინისადმი ნეიტრალური სითხე მაგრამ მარტო სიტხე ხომ არ გვინდა გვინდა საშუალება, რომელიც მოაცილებს ნაგარს. ამიტომაც დღეს როდესაც ასეთი საშუალებები ხელმისწავდომია, რომელიც იარაღს ზეტზე უკეთესად წმინდავს ზეთის გამოყენებას აზრი ეკარგება. მერე ნახეთ იარაღის ზეთი რამხელა ტარაში იყიდება. პატარა 50–100მლ–ნი ბალონჩიკები ან პატარა სპრეები. ეხლა მაგ ზეთი რამდენ იარაღზე გეყოფა? ძალიან ცოტაზე.

ერთ მხარეს, რომ დაალაგო ზეთით წმენდი პლუსები და მეორე მხარეს მინუსები, გამოვა რომ ზეთით წმენდა არ არის მიზანშეწონილი. წელიწადში ოთხჯერ ხუთჯერ რომ წმინდო იარაღი კიდე ხო.. მაგრამ ერთი 3–4 იარაღი თითო თვეში 5–ჯერ 6–ჯერ რომ გაქ გასაწმენდი მაგდენი ზეთი რატომ უნდა იყიდო?

ციტატა
მინდა ყველამ ერთ ხმად ვაღიაროთ რა არის კარგი ლულის საწმენდი საშუალება ნაგარის მოსაცილებლად


კარგი კითხვაა მეც მაინტერსებ პასუხები. ჩემი პასუხია Hoppes #9 თუ ძველი კოროზიული ვაზნებია და ABRO carburator cleaner. იშვიათად ვხმარობ ბენზინს ან ვდ–40–ს.

ციტატა
და რა არის კარგი საშუალება სუფთა იარაღის კოროზიისაგან დასაცავად


Browning Legia Spray.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 4 2010, 19:54
პოსტი #115


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Shooter @ 4th March 2010 - 11:49) *
რამდენჯერ მინახია სანადირო თიფები, რომლევსაც ზეთით წმინდავდნენ გარედან. შიგნით რაც ხდებოდა ენით აუღწერელია, გამოტენილი თიხის მაგვარი მასით. ისე რომ მთელი მექანიზმი იყო გაჭედილი. ეს ზეთით წმენდის შედეგია.

ეს ცუდი მონადირის შედეგია !
შენც იგივეს ამბობ რასაც მე , ცოტა განსხვავებულად

ციტატა(Shooter @ 4th March 2010 - 17:07) *
მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ ზეთი არ არის საწმენდი საშუალება. ზეთი არის ზეთი, საფოხი საშუალება. ზეთი რომ გადაასხა იაარღს და გაწმინდო ჩვარით ან უბრალოდ ჩვარით რომ გაწმინოდ იქნება იგივე ეფექტი.

არც ესაა ჭეშმარიტება ჩემი აზრით !

ბევრ რამეში არ გედავები უბრალოდ თავში რომ ბრძანე ზეთით არ წმინდავენ იარაღსო აზრი ვერ გამოვიტანე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Mar 4 2010, 20:40
პოსტი #116


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც ვხვდები აქ საუბარი მიდის რომ ზეთი დასაზთადაა და არა გასაწმენდად..
გლუვლულიანის შემთხვევაში ზეთი აუცილებელია თუნდაც უხეში ჯაგრისის ხმარებისას, წინააგმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკაწროს ლულა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 4 2010, 22:11
პოსტი #117


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ამიტომაც ხმარობენ თითბერის ჯაგრისს, რომა ლულა არ დეიკაწროს... ზეთიც ამის შანსს ამცირებს ach.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 4 2010, 22:19
პოსტი #118


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



jagermeister
919
+1000000
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 5 2010, 09:04
პოსტი #119


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით და გამოცდილებით ზეთი აუცილებელია წმენდის დროს და პრობლემაც ამაში მდგომარეობს რომ კარგი საწმენდი ზეთი ვერავინ თქვა რა არის. დაბინძურებულ ლულას ჭირდება უხეში ჯაგრისი გასაწმენდად. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებულ იქნას ტუტოვანი ზეთი რაც მოახდენს ლულაში არსებული მავნე ნივთიერებების დაშლას და უხეში ჯაგრისის გატარების შემთხვევაში არ დაკაწრავს ლულას. თითბერის ჯაგრისი რომ გაატარო ტუტე დედას უტირებს თითბერს. ამიტომ ლულა უნდა იყოს ტუტე ზეთით სველი რომ კარჰი შედეგი მოგვცეს.




მთელი პრობლემა: ,,ვდ 40" ვერ შლის ტყვიას და არც გამოდგება ლულიდან ტყვიის ნალესის მოსაშორებლად.
ვითომ უკეთესი ,,რობლა" ტყვიასაც შლის ჟანგსაც მაგრამ ზეთი არ არის ხისტია და მშრალ ლულას თუ ამით
დავასველებთ და უხეშ ჯაგრის გავატარებთ დედა ეტირება ლულას. ჯერ თუ ზეთს გაატარებ და მერე ამ რობლას
ამ შემთხვევაში რობლა არ ეკარება რკინას ნორმალურად შარიკივით დაგორავს წვეთი.


გამოსავალი? ? ? ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 5 2010, 11:04
პოსტი #120


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



მოკლედ ამ საუბარს კომპეტენტური მეტალურგი ესაჭიროება და არა ჩვენ ნაირი დილეტანტი
მეიარაღეები. ვიმეორებ, მეტალურგი ან მინიმუმ პრაქტიკოსი ქიმიკოსი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 5 2010, 11:24
პოსტი #121


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Bonehill @ Mar 4 2010, 20:54) *
არც ესაა ჭეშმარიტება ჩემი აზრით !

ბევრ რამეში არ გედავები უბრალოდ თავში რომ ბრძანე ზეთით არ წმინდავენ იარაღსო აზრი ვერ გამოვიტანე



ზეთი არის საფოხი მასალა და არა საწმენდი საშუალება. თუ ვინმე ზეთს კიდე სხვა დანიშნულებით მოხიმარს ეს მისი საქმეა. :-)

ციტატა(919 @ Mar 4 2010, 23:11) *
ამიტომაც ხმარობენ თითბერის ჯაგრისს, რომა ლულა არ დეიკაწროს... ზეთიც ამის შანსს ამცირებს ach.gif


ლატუნის ჯაგრისის და ზეთის გამოყებნება ერთდროულად არის მიზნაშეუწონელი ვინაიდან ზეთი ჯაგრისის ეფექტურობას შეამცირებს. ასევე ლატუნის ჯაგრის არ იყნებენ ხსნარებთან, რომლებიც შლიან ტყვიის მიერ ლულაშუი დატოვებულ მეტალესბ, იმიტომ რომ ეს ხსნარები ასევე შლიან ლატუნის ჯაგრისს.

ლატუნი უფრო რბილია ვიდრე ლულის ფოლადი ამიტომაც ლტუნის ჯაგრისი გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუ რა თქმა უნდა ჯაგრისი კარგი მწარმოებლისაა და არა კუსტარული.

ციტატა
ჩემი აზრით და გამოცდილებით ზეთი აუცილებელია წმენდის დროს და პრობლემაც ამაში მდგომარეობს რომ კარგი საწმენდი ზეთი ვერავინ თქვა რა არის.


იმიტომ რომ ის არ არსებობს. უნივერსალური სითხის ფორმულის იდეა რომელი ყველაფერს ერთდროულად იზავდა გაჩნდ მას მერე რაც აშშ-ს ჯარმა ასეთ სითხეზე მოთხოვნა გამოაქქვეყნა. როგორც წესი ასეთი ხსნარი არის ზეთის და სხვა ქიმიკატების ნარევი. მგალიტად ყველაზე ცნობილი Break Free CLP. მაგრამ უნივერსალური საშუალება ვერასდროს ვერ იქნება ისე ეფქტური როგორც სპეციალიზირებული საშუალება.

ციტატა
დაბინძურებულ ლულას ჭირდება უხეში ჯაგრისი გასაწმენდად. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებულ იქნას ტუტოვანი ზეთი რაც მოახდენს ლულაში არსებული მავნე ნივთიერებების დაშლას და უხეში ჯაგრისის გატარების შემთხვევაში არ დაკაწრავს ლულას. თითბერის ჯაგრისი რომ გაატარო ტუტე დედას უტირებს თითბერს. ამიტომ ლულა უნდა იყოს ტუტე ზეთით სველი რომ კარჰი შედეგი მოგვცეს.


ტუტე ზეთი რა არის?




ციტატა
მთელი პრობლემა: ,,ვდ 40" ვერ შლის ტყვიას და არც გამოდგება ლულიდან ტყვიის ნალესის მოსაშორებლად.


პრბლემა ადვილად წყდება ლატუნის ჯაგრისის გამოყენებით. newsmile045.gif


ციტატა
ვითომ უკეთესი ,,რობლა" ტყვიასაც შლის ჟანგსაც მაგრამ ზეთი არ არის ხისტია და მშრალ ლულას თუ ამით
დავასველებთ და უხეშ ჯაგრის გავატარებთ დედა ეტირება ლულას


რობლას მოხმარების 4 წელი ამას არ ადასტურებს. უხეში ჯაგრისი უნდა იყოს როგოც მინიმუმ ისეთივე მკვრივი როგორც ფოლადი. newsmile045.gif რობლა ჟანგს არ შლის, რობლა არის ამიაკის ბაზაე შექმნილი სითხე რომელიც არბილებს და შლის სპილენძს. ცინკს და ტყვიას.


ციტატა
. ჯერ თუ ზეთს გაატარებ და მერე ამ რობლას
ამ შემთხვევაში რობლა არ ეკარება რკინას ნორმალურად შარიკივით დაგორავს წვეთი.


ასეა ნამდვილად.


ციტატა
გამოსავალი? ? ? ?


სხვა და სხვა კომპონენტების და წმენდის მეთოდიკების შეტავსება, გამომდინარე კონკრეტული იარაღიდან და დაბინძურების ხარსხიდან.

ანუ აქ პრობლემა უნდა დაიყოს მარტივ მამრავლებად. რა გვაქ? რა იარაღი, რა დაბინძურების ხარსხი? მერე რა გვინდა? გვინდა ნაგარის მოშორება, ლულის სპილემძუისგან თუ ტყვიისგან გასუფთავება? მერე ვეძებთ საშუალებას რომელიც ამაში დაგვეხმარება. ზეთი სამწუხაროდ არანაირად არ პასუხობს არც ერთ წმენიდ მოთხოვნას.



ციტატა(919 @ Mar 5 2010, 12:04) *
მოკლედ ამ საუბარს კომპეტენტური მეტალურგი ესაჭიროება და არა ჩვენ ნაირი დილეტანტი
მეიარაღეები. ვიმეორებ, მეტალურგი ან მინიმუმ პრაქტიკოსი ქიმიკოსი.



ეგრე რთულად არაა საქმე მითუმეტეს ინტერნეტში ზღვა მასალებია წმენდაზე.

აქ ბევრი ინდივიდუალური მომენტია მაგრამ საფუძვლები არის უცვლელი. ანუ ქიმიის დანიშნულებისამებრ გამოყენება. გარდა ამისა ასეთ ქიმიას მოყვება ინსტრუქციებიც სადაც ყველაფერი წერია.

არჩევანი ქიმიის ზალიან დიდი რამაც შეიოძლება გამოუცდელი ადამიანი დააბნიოს მაგრამ როდესაც ცამოყალობდები რა პრობლემებტან გაქვს საქმე საჭირო საშუალებებს მალვე მიაგნებ.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 5 2010, 11:49
პოსტი #122


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Shooter @ 5th March 2010 - 12:24) *
აქ ბევრი ინდივიდუალური მომენტია მაგრამ საფუძვლები არის უცვლელი.

ამას არ ვამბობ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 5 2010, 11:57
პოსტი #123


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტუტე ზეთი პირობითად ვთქვი, ვიგულისმე ტუტე რომელიც ზეთოვანია და უხეში ჯაგრისის გატარების შემთხვევაში ხახუნს შეამცირებს. უნივერსალურს არავინ ეძებს უბრალოდ საჭიროა იცოდეს იარაღის მოყვარულმა თუ რითი უნდა გაწმინდოს დაბინძურებული ლულა ისე რომ არ დააზიანოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 5 2010, 12:16
პოსტი #124


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ტუტე არის "შოლოჩი" !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 5 2010, 13:17
პოსტი #125


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Bonehill @ Mar 5 2010, 12:49) *
ამას არ ვამბობ ?


კი. რა თქმა უნდა.


ციტატა(MIMINO @ Mar 5 2010, 12:57) *
ტუტე ზეთი პირობითად ვთქვი, ვიგულისმე ტუტე რომელიც ზეთოვანია და უხეში ჯაგრისის გატარების შემთხვევაში ხახუნს შეამცირებს. უნივერსალურს არავინ ეძებს უბრალოდ საჭიროა იცოდეს იარაღის მოყვარულმა თუ რითი უნდა გაწმინდოს დაბინძურებული ლულა ისე რომ არ დააზიანოს



ხახუნის შემცირება ამცირებს ჯაგრისი ეფექტურობას newsmile045.gif


საბოლოო ჯამში თუ გინდა ზეთით წმინდე. იარაღს არც არაფერი დაუშავდება და არც არაფერი მოემატება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 00:56