მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
![]() ![]() |
მგლები - პრობლემა #1 |
Oct 19 2009, 10:55
პოსტი
#316
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
დილა მშვიდობისა!
ტერმინოლოგიას რაც შეეხება; ვინც ვიცით ( მე ვიცი რო არაფერი არ ვიცი) რაღაცა ჯობია რომ ხშირად ვიმეოროთ მათ გასაგონად ვისაც უნდა რო გაიგოს.ფუნდამენტალურ მეცნიერებებში ტერმინოლოგია ჩამოყალიბებულია და დიდ კორექტივებს არ ითხოვს. ჩვენ დარგში ეს პროცესი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, სლენგი (დარგობრივი) ძალიან დაჭუჭყიანებულია. ვეცადოთ იქნებ ცოტა მაინც გამოვასწოროთ. ეს თევზაობასაც ეხება. მგლების რეგულირებას რაც ეხება; ის ვინც მაგ კანონს წერდა მგლების დაცვაზე ახლოს არ არის ნადები ნადირობასთან. ეხლა სტატისტიკა ოღონდ მახსოვრობით(შორსა მაქვს შენახული ქაღალდები და ცხრილები) ნოემბრიდან-თებერვლის ჩათვლით ივრის და ალაზნის ჭალებში 14-15 ნადირობა, კოლექტიური,მდევრებით(მართლა კარგი ძაღლები გვყავდა,გურჯაანის მონკავშირის მაღაზიის დირექტორის, აფესი) ორდღიანი; მოპოვებული 40 მგლამდე, 400-500 ტურამდე. მელა, ლელქაშის კატა და გარეული კატა აღარ მახსოვს. ოთხი წლის განმავლობაში ვწმენდავდით. მეორე წელიწადს ხოხობი გამოჩდა.მერე და მერე იმატა. ეს მხოლოდ ლოკალური ღონისძიება იყო და ორგანიზებას მოითხოვდა (ფინანსები; ტყავი ბარდებოდა, პრემია მგელზე; ძუ 150, ხვადზე 100, ტურა პრემია 20, ეს ფული იკრიბებოდა და მომავალი ნადირობისთვის პურმარილზე და საჭირო ინვენტარზე იხარჯებოდა). ნადირობაში 15-20 კაცი მონაწილეობდა, 5-8 ძაღლი. დღეს ამის გაკეთება ?????????? მერე ამით მოისპო მგელი ან ტურა ან რაიმე ეპიზოტია გაჩნდა (ეს მგლის სანიტრობასთან დაკავშირებით).ვერავინ დამაჯერებს, რომ დღეს საქართველოში ვინმეს შესწევს იმის უნარი რომ მგლის პოპულაციას რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.სახელმწიფომ ტოტალური (შხამებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით)ომი რომ გამოუცხადოს მგელს ფინანსები არ ეყოფა (მოჭერილი ქამრების სინამდვილეში) და ვერც ვერაფერს დააკლებს.ახლოს ვიცნობ მგლის მოდგმას და მჯერა მისი გონიერებისა. სამი წლის განმავლობაში დავდევდი ერთ მგელს, ფაქტიურად ყოველდღე, დიდი ხვადი იყო, ყველა ხერხი ვიხმარე (საწამლავი ჩვენ კანონში არ წერია) ერთხელ მომცა სროლის საშუალება და აღარ ვესროლე (საუკეთესო გასროლის შემთხვევაში დავაბრმავებდი). იმის მერე აღარც იმის კვალი მინახია და აღარც თვითონ, მაჯობა. მუდამ გვაჯობებს, ის თავის სახლშია, ჩვენკი მომხდურები ვართ! ამიტომ ვერ გამიგია რატომ აჭმევინებენ ხალხს? თავის წილ საქონელს მგელი მუდამ მოიტაცებს, მაგრამ ადამიანების ჭამაზე გადასული კი კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს! ჩინეთში ბეღურებს ომი გამოუცხადეს 60 წლებში. ბრინჯის მოსავალს უნადგურებდათ. ერთი კვირის განმავლობაში დღე და ღამე მთელი ჩინეთი გარეთ იყო დიდიან პატარიანათ (არ გამოვიდოდენ და ერის მამა, მაო ბეღურებივით დაყრევინებდა თავებს) ზარბაზნებს ესროდნენ, ქვაბებით ხმაურობდენ და სრული ვაკხანალია იყო,დაჯდომის საშუალებას არ აძლევდენ, სიკვდილამდე ღლიდნენ. გაწყვიტეს ბეღურა? (ისე მოფიქრება ხომ უნდოდა ამისთანა რამეს) |
|
|
|
Oct 19 2009, 12:40
პოსტი
#317
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
akela1954
ბეღულა შემცირდა(არ გაწყდა )მაგრამ მერე მოსავალს მატლი შეესია. ანუ ამ ყველაფრიდან ერთი დასკვა უნდა გამოვიდეს თუ სახელმწიფოს არააქ საშვალება ჯილდო დააწესოს 1 მოკლულ მგელზე ,ყველაზე ცოტა კანონით უნდა დაუშვს ნადირობა,მთელი წლის განმავლობაში. |
|
|
|
Oct 19 2009, 13:57
პოსტი
#318
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
ხო და ახლა ვზივართ და მაგრად ვასაჯდომებთ ტუ ვადუნდულებთ ან ვაუკანალებთ!!!
აწი აკელას და ჩვენი ფორუმის ორგკომიტეტის თაოსნობით კიდევ ერთი საჭირო შეხვედრა უნდა მოეწყოს გდი-სთან და შსს-თან... ია ტაკ დუმაიუ |
|
|
|
Oct 19 2009, 14:33
პოსტი
#319
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ლევანი
რატომ არ უშვებენ თავისუფალ ნადირობას მგელზე...ეგ რომ დაუშვან...ასევე კანონით უნდა იქნე დადგენილი..საკმარისია ჩვენთან(ან თუნდაც რომელიმე მეზობელ რესპუბლიკაში) მოდაში შემოვიდეს მგლის ქურქი და ტყავის ჩაბარება დაიწყონ კარგ ფასად...მგელი ნამდვილად აღარ დარჩება საქართველოში...და თოფით ნამდვილად არავინ დაუწყებს დევნას გამორიცხულია, საქართველოში მოპოვებული ბეწვეული ვერ უძლებს ვერანაირ კონკურენციას (კლიმატი და სხვა) მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის. იყო 80 წლების დასაწყისში ქურქების ბუმი წალკის მელიის დაუმუშავებელი ტყავი 100-150 ღირდა.ერთმა ჩემმა ახლობელმა (კაცმა) მგლის ქურქი ("შუბა") შეიკერა. ერთხელ ჩაიცვა და მერე ვეღარ გაუძლო სიმძიმეს. |
|
|
|
Oct 20 2009, 00:59
პოსტი
#320
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სიმართლე ითქვას მაგდრნი ნამდვილად არ ვიცი(არ ჩავღრმავებივარ)..მაგრამ 1 კი ვიცი..თავისუფალი ნადირობა რომც დაუშვან...მაგითი არაფერი შეიცვლება...ისევე დარჩება ყველაფერი როგორც არის...მგელზე არავინ დაიწყებს ნადირობას, ხოლო...
გამიგია რატომ აჭმევინებენ ხალხს? თავის წილ საქონელს მგელი მუდამ მოიტაცებს, მაგრამ ადამიანების ჭამაზე გადასული კი კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს! ეგეთი მგლები ისედაც კანონგარეშე არიან გამოცხადებული... ...გლდანში მოკლეს..კახეთშიც რამდენიმე მოკლეს.(ეგ რაც ტელევიზიით გავიდა)...აქ უბრალოდ ხალხიც სხვანაირად უდგება საკითხს...(ჩემი სოფლის მაგალითზე ვიტყვი)თუ მგელმა შეაწუხათ...ეგრევე მთავრობა ახენდებათ...გაწყდება მთელ სოფელში მონადირე..და თოფის მქონე ადამიანი...ხოლო..ჩუმად ....ერთმანეთს ასწრებენ ხოხბის მონადირებას...და შეიძლება 100 კაცი ნახო..თოფით ხელში(ხოხობზე სანადიროდ გასული).... |
|
|
|
Oct 20 2009, 11:27
პოსტი
#321
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ლევანი
მწყერზე ნადირობის დროს ძაღლი ნაბულიდან მგელს, რომ არ ამოგიყვანს ამაზე დამეთანხმები. |
|
|
|
Oct 20 2009, 17:26
პოსტი
#322
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
akela1954
მაგრამ სტიმულის საშვალებაც არის . ასე რომ ტყვია წამლის და ტრანსპორტის საშვალებაც აქვთ.დამეთანხმებით რომ 1 ყუთი ტყვია არ ჭირდება ამ საქმეს,4 ცალი რომ დაურიგდეს თითო კაცს ეგეც საკმარისია და საქმეა, სხვანირად მე ეჩვი მეპარება რომ რეგიონებში ხალხმა ამაზე რეაგირება გააკეთოს,იმიტომ რომ ვისაც უნდა ისდაც ნადირობს მგელზე(რეგიონებში) და სტიმული ჭირდება ამ საქმეში რო ჩაერთონ. ჩვენ შიძლება ჩვენი ხარჯებით წავიდეთ,მაგრამ არც ჩვენი ნადირობა მიიღებს სისტემატიურ ხასიათს.(ყველას მისი საქმე აქ) |
|
|
|
Oct 21 2009, 02:02
პოსტი
#323
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
akela1954
აქ ნამდვილად გეთანხმებით...ძალიან კარგიც იქნებოდა(იმედია იქნება კიდეც)..სხვათაშორის...ეგ შევთავაზეთ გარემოს დაცვაში და სიამოვნებით დაგვთანხმდნენ...სწორედ მაშინ გვითხრეს.. რომ არსებობს კვოტა...და თუ მივხედავთ...კარგი იქნება.. მწყერზე ნადირობის დროს ძაღლი ნაბულიდან მგელს, რომ არ ამოგიყვანს ამაზე დამეთანხმები. სხვა დროს მონადირე სავარგულში აღარ ხვდება, რომც მოხვდეს უთოფოდ უნდა იყოს აქ უბრალოდ სხვა რამეს ვგულისხმობდი....როდესაც ჩემ სოფელში მგელი გამოჩნდა(საგარეჯოს რაიონი)..და საქონელი დაგლიჯა...ყველა გაიტრუნა...თოფები მიჩქმალეს და ხელისუფლებისგა მიტოვებულ წამებულებად წარმოაჩინეს თავი...ეგ იმ დროს..როცა პრაქტიკულად ყველა ოჯახში თოფიანი მონადირეა და ხოხობს ტყვიას ტყიაზე ესვრიან...არ შეეძლოთ...უბრალოდ თვითონ შეექმნათ პატარა ჯგუფი და მოეკლათ ის მგელი???...ისიც დანამდვილებით ვიცი...რამდენიმე მათგანმა ზეპირად იცის...როგორ მიუდგეს მგელს... |
|
|
|
Oct 21 2009, 09:55
პოსტი
#324
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ლევანი
ციტატა ისიც დანამდვილებით ვიცი...რამდენიმე მათგანმა ზეპირად იცის...როგორ მიუდგეს მგელს... მაგაში ნამდვილად +1000 გეთანხმები, საგარეჯოელ მონადირეებს ვერც ნადირობას და ვერც ბრაკობას ვერ დაასწრებ, მონდომებული ხალხია (მთლიანად რაიონში). პალდოს (გომბორის) ირემის გაქრობაც მაგათ ნამუსზეა.ბრაკონიერობას არ ვიცავ, მაგრამ ყველაფრის ხელაღებით აკრძალვის შედეგად მიმაჩნია მე ეგ მოვლენა. "დავასწრო და მე მოვკლა" დღევანდელი ფაშისტური (დედა დათვი, ბელებით) სურათისა არ იყოს. რა დროს დათვზე ნადირობა იყო!ზაფხულის ნამოქმედარსა გავს ეგ, ბელებიც წლევანდელებია, დედა დათვიც ახალგაზრდაა, რამდენს გაზრდიდა კიდე. akela1954 ბელებიც წლევანდელებია შევცდი შარშანდელი ბელებია |
|
|
|
Oct 25 2009, 12:38
პოსტი
#325
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
akela 1954
მგელი იმდენად პლასტიკური სახეობაა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ საქართველოს რელიეფს და გეოგრაფიულ მდებარეობას, რომ მისი გენოფონდის სრული განადგურების საშიშროებაზე მოყვანილი არგუმენტი მხოლოდ დილეტანტმა ანდა ავადმყოფურად დაინტერესებულმა შეიძლება გაახმოვანოს. +100 მსგავსი ფრაზა დავწერე ამასწინ, მაგრამ ვინ დაგიჯერა... |
|
|
|
Oct 25 2009, 14:42
პოსტი
#326
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
რაც შეეხება "ნოეს"(არ ვიცოდი ნათლობის სახელი, ალბათ კიდობანს დაუკავშირეს) თუ ვინმე მის კვების რაციონს (ვაშლოვანში) გამოამზეურებს (შესწავლის მეთოდები იმედია ეცოდინებად) ..........მგელი,ტურა,მელა "გაჭირვებაში" ბაყაყითაც გაიტანენ თავს აი ნოე-კი არ ვიცი. და საერთოდ, საქართველოში, ეს ბუნებრივი ზონა თუა ლეოპარდის ბინადრობის ტიპიურ არეალი? რაც შეეხება მტაცებელ ცხოველებზე კოლექტიური ნადირობების მოწყობის ტრადიციებს საქართველოში; ასეთი ტრადიციები არსებობს და მათ აღდგენას მხოლოდ მონდომება და პროფესიული (პროფესიულს ხაზს უსვამ) ცოდნა ესაჭიროება. რეალური და ეფექტური საშუალებაა ტურა-მგლის რაოდენობის დასარეგულირებლად. ეს პრაქტიკამ დაადასტურა. მართალია, გამოცდილება სოც. ეპოქისდროინდელია, მაგრამ - სასარგებლოა. მგლის პოპულაციის სრული ამოწყვეტისაკენ არავინ არავის არ მოუწოდებს (მითუმეტეს ეს ფიზიკურად შეუსრულებადია). რისი წაკითხვაც აქ მოვასწარი არსად მსგავს აზრს არ წავწყდომივარ და მე თვითონაც შემიძლია დასაბუთებულად უარვყო ამდაგვარი დილეტანტიზმი. +100. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ყველა იმ უბედურებისა რაც ჩვენ დღესა გვჭირს (მე მხოლოდ სამონადირეო საქმეზე ვსაუბრობ) უცოდინარობა, ინფორმაციის უქონლობა და რაც ყველაზე მთავარია იმ ტრადიციების არცოდნა თუ შეგნებულად უარყოფა რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. +100. |
|
|
|
Oct 25 2009, 14:58
პოსტი
#327
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
akela 1954
მერე ამით მოისპო მგელი ან ტურა ან რაიმე ეპიზოტია გაჩნდა (ეს მგლის სანიტრობასთან დაკავშირებით).ვერავინ დამაჯერებს, რომ დღეს საქართველოში ვინმეს შესწევს იმის უნარი რომ მგლის პოპულაციას რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.სახელმწიფომ ტოტალური (შხამებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით)ომი რომ გამოუცხადოს მგელს ფინანსები არ ეყოფა (მოჭერილი ქამრების სინამდვილეში) და ვერც ვერაფერს დააკლებს. მგლის "სანიტრობაში" ხომ იმას გულისხმობენ, დაუძლურებულსა და ავადმყოფს ჭამს და ამით პოპულაციის გაჯანსაღებას ემსახურებაო (მგლის დამცველების მთავარი არგუმენტი). მემგონი, ეს პრინციპი, ღია, გაშლილ ლანდშაფტებში მოქმედებს, სადაც მგელს მსხვერპლის ხანგრძლივი დევნა უხდება. ჩვენში, მთაგორიან უღრანში, ვითომ ასეთივეა მისი ნადირობის პრინციპი? შენი აზრი მაინტერესებს ამის თაობაზე. პ.ს. ამ თუ მეზობელ თემაზე დადებულია მგლის მოპოვების ქვოტები რაიონების მიხედვით. თუ არ მეშლება, თეთრიწყაროს რაიონზეა - ორი, ხოლო საგარეჯოსა და დედოფლისწყაროზე - არცერთი!!! აბსურდის ზეიმია არა? სტუდენტებს ათვლევინონ და კიდევ უარესებს "დაგვიხატავენ". |
|
|
|
Oct 25 2009, 23:41
პოსტი
#328
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
AlekoN
როცა ხროვა კლასიკურ "სარეკს", თავისი "ნომრებით" აკეთებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მსხვერპლის პიზიკურ და "სულიერ" მდგომარეობას.ვერ დავიფიცებ უკვე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 85 % მეტი მსხვერპლი განწირულია, ანუ შეჭმულია.(ბორჯომის ნაკრძალში, 1979-83 წწ, ჩატარებული კვლევების მიხედვით) რაც შეეხება მგლის სანიტრობას; ავადმყოფ, დაჭრილ და ა. შ. ცოცხალი არსების (ადამიანისაც) მოპოვებას-მონადირებას მგელი ხროვის გარეშეც ახერხებს. აქედან დასკვნა; მგლის სანიტრობას არ ჭირდება ხროვის ჩამოყალიბება და მათი სულადობის გაზრდა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში. AlekoN ჩვენში, მთაგორიან უღრანში, ვითომ ასეთივეა მისი ნადირობის პრინციპი? ჩვენში, მთაგორიან უღრანში მგელს კლასიკური კვების ობიექტები აღარ დარჩა, როგორც ოფიციალური წყაროები გვამცნობენ (ან რატო უნდა შეიწუხოს თავი როცა დაუსჯელად შეუძლია სოფლის ხარჯზე გამოიკვებოს ), რადგან ჯერ მგლის მომრავლებაა დაწყებული და კვების ობიექტების გამრავლება ეტყობა მეორე ეტაპის სამუშაოებშია. თუ არა გყავს ვის აჭამო, საკვების მომარაგებაზე ძალ-ღონის დახარჯვას აზრი არა აქვს. ქვოტები ჩამოყალიბებულია შემოსული საჩივრების საფუძველზე (როგორც ადრე დათვზე კეთდებოდა); საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, თიანეთში და სხვაგან მგელი მოსახლეობას არ აწუხებს ან მოსახლეობამ არ იცის, რომ არზები უნდა წერონ საკუთარი გამგებლების სახელზე. |
|
|
|
Oct 26 2009, 00:14
პოსტი
#329
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
რაც შეეხება მგლის სანიტრობას; ავადმყოფ, დაჭრილ და ა. შ. ცოცხალი არსების (ადამიანისაც) მოპოვებას-მონადირებას მგელი ხროვის გარეშეც ახერხებს. აქედან დასკვნა; მგლის სანიტრობას არ ჭირდება ხროვის ჩამოყალიბება და მათი სულადობის გაზრდა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში. რაჭაში გახლდი ამ ოთხშაბათს, 21-ში (ამბროლაურის რაიონში) და პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, რომ მგლებს თუ მგელს ახალგაზრდა კაცი შეუჭამიათო, მთვრალი, ტყეში. |
|
|
|
Oct 26 2009, 00:26
პოსტი
#330
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
AlekoN
ეგეთი ფაქტები მეც მომდის. ეხლა თუ უკვე ეგრე გამწარებულები არიან ყინვა, რომ მოუჭერს მერე რას იზამენ. გამოიძიეს თუ ვინმეს ნათქვამით მიაწერეს მგელს, იქნებ ძაღლებმა ...... ეგეთი ფაქტები სერიოზულ გამოძიებას უნდა ექვემდებარებოდეს. რითი დაადგინეს მგელი, ნახა ვინმემ, კვალი იპოვეს თუ ვიზიტკა დატოვა. |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th December 2025 - 00:52 |