ოჩოპინტრე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ოჩოპინტრე |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ოჩოპინტრე (ქართ.)- ნადირთა მწყემსი, მხეცთა პატრონი, ნახევრად ღმერთი, უფრო დემონი, ბერძნულ პანისა და ლათინთა ფავნის მსგავსი, ნადირთა მწყემსი და მფარველი ხევსურთა მითოლოგიაში. მის სადიდებლად სრულდება წარმართული მაგიური ჰიმნი. საბას განმარტებით( ; ცრუმონადირენი ნადირთ წინამძღვრად იტყვიან ) . ნადირთ პატრონი სვანეთში დალი და აფსათი არიან, ფშავ-ხევსურეთში ადგილის დედა და სამძივისა, აღ-სა და იმავე მთაში ოჩოპინტრე (არის ქალიც და კაციც). თუ ხევსური ნადირობის წინ ოჩოპინტრეს არ შეევედრა, ნადირი არ დამიფრთხოო , ისე ვერაფერს გახდება : ” მომეც ბედი, მომაკვლევინე ნადირთ სული , ხომ მაინც შენია, შენს ჯოგს კი რა გამოაკლდებაო.” თუ არ შეევედრა, არ გამოსთხოვა ნანადირევი მონადირემ და ისე შეუდგა ნადირობას, ოჩოპინტრე გააფრთხილებს ჯიხვებს: აბა, გაიქეცით მონადირე გეპარებათო! ზოგჯერ ოჩოპინტრე მონადირეს სიზმრად ვაჟის სახით ეცხადება, თოფს უწვდის და ეუბნება: წამო, სანადიროდ წავიდეთო. ეს იმი ცხადი ნიშანია, რომ ოჩოპინტრე უხვ ნანადირევს ჰპირდება მას. დილით მონადირე თამამად მიდის სანადიროდ, ღრმად დარწმუნებული, რომ ბედნიერი ნადირობა ექნება. თუ დალი ან ტყაშიმაფა მონადირეს თავის სიყვარულს სთავაზობს ოჩოპინტრე - ძმობას . კარგი მონადირე ოჩოპინტრეს ძმადნაფიცია, ნადირთ მწყემსი მისთვის ჯიხვებს არ იშურებს. სანაცვლოდ როგორც დალი და ტყაშიმაფა, მონადირისგან ოჩოპინტრეც ერთგულებასა და საიდუმლოს დაცვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონადირეს არათუ ხელი მოეცარება, არამედ გარდაუვალი დაღუპვა მოელის. ხალხში თქმულება იყო, რომ ვინც ბევრ ნადირს დახოცავდა, ოჩოპინტრესათვის სული ჰქონდა მიცემული, რაც მონადირის საიდუმლო იყო. თუ ხევსურს, კახელს ჯიხვი გაექცეოდა. ოჩოპინტრეს პერანგს შეუკერავდა, ხეზე დაჰკიდებდა : “ წყალობა მოიღე , ბევრი შენ და ცოტა მეო” ლოცვაში ; ნადირთ ანგელოზსაც; ეძახიან. ოჩოპინტრე უფრო კომიკური სახეა, დალი - ტრაგიკული. კონკრეტული მითები ოჩოპინტრეზე არ შემონახულა . არის ლექსები მაგ: ( ოჩოპინტრე ბედნიერი, ოჩოპინტრე მშვენიერი, მოგვეც შენი წყალობა, ნამწყესური ნადირი) .
ინფორმცია აღებულია მითოლოგიური ლექსიკონიდან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
წრონგ
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:18 |