კურცჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კურცჰაარი |
![]()
პოსტი
#916
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 221 რეგისტრ.: 28-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi.naxalovka ![]() |
darcho როგორ ხარ მეგობარო? სიმონის რო უთხარი გაზომეო ძაღლი ესეიგი შერი გაზომილი კყავს და თუ საიდუმლო არაა გვითხარი რამხელაა? თან მომიკითხე შვილიშვილი...
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#917
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
Коба ბატონო კობა,ძალიან მიხარია რომ თქვენისთანა მცოდნე და მრავლის მნახველი პიროვნება აქტიურობთ ჩვენს ფორუმზე! ![]() იმედი მაქვს რომ უფრო მეტ საინტერესო ფაქტებს მოგვიყვებით თქვენს ძაღლებზე,ნადირობებზე და საერთოდ ამ ჯიშზე!!!!!!!! ბაბუ, დიდი მადლობა! თუ ვინმესთვის საინტერესო იქნება ჩვენი ისტორიები და გამოცდილება, დიდი სიამოვნებით. ამ ჯიშზე ბევრი რამეა დაწერილი და ძნელია რამე დაუმატო, მაგრამ ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყოდი. ეს უაღრესად ინტელიგენტური ჯიშია, რომლის მთავარი პლიუსი ალბათ მისი ძლიერი ფსიქიკაა. მე ამ ასპექტს ვთვლი უმთავრესად იმისათვის, რომ, მეძებარი ძაღლი ნამდვილ დამხმარედ გაზარდო. ამ ჯიშის ძაღლები ადვილად ითვისებენ ნებისმიერი სახეობის წვრთნას და ბრძანებებს, ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვას. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და სწორად აღრზდის შემთხვევაში, დიდი სიამოვნება მოაქვთ არა მარტო თავიანთ პატრონისთვის, არამედ ყველა ნაცნობ-მეგობარ მონადირისთვის (ვინც ინადირებს თქვენს გვერდში). მე, ჩემი ძაღლებით, ხშირად ვნადირობ. ნებისმიერ ამინდში და თითქმის ყველაფერზე, ჭაობის წვრილმანიდან დაწყებული, ლოსით დამთავრებული. იყო შემთხვევა, რომ 27 გრადუსიან ყინვაში 4 საათი დავსდევდით ლოსებს (სანადიროდ რომ გავედით ტემპერატურა გაცილებით ნაკლები იყო). ერთადერთი, რასაც თავს ვარიდებთ, ეს გარეული ღორია (თუმცა, ამ ნადირზე სავარჯიშოდ, მე აუცილებლად დამყავს ჩემი ძაღლები და მათი შთამომავლები). თან და თანობით, შევეცდები მოგიყვეთ ჩემს ძაღლებზე და ჩვენს ნადირობებზე. იმედი მაქვს, ჩვენს ისტორიებში რაიმე საინტერესოს თავისთვის, ფორუმელებიც იპოვნიან. |
|
|
![]()
პოსტი
#918
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
................................................................................ .............. ეს ჩემი თარგმნილი (უფრო ნაცდვილარი) გერმანული წესებია: http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&am...st&p=184434 ................................................................................ ........................ გაიხარეთ დათო, რონ არ დაიზარეთ და გერმანული წესები ქართულად გადმოთარგმნეთ. არ ვიცი, თქვენ ნანახი გაქვთ, თუ არა, ჩვენი, სანკტ-პეტერბურგის კლუბ "კურცჰაარის" წევრის, ანტონ ბორისენკოს ანგარიშები გერმანეთში და ჩეხეთში ჩატარებულ შეჯიბრებებში მიღებულ შთაბეჭდილობებზე. იქვე შეგიძლიათ იხილოთ ფინეთში ჩატარებულ შეჯიბრის ანგარიში (ატჩიოტი). http://nkp-kurzhaar.ru/nkp/breed/articles/...ELEMENT_ID=2107 http://nkp-kurzhaar.ru/nkp/breed/articles/...ELEMENT_ID=2325 http://nkp-kurzhaar.ru/nkp/breed/articles/...ELEMENT_ID=2106 |
|
|
![]()
პოსტი
#919
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ბატონო კობა მოგესალმებით, თქვენს მიერ მითითებული საიტების ნახვისას ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს ევროპაში კურცხარები უფროდაუფრო ამართლებენ თავიანთ მეორე სახელს-გერმანულ პოინტერს. როგორც სურათებიდან ჩანს უკვე აღარ არის აუცილებელი კუდის კუპირება და შავი ფერიც ნელ-ნელა დომინანტური გახდა. რუსეთში როგორ არის მაგ მხრივ სიტუაცია? მადლობა
პ.ს.ძალიან კარგი ძაღლები გყავთ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#920
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
ბატონო კობა მოგესალმებით, თქვენს მიერ მითითებული საიტების ნახვისას ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს ევროპაში კურცხარები უფროდაუფრო ამართლებენ თავიანთ მეორე სახელს-გერმანულ პოინტერს. როგორც სურათებიდან ჩანს უკვე აღარ არის აუცილებელი კუდის კუპირება და შავი ფერიც ნელ-ნელა დომინანტური გახდა. რუსეთში როგორ არის მაგ მხრივ სიტუაცია? მადლობა პ.ს.ძალიან კარგი ძაღლები გყავთ ![]() ![]() ![]() მოგესალმებით, გაგრელო! არ ვიცი, რომელი ევროპა გაქვთ მხედველობაში, მაგრამ ეს გერმანეთს ზუსტად არ ეხება. მათ უმთავრესად შეინარჩუნეს კურცჰაარის ის ტიპი, რომელსაც თვითონ სცნობენ და რომელსაც გერმანეთის ფარგლებს გარეთ "გერმანულ ტიპს" ეძახიან. ამ ტიპის ძაღლები უმთავრესად მაღლები და ძლიერი კონსტიტუციის არიან, მასიური ყელით და თავის ქალით. ასეთ კურცჰაარებს ვერაფრით ვერ უწოდებ პოინტერს. ამასთან ერთად, სხვა ევროპაში, უმთავრესად საფრანგეთში და იტალიაში, აქტიურად მიდის კურცჰაარის პოინტერსიზაცია. იქაური კურცჰაარები გაცილებით მსუბუქი აღნაგობის არიან, მჩატე თავით და პოინტერის მსგავსი რბენის მანერით. კუდის კუპირება კურცჰაარისათვის აუცილებელია სტანდარტით. ამას მხოლოდ ფინელები (და მგონი შვედებიც) არ ემორჩილერიან. თქვენ ალბათ ფინური ძაღლების სურათებს მიაქციეთ ყურადღება. რაც შეეხება შავ ფერს - მართალია გერმანეთში შავი ფერის კურცჰაარები ბევრია და როგორც მე გავიგე, იქ ის მოდაშია, მაგრამ დომინანტურობაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. რუსეთში, გერმანეთთან განსხვავებით, შავი ფერი კურცჰაარის სტანდარტში არ შედის და ასეთ ძაღლებს "რუსეთის მონადირე ძაღლების ფედერაციის "(РФОС) გამოფენებზე არ უშვებენ. |
|
|
![]()
პოსტი
#921
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Коба +100%. მეც არ მიმაჩნია სწორად კურცჰაარის პოინტერიზაცია. მაგრამ, ჩვენ ხომ ექსპერიმენტების ხანაში
ვცხოვრობთ, და მუდმივი სიახლეების ძიებაში ვართ. არ შეიძლება პოინტერს, და კურცჰაარს ერთნაირი აღგზნებადი ფსიქიკა ჰქონდეთ. განსაკუთრებით მთლიანად შავი კურცჰაარები საშინელი ფსიქიკით გამოირჩევიან თურმე, და სანადიროდ თითქმის გამოუსადეგარნი არიან. |
|
|
![]()
პოსტი
#922
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
Коба +100%. მეც არ მიმაჩნია სწორად კურცჰაარის პოინტერიზაცია. მაგრამ, ჩვენ ხომ ექსპერიმენტების ხანაში ვცხოვრობთ, და მუდმივი სიახლეების ძიებაში ვართ. არ შეიძლება პოინტერს, და კურცჰაარს ერთნაირი აღგზნებადი ფსიქიკა ჰქონდეთ. განსაკუთრებით მთლიანად შავი კურცჰაარები საშინელი ფსიქიკით გამოირჩევიან თურმე, და სანადიროდ თითქმის გამოუსადეგარნი არიან. არ ვიცი ლევან საიდან გაქვს ასეთი ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ, ეს არ არის მართალი. გერმანული ძაღლები პირველ რიგში ძლიერი ფსიქიკით გამოირჩევიან და რადგანაც შავი ფერის კურცჰაარები, იქ, სხვებთან ერთად, გადიან ყველა სახის შემოწმებას (გამოფენებზე და საველე ღონისძიებებზე), "ზნაჩიტ" არც ისე "საშინლადაა" საქმე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#923
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე ვგულისხმობ მთლიანად შავი შეფერილობის, და არა შავჭრელს. ეს ექსპერტის მიერ ნათქვამიდან გამომდინარეა. რომელსაც ინფორმაცია აქვს
სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიდან, და მათ შორის უკრაინიდან. უშუალოდ გერმანული მოშენების ძაღლებზე არაა საუბარი, რადგან "გერმანელები" გაწონასწორებული ფსიქიკით, და მძლავრი აღნაგობით გამოირჩევიან დანარჩენი, "მფრინავი" შედარებით მსუბუქი, ევროპელი კურცჰაარებისგან. მაგ. ბალკანეთის ქვეყნები, საფრანგეთი, იტალია. ალბათ არსებობს ესეთი შემთხვევები. მაღალ პროცენტულობაზეა აქ საუბარი, და არა მასიურ ხასიათზე. |
|
|
![]()
პოსტი
#924
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რუსეთში, გერმანეთთან განსხვავებით, შავი ფერი კურცჰაარის სტანდარტში არ შედის და ასეთ ძაღლებს "რუსეთის მონადირე ძაღლების ფედერაციის "(РФОС) გამოფენებზე არ უშვებენ. მალე ჩვენთანაც გამოჩნდება შავ-ჭრელი შეფერილობის ძაღლები (გვინდა-არგვინდა) რაც ვაი კლუბებს მიცემს საშუალებას "მეტისები" კურცჰაარებათ გაასაღონ. მერწმუნეთ მონახავენ მაგ კატეგორიას. თქვენ რა აზრის ბრძანდებით შავ-ჭრელ შეფერილობაზე? |
|
|
![]()
პოსტი
#925
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ამასთან ერთად, სხვა ევროპაში, უმთავრესად საფრანგეთში და იტალიაში, აქტიურად მიდის კურცჰაარის პოინტერსიზაცია. იქაური კურცჰაარები გაცილებით მსუბუქი აღნაგობის არიან, მჩატე თავით და პოინტერის მსგავსი რბენის მანერით. აი ეს ამბავი უკვე აღარ მომწონს, ჩემთვის(და არავის ჩემს აზრს არ ვახვევ თავს) კურცხარი ყავისფერი, ,,შოკოლადი,,-ს ფერში უფრო მისაღებია თეთრთან ერთად ვიდრე შავი. რათქმა უნდა კუპირებული კუდით |
|
|
![]()
პოსტი
#926
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
მე ვგულისხმობ მთლიანად შავი შეფერილობის, და არა შავჭრელს. ეს ექსპერტის მიერ ნათქვამიდან გამომდინარეა. რომელსაც ინფორმაცია აქვს სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიდან, და მათ შორის უკრაინიდან. უშუალოდ გერმანული მოშენების ძაღლებზე არაა საუბარი, რადგან "გერმანელები" გაწონასწორებული ფსიქიკით, და მძლავრი აღნაგობით გამოირჩევიან დანარჩენი, "მფრინავი" შედარებით მსუბუქი, ევროპელი კურცჰაარებისგან. მაგ. ბალკანეთის ქვეყნები, საფრანგეთი, იტალია. ალბათ არსებობს ესეთი შემთხვევები. მაღალ პროცენტულობაზეა აქ საუბარი, და არა მასიურ ხასიათზე. ეს სხვა საქმეა. "პოინტერიზებულ" კურცჰაარს ფსიქიკაც სხვანაირი აქვს. |
|
|
![]()
პოსტი
#927
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
..... თქვენ რა აზრის ბრძანდებით შავ-ჭრელ შეფერილობაზე? რახან ორიგინატორებმა ისინი სტანდარტში შეიყვანეს, არც მე ვარ წინააღმდეგი. ისე არ მომწონს ეს შეფერილობა. ჩემი უმცროსი ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ კურცჰაარი ჩემთვის ეს კლასიკური შეფერილობაა, როგორც ჩემს უფროსს, მერის აქვს ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#928
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
ძაღლების კუდის კუპირება (და არა მარტო ძაღლების, ზოგადად ცხოველებში) აკრძალულია ზოგიერთ ევროპული ქვეყნებში, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები აქტიურმა პროპაგანდამ შედეგი გამოიღო. თუმცა ცუდა ის არის რომ ნადირობის დროს კურცჰაარს კუდი სხვანირად უჭირავს ვიდრე პოინტერს და არც მისი კუდია პოინტერის "წკეპლსავით", შესბამისად კურცჰაარებში კუდის დაზიანება, გადაყვლეფა და ასეთი რამეები უფრო ხშირი იქნება თუ ბუჩქნარში ან ძეძვნარში მოუწევს ნადირობა.
კუდების დაჭრა ტყუილად არ მოუგონიათ გერმანელებს, სუფთა ფრაქტიკული მიზანი ქონდა-ნაკლები შედერხება ნადირობის დროს. |
|
|
![]()
პოსტი
#929
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 126 რეგისტრ.: 16-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო კობა, მე მყავს თქვენი მერის შვილიშვილი, თქვენი ძაღლის შვილი თბილიში რომ ყავთ , ხვადია.ვაგნერის და მერის შვილი. მაგ ხვადზე დავრთე პირველად ამ 2 წლის წინ. 2 ლეკვი ძმაკაცებს ყავთ და ორივე კარგად მუშაობენ. რამდენინე გვერდის უკან ლეკვი რომ პოინტერს ეტამასჰება ეგეც ტქვენი ძაღლის შვილიშვილია
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#930
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 180 რეგისტრ.: 3-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი ![]() |
ბატონო კობა, მე მყავს თქვენი მერის შვილიშვილი, თქვენი ძაღლის შვილი თბილიში რომ ყავთ , ხვადია.ვაგნერის და მერის შვილი. მაგ ხვადზე დავრთე პირველად ამ 2 წლის წინ. 2 ლეკვი ძმაკაცებს ყავთ და ორივე კარგად მუშაობენ. რამდენინე გვერდის უკან ლეკვი რომ პოინტერს ეტამასჰება ეგეც ტქვენი ძაღლის შვილიშვილია ![]() მალლობა, DAVITA ინფორმაციისთვის. მე დიდად მწყენს გულს, ის, რომ, ეგიპტს საველე დიპლომი არა აქვს. ის ყავს ჩემი მეგობრის მამას და ალბათ იმიტომაც, რომ, ბევრი ხუჭავს თვალს ეგიპტის უდიპლომობაზე, რათა დაითრიოს ახალი და მითუმეტეს, რუსეთში ჯიშის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის სისხლი , ბატონი ვაჭაც მაინცდამაინც არ ცდილობს რაიმეს მიაღწიოს საველე ღონისძიებებში. მე ეჭვი კი მქონდა, რომ შეიძლება ასეც მომხდარიყო, რადგანაც ჩემი მეგობრიდან ვიცოდი, რომ, ბატონ ვაჭას ფეხი ქონდა დაზიანებული ავარიის შემდეგ. ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძნელია ძაღლის წესიერად აღზრდა (თუმცა, როგორც მე ვიცი, ბატონი ვაჭა და მისი ახლობლები კმაყოფილი არიან იმით, თუ როგორ ნადირობს ეგიპტი). მართალი გითხრათ, მე ლეკვთან ერთად თბილისში "ელექტროოშეინიკიც" გავაგზავნე, რათა ბატონი ვაჭას გაადვილებოდა ლეკვის აღრზდა, მაგრამ ეტყობა ვერ გამოადგა. დარწმუნებული ვარ, რომ, პრობლემა არა ძაღლში, არამედ მის აღრზდის პროცესში დაშვებულ შეცდომებშია. ეგიპტის და-ძმამ, რომელთა გაწვრთნაში მე უშუალოდ მაქვს მიღებული მონაწილეობა, მიიღეს მეორე ხარისხის საველე დიპლომები ჭაობის ფრინველში. ძმა, ენისეი (მე ადრე ის უკვე ვახსენე) საერთოდ უნიკალური მონაცემების ძაღლია. მან პირველ გამოსვლებში 2 მეორე ხარისხის საველე დიპლომი აიღო და პირველსავე გამოსვლით დაუმატა დიპლომი იხვზე. ამიტომ, თუ ეგიპტის შთამომავლების მფლობელები მოინდომებენ, ეჭვი არ მეპარება, რომ, მათი რაღაცა ნაწილი მაინც , დიდ წარმატებებს მიაღწევს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 09:24 |