ზეთი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები
HUNTER FREDY
პოსტი Mar 18 2010, 10:40
პოსტი #156


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



დავწეე ერთხელ უკვე ზეთის ტყუტე ან მჟავე არის გარკვევა როგორი ხერხით შეიძლება თქო წინა პოსტებსი კარგდ ავხსენი ამაში ლაკმუსის ქაღალდი დაგეხმარება!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი Mar 18 2010, 13:00
პოსტი #157


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Gigs13 @ 17th March 2010 - 22:13) *
და კიდევ, რომელიმე ჩვენთაგანი თუ არის მეტალურგი? რომელიმეს ჩვენთაგანს თუ ესმის ქიმია უმაღლესი
განათლების დონეზე? (იმდენი მესმის, რომ ვთქვა - ქიმია არ ვიცი).

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი ვარ, დაცული მაქვს დისერტაცია 25 წლის ასაკში, შემდეგ 5 წელი ვმუშაობდი თსუ ქიმიის ფაკულტეტზე დოცენტად, და თუ ეხლა პროფესორი არა ვარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტის პროფესორს აქვს ნაკლები ხელფასი, ვიდრე ჩემს ფირმაში დამლაგებელს. (ეს ისე - კითხვასთან დაკავშირებით)
მარტო მჟავიანობის და ტუტიანობის გარკვევა არაფერს მოგცემთ, ძმებო არც სიტყვა ნეიტრალური არაფერს ნიშნავს.
მაგალითი: ჩვეულებრივი დისტილირებული (გამოხდილი) წყალი არის აბსოლუტურად ნეიტრალური, დავასველოთ ჩვენი ლულები წყლით, დავდოთ და შედეგს ალბათ წინასწარ ხვდებით
ის, რომ სხვადასხვა კომპრესორის ზეთი ინახავს იარაღის ლულებს გეთანხმებით, ასევე შეინახავს ღორის ქონი (ვისაც არ გჯერათ წაიკითხეთ სტატია 30 წელი ფილიპინების ტყეში მებრძოლი იაპონელის შესახებ ჟურნალი "მონადირე", რომლის ცხოველის ცხიმით გაპოხილი შაშხანაც 1974 წელსაც მწყობრში იყო).
აქ საუბარი არის დღევანდელ დღეს (როცა იყიდება იარაღის საწმენდი მასალები) რამდენად სწორი არის იყენებდე კუსტარულ და არადანიშნულების ზეთებს და თან ედავო ისეთ იარაღის ექსპერტს (ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით და არა "სატელევიზიო ექსპერტის" მნიშვნელობით) როგორიც ბ-ნი ლევანია.

და ბოლოს კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო: საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები იყენებდნენ დაფხვნილ კირქვას (ცარცი) კბილების გასაწმენდად და ის თავის ფუნქციას (კვების ნარჩენების მოცილება, გათეთრება) ასრულებდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადავყაროთ თანამედროვე კბილის პასტები და გადავიდეთ ისევ ცარცზე.

პატივისცემით: რობიკო დევდარიანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 18 2010, 13:13
პოსტი #158


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბატონო რობიკო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ დაინტერესდი ჩვენი დისკუსიით. ჩვენი ,,კამათის" მიზეზი აკვიატებული აზრები კი არ არის გვინდა დისკუსიის სახით მივაღწიოთ შედეგს. შედეგი კი ის იქნება თუ მოვახერხებთ დადგენას თუ რომელი საწმენდი საშუალება არის ყველაზე კარგი იარაღისთვისა და ჯიბისთვის და რომელი დასაზეთად იარაღის შესანახად. იქნებ გასაგებად განგვიმარტოთ შეიძლება თუ არა იგივე ტრანსფორმატორის ზეთის ხმარება? ან რობლას ხმარება საწმენდად? ან ვდ 40?
იქნებ გვირჩიოთ, კონკრეტულად მიგვითითოთ ამა თუ იმ საშუალებაზე. გულმოდგინედ ველი თქვენს პასუხს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 18 2010, 15:00
პოსტი #159


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



robiko
მოგესალმებით და ფრიად გაგვახარებთ თქვენი კომპეტენტური აზრით ლითონების ქიმიის დარგში!
მე არავის ვეკამათები, საქმე იმაშია, რომ ამ ფორუმზე გასაგები ენით გვინდა ავუხსნათ ჩვენ წევრებს
თუ რა საშუალება რისთვის იხმარება. რაც ნეიტრალურობას შეეხება, აქ ცოტა ირონიით მოგივიდათ
ჩემი ციტირება newsmile045.gif საუბარი საპოხ თუ საწმენდ საშუალებებს ეხება და არა აკვარიუმის თევზების გამრავლებასა
თუ სარეცხის რეცხვას...

მთავარი ის არის თუ რა მიზანს რომელი ქიმიური საშუალება ემსახურება. აგრეთვე არაერთი ავტორი
გვთავაზობს საკუთარ რეცეპტებს.

არც ერთმა მომხსენებელმა (თუ არ გამომრჩა) არ ახსენა ამა თუ იმ იარაღის მწარმოებლის სალულე თუ
მექანიკური (კვანძების) ფოლადის ან თითბერის სპეციფიკა.
ცნობილია ის, რომ გერმანული კრუპის ე.წ. ლაუფშტალის ფოლადი თავისი შემადგენლობით განსხვავდება
სხვა ევროპელი მწარმოებლების ფოლადისაგან (იგივე ბელგიური კოკერილისა თუ ბრიტანული ვიტვორდისაგან)...
ერთ და იგივე ბრენდს სხვა და სხვა სამოდელო რიგში რამოდენიმე ხარისხის ფოლადი აქვს გამოყენებული.

აქვე განვაცხადებ, რომ ვიცი რაოდენ მრავალფეროვანია "იარაღის ჰიგიენა" და თქვენისთანა უმაღლესი
განათლების მქონე სპეციალისტმა შესაძლოა გაგვცეს ამ კითხვებზე სათანადო პასუხი.
თუ არ დაიზარებთ, ინტერნეტში მოიძიებთ საიარაღო ფოლადიში ნახშირბადის და სხვა კეთილოშობილური მინარევების
(არ ვგულისხმობ მეტალს) შემცველობას.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 18 2010, 15:09
პოსტი #160


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(robiko @ Mar 18 2010, 14:00) *
ის, რომ სხვადასხვა კომპრესორის ზეთი ინახავს იარაღის ლულებს გეთანხმებით, ასევე შეინახავს ღორის ქონი (ვისაც არ გჯერათ წაიკითხეთ სტატია 30 წელი ფილიპინების ტყეში მებრძოლი იაპონელის შესახებ ჟურნალი "მონადირე", რომლის ცხოველის ცხიმით გაპოხილი შაშხანაც 1974 წელსაც მწყობრში იყო).


ვიცი ეგ ისტორია. მაგრამ თუ არ ვცდები მანდ ძროხის ქონზე იყო საუბარი. თუმცა ეს ცხადია არა პრინციპულია.

მე მაინც ჩემ პოზიციას კიდე გამვხატავ, კარგი ზეთის ისევე როგორც კარგი იარაღის მოვლის აქსესუარებნის ფლობა და მოხმარება ისეთივე სიამოვნებაა როგორც სროლა და კარგი იარაღის ფლობა. გახვალ მაღაზიაში, ტან ყველა გამყიდველს კარგად ვიცნობ. დაელაპარეკები რამე საინტერესო ტემაზე, კაი ნარიადნი კოლოფს იყიდი ზეთით თუ სხვა ქიმიით და ამოიტან სახლში. ან წახვალ ელიავაზე და სადღაც ვიღაცას ეტყვი ერთი ნახევარი ლიტრა ტრანსფარმატარნი ჩამაასხი რა და ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლს მისცემ )))))


ხო კიდევ მგონი არავის არ უთქვამს რომ სინტეთიკური ზეთი ცუდია უბრალოდ როგორც საწმენდი საშუალება ის კიდევ ერთხელ ვიძახი არ ვარგა. მე მეეჭვება რამემ მაიძულოს ერთდროულად 4-5 იარაღი დავიწყო ზეთით წმენდა, ჯერ რამდენი ზეთი წავა და მერე რამდენი დრო .....

ციტატა(robiko @ Mar 18 2010, 14:00) *
და ბოლოს კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო: საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები იყენებდნენ დაფხვნილ კირქვას (ცარცი) კბილების გასაწმენდად და ის თავის ფუნქციას (კვების ნარჩენების მოცილება, გათეთრება) ასრულებდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადავყაროთ თანამედროვე კბილის პასტები და გადავიდეთ ისევ ცარცზე.

პატივისცემით: რობიკო დევდარიანი


მეც მახსოვს ეგეთი რამე, ადრე რაღაცა შავს ღეჭავდნენ, რაცხა რეზინის ნაირსახეობას სანამ საღეჭი რეზინები გამოჩნდებოდა და სულ ჩაშავებული კბილებით დადიოდნენ )))

მე მაინც настоятельно рекомендую იყიდოთ კარგი საწმენდი ნაკრებები და სოლვენტები დიანაშიო დევს კარგი ნაკრებები და იარაღის სოლვენტები, არც ისე ძვირია, ამაზონიდანაც ერთი ორჯერ ჩამოვატანინე სხვა და სხვა ნაბორები და დავისვენე. გუდვილში ვყიდულობ კარბურატორის საწმენდ სითხეს და მართლა მაგრად მუშაობს მაგრამ მალე უნდა გაწმინდო იმიტომ რომ სწრაფად ორთქლდება.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 18 2010, 16:07
პოსტი #161


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Shooter @ Mar 18 2010, 16:09) *
ვიცი ეგ ისტორია. მაგრამ თუ არ ვცდები მანდ ძროხის ქონზე იყო საუბარი. თუმცა ეს ცხადია არა პრინციპულია.

მე მაინც ჩემ პოზიციას კიდე გამვხატავ, კარგი ზეთის ისევე როგორც კარგი იარაღის მოვლის აქსესუარებნის ფლობა და მოხმარება ისეთივე სიამოვნებაა როგორც სროლა და კარგი იარაღის ფლობა. გახვალ მაღაზიაში, ტან ყველა გამყიდველს კარგად ვიცნობ. დაელაპარეკები რამე საინტერესო ტემაზე, კაი ნარიადნი კოლოფს იყიდი ზეთით თუ სხვა ქიმიით და ამოიტან სახლში. ან წახვალ ელიავაზე და სადღაც ვიღაცას ეტყვი ერთი ნახევარი ლიტრა ტრანსფარმატარნი ჩამაასხი რა და ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლს მისცემ )))))


ხო კიდევ მგონი არავის არ უთქვამს რომ სინტეთიკური ზეთი ცუდია უბრალოდ როგორც საწმენდი საშუალება ის კიდევ ერთხელ ვიძახი არ ვარგა. მე მეეჭვება რამემ მაიძულოს ერთდროულად 4-5 იარაღი დავიწყო ზეთით წმენდა, ჯერ რამდენი ზეთი წავა და მერე რამდენი დრო .....



მეც მახსოვს ეგეთი რამე, ადრე რაღაცა შავს ღეჭავდნენ, რაცხა რეზინის ნაირსახეობას სანამ საღეჭი რეზინები გამოჩნდებოდა და სულ ჩაშავებული კბილებით დადიოდნენ )))

მე მაინც настоятельно рекомендую იყიდოთ კარგი საწმენდი ნაკრებები და სოლვენტები დიანაშიო დევს კარგი ნაკრებები და იარაღის სოლვენტები, არც ისე ძვირია, ამაზონიდანაც ერთი ორჯერ ჩამოვატანინე სხვა და სხვა ნაბორები და დავისვენე. გუდვილში ვყიდულობ კარბურატორის საწმენდ სითხეს და მართლა მაგრად მუშაობს მაგრამ მალე უნდა გაწმინდო იმიტომ რომ სწრაფად ორთქლდება.



რა ქვია მაგ კარბურატორის საწმენდს და რა თვისებები აქვს? ხომ არ გააფუჭებს ვარანენიას ან ქრომს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 18 2010, 16:19
პოსტი #162


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
რასაც შენ ამბობ დავრწმუნდით რომ სწორია, მაგრამ ყველა ვერ იხდის ფულს, მაგაშია საქმე. იმ ტრანსფორმატორის ზეთს კი ვინმე აჩუქებს და ეგაა. ბრენდები რომ კარგია გავარკვიეთ. მშრალად ხეხვა რომ შეიძლება ეგეც გავარკვიეთ. ეხლა ის გავარკვიოთ იქნებ რაც MIMINOმ იკითხა


ციტატა(MIMINO @ Mar 18 2010, 14:13) *
შეიძლება თუ არა იგივე ტრანსფორმატორის ზეთის ხმარება? ან რობლას ხმარება საწმენდად? ან ვდ 40?
იქნებ გვირჩიოთ, კონკრეტულად მიგვითითოთ ამა თუ იმ საშუალებაზე. გულმოდგინედ ველი თქვენს პასუხს.



ბატონო რობიკო იქნებ დაგვეხმაროთ თუ არ შეწუხდებით

Shooter
და პირადად ჩემთვის (მე ტრანსფორმატორის ზეთს არ ვხმარობ) რომელს მირჩევ. რუსული თოფის ზეთს ვხმარობდი. იგივე ბოთლით გამოდიოდა კომუნისტების დროსაც. შემდეგ პრაღიდან გამომიგზავნეს ჩზ ზეთი. ეხლა ისევ ცოტა რუსული დამრჩა და რას მირჩევდი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 18 2010, 16:33
პოსტი #163


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(MIMINO @ Mar 18 2010, 17:07) *
რა ქვია მაგ კარბურატორის საწმენდს და რა თვისებები აქვს? ხომ არ გააფუჭებს ვარანენიას ან ქრომს?


ABBRO Carburator Cleaner, Wurth Carburator Cleaner. ვარანენიეს არ უნდა მოახვედრო, ვარანენიე ცუდათ იტანს სხვა ქიმიკატებს და ქრომს არაფერს არ უშვება.

ადრე კიდე ქმონდა აპორნი დისკების საწმენდი სითხე ის ვაბშე ძაან ძლიერი მოქმედების იყო და დიდი სიფრთხილიდ ვხმარობდი, მაგალიტად გამხმარი ტაოტოთ და ზეთით გამოტენილი იჟ27 რო ჩავიგდე ხელში. სხვა არაფერმა არ უშველა ისეთ დღეში იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 18 2010, 16:39
პოსტი #164


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
რას ამბობ ადამიანო??? newsmile035.gif კარბურატორის კი არა newsmile035.gif ბრაუნინგისთვის წესიერი ბრენდი რომელი ვიყიდო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 18 2010, 16:57
პოსტი #165


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Shooter @ Mar 18 2010, 17:33) *
ABBRO Carburator Cleaner, Wurth Carburator Cleaner. ვარანენიეს არ უნდა მოახვედრო, ვარანენიე ცუდათ იტანს სხვა ქიმიკატებს და ქრომს არაფერს არ უშვება.

ადრე კიდე ქმონდა აპორნი დისკების საწმენდი სითხე ის ვაბშე ძაან ძლიერი მოქმედების იყო და დიდი სიფრთხილიდ ვხმარობდი, მაგალიტად გამხმარი ტაოტოთ და ზეთით გამოტენილი იჟ27 რო ჩავიგდე ხელში. სხვა არაფერმა არ უშველა ისეთ დღეში იყო.



ტყვიის ნალესს ხსნის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 18 2010, 18:39
პოსტი #166


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



იქნება და ვინმემ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს გასცეს კომპეტენტური პასუხი newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი Mar 18 2010, 22:49
პოსტი #167


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პირველ რიგში ყოველთვის გავურბივარ ირონიასა და ნიჰილიზმს ოპონენტებთან დავის დროს და თუ მაინც რამე "გაიპარა" ჩემს ნაწერებში - ბოდიშს ვიხდი.
ჩემი სადისერტაციო თემაა: ახალი ტოპოლოგიური ინდექსების გამოყენება ორგანულ ნაერთთა სტრუქტურასა და თვისებებს შორის კორელაციის დასადგენად.
(ანუ, უფრო მარტივად მათემატიკური მოდელირების მეთოდებით, როცა იცი ვთქვათ 100 ორგანული ნივთიერების სტრუქტურა და თვისებები - წინასწარმეტყველებ ჯერ კიდევ არასინთეზირებული 101 - ეს თვისებებს.) ეს თემა საკმაოდ განსხვავდება მეტალების, მათი შენადნობების და მათი კოროზიამედეგობის თემატიკიდან, მიუხედავად ამისა მე მზად ვარ 2 კვირის ვადაში მოვამზადო ზემოთ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი.

ერთი რამე კი აუცილებლად მინდა ვთქვა: დიდი სურვილი არ მაქვს დავემგვანო კაცს, რომელიც ავტომობილში ზის და ველოსიპედის გამოგონებაზე ფიქრობს და ამის საფუძველს მაძლევს ერთი პატარა ისტორია: ერთმა ჩემმა ყოფილმა კოლეგამ (ასევე ნადირობის მოყვარულმა), გაუგზავნა გერმანულ კომპანიას წერილი(კომპანია ავტომობილის დიზელის ძრავისთვის, მოლიბდენის დისულფიდის დანამატებით გამდიდრებულ ზეთებს აწარმოებდა) სადაც ეკითხებოდა: შეიძლებოდა თუ არა მათი ზეთის გამოყენება სანადირო იარაღის წმენდა - კონსერვაციის დროს. პასუხი მიიღო ძალიან მარტივი, პასუხი იყო იმ გერმანული ფირმების და მათი პროდუქციის ჩამონათვალი ვინც თოფის საწმენდ საშუალებებს უშვებდა.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Mar 18 2010, 23:12
პოსტი #168


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



robiko
რამოდენიმე ხნის წინ მასწავლეს იარაღის გასაწმენდათ ესეთი რეცეპტი: ნავთში ჩაყრილი მარილი 50/50-ზე, მარილის დალექვის შემდეგ სითხის გადაღება, მითხრეს რომ მარილი წყალს გააქრობდა ნავთში, სიმართლე გითხრათ ვერ გავბედე გამომეცადა ეს მეთოდი თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ. პატივისცემით შალვა შარვაძე. p.s. კარგია როდესაც ფორუმზე პროფესიონალია, newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 19 2010, 00:27
პოსტი #169


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



robiko ბატონო,

მშვენიერია თუ თქვენ შეძლებთ ამ მასალების მომზადებას, მართლაც გვაინტერესებს, იმედია მალე გაგანდობთ თუ რა მიზნით!
თუმცა მე არ ვარ ექსპერიმენტების მომხრე, არც ტრანსფორმატორის ზეთის და არც ვდ-40ის... არსებობს საიარაღო საშუალებების დიიიდი ასსორტიმენტი!

რაც თქვენ მეგობარს შეეხება, ეს როგორც მე მგონია იყო ფირმა "ლიქი-მოლი", რომელიც აწარმოებს საავტომობილო
ზეთებსა და სხვა სახის ლუბრიკანტებს მოლიბდენის დისულფიდით MOS2 ( http://www.liqui-moly.de/liquimoly/web.nsf...a_eng_home.html ).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 19 2010, 00:55
პოსტი #170


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვაა..აქ რა სერიოზული დისკუსია ყოფილა. მეც გამოვთქვავ ჩემს აზრს. პირადად მე... ნამდვილად არ ვარ პროგრესის წინააღმდეგი...მივესალმები კიდეც. თუ რამე ახალი გამოდის რათქმაუნდა ჯობია.. თუმცა..მე პრატქიტულად ნაკლებად ვიყენებ მაგ ყველაფერს. უბრალოდ ძალიან ბევრი სიახლეა და ყველა ზეთს თავისი დანიშნულება აქვს... რომელიღაც ზეთი ქრომზე შეიძლება...გადასარევია..მაგრამ "ვარანენიე"-ზეა საშიში(არ უნდა მოგიხვდეს)... რომელიღაც.. ტუტე ყოფილა და თუ ეგეშალა შეიძლება თოფი დაშლილი დაგხვდეს სეზონის გახსნისას. მოკლედ..კარგი დაკვირვება ესაჭიროება და..მე ეგ ყველაფერი მეზარება.(თორემ რა უნდა ღირდეს ისეთი..რომ კაცმა ვერ იყიდოს..საყვარელი თოფისთვის) ამიტომ მივმართავ ჩვეულ წესს... ლულებს ვწმინდავ ჯარ ჩვეულებრივი ჯაგრისით..(ვაყრევინებ რაც უხესად ადევს ქრომს) მერე ვრეცხავ თბილი წყლით(შომპოლს ვასველებ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით) ერთი შეხედვით გაწმენდილი ლულიდან...კიდე უამრავი ჭუჭყი გამოდის... მერე ვამშრალებ სუფთა ნაჭრით და ვატარებ რუსულ ზეთში ("გლუხარ") გაჟღენთილ თხელ ნაჭერს... გადასარევად ინახება...და ნამდვილად ვიცი..რომ არც ტუტე შემიჭამს თოფს. და არც "ვარანენიე"-ს ემუქრება რამე. აპრობიტებულია და მარტივი..თან იაფიც. თუ რამე მეშლება და ცუდი შედეგი შეიძლება მივიღო...ნამდვილად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 11:17