GPS - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
ჩელე
პოსტი Jul 6 2009, 21:46
პოსტი #26


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნოდარიძია
რა ვიცი, ოფროუდერებს ეგ კომპები აქვთ და ძალიან კმაყოფილები არიან............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოდარიძია
პოსტი Jul 6 2009, 21:59
პოსტი #27


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 23-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გარანტიაზე მაგრა გაგვაწვალა Eee PC 2G-მ
კლიენტი უკმაყოფილო მოდის ისეთი თვალსაჩინოც არაფერი სჭირს რომ სერვისზე გააგზავნო
ელემენტს მოხსნი თავიდან ჩართავ მუშაობს არადა მანამდე ეგრანზე რაღაც უაზრობებს წერს

ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ოფროუდერებს (ეტყობა რაიმე სხვა პარტიიდან აქვთ აღებული )მაგრამ მე ამგენს უფრო გაუწევ რეკომენდაციას:

HP 2133 Mini-Note PC
Dell Inspiron Mini 9
Lenovo IdeaPad S10
Acer Aspire One


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 6 2009, 22:05
პოსტი #28


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნოდარიძია
ეგ ნამდვილად არ ვიცი რომელი მოდელია, მაგრამ ბავშვებს რომ დაურიგა სააკაშვილმა, ეგეთი კომპები აქვთ....... მგონი იგივეა ხოო?........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Power_VANO
პოსტი Jul 6 2009, 23:22
პოსტი #29


Administrator
****

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 717
რეგისტრ.: 4-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



2G და 4G თავიდან რაც გამოვიდნენ ბანძებია ხო. აი მერე ახალ პროცესორებზე, Atom-ებზე რაც გამოვიდა, ისინი უკვე მშვენივრად მუშაობენ newsmile05.gif ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაც მეტი აქვთ გაცილებით. მაგ, EeePC 1000HA 9 საათი მუშაობს საერთოდ newsmile05.gif

და ეგენიც კარგებია კი, რაც ჩამოწერე, ატომ-ზეა ეგენიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოდარიძია
პოსტი Jul 7 2009, 08:42
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 23-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩელე
გარეგნულად თითქმის იგივენაირებია EeePC -ში 7 ინჩიანი ეკრანებით რაცაა მაინდამაიც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან აი ატომებზე რაცაა სულ სხვა რამეა...
ოღონდ ძვირებიცაა ჯერ
ატომი 2 ვატიდან 8 ვატამდე მოიხმარს , Solid state drive ებმაც მაგრად უნდა გაამართლოს გამძლეობის ამბავში ვიბრაციას მაგრად იტანს ოფროუდში კიდე მაგის მეტი რა იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 7 2009, 13:08
პოსტი #31


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნოდარიძია
Power_VANO


ვააააააააა რა კარგად ერკვევით, გამიხარდა, სეზონამდე მე და ბექა ვაპირებბით დათრევას და კონსულტაციები გაგვატარე დრო რომ დადგება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jul 7 2009, 13:17
პოსტი #32


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ვიტო @ Jul 7 2009, 02:08 PM) *
ნოდარიძია
Power_VANO


ვააააააააა რა კარგად ერკვევით, გამიხარდა, სეზონამდე მე და ბექა ვაპირებბით დათრევას და კონსულტაციები გაგვატარე დრო რომ დადგება newsmile05.gif

+1 თუ არ შეწუხდებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BEK_M
პოსტი Jul 7 2009, 14:55
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
უკვე ხო არ შევაწუხოთ ეს ხალხი რაღას დაველოდოთ ვიყიდოთ ბარემ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 7 2009, 15:28
პოსტი #34


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



BEK_M
კი ბატონო



ნოდარიძია
Power_VANO
დადეთ აბა ზუსტი მონაცემები რომელს გვირჩევთ, ისეთიც არ იყოს რომ ცეცხლის ფასი ქონდეს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოდარიძია
პოსტი Jul 7 2009, 18:52
პოსტი #35


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 23-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტო მოდი ჯერ ჩემსას განახებ ერთად რო გავალთ სადმე, ან ვაბშე ჰერცოგას გამოვატან მე თუ არ მეცლება ნახავ როგორ მუშაობს, შენ რა მოთხოვნები გაქ და მაგის მიხედვით მოვიფიქროთ ერთად რამე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 7 2009, 18:54
პოსტი #36


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნოდარიძია
კაი ეგრე იყოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BEK_M
პოსტი Jul 7 2009, 20:42
პოსტი #37


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
აღვიჭურვოთ აღვიჭურვოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 8 2009, 00:31
პოსტი #38


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ASUS EEE PC--- აი ესენი აქვთ ტალახიან კლუბში და ძალიან პრაქტიკული და გამართლებული რამეაო, თან ვიბრაცია მაგრად ჰკიდიაო...........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 8 2009, 00:50
პოსტი #39


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



.........................აი ამ სტატიას გადავაწყდი ოფროუდ კლუბში..................



ძაან ბევრნაირი მოდული გავრცელდა ამ ბოლო დროს და ფასებიც სხვა და სხვა აქვს.

რითI განსხვავდება ისნი ერთმანეთსიგან.

პირველ რიგსი შემიძლია ვთქვა რომ ბევრი ჩვეულებრივი GPS ნავიგატორი იძლევა შესაზლებლობას ამა თუ იმ საშუალებით მიუერთდეს კომპიუტერს ან Pocket PC-ს. თუმცა მაინც ცალკე მოდული უფრო მოსახერხებელია.

მაშ ასე მოდულები განსხვავდება პირველ რიგში კომპიუტერთან დაკავშირების ინტერფეისით.
1) ყველაზე გავრცელებულია ცხადია Bluetooth-ით დაკავშირება. ესეთი მოდულები უპრობლემოდ უკავშირდება კომპიუტერებს მობილურებს და საერთოდ ყველაფერს რასაც კი BT აქვს
2) ასევე გავრცელებულია USB დაკავშირება. აქ უკვე სხვანაირადაა საქმე. მობილურთან და პოკეტთან დასაკავშირებლად კაი დიდი ჩალიჩი იქნება საჭირო (სპეც კაბელი და ა.შ.)

ბოლო დროს ეს ორივე უკვე კომბინირებულია და ორივე ინტერფეისით შეუძლია დაკავშირება თანაც ერთდროულად. ანუ კომპი USB-ზე და მობილური ან პოკეტპისი BT-თი.

მეორე განსხვავებაა თვითონ მოდულის ჩიპსეტში. ძველი მოდულები საკმაოდ სუსტი დაჭერით ხასიათდებოდა. მერე გამოვიდა ლეგენდარული SiRF III რომელიც დღესაც უწევს ახალ ლიდერებს კონკურენციას. ამ მოდულის დაჭერა უკვე სავსებით აკმაყოფილებს 99% მოთხოვნებს. შემდეგ გამოვიდა MTK რომელმაც დაანგრია მითი SiRF-ის დაუმარცხებლობაზე და სულ ბოლოს MTK II. თამამად შეიძლება ითქვას რომ ნებისმიერ თანამედროვე მოდულში უკვე ზემგძნობიარე ჩიპსეტი იქნება რომელიც პრობლემას არ შეგიქმნით მუშაობისას.

ახლა განვიხილოთ რამდენიმე პოპულარული მოდელი
1) Holux M1000. დღესაც ფაქტიურად ლიდერია ფასი/ხარისხი შეფარდებით. სულ რაღაც $45-$50-ად ღებულობთ MTK ჩიპსეტზე დამზადებულ BT მოდულს მანქანის დამტენით. ელემენტისგან მუშაობს 20 საათზე მეტი ხანი. მინუსია USB პორტის არ ქონა და 5 ჰერცზე მუშაობის შეუძლებლობა
2) QStarz 818 - ასევე MTK-ზე დამზადებულია მარა აქვს USB მხარდაჭერა და 5 ჰერცზე მუშაობს უპრობლემოდ (ზედ აქვს გადართვის ღილაკი). მინუსი არის გაზრდილი ფასი $65-$70.
3) Holux M1000C - MTK II ჩიპსეტზე გამოსული ახალი ვერსია. აქვს ოდნავ გაუმჯობესებული დაჭერის ხარისხი. თუმცა მტავარია რომ დაემატა USB დაკავშირება და რაც უფრო საინტერესოა შიდა მეხსიერება ტრეკების ჩასაწერად. 200000 წერტილს იწერს. უპრობლემოდ მუშაობს 5 ჰერცზე თუმცა გადართვა მხოლოდ პროგრამულად შეიძლება. ღილაკი არა აქვს ფასი $70-$75
4) Qstarz 1000 - ახალი Holux M1000C-ს ანალოგია. თუმცა ფასში აგებს $105-$110
ყველა ეს მოდული მუშაობს Nokia-ს ანალოგი აკუმლატორისგან რაც კიდევ ერთი პლიუსია.
5) Garmin GPS 20X - ცნობილი ბრენდის ახალი მოდული. ფასი $75-$80. სავარაუდოდ SiRF III ჩიპსეტზეა. პლიუსია გარმინის ხარისხი და მცირე ზომა. მინუსი BT პორტის არ არსებობა. დამოუკიდებლად მუშაობის შეუძლებლოდა (აკუმლატორი არ აქვს და მხოლოდ USB-დან იკვებება).



მადლობა ნიკას newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 9 2009, 17:36
პოსტი #40


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



GPS ებზე მცირე გამოცდილება მეც მაქვს და გაგიზიარებთ.

გარმინის 2 GPS მქონდა... ერთი Off-Road GPS GARMIN eTrex Legend Cx (საკმაოდ განსხვავდება ფუნქციონალურად მანქანის GPS-ისგან) და ერთიც Bluetooth GPS. ორივეს ერთი პრობლემა აქვს: რუკები უნდა იყიდო, რაც იაფი არ ღირს. თანაც სხვაგან რომ წახვიდე (საზღვარგარეთ) იმის რუკები კიდე ცალკე უნდა იყიდო და ზოგის რუკა შეიძლება თავისუფლად ვერც იშოვო (სასომხეთი, აზერბაიჯანი).
საქართველოს რუკა იყიდება GEOLAND-ში, სანაპიროზე.

Bluetooth GPS არ გირჩევთ, მითუმეტეს თუ ლეპტოპზე მისაერთელბად გინდათ. ნუ თუ ტელეფონზე მაშინ კიდე შეიძლება, მაგრამ წინასწარ უნდა ნახოთ თავსებადია თუ არა თქვენს ტელეფონთან.
ლეპტოპზე მისაერთებლად კიდე იმიტომ არ გირჩევთ, რომ ლეპტოპი მუშაობს 2-3 საათი, რახან Bluetooth სულ ჩართულია - ესეიგი მაქსიმუმ 1-1.5 საათი. ანუ ცალკე კიდე მანქანის დამტენი გინდა (იყიდება პავლოვზე) თნაც საკმაოდ არაპრაქტიკულია. ვატარე ეგრე ერთი თვე. უამრავი კაბელი გიყრია მანქანაში: ლეპტოპის და GPS-ის დამტენი. + თვითონ ლეპტოპი სადღაც ხომ უნდა დადო. არ მიამაგრებ - ჩამოვარდება, დაიმტვრევა. თან თუ ბევრი ხალხი გიზის - ვიღაცამ უნდა კალთაში ჩაიდოს. თანაც თუ არ გაჩერდი ისე ვერ იხმარ. ამას ყველაფერს + თვითონ windows-ის პრობლემები, ან დაეკიდება ან გაჭედავს და ასე შემდეგ.... მოკლედ ძალიან არაპრაქტიკულია, ჩემი აზრით. თუ მაინც და მაინც ლეპტოპის მუღამი აქვს ვინმეს, მაშინ, ჩემი აზრით ყველაზე კაი ვარიანტი იქნება Tablet PC (ანუ უკლავიატურო სენსორიანი ლეპტოპი) თავისი სამაგრით.

მოკლედ, საბოლოოდ მოვიშორე GARMIN-ები და ვიყიდე ტელეფონი SE XPERIA (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელ WINDOWS BASED ტელეფონს იყიდი, HTC-იც კარგად მუშაობს). დაჭერა ძალიან კაი აქვს და ადგილს გიჩვენებს დაახლოებით 10 მეტრის სიზუსტით (გარმინი აჩვენებდა 2-3 მეტრის სიზუსტით). გარმინისგან განსხვავებით (მაღალი დონის ძვირად ღირებულების და მანქანის მოდელების გარდა), დადებითი მხარეა - დიდი სენსორული ეკრანი რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთ დროს.

+ უამრავი სოფტი არსებობს ნავიგაციისთვის. ყენდება Google maps და Live maps (ამ უკანასკნელს დეტალური გზები აქვს უკვე დატანებული საქართველოსთვის თავის როუტინგით, შეგიძლიათ საიტზე შეამოწმოთ)
- მუდმივათ ჭირდება ინტერნეტი (გარდა იმ შემთხვევებისა, საკუთარი რუკა თუ გაქვს დააკალიბროვკებული შიგნით, მაგრამ ეგ კიდე ცალკე მეცნიერებაა... მე ვერ გავუგე ვერაფერი, ყოველშემთხვევაში), რაც საქართველოში ზოგ ადგილას არ არის, ან ცუდად იჭერს. იმავე მიზეზით გამოუყენებელია უცხოეთში - ძალიან ძვირი ჯდება ინტერნეტი როუმინგში.

საბოლოო ჯამში ეხლა მაქვს NOKIA E66 (მოდელს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სიმბიანზე იყოს, GPS ქონდეს და სასურველია 3.5 G - 7.2 mb/s):
+ Nokia Maps (უფასო Off line რუკები, მათ შორის საქართველო და კავკასიაც) შესაბამისად შეგიძლიათ გმაოიყენოთ როგორც ნავიგატორი ისეთ ადგილებშიც სადაც ტელეფონი საერთოდ არ იჭერს.
+ იგივე Google და Live Maps (ხარისხიანი სატელიტური სურათისთვის)
+ აქაც ბევრი სოფტი ყენდება
+ ჰამაც ტელეფონია და ბევრი აპარატურის თრევა არ გჭირდება, ისედაც ხო ცოტა რამის თრევა გიწევს newsmile05.gif
- ნავიგაციის სიზუსტე Max: 15-20 მეტრი, რაც ჩემთვის ამდენი + ების კვალობაზე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს

მოკლედ, ჩემი აზრით, ცალკე ნავიგაციის ყიდვა არაპრაქტიკულია (ნუ, თუ რამე სპეციფიკური მოთხოვნილებები არ გაქვს ნავიგატორისადმი). უკვე GARMIN-მაც კი დაიწყო ტელეფონ-ნავიგატორების გამოშვბება.
თუ მაინცდა მაინც გადაწყვეთ ცალკე GPS-ყიდვას, http://www.tigergps.com/ აქ ვიყიდე მე. პირდაპირ სახლში მოტანით newsmile05.gif GEOLAND-ზე 200 ლარით იაფი დამიჯდა.

მოკლედ ესაა ჩემი კომენტარი.


პატივისცემით,

თქვენი გიორგი

newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2025 - 11:16