როგორ გაატარეთ ზაფხული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორ გაატარეთ ზაფხული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო , დიდხანს ვიფიქრე გამეხსნა თუ არა ამდაგვარი თემა ....
ალბათ ყველას გვქონია ასეთი ამბავი ზაფხულიდან დაბრუნებულები რომ მივდიოდით სკოლაში და მასწავლებელი გეკითხებოდათ თუ როგორ დაისვენეო ? თქვენც იწყებდით თხრობას თუ როგორ დაისვენეთ . მართალია ჯერ ზაფხული არ მორჩენილა მაგრამ თემა იყოს მაინც ![]() ![]() იმედი მაქვს თქვენც დასწერთ რამეს ![]() მე ფაქტიურად ზაფხული გავატარე თბილისსში , ივლისის ბოლოს მოვრჩი ბუღალტერიის სწავლას და ჩემებმა გამიშვეს ბაზალეთზე წადი დაისვენეო , რათქმაუნდა ვიცოდი მათ სიტყვებში რაღაც მაცდური იმალებოდა თქო მაგრამ მაინც დავუჯერე , პრინციპში აქაც სიცხეებმა უმატეს და სუფთა ჰაერი მომენატრა , ჩავედი აგარაკზე მოვეხვიე ჩემს მონატრებულ მალამუტს და შევუდექი ბარგის ამოყრას (რამოდენიმე ცალი წინდა , მაისური , სპორტული , შორტი , და ჰიგიენური საშუალებები) , რათქმაუნდა სათევზაო ატრიბუტიკაც წავიყოლე , მაინც ბაზალეთის ტბაზე ვითევზავებთქო . გავიღვიძე თუ არა მამაჩემი პრარაბთან და ერთ მუშასთან ერთად დამხვდა პირველ სართულზე , თავიდან მეგონა მეგობრები ამოიყვანა მეთქი მაგრამ , როცა ყური ვუგდე მათ საუბარს , ამდენი ეს იმდენი ეს კაფელიო მეტლახიო ცემენტიო ... მივხვდი რომ ცუდად მაქვს საქმე. მივესალმე მოსულებს მამაჩემმაც დამიძახა მოდი შვილო აქო , ხომ იციო როგორ მიყვარხარო "ამ ფრაზის გაგონებისას მივხვდი რომ მართლაც დარხეული მქონდა" . საქმე რაში იყო ბაბუაჩემმა როდესაც სახლი ააშენა ბაზალეთზე გარაჟში დააყენა გათბობის სისტემა კომუნისტური "ვეში" რომელიც სალიარკაზე მუშაობდა და ზამთარში ახურებდა მთელ სახლს , გაძვირდა სალიარკაც , დაინგრა ის წყობაც და შეგვრჩა ეგ "ვეში" . თანაც ჩემს ბაბუა ბებიას უკვე სიარულიც უჭირთ , ერთს სახსრების პრობლემა აქვს მეორეს ვენების , და თხოვნით მიმართეს მამაჩემს რომ თუ შეგიძლია ვანა ტუალეტი რომ გაგვიკეთოვო , ყველანაირად უწყობს ხელს . 1 დავალება ასეთი იყო გადმომეზიდა მთელი სატვირთო , ცემენტი , ქვიშა , ტრუბები პლასტმასის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ . 2 დავალება 700 აგურის შეტანა გარაჟში რატა ამოშენება გაეკეთებინათ . 3 კურდღლებისთვის საჭმლის დაყრა + ბალახის ყიდვა დამავალა (გიგანტი კურდღლები რომ არიან 100-50 ლარიანები) ![]() 4 ბაბუაჩემისთვის მიხმარება "შეშის დაპობა და მისი დალაგება" 5 შეშის შესანახისა და კურდღლების თავშესაფრის გადაფარვა 6 ხორბლის აღება (რომელიც 8 ტომარაზე მეტი არ გამოვიდა) 1 საათის მანძილზე კომბაინი 10 ჯერ გაფუჭდა ხან ქვას გამოედო ხან , კუნძს შეასკდა , მთელი დღე 40 გრადუსიან სიცხეში გავატარე ![]() მოკლედ ვერთობოდი რა , შეშის პობა ნამეტნავად მტკივნეული თემა აღმოჩნდა რადგან მთელ ხელზე დამისკდა მაზოლები , რამოდენიმეჯერ უროც ჩავირტყი სოლის მაგივრად ფეხში... სათევზაოდ რათქმაუნდა ვერ წავედი ... ))) ანკესებიც იქ დავტოვე ესეც ფოტო მასალაც ძაანაც რომ არ მოიწყინოთ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() To Be Continue..... -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 06:37 |