მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#721
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მართალია ყველა სახეობის დაცვა გვევალება, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს. აბა ერთი მეც მკითხეთ როგორ მეხატება გულზე გველები, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიტყვი გავწყვიტოთთქო.
ისე ამაღამ რაღა დამაძინებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#722
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
![]() გველები პრობლემა არაა ეგეც ყველაზე მეტად ჩვენ, მონადირეებს გვაწყხებს იმიტომ რომ ძაღლებს ერჩის, მარგამ ვინმე გინახავთ მაგ მოთხოვნით რომ გამოსულა და ყთქვამ გველები გამოხშირეთო?( თმცაა ქალქაქში არ უნდა იყოს ,დაუშვებელია) უბრალოდ თქვენი სახლის პადიეზთან უნდა დავაბა ![]() სახეობის დაცვა გვევალება თქვენივე ნათქვამით მოდიხარ წიააღმდეგობაში, ხოხობს ერჩის ის ავადსახსენებელი ტურა( მაინც მივახწევთ იმას რომ მინიმუმამდე დავიდეს ეგ ვერაგი)რომელსაც ასე ძალიან იცავთ თქვენ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#723
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
baiateo
ნადირობის დაშვება არ ნიშნავს მგლის და ტურის გადაშენებას. ხვალვე რომ დაუშვან ნადირობა დამერწმუნეთ სპეციალურად სანადიროდ ტურაზე და მგელზე, მაინც არავინ წავა, ერთი ორი "მუღამისტის" გარდა. მონადირეთა 80% მაინც კლავს ტურასაც და მგელსაც, უბრალოდ ჩვენ გვინდა კანონის ფარგლებში ვჯდებოდეთ. საღი აზრის მოსმენა მომენატრა. სამინისტროში რაღაც პროცენტებზე იყო დავა ტურას სარგებელი მოაქვს სასოფლო სამეურნეო საქმისთვისო, თაგვებს ანადგურებსო და თქვენ ვერ გვიმტკიცებთ რომ ტურა მარტო მავნებელიაო. აქ მარტო მავნებლობაზე არ არის საუბარი. მწყერი და იხვი საერთოდ არ არის მავნებელი, მაგრამ ნადირობა ნებადართულია, იმიტომ რომ სანადირო ობიექტია. ტურაზე და მგელზე ნადირობის დაშვებით თქვენ გადაარჩენთ უამრავ სასარგებლო ფრინველს და ცხოველს, როგორც მტაცებლისგან ისე ბრაკონიერისგანაც და რატომ ეხლავე ავხსნი: როცა სეზონი გახსნილია და როგორც წელს გადამფრენი ფრინველი ცოტაა ან საერთოდ არ არის, მონადირეების უმეტესობა ძალაუნებურად ხდება ბრაკონიერი. ელემენტარულად იმიტომ რომ სროლა ენატრება და ხშირად კეთილშობილ ფრინველებზე იწყებს ნადირობას (დაჯარიმების რისკის ფასად). თუ ნადირობა დაშვებული იქნება მტაცებლებზე, გარისკვას ამჯობინებენ ისევ მტაცებელზე წავიდნენ და კანონიერად ინადირონ. აი ამტომ ვამბობ, რომ გადაარჩენთ უამრავ კაკაბს, ხოხობს და კურდღელს. ბოლო ბოლო გაითვალისწინეთ რომ მონადირეს ნადირობა უნდა და ბოთლებზე სროლით ვერ დაკმაყოფილდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მტაცებლებზე ნადირობის უფლების დაშვებით, მათ პოპულაციას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება. პატივისცემით გიორგი მეტრეველი P.S. ამაზე მეტ არგუმენტს მე ნამდვილად ვერ მოვიყვან. გთხოვთ გულდასმით გადაიკითხეთ ეს პოსტი და თუ საჭიროა სხვებსაც გაუზიარეთ |
|
|
![]()
პოსტი
#724
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაგრამ ვერანაირად ვერ ვიტყვი გავწყვიტოთთქო. გაწყვეტაზე ნამდვილად არ არის საუბარი.. ეგ შეუძლებელიც არის. უბრალოდ საინტერესოა ვინ ითვლის მტაცებლის რაოდენობას..რომ ეშინიათ არ გადაშენდნენ???... თუ საჭიროდ ჩათვლით..შეგვიძლია ისეთი რამე ვანახოთ ექსპერთებს..სულ შეეცვლებათ წარმოდგენა რაოდენობაზე. მდინარე ხრამთან არის მისვლა საჭირო..მეტი არაფერი... საღამოს მზის ჩასვლისას... ტურების კონცერტს მოგასმენინებთ(მდინარის გაღმა-გამოღმა გადაძახილს) დაბინდებისას...მთელი ხროვის ნახვა შეიძლება...მართლა ძაღლებივით დარბიან. ანალოგიური სიტტუაციაა კახეთისკენაც, გურიაშიც და რავიცი... პრაქტიკულად ყველგან. ხოდა მაგათ თუ გადაშენება ემუქრებათ მაშინ ხოხობი კაი ხნის გადაშენებული ყოფილა უკვე. მხოლოდ შემცირებაზეა საუბარი...დაგვიჯერეთ..ძალიან ბევრნი არიან... ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი. იმიტომ რომ... ჩვენ კაბინეტებში არ ვმუშაობთ მეცნიერულ დონეზე... ჩვენ პრაქტიკულად გავდივართ ბუნებაში.(თან საქართველოს მთელ კონტროლირებად ტერიტორიაზე) |
|
|
![]()
პოსტი
#725
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ყველა ზედა პოსტი ვერ გადავიკითხე,რა ხდება აქ,მგელს,ტურას და მელას გულშემატკივარი გამოუჩნდა თუ რა ხდება???
რასაც ჭალიმგელა ამბობს,ესაა მონადირის და ბუნების მოყვარულის აზრი.მტრები კი არ ვართ კაცო ჩვენ ბუნების,მარა ეს ცხოველები მავნეა და ამას თუ ვერ ხედავს ვინმე ან კაბინეტიდან არ გასულა და ტყეში არ დაუღამებია,ან კიდევ რაღაც სხვა ახირებაა.იმდენია და ისე სწრაფად მრავლდებიან,რომ სპეც.ოპერაციაც რო დაიგეგმოს,ვერ გაწყვიტავ.რა სარგებლობა მოაქვთ,მითხარით რააააა... |
|
|
![]()
პოსტი
#726
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#727
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სამჯერ წამეშალა ვრცლად დაწერილი, ამიტომ მოკლე გამოხმაურებები (წინასწარ ბოდიში უნდა მოგიხადოთ. ამ წერილის მერე შემოსული გამოხმაურებები არ მინახია.ბაიათეოს წერილს ვგულისხმობ);
პირადად მე არ ვმუშაობ სამონადირეო საკითხებზე და არ ვარ კარგად გარკვეული ამ საკითხში თუ თქვენ პირადად არ მუშაობთ სამონადირეო საქმის განვითარებაზე საქართველოში და "არ ვარ კარგად გარკვეული ამ საკითხში" ე.ი. თქვენი პირადი ინიციატივით გადაწყვითეთ ჩვენი სწორ გზაზე დაყენება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორუმზე! არ შეიძლება (გამჭვირვალეობიდან გამომდინარე) ვინმე ისეთი დაინტერესდეს ამ ფორუმით ვისაც სამონადირეო საქმე ხელემწიფება ან არ ხელემწიფება და იძულებით დავალებული აქვს სტატუსიდან გამომდინარე. |
|
|
![]()
პოსტი
#728
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გარემოს დაცვის თვალსაზრისით აზრი უნდა ვკითხო არა მონადირეს არამედ ადამიანს რომელმაც მეცნიერულად შეისწავლა ესა თუ ის სახეობა, ვისაც აქვს სამეცნიერო შრომები და მუშაობს რომელიმე სამეცნიერო დაწესებულებაში. არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს მეცნიერების და მეცნიერული კვლევის, მაგრამ ის რაც მეცნიერული კვლევის შედეგად(ექსპერიმენტში უარყოფითი შედეგიც, მეცნერული თვალსაძრისით შედეგია) არის მოპოვებული ბრმად არ უნდა ხდებოდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ექსპერიმენტის ჩატარების საფეძველი. როცა საქმე ეხება მტაცებელი ნადირის უკონტროლო გამრავლებას, კანონების მორგებას ერთ სახეობაზე მისთვის სასათბურე პირობების შექმნის მიზნით ამაზე ყოველგვარი ობიექტური მიზეზების არსებობის გარეშე. ჩემი აზრით ეს დანაშაულია. ნაკლებად ეხება ჩაურეცხავ მეცნიერებს (ლიცენზირებულია), ამაში დამნაშავეა ის ჩინოვნიკი რომელმაც თავისი ხელობა არ იცის. |
|
|
![]()
პოსტი
#729
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ვინც ყოფილა ჯანდარაზე იხვის პერელიოტზე ტურების კარგ სიმღერას მოისმენდა სავსია იქაურობა მარტო სიმღერით 30 ცალი დავთვალე სხვადასხვა ბუჩქებიდან რომი ისმოდა მათი გალობა და იქ რა უნდა გამრავლდეს ისიც ბევრია რაც კი არის ამათ ხელში დაუმატეთ ამას მელე და კიდევ მგელი და დაახლეეებით ამ პატარა რეგიონში აუარება ტურა მელა და მგელია
|
|
|
![]()
პოსტი
#730
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რასაჩ თქვენ ითხოვთ ჩემი აზრით დაუშვებელია და რას ვითხოვთ? თუ ვინმე აცნობიერებს ცაში ფასკუნჯის დაჭერას. მგელი და ტურა იმ ავად სახსენებელ კომუნისტების დროს ვერ გაიწყვიტა როცა თვითმფრინავებიდანაც კი ხოცავდნენ და თქვენ გგონიათ, რომ დღეს ვინმე სატელიტური თვალყურის დევნების მოწყობილობებით დაუწყებს მგელს დევნას ან უფრო მეტი მგელი გამოაკლდება ბუნებას ვიდრე დღეს აკლდება მონადირის ხელით. ჩემი აზრით აქ საქმე ერთ მახინჯ პრინციპთანა გვაქვს; არ გვინდა ვაღიაროდ ყოვლად უპასუხისმგებლო ექსპერიმენტის უმართებულობა რადგან ეს ექსპერიმენტი ჩვენი დაქოქილია. |
|
|
![]()
პოსტი
#731
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დადგენილია უკვე საკმაო რაოდენობით კვოტები, რომლითაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არავინ არ სარგებლობს. ბაიათეო ეს საკმაო რაოდენობა რამდენია 10-100-1000. თუ სამონადირეო საქმის ექსპერტი არა ბრძანდებით რის საფუძველზე გამოგყავთ საკმაოობა, შეჭმული და დაგლეჯილი ადამიანების თუ პირუტყვის. რაიმე ფორმულა ხომ არ გამოიგონეს, ანუ რამდენ ადამიანსაც დაგლეჯავს იმის მერე იმის პროპორციული რაოდენობა მგელი უნდა გამოვხშიროთ. იქნებ ვინმემ დადოს ვისაც აქვს აღრიცხვის მონაცემები (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) რამდენი ტურა და რამდენი მგელი დარჩა საქართველოში და რა რაოდენობამდე უნდა გავამრავლოთ, რომ დინოზავრებივით არ გადაშენდნენ. არგუმენტირებულად ვინმეს შეუძლია გვითხრას მგელი გადაშენების გზაზეა და მისი გამრავლება და გადარჩენა ჩვენი სისხლხორცეული საქმეა. უკაცრავად, მაგრამ როგორ იგებთ კვოტით ისარგებლა ვინმემ თუ არა? ან როგორ უნდა ისარგებლო მაგ კვოტით როცა საქართველოში ჯგუფური ნადირობა კანონით აკრძალულია.რაღაც შეუსაბამობაა. |
|
|
![]()
პოსტი
#732
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 522 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პრაღა ![]() |
baiateo ნადირობის დაშვება არ ნიშნავს მგლის და ტურის გადაშენებას. ხვალვე რომ დაუშვან ნადირობა დამერწმუნეთ სპეციალურად სანადიროდ ტურაზე და მგელზე, მაინც არავინ წავა, ერთი ორი "მუღამისტის" გარდა. მონადირეთა 80% მაინც კლავს ტურასაც და მგელსაც, უბრალოდ ჩვენ გვინდა კანონის ფარგლებში ვჯდებოდეთ. საღი აზრის მოსმენა მომენატრა. სამინისტროში რაღაც პროცენტებზე იყო დავა ტურას სარგებელი მოაქვს სასოფლო სამეურნეო საქმისთვისო, თაგვებს ანადგურებსო და თქვენ ვერ გვიმტკიცებთ რომ ტურა მარტო მავნებელიაო. აქ მარტო მავნებლობაზე არ არის საუბარი. მწყერი და იხვი საერთოდ არ არის მავნებელი, მაგრამ ნადირობა ნებადართულია, იმიტომ რომ სანადირო ობიექტია. ტურაზე და მგელზე ნადირობის დაშვებით თქვენ გადაარჩენთ უამრავ სასარგებლო ფრინველს და ცხოველს, როგორც მტაცებლისგან ისე ბრაკონიერისგანაც და რატომ ეხლავე ავხსნი: როცა სეზონი გახსნილია და როგორც წელს გადამფრენი ფრინველი ცოტაა ან საერთოდ არ არის, მონადირეების უმეტესობა ძალაუნებურად ხდება ბრაკონიერი. ელემენტარულად იმიტომ რომ სროლა ენატრება და ხშირად კეთილშობილ ფრინველებზე იწყებს ნადირობას (დაჯარიმების რისკის ფასად). თუ ნადირობა დაშვებული იქნება მტაცებლებზე, გარისკვას ამჯობინებენ ისევ მტაცებელზე წავიდნენ და კანონიერად ინადირონ. აი ამტომ ვამბობ, რომ გადაარჩენთ უამრავ კაკაბს, ხოხობს და კურდღელს. ბოლო ბოლო გაითვალისწინეთ რომ მონადირეს ნადირობა უნდა და ბოთლებზე სროლით ვერ დაკმაყოფილდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მტაცებლებზე ნადირობის უფლების დაშვებით, მათ პოპულაციას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება. პატივისცემით გიორგი მეტრეველი P.S. ამაზე მეტ არგუმენტს მე ნამდვილად ვერ მოვიყვან. გთხოვთ გულდასმით გადაიკითხეთ ეს პოსტი და თუ საჭიროა სხვებსაც გაუზიარეთ დაუჯერეთ ამ ადამიანს. იცის რასაც ამბობს. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#733
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ნადირობის და სამოყვარულო თევზაობის გარდა ჩვენს სამსახურის მოვალეობებში შედის სამრეწველო თევზჭერის რეგულირება და კვოტების განსაზღვრა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშების და ტყითსარგებლობის მართვის გეგმების განხილვა თავისი კომპეტენციის სფეროში (რომლებიც არცთუ ისე მცირე რაოდენობითაა), ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების გატარება (სხვათა შორის მგელიც ამ კონვენციის მეორე დანართშია შეტანილი და მგლის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვა გესაჭიროებათ, ხოლო იმპორტისათვის კი იმ ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა საიდანაც იმპორტს განახორციელებთ. ცნობისათვის ამ კონვენციის მხარე მსოფლიოს 172 ქვეყანაა), ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, გარდა ამ კონვენციებისა კიდევ ორი კონვენციის:ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და მიგრირებადი სახეობების შესახებ კონვენციების,ასევე კარტახენას ბიოუსაფრთხოების ოქმის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ბიომრავალფეროვნების რესურსცენტრის შექმნა (შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდები chm.moe.gov.ge biomonitoring.moe.gov.ge) და კიდევ უამრავი რამე. ეს მხოლოდ ძალიან ზოგადი აღწერილობისათვის და რაც შეეხება ქურციკების ჩუქებას, ლამაზი თვალებისათვის არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის ამაშია საქმე.. რეალურ მოცემულობას კი არ ვუსადაგებთ კანონებს, ჯერ სულ სხვა გარემოებებისა და პირობების ამსახველ კონვენციებს ვაწერთ ხელს დაუფიქრებლად, უმეტესწილად რაიმე უწყებრივი მერკანტილური ინტერესის გამო, ან უბრალოდ იმის გამო: საქმეში ჩაგვეთვლებაო, ან მამაპაპური სნობიზმის და წამხედურობის გამო - რახან 172 ქვეყანამ მოაწერა ხელი, არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთო, სამწუხაროდ კი, ყველაზე ხშირად - ანგარების და გამორჩენის მიზნით. ჰოდა, ამ კონვენციების მძევლად ვიქცევით ხოლმე. გვაწყობს კიდეც, ჩვენი უნიათობის და უსაქმურობის გასამართლებელ საბუთად ვიყენებთ. აღარც არსებულ რეალობასთან შეუსაბამო კანონის აღსრულებაა შესაძლებელი და დიდად ვეღარც ვერავინ გვაძალებს კანონმორჩილებას. ჩვენ ჩვენი, დაუწერელი კანონებით ვცხოვრობთ."გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის" მთავარ არგუმენტად მოხმობა მგლების პრობლემასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება დღევანდელ დღეს და დღევანდელ საქართველოში არსებულ ვითარებას?!.. არ ვიცი, ამას რა ქვია. (როგორ არ ვიცი, მაგრამ ბაიათეოს არ მინდა ვაწყენინო ![]() და რაც შეეხება ლამაზ თვალებს, ქურციკის ჩუქება კი არა, შეიძლება გული ამოგაღებინოს საგულედან! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#734
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
baiateo
თუ თქვენთვის რთული არ იქნება... იქნებ თხოვოთ თქვენს ...ამ მხრივ კომპეტენტურ თანამშრომელს... იქნებ შემოიხედოს ხოლმე ხანდახან და გაგვესაუბროს. გაგვარკვიოს მართლა რაშია საქმე. იქნება და მართლა ჩვენ გვეშლება ყველას. როგორც თქვენც შეატყობდით...ბევრად სერიოზული მიდგომა წამოვიდა. ყველაფერი იქნება რათქმაუნდა ეთიკის და ჯანსაღი დისკუსიის ფარგლებში. ძალიან გთხოვთ გადასცეთ ნუ დაგვზარდებიან და იქნებ გამოგვეხმაურონ. |
|
|
![]()
პოსტი
#735
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th September 2025 - 01:37 |