ზეთი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები
MIMINO
პოსტი Mar 18 2010, 16:07
პოსტი #161


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Shooter @ Mar 18 2010, 16:09) *
ვიცი ეგ ისტორია. მაგრამ თუ არ ვცდები მანდ ძროხის ქონზე იყო საუბარი. თუმცა ეს ცხადია არა პრინციპულია.

მე მაინც ჩემ პოზიციას კიდე გამვხატავ, კარგი ზეთის ისევე როგორც კარგი იარაღის მოვლის აქსესუარებნის ფლობა და მოხმარება ისეთივე სიამოვნებაა როგორც სროლა და კარგი იარაღის ფლობა. გახვალ მაღაზიაში, ტან ყველა გამყიდველს კარგად ვიცნობ. დაელაპარეკები რამე საინტერესო ტემაზე, კაი ნარიადნი კოლოფს იყიდი ზეთით თუ სხვა ქიმიით და ამოიტან სახლში. ან წახვალ ელიავაზე და სადღაც ვიღაცას ეტყვი ერთი ნახევარი ლიტრა ტრანსფარმატარნი ჩამაასხი რა და ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლს მისცემ )))))


ხო კიდევ მგონი არავის არ უთქვამს რომ სინტეთიკური ზეთი ცუდია უბრალოდ როგორც საწმენდი საშუალება ის კიდევ ერთხელ ვიძახი არ ვარგა. მე მეეჭვება რამემ მაიძულოს ერთდროულად 4-5 იარაღი დავიწყო ზეთით წმენდა, ჯერ რამდენი ზეთი წავა და მერე რამდენი დრო .....



მეც მახსოვს ეგეთი რამე, ადრე რაღაცა შავს ღეჭავდნენ, რაცხა რეზინის ნაირსახეობას სანამ საღეჭი რეზინები გამოჩნდებოდა და სულ ჩაშავებული კბილებით დადიოდნენ )))

მე მაინც настоятельно рекомендую იყიდოთ კარგი საწმენდი ნაკრებები და სოლვენტები დიანაშიო დევს კარგი ნაკრებები და იარაღის სოლვენტები, არც ისე ძვირია, ამაზონიდანაც ერთი ორჯერ ჩამოვატანინე სხვა და სხვა ნაბორები და დავისვენე. გუდვილში ვყიდულობ კარბურატორის საწმენდ სითხეს და მართლა მაგრად მუშაობს მაგრამ მალე უნდა გაწმინდო იმიტომ რომ სწრაფად ორთქლდება.



რა ქვია მაგ კარბურატორის საწმენდს და რა თვისებები აქვს? ხომ არ გააფუჭებს ვარანენიას ან ქრომს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 18 2010, 16:19
პოსტი #162


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
რასაც შენ ამბობ დავრწმუნდით რომ სწორია, მაგრამ ყველა ვერ იხდის ფულს, მაგაშია საქმე. იმ ტრანსფორმატორის ზეთს კი ვინმე აჩუქებს და ეგაა. ბრენდები რომ კარგია გავარკვიეთ. მშრალად ხეხვა რომ შეიძლება ეგეც გავარკვიეთ. ეხლა ის გავარკვიოთ იქნებ რაც MIMINOმ იკითხა


ციტატა(MIMINO @ Mar 18 2010, 14:13) *
შეიძლება თუ არა იგივე ტრანსფორმატორის ზეთის ხმარება? ან რობლას ხმარება საწმენდად? ან ვდ 40?
იქნებ გვირჩიოთ, კონკრეტულად მიგვითითოთ ამა თუ იმ საშუალებაზე. გულმოდგინედ ველი თქვენს პასუხს.



ბატონო რობიკო იქნებ დაგვეხმაროთ თუ არ შეწუხდებით

Shooter
და პირადად ჩემთვის (მე ტრანსფორმატორის ზეთს არ ვხმარობ) რომელს მირჩევ. რუსული თოფის ზეთს ვხმარობდი. იგივე ბოთლით გამოდიოდა კომუნისტების დროსაც. შემდეგ პრაღიდან გამომიგზავნეს ჩზ ზეთი. ეხლა ისევ ცოტა რუსული დამრჩა და რას მირჩევდი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 18 2010, 16:33
პოსტი #163


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(MIMINO @ Mar 18 2010, 17:07) *
რა ქვია მაგ კარბურატორის საწმენდს და რა თვისებები აქვს? ხომ არ გააფუჭებს ვარანენიას ან ქრომს?


ABBRO Carburator Cleaner, Wurth Carburator Cleaner. ვარანენიეს არ უნდა მოახვედრო, ვარანენიე ცუდათ იტანს სხვა ქიმიკატებს და ქრომს არაფერს არ უშვება.

ადრე კიდე ქმონდა აპორნი დისკების საწმენდი სითხე ის ვაბშე ძაან ძლიერი მოქმედების იყო და დიდი სიფრთხილიდ ვხმარობდი, მაგალიტად გამხმარი ტაოტოთ და ზეთით გამოტენილი იჟ27 რო ჩავიგდე ხელში. სხვა არაფერმა არ უშველა ისეთ დღეში იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 18 2010, 16:39
პოსტი #164


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
რას ამბობ ადამიანო??? newsmile035.gif კარბურატორის კი არა newsmile035.gif ბრაუნინგისთვის წესიერი ბრენდი რომელი ვიყიდო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 18 2010, 16:57
პოსტი #165


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Shooter @ Mar 18 2010, 17:33) *
ABBRO Carburator Cleaner, Wurth Carburator Cleaner. ვარანენიეს არ უნდა მოახვედრო, ვარანენიე ცუდათ იტანს სხვა ქიმიკატებს და ქრომს არაფერს არ უშვება.

ადრე კიდე ქმონდა აპორნი დისკების საწმენდი სითხე ის ვაბშე ძაან ძლიერი მოქმედების იყო და დიდი სიფრთხილიდ ვხმარობდი, მაგალიტად გამხმარი ტაოტოთ და ზეთით გამოტენილი იჟ27 რო ჩავიგდე ხელში. სხვა არაფერმა არ უშველა ისეთ დღეში იყო.



ტყვიის ნალესს ხსნის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 18 2010, 18:39
პოსტი #166


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



იქნება და ვინმემ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს გასცეს კომპეტენტური პასუხი newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი Mar 18 2010, 22:49
პოსტი #167


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პირველ რიგში ყოველთვის გავურბივარ ირონიასა და ნიჰილიზმს ოპონენტებთან დავის დროს და თუ მაინც რამე "გაიპარა" ჩემს ნაწერებში - ბოდიშს ვიხდი.
ჩემი სადისერტაციო თემაა: ახალი ტოპოლოგიური ინდექსების გამოყენება ორგანულ ნაერთთა სტრუქტურასა და თვისებებს შორის კორელაციის დასადგენად.
(ანუ, უფრო მარტივად მათემატიკური მოდელირების მეთოდებით, როცა იცი ვთქვათ 100 ორგანული ნივთიერების სტრუქტურა და თვისებები - წინასწარმეტყველებ ჯერ კიდევ არასინთეზირებული 101 - ეს თვისებებს.) ეს თემა საკმაოდ განსხვავდება მეტალების, მათი შენადნობების და მათი კოროზიამედეგობის თემატიკიდან, მიუხედავად ამისა მე მზად ვარ 2 კვირის ვადაში მოვამზადო ზემოთ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი.

ერთი რამე კი აუცილებლად მინდა ვთქვა: დიდი სურვილი არ მაქვს დავემგვანო კაცს, რომელიც ავტომობილში ზის და ველოსიპედის გამოგონებაზე ფიქრობს და ამის საფუძველს მაძლევს ერთი პატარა ისტორია: ერთმა ჩემმა ყოფილმა კოლეგამ (ასევე ნადირობის მოყვარულმა), გაუგზავნა გერმანულ კომპანიას წერილი(კომპანია ავტომობილის დიზელის ძრავისთვის, მოლიბდენის დისულფიდის დანამატებით გამდიდრებულ ზეთებს აწარმოებდა) სადაც ეკითხებოდა: შეიძლებოდა თუ არა მათი ზეთის გამოყენება სანადირო იარაღის წმენდა - კონსერვაციის დროს. პასუხი მიიღო ძალიან მარტივი, პასუხი იყო იმ გერმანული ფირმების და მათი პროდუქციის ჩამონათვალი ვინც თოფის საწმენდ საშუალებებს უშვებდა.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Mar 18 2010, 23:12
პოსტი #168


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



robiko
რამოდენიმე ხნის წინ მასწავლეს იარაღის გასაწმენდათ ესეთი რეცეპტი: ნავთში ჩაყრილი მარილი 50/50-ზე, მარილის დალექვის შემდეგ სითხის გადაღება, მითხრეს რომ მარილი წყალს გააქრობდა ნავთში, სიმართლე გითხრათ ვერ გავბედე გამომეცადა ეს მეთოდი თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ. პატივისცემით შალვა შარვაძე. p.s. კარგია როდესაც ფორუმზე პროფესიონალია, newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 19 2010, 00:27
პოსტი #169


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



robiko ბატონო,

მშვენიერია თუ თქვენ შეძლებთ ამ მასალების მომზადებას, მართლაც გვაინტერესებს, იმედია მალე გაგანდობთ თუ რა მიზნით!
თუმცა მე არ ვარ ექსპერიმენტების მომხრე, არც ტრანსფორმატორის ზეთის და არც ვდ-40ის... არსებობს საიარაღო საშუალებების დიიიდი ასსორტიმენტი!

რაც თქვენ მეგობარს შეეხება, ეს როგორც მე მგონია იყო ფირმა "ლიქი-მოლი", რომელიც აწარმოებს საავტომობილო
ზეთებსა და სხვა სახის ლუბრიკანტებს მოლიბდენის დისულფიდით MOS2 ( http://www.liqui-moly.de/liquimoly/web.nsf...a_eng_home.html ).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 19 2010, 00:55
პოსტი #170


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვაა..აქ რა სერიოზული დისკუსია ყოფილა. მეც გამოვთქვავ ჩემს აზრს. პირადად მე... ნამდვილად არ ვარ პროგრესის წინააღმდეგი...მივესალმები კიდეც. თუ რამე ახალი გამოდის რათქმაუნდა ჯობია.. თუმცა..მე პრატქიტულად ნაკლებად ვიყენებ მაგ ყველაფერს. უბრალოდ ძალიან ბევრი სიახლეა და ყველა ზეთს თავისი დანიშნულება აქვს... რომელიღაც ზეთი ქრომზე შეიძლება...გადასარევია..მაგრამ "ვარანენიე"-ზეა საშიში(არ უნდა მოგიხვდეს)... რომელიღაც.. ტუტე ყოფილა და თუ ეგეშალა შეიძლება თოფი დაშლილი დაგხვდეს სეზონის გახსნისას. მოკლედ..კარგი დაკვირვება ესაჭიროება და..მე ეგ ყველაფერი მეზარება.(თორემ რა უნდა ღირდეს ისეთი..რომ კაცმა ვერ იყიდოს..საყვარელი თოფისთვის) ამიტომ მივმართავ ჩვეულ წესს... ლულებს ვწმინდავ ჯარ ჩვეულებრივი ჯაგრისით..(ვაყრევინებ რაც უხესად ადევს ქრომს) მერე ვრეცხავ თბილი წყლით(შომპოლს ვასველებ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით) ერთი შეხედვით გაწმენდილი ლულიდან...კიდე უამრავი ჭუჭყი გამოდის... მერე ვამშრალებ სუფთა ნაჭრით და ვატარებ რუსულ ზეთში ("გლუხარ") გაჟღენთილ თხელ ნაჭერს... გადასარევად ინახება...და ნამდვილად ვიცი..რომ არც ტუტე შემიჭამს თოფს. და არც "ვარანენიე"-ს ემუქრება რამე. აპრობიტებულია და მარტივი..თან იაფიც. თუ რამე მეშლება და ცუდი შედეგი შეიძლება მივიღო...ნამდვილად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი Mar 19 2010, 02:22
პოსტი #171


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ამ ფორუმის ბევრმა წევრმა ჩემზე უკეთესად იცის იარაღიც, მისი მოვლის მეთოდებიც და ნადირობაც, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და გულწრფელად ვამბობ, რომ აქეთ ვსწავლობ ბევრ რამეს თითქმის ყოველდღე ასე რომ "პროფესიონალი" - ზედმეტია.

ციტატა(Gigs13 @ 19th March 2010 - 01:27) *
თუმცა მე არ ვარ ექსპერიმენტების მომხრე, არც ტრანსფორმატორის ზეთის და არც ვდ-40ის... არსებობს საიარაღო საშუალებების დიიიდი ასსორტიმენტი

გაგახაროს ღმერთმა, მეტი მე კი არაფერი მითქვამს, დანარჩენს კი იმედი მაქვს სტენდი რომ ჩამოგვივა და პირადად გაგიცნობ, იქ ამიხსნი და იქნებ მართლა რამეში გამოგადგე.

ბ-ნო შალვა მარილი წყალს ვერ გააქრობს, ის იხსნება წყალში, ხოლო რაც თქვენ გირჩიეს ამ მეთოდს ასეთი "ქართული" ისტორია აქვს: 90-იან წლებში თბილისში იყიდებოდა ე. წ. სართიჭალის ბენზინი და სოლიარის ზეთი (სოლიარკა) იგივე დიზელის საწვავი და ამასთან ერთად ძალიან ცუდი ხარისხის ე.წ. საავიაციო ნავთი (ძალიან ცუდი დრო იყო, ბევრს გემახსოვრებათ), გარდა იმისა, რომ შეიცავდნენ წყალს კიდევ ბევრ მაღალმოლეკულურ მინარევს (ლიგროინი, ფისისებური მასა და ა.შ.) რომელიც ემულსიის სახით შეტივნარებული იყო ამ საწვავში და წვის დროს იყო მავნე და მყრალი სუნის მქონე, მოიძებნა ასეთი კუსტარული გამოსავალი (ვისაც ამის საშუალება ჰქონდა: გარაჟი, დიდი კასრები) ჩაასხავდნენ 100 ან 200 ლიტრ საწვავს კასრებში, რომელსაც ჰქონდა ძირიდან ვენტილი, დაიცდიდნენ 24 სთ-ს, ამ დროს ხდებოდა ფიზიკური გაყოფა (წყალი უფრო მძიმეა - მიდიოდა ფსკერზე) შემდეგ ჩაყრიდნენ 100 ლიტრზე 2 კგ. სუფრის მარილს, რომელიც იკრავდა ამ მძიმე მინარევებს და ჩაჰქონდა გამყოფ ხაზამდე, ანუ ხდებოდა ფიზიკური ნაწილობრივი გაწმენდა საწვავის. შედეგი - ნაკლებად იბიდნებოდა კარბურატორი, ძრავი და სახლშიც ნაკლებად იყო მყრალი ნავთის სუნიც.

რაც შეეხება იარაღის წმენდას არსად არ წერია ნავთით იარაღის წმენდის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი მართლა აქვს მე თვითონ ვარ შესწრებული როგორ რეცხავდა და წმენდდა ჩემი ბიძაშვილი 60 წლის ტოზ-ბ, რომელიც ალბათ კომუნისტების მერე გაუწმენდავი იყო, ცხელი წყლით, ფეირით, ნავთით და ა.შ. 4 დღის განმავლობაში და მაინც მოიყვანა ბოლოს აზრზე.
მიზეზი ერთია - საზღვარგარეთ ასეთ თოფებს აგდებენ ან თუ არ გადააგდებენ კედელზე დაკიდებენ ბუტაფორიად და არ გარისკავენ სროლას.
მე მგონია თქვენ ეგეთი მოუვლელი თოფი არ გექნებათ ასე, რომ ნავთიც არ დაგჭირდებათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 19 2010, 09:37
პოსტი #172


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეეე ეგრე არაფერი არ გამოვააააააააააააააა. ხო შეიძლება ვინმემ ჩამოაყალიბოს. თუ რა არის კარგი საწმენდ საზეთი საშუალება?

ბერეტას, ბრაუნინგის და მისთანა ბრენდების ზეთები ვინმეს თ უხმარია წლების განმავლობაში დაწეროს რითი ჯობია იაფასიან წლების განმავლობაში გამოცდილ ზეთებს?


ვინმემ განმარტეთ და დაამტკიცეთ რომ არ ვარგა ტრანსფორმატორის ზეთი. მისგან შენახული 50 წლის თოფების კარგი მდგომარეობა რამე სხვა მიზეზებით ახსენით და დაასახელეთ ასევე 50 წლის გამოცდილი რამე საშუალება თუნდაც ძალიან ძვირადღირებული.


ერთი და იგივე კითხვას ვსვამ და ყველასათვის საინტერესოს. პასუხი კი ჯერ არ დაწერილა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zviangi
პოსტი Mar 19 2010, 09:52
პოსტი #173


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 43
რეგისტრ.: 21-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საქართველოში თოფს ისვრიან ახალ წელს და ხანდახან ნადირობის დროს (უმეტესობა) მასეთი თოფი გაიწმინდება ტრანსფორმატორის ზეთით აი იმ ტიპის თოფი პინგ პონგს რომ თამაშობს თოფით ნაღდად არ გაიწმინდემა მაგ ზეთოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 19 2010, 09:54
პოსტი #174


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მიხმარია ვხმარობ კარგი შესანიშნავი შედეგი მომცა ბალისტოლის ზეთებმა. იმიტომ რომ,... 1.) უსაფრთხოა და ეკოლოოგიურად სუფთა. 2)კარგად წმენდს და აკონსერვებს როგორც მეტალის ისევე ხის დეტალებს. 3) შეიძლება გამოიყენო ხის დეტალების გასაპრიალებლადაც. 4)_ ეკონომიურია დეზადორანტიცვითაა და ცოტა აქვს დანახარჯი. 5) მწერების გან ნაკბენზეც კი გამოიყენება რომ არ მოხდეს გაღიღიანება. მეტი რა ქნას? შაკირა ხოარაა იმღეროს და რამე რუმეები აქნიოს? კი ღირს 17 გელა მარა აპა რავა გინდათ???? ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 19 2010, 12:09
პოსტი #175


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე ვფიქრობ..აქ მხოლოდ იმაზეა საუბარი..რომელი იკეთესია..თორემ..ეგ ყველაფერი.. მე პირადად ძალიან გადაჭარბებულადაც მიმაჩნია. თოფი არც ეგეთი ნაზმაზო რამეა..რომ ეგრევე ზეთმა რამე აკადროს.(თუ მთლად უყურადღებოდ არ მიაგდო ადამიანმა) ვერც რკინის "ჩოთქი" აკლებს რამეს და ვერც ვერაფერი. სეზონის ბოლოს... სწორედ რკინის ჯაგრისით უნდა გამოიხეხოს და საფანტის ნაგლესი მოშორდეს.. მაგის მერე გამოიხეხოს.. "ნაგარი"-ს საწინააღმდეგო საშუალებით..(მე პირადად ფეირს ვხმარობ..გადასარევად რეცხავს და აშორებს ყოველგვარ ჭიჭყს) მაგის მერე ვამშრალებ იდეალურად და ვზეთავ ჩვეულებრივი ნეიტრელური ზეთით. ინახება იდეალურად. რაც შეეხება თოფის მექანიზმს... ნამდვილად არ არის საჭირო ზეთით გაჭყეპვა. ეგ.. მთვერთან ერთდება და მექანიზმის ჩაქვავებას იწვევს. თუმცა არც სულ მთლად მშრალი არ შეიძლება... ლითონი იწყებს ცვეთას. მანდ ხმარობენ თხელი ტაოტის და ვაზელინის ნარევს... მცირე დოზით..ისე..რომ ლითონის ზედაპირი იყოს ცხიმიანი. სულ ეგ არის. MIMINO თქვენ პოსტში წავიკითხე..რამდენჯერმე ვშლი და ვწინდავ მექანიზმსო. ეგ რათქმაუნდა კარგია თოფის შენახვისთვის..მაგრამ ფუჭდება სხვა რამე. ხშირი დაშლა აწობა..აფუჭრბს ვინტებს... ახალ და შენახულ თოფს... ვინტის ჭრილები(ყველა..მთელ თოფზე)...უნდა იდგეს ლულის პარალელურად...სწორხაზოვნად... ხშირი დაშლა აწყობა კი იწვევს მაგ ჭრილების გადანაცვლებას. არეულად აყენია და თოფს ეძლევა.."ნაჩალიჩარი"-ს სახე. ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ გაყიდვა..მაგრამ თუ მაგის გაყიდვა მოგინდებათ..(უკეთესის საყიდლად) მცოდნე ადამიანი მაგას დიდ ყურადღებას აქცევს...იმისთვის რთული დასაჯერებელია...უბრალოდ საწმენდად შლიდით თუ რამე აქვს შეცვლილი შიგნიდან. ფასზე მოქმედებს. ხელ უხლებელი..ხელ უხლებელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th September 2025 - 13:53