კურცჰაარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

192 გვერდი V  « < 60 61 62 63 64 > »   
Reply to this topicStart new topic
კურცჰაარი
მაქსიმუსა
პოსტი Mar 14 2013, 10:12
პოსტი #911


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



ციტატა(ბაბუ @ Mar 14 2013, 11:08) *
Коба
ბატონო კობა,ძალიან მიხარია რომ თქვენისთანა მცოდნე და მრავლის მნახველი პიროვნება აქტიურობთ ჩვენს ფორუმზე! newsmile041.gif
იმედი მაქვს რომ უფრო მეტ საინტერესო ფაქტებს მოგვიყვებით თქვენს ძაღლებზე,ნადირობებზე და საერთოდ ამ ჯიშზე!!!!!!!!


+1

მეც დიდი სიამოვნებით დაველოდები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
simona
პოსტი Mar 15 2013, 07:31
პოსტი #912


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
darcho
პოსტი Mar 15 2013, 12:40
პოსტი #913


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 452
რეგისტრ.: 3-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Rustavi



როგორ გვანან ერთმანეთს სიმონ, სავარაუდოდ ეს ხვადი უნდა იყოს ცოტა მაღალი მეჩვენება შერიზე თუ მოახერხებ გაზონე სიმაღლეში და მომწერე.
ესეც შერი


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Mar 15 2013, 13:03
პოსტი #914


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



darcho
როგორი შეხამებაა ფერებში D.gif მერისა და მოზაიკას შორის D.gif ნამდვილი კამუფლიაააჟ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
darcho
პოსტი Mar 15 2013, 13:10
პოსტი #915


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 452
რეგისტრ.: 3-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Rustavi



newsmile01.gif ხოო მანდ რომ წევს ხოლმე რამის თავზე დააჯდნენ ჩიტები თურმე რაში ყოფილა საქმე newsmile090.gif

მერის კი დავარქმევდი მაგრამ მეზობელს ქვია და შერის დაძახებაზე მაგონებს ხოლმე და მერი რო დამერქმია სულ სახსში მეჯდებოდა, შეიძლება აპორტირებაც კი ესწავლა : ))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sergi88
პოსტი Mar 16 2013, 00:21
პოსტი #916


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 221
რეგისტრ.: 28-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi.naxalovka



darcho როგორ ხარ მეგობარო? სიმონის რო უთხარი გაზომეო ძაღლი ესეიგი შერი გაზომილი კყავს და თუ საიდუმლო არაა გვითხარი რამხელაა? თან მომიკითხე შვილიშვილი... newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 16 2013, 16:27
პოსტი #917


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(ბაბუ @ Mar 14 2013, 11:08) *
Коба
ბატონო კობა,ძალიან მიხარია რომ თქვენისთანა მცოდნე და მრავლის მნახველი პიროვნება აქტიურობთ ჩვენს ფორუმზე! newsmile041.gif
იმედი მაქვს რომ უფრო მეტ საინტერესო ფაქტებს მოგვიყვებით თქვენს ძაღლებზე,ნადირობებზე და საერთოდ ამ ჯიშზე!!!!!!!!


ბაბუ, დიდი მადლობა! თუ ვინმესთვის საინტერესო იქნება ჩვენი ისტორიები და გამოცდილება, დიდი სიამოვნებით.

ამ ჯიშზე ბევრი რამეა დაწერილი და ძნელია რამე დაუმატო, მაგრამ ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყოდი. ეს უაღრესად ინტელიგენტური ჯიშია, რომლის მთავარი პლიუსი ალბათ მისი ძლიერი ფსიქიკაა. მე ამ ასპექტს ვთვლი უმთავრესად იმისათვის, რომ, მეძებარი ძაღლი ნამდვილ დამხმარედ გაზარდო. ამ ჯიშის ძაღლები ადვილად ითვისებენ ნებისმიერი სახეობის წვრთნას და ბრძანებებს, ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვას. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და სწორად აღრზდის შემთხვევაში, დიდი სიამოვნება მოაქვთ არა მარტო თავიანთ პატრონისთვის, არამედ ყველა ნაცნობ-მეგობარ მონადირისთვის (ვინც ინადირებს თქვენს გვერდში).
მე, ჩემი ძაღლებით, ხშირად ვნადირობ. ნებისმიერ ამინდში და თითქმის ყველაფერზე, ჭაობის წვრილმანიდან დაწყებული, ლოსით დამთავრებული. იყო შემთხვევა, რომ 27 გრადუსიან ყინვაში 4 საათი დავსდევდით ლოსებს (სანადიროდ რომ გავედით ტემპერატურა გაცილებით ნაკლები იყო). ერთადერთი, რასაც თავს ვარიდებთ, ეს გარეული ღორია (თუმცა, ამ ნადირზე სავარჯიშოდ, მე აუცილებლად დამყავს ჩემი ძაღლები და მათი შთამომავლები).

თან და თანობით, შევეცდები მოგიყვეთ ჩემს ძაღლებზე და ჩვენს ნადირობებზე. იმედი მაქვს, ჩვენს ისტორიებში რაიმე საინტერესოს თავისთვის, ფორუმელებიც იპოვნიან.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 16 2013, 23:31
პოსტი #918


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(dato 85 @ Mar 5 2013, 20:36) *
................................................................................
..............
ეს ჩემი თარგმნილი (უფრო ნაცდვილარი) გერმანული წესებია:

http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&am...st&p=184434

................................................................................
........................


გაიხარეთ დათო, რონ არ დაიზარეთ და გერმანული წესები ქართულად გადმოთარგმნეთ.

არ ვიცი, თქვენ ნანახი გაქვთ, თუ არა, ჩვენი, სანკტ-პეტერბურგის კლუბ "კურცჰაარის" წევრის, ანტონ ბორისენკოს ანგარიშები გერმანეთში და ჩეხეთში ჩატარებულ შეჯიბრებებში მიღებულ შთაბეჭდილობებზე. იქვე შეგიძლიათ იხილოთ ფინეთში ჩატარებულ შეჯიბრის ანგარიში (ატჩიოტი).


http://nkp-kurzhaar.ru/nkp/breed/articles/...ELEMENT_ID=2107
http://nkp-kurzhaar.ru/nkp/breed/articles/...ELEMENT_ID=2325
http://nkp-kurzhaar.ru/nkp/breed/articles/...ELEMENT_ID=2106
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Mar 17 2013, 14:37
პოსტი #919


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ბატონო კობა მოგესალმებით, თქვენს მიერ მითითებული საიტების ნახვისას ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს ევროპაში კურცხარები უფროდაუფრო ამართლებენ თავიანთ მეორე სახელს-გერმანულ პოინტერს. როგორც სურათებიდან ჩანს უკვე აღარ არის აუცილებელი კუდის კუპირება და შავი ფერიც ნელ-ნელა დომინანტური გახდა. რუსეთში როგორ არის მაგ მხრივ სიტუაცია? მადლობა

პ.ს.ძალიან კარგი ძაღლები გყავთ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 18 2013, 02:24
პოსტი #920


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(gagrinski @ Mar 17 2013, 15:37) *
ბატონო კობა მოგესალმებით, თქვენს მიერ მითითებული საიტების ნახვისას ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს ევროპაში კურცხარები უფროდაუფრო ამართლებენ თავიანთ მეორე სახელს-გერმანულ პოინტერს. როგორც სურათებიდან ჩანს უკვე აღარ არის აუცილებელი კუდის კუპირება და შავი ფერიც ნელ-ნელა დომინანტური გახდა. რუსეთში როგორ არის მაგ მხრივ სიტუაცია? მადლობა

პ.ს.ძალიან კარგი ძაღლები გყავთ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif



მოგესალმებით, გაგრელო! არ ვიცი, რომელი ევროპა გაქვთ მხედველობაში, მაგრამ ეს გერმანეთს ზუსტად არ ეხება. მათ უმთავრესად შეინარჩუნეს კურცჰაარის ის ტიპი, რომელსაც თვითონ სცნობენ და რომელსაც გერმანეთის ფარგლებს გარეთ "გერმანულ ტიპს" ეძახიან. ამ ტიპის ძაღლები უმთავრესად მაღლები და ძლიერი კონსტიტუციის არიან, მასიური ყელით და თავის ქალით. ასეთ კურცჰაარებს ვერაფრით ვერ უწოდებ პოინტერს.
ამასთან ერთად, სხვა ევროპაში, უმთავრესად საფრანგეთში და იტალიაში, აქტიურად მიდის კურცჰაარის პოინტერსიზაცია. იქაური კურცჰაარები გაცილებით მსუბუქი აღნაგობის არიან, მჩატე თავით და პოინტერის მსგავსი რბენის მანერით.

კუდის კუპირება კურცჰაარისათვის აუცილებელია სტანდარტით. ამას მხოლოდ ფინელები (და მგონი შვედებიც) არ ემორჩილერიან. თქვენ ალბათ ფინური ძაღლების სურათებს მიაქციეთ ყურადღება.
რაც შეეხება შავ ფერს - მართალია გერმანეთში შავი ფერის კურცჰაარები ბევრია და როგორც მე გავიგე, იქ ის მოდაშია, მაგრამ დომინანტურობაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი.
რუსეთში, გერმანეთთან განსხვავებით, შავი ფერი კურცჰაარის სტანდარტში არ შედის და ასეთ ძაღლებს "რუსეთის მონადირე ძაღლების ფედერაციის "(РФОС) გამოფენებზე არ უშვებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Mar 18 2013, 08:28
პოსტი #921


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Коба +100%. მეც არ მიმაჩნია სწორად კურცჰაარის პოინტერიზაცია. მაგრამ, ჩვენ ხომ ექსპერიმენტების ხანაში
ვცხოვრობთ, და მუდმივი სიახლეების ძიებაში ვართ. არ შეიძლება პოინტერს, და კურცჰაარს ერთნაირი აღგზნებადი ფსიქიკა
ჰქონდეთ. განსაკუთრებით მთლიანად შავი კურცჰაარები საშინელი ფსიქიკით გამოირჩევიან თურმე, და სანადიროდ თითქმის
გამოუსადეგარნი არიან.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 18 2013, 11:26
პოსტი #922


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(levani100 @ Mar 18 2013, 09:28) *
Коба +100%. მეც არ მიმაჩნია სწორად კურცჰაარის პოინტერიზაცია. მაგრამ, ჩვენ ხომ ექსპერიმენტების ხანაში
ვცხოვრობთ, და მუდმივი სიახლეების ძიებაში ვართ. არ შეიძლება პოინტერს, და კურცჰაარს ერთნაირი აღგზნებადი ფსიქიკა
ჰქონდეთ. განსაკუთრებით მთლიანად შავი კურცჰაარები საშინელი ფსიქიკით გამოირჩევიან თურმე, და სანადიროდ თითქმის
გამოუსადეგარნი არიან.


არ ვიცი ლევან საიდან გაქვს ასეთი ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ, ეს არ არის მართალი. გერმანული ძაღლები პირველ რიგში ძლიერი ფსიქიკით გამოირჩევიან და რადგანაც შავი ფერის კურცჰაარები, იქ, სხვებთან ერთად, გადიან ყველა სახის შემოწმებას (გამოფენებზე და საველე ღონისძიებებზე), "ზნაჩიტ" არც ისე "საშინლადაა" საქმე newsmile058.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Mar 18 2013, 12:38
პოსტი #923


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე ვგულისხმობ მთლიანად შავი შეფერილობის, და არა შავჭრელს. ეს ექსპერტის მიერ ნათქვამიდან გამომდინარეა. რომელსაც ინფორმაცია აქვს
სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიდან, და მათ შორის უკრაინიდან. უშუალოდ გერმანული მოშენების ძაღლებზე არაა საუბარი, რადგან "გერმანელები"
გაწონასწორებული ფსიქიკით, და მძლავრი აღნაგობით გამოირჩევიან დანარჩენი, "მფრინავი" შედარებით მსუბუქი, ევროპელი კურცჰაარებისგან.
მაგ. ბალკანეთის ქვეყნები, საფრანგეთი, იტალია. ალბათ არსებობს ესეთი შემთხვევები. მაღალ პროცენტულობაზეა აქ საუბარი, და
არა მასიურ ხასიათზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Mar 18 2013, 13:00
პოსტი #924


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Коба @ 18th March 2013 - 03:24) *
რუსეთში, გერმანეთთან განსხვავებით, შავი ფერი კურცჰაარის სტანდარტში არ შედის და ასეთ ძაღლებს "რუსეთის მონადირე ძაღლების ფედერაციის "(РФОС) გამოფენებზე არ უშვებენ.

მალე ჩვენთანაც გამოჩნდება შავ-ჭრელი შეფერილობის ძაღლები (გვინდა-არგვინდა) რაც ვაი კლუბებს მიცემს საშუალებას "მეტისები" კურცჰაარებათ
გაასაღონ. მერწმუნეთ მონახავენ მაგ კატეგორიას. თქვენ რა აზრის ბრძანდებით შავ-ჭრელ შეფერილობაზე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Mar 18 2013, 13:42
პოსტი #925


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ციტატა(Коба @ 18th March 2013 - 03:24) *
ამასთან ერთად, სხვა ევროპაში, უმთავრესად საფრანგეთში და იტალიაში, აქტიურად მიდის კურცჰაარის პოინტერსიზაცია. იქაური კურცჰაარები გაცილებით მსუბუქი აღნაგობის არიან, მჩატე თავით და პოინტერის მსგავსი რბენის მანერით.


აი ეს ამბავი უკვე აღარ მომწონს, ჩემთვის(და არავის ჩემს აზრს არ ვახვევ თავს) კურცხარი ყავისფერი, ,,შოკოლადი,,-ს ფერში უფრო მისაღებია თეთრთან ერთად ვიდრე შავი. რათქმა უნდა კუპირებული კუდით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

192 გვერდი V  « < 60 61 62 63 64 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 15:50