კურცჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კურცჰაარი |
![]()
პოსტი
#1001
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 422 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ნელია მაგრამ მემგონი ფრინველის გამოტოვებასთან მაგას კავშირი არ უნდა ქონდეს,, ფრინველს ყველა ძაღლი ტოვებს,, ეგრე ვერ იტყვი კონკრეტული ჯიშთან მიმართებაში ამ ჯიშის ძაღლი უფრო მეტს ტოვეს ვიდრე სხვა,, ეგ ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული....
|
|
|
![]()
პოსტი
#1002
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კი გეთანხმები ბევრ ფაქტორზეა ეგ ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ აგირებული რომ სწრაფი მეზებარი მეტ ფრინველს ტოვებს დაუმუშავებელს ვიდრე საშუალო ან ნელი ტემპით მონადირე ძაღლები. ამას მე არ ვამბობ ეს გამოცდილი ხალხის აზრია და ბევრი დაწერილა ამასთან დაკავშირებით. მაგალითად ჯურნალ ნადირობაში!
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1003
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
................................................................................ ............................................................. ისე მაინც ვერ ვხვდები ბოლომდე თქვენ პოზიციას. ვერ ვხვდები, კურცჰაარისტების 80%. "მეხორცეებად" რატომ "ასღებ" ამას კატეგორიულად ვერ მივიღებ, ვერც მე, და ვერც აქ მყოფი აბსოლიტური უმრავლესობა.(გამოცდილი მონადირეები.) ................................................................................ ................................................................. ლევან, ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდას არაფერი არ უთქვამს ცუდი კურცჰაარზე (სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით, რომლებიც, თურმე, დიდი სისწრაფის გამო ტოვებენ ფრინველს). სიტყვა "მეხორცეც" შენ იხმარე, როცა mardi-ს ლამაზი სიტყვები "ნანადირევის სიუხვე" გადათარგმნე ![]() ისე მართლაც "მეხორცეები" ვართ კონტინენტალური მეძებრების პატრონები, აბა რა ვართ. არ ვტოვებთ არაფერს. მე, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ავიყვანე კურცი, დავკარგე იხვებზე ნადირობის ინტერესი. თუმცა, ძაღლი ზუსტად იმისათვის ავიყვანე, რომ, იხვებზე ნადირობაში დამხმარებოდა. თანდათანობით მივატოვე, იხვის ნადირობის სეზონის გახსნაზე სიარული. სეზონის გახსნა, როგორც ყველამ ვიცით, დიდი დღესასწაულია ყველა მონადირისთვის. ჰოდა მიდის საშინელი ბაგა-ბუგუნი. არ ვიცი საქართველოში როგორაა, მაგრამ რუსეთში, მეძებარი ძაღლების მფლობელებისათვის სეზონი 2 კვირით უფრო ადრე იხსნება (ჭაობის და მინდვრის ფრინველებზე). ამიტომ, იხვზე სეზონის გახსნამდე, "ნადირობის ჭია" უკვე დაკმაყოფილებული მყავს. ამიტომ გამოვდივარ მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლა მთავრდება და ყველა უკვე მაგიდას უზის. ერთ-ერთ ასეთ გახსნაზე, ჩემმა უფროსმა ძაღლმა 12!!!! ცალი იხვი მომიტანა. ბანაკში რომ მოვედი, სულ "მეხორცე" მიძახეს. არცერთს არ ქონდა ჩემზე მეტი მოპოვებული. არადა საერთოდ არ გამისვრია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1004
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1005
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კი გეთანხმები ბევრ ფაქტორზეა ეგ ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ აგირებული რომ სწრაფი მეზებარი მეტ ფრინველს ტოვებს დაუმუშავებელს ვიდრე საშუალო ან ნელი ტემპით მონადირე ძაღლები. ამას მე არ ვამბობ ეს გამოცდილი ხალხის აზრია და ბევრი დაწერილა ამასთან დაკავშირებით. კურცჰაარი, პოინტერზე და სეტერზე სწრაფი ვერაა რადგან, კონკრეტულად სუფთა გერმანული ტიპის ნადირობისთვის გამოიყვანეს.( როგორიცაა, საშუალო ტემპით ფრინველის ძებნა როგორც მაღალი ყნოსვით, ასევე საჭიროებისას კვალზე გადასვლით. დაჭრილის პოვნა, მოტანა. არამარტო ფრინველის არამედ წვრილი ნადირისაც. ასევე "ჩლიქოსნებზე" სისხლიან კვალზე მუშაობა. რასაც წარმატებით ართმევენ თავს თანამედროვე კურცჰაარები.(გერმანიაში უპირველეს ყოვლისა) ანუ ჯიში შეიქმნა გერმანული "პედანტურობით" მომუშავე, გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე, "უნივერსალურ მეძებრად." (ყველა მოთხოვნას არ ჩამოვთვლი ისედაც ცნობილია უამრავ კურც-ლიტერატურაში ![]() რაც შეეხება ფრინველის გამოტოვებას, ეს ახასიათებთ, უფრო მეტად აღგზნებადი ფსიქიკის მქონე, სწრაფი სვლის ძაღლებს. საკუთარი თვალით ვნახე შარშან თბილისის ზღვაზე, მე და კიდევ ორმა "ცნობილმა კურცჰაარისტმა" თუ როგორი ლამაზი სტილით, "ზე-სისწრაფით" ჩაგვიქროლა დიდი ძებნის სისხლის ევროპულმა პოინტერმა, მართლა ულამაზესი სანახავი იყო. არადა იმხელა ფართობი გაიარა, შევეჭვდით ფრინველი რომ არ შეხვდა. გადავედით მის მიერ გავლილ ფართობში და ჩვენი მეგობრის 11-ი თვის კურცჰაარმა, სამი ფრინველი "დაამუშავა." ეს არაა ერთეული შემთხვევა რაც მე მინახავს. |
|
|
![]()
პოსტი
#1006
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
levani100
ლევან VESTO რა ასაკშია? ძალიან ეფექტურია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1007
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
LeoTaso
ვესტო არის 2 წლის. მეგობარისაა, უკვე დაერთო და ლეკვებიც დაიბადნენ. საკმაოდ იმედისმომცემი ხვადია. |
|
|
![]()
პოსტი
#1008
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლევან, ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდას არაფერი არ უთქვამს ცუდი კურცჰაარზე (სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით, რომლებიც, თურმე, დიდი სისწრაფის გამო ტოვებენ ფრინველს). სიტყვა "მეხორცეც" შენ იხმარე, როცა mardi-ს ლამაზი სიტყვები "ნანადირევის სიუხვე" გადათარგმნე ისე მართლაც "მეხორცეები" ვართ კონტინენტალური მეძებრების პატრონები, აბა რა ვართ. არ ვტოვებთ არაფერს. ბატონო კობა გამოტოვება და სისწრაფე არაფერ შუაშია. საუბარი იყო ნანადირევის რაოდენობაზე, რომ რაოდენობა, იყო მთავარი მიზანი. მე შევეცადე ამეხსნა რომ "მომპოვებელი" არ ნიშნავს, რაოდენობაზე ორიენტაციას. და რა "პლიუსები"-თ გამოირჩევა კურცჰაარი. და რითია უფრო "მომპოვებელი." თუმცა, ეხლა ვნახე mardi-ის "პროფილი" და ძალიან მესიამოვნა, მთლად ახალგაზრდა კაცია. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1009
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 229 რეგისტრ.: 19-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ამ ბოლო 2 გვერდის გადაკითხვის შემდეგ რაგაცნაირათ მომინდა ჩენი ოთხფეხების გულში ჩაკვრა და გავედი და გულში ჩავიხუტე. მეამაყება რომ უკუდო ძაგლების მფლობელივარრრ https://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=fzFrlevTtk8
|
|
|
![]()
პოსტი
#1010
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნაბულის დროს მოფერება ყურადღებას არ უფანტავს?
|
|
|
![]()
პოსტი
#1011
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1012
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1013
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
ნაბულის დროს ძაღლის მოფერება არ მიმაჩნია სწორად შემდეგ მიზეზთა გამო, თუმცა ადრე მეც ასე ვიქცეოდი, პირველი; ამ დროს მასზე არაფერი არ მოქმედებს ისეთი ძლიერი გამაღიზიანებელიც კი როგორიცაა თოფის სროლა. საერთოდ გათიშულია გარე სამყაროსაგან, ამ დროს ყველაფერი ფეხებზე კიდია სროლაც და მოფერებაც,მთელი კონცენტრაცია სუნის წყაროსკენ აქვს. არა მგონია ამ დროს მოფერებაზე რეაგირება მოახდინოს და დამშვიდდეს, ან რატომ უნდა დამშვიდდეს. ნაბულზე უნდა იდგეს ბრძანების მიღებამდე. ნაბულზე დიდხანს გასაჩერებლად და ასევე ნაბულის გასამყარებლად მოფერების როლი გადაჭარბებულად მიმაჩნია, და მეორე: რწმენა 100% რომ ძაღლი ნაბულზეა ფრინველზე არასოდეს არის , მით უმეტეს დასაგეში ძაღლის, ჩვენ კი ამ დროს თუ მოვეფერეთ, გამოდის წავახალისეთ ნაბული რაღაცაზე. ეს კი არ შეიძლება. ჩემი აზრით უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.
|
|
|
![]()
პოსტი
#1014
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Коба
levani100 ბატონო კობა და ლევან არ მეგონა ჩემი აზრი თუ ამდენ არეულობას გამოიწვევდა,მერწმუნეთ კურცჰაარზე ცუდი შეხედულება ნამდვილად არამაქვს და საერთოდ ყველა მეძებარი მიყვარს და ვაფასებ შეიძლება ოდნავ მეტად ვაფასებდე ინგლისელებს, მაგრამ კურცჰაარის "შეურაცხყოფა"არც მიდიქრია. თუ ჩემი აზრის გამოთქმით რაიმე გაწყენინეთ ბოდიში მომიხდია მაგრამ მერწმუნეთ თუ ეს ესეა ჩემი მიზანი და სურვილი არ ყოფილა!! მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო რომ ეს იყო და არის ჩემი ინდივიდუალური შეხედულება და არავის თავს არ ვახვევ. ![]() რაც შეეხება იმ საკითხს სისწრაფეზე და ფრინველის გამოტოვებაზე, მინდა გითხრათ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიბეჭდა სტატია ჟურნალ ნადირობაში შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუარვცდები სათაური ესეთი იყო "პოინტერი შეჯიბრზე და მინდორში" ნომერი სამწუხაროდ არ მახსოვს,მაგრამ თუ დაჟინებული მოთხოვნა იქნება მაგასაც დავადგენ! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1015
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
mardi
არანაირი არეულობა არ გამოგიწვევია. ალბათ, რამდენიმე უხეირო "კურცხარისტი" ნახე და მაგიტომ იფიქრე მასე. ![]() ![]() საბოდიშოც არაფერია. მიხარია რომ ესეთი ახალგაზრდა ინტერესდები ჯიშიანი ძაღლებით. და ცდილობ გაერკვე, მათ დადებით და უარყოფით თვისებებში. რაშიც, პირადად მე და სხვებიც მზად ვართ დაგეხმაროთ. იქნებ შენი ძაღლი გაგვაცნო შესაბამის თემაში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 23:14 |