რუსული მდევარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

183 გვერდი V  « < 53 54 55 56 57 > »   
Reply to this topicStart new topic
რუსული მდევარი
giuli
პოსტი Feb 3 2013, 14:46
პოსტი #811


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



დღეს მითხრეს ,რომ დაიბადნენ რუსეთიდან ჩამოყვანილი სუფთა ჯიშის ძუსა ხვადისაგან რვა ცალი რუსული მდევრის ლეკვები სრული საგვარეულო ნუსხით ალბათ პატრონი ლეკვების ნაწილს შეელევა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 3 2013, 15:06
პოსტი #812


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



რა დააფასებს მაგ ლეკვებს? აუ რა მისწრებაა ახლა ლეკვის აყვანა

kupra, რას იზამ მეგობარო პირობები და უამრავი მოცლილი დრო უნდა მდევრის გეშვას ვფიქრობ ახლა გაზაფხულზე გაიხსნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 3 2013, 18:49
პოსტი #813


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ციტატა(gonchatniki @ Feb 3 2013, 16:06) *
რა დააფასებს მაგ ლეკვებს? აუ რა მისწრებაა ახლა ლეკვის აყვანა

kupra, რას იზამ მეგობარო პირობები და უამრავი მოცლილი დრო უნდა მდევრის გეშვას ვფიქრობ ახლა გაზაფხულზე გაიხსნება

მაგდენი კი ვიცი ძმა მარა მაინც მადლობა რჩევისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 3 2013, 19:02
პოსტი #814


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



მე გგულშემატკივრობ თორე რო იცი ეჭვიც არ მეპარება ისევე მიხარია სხვას რო კაი ზაღლი ყავს როგორც ჩემი საკუტარი, გულს უხარია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 3 2013, 19:31
პოსტი #815


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ჭირიმე gonchatniki newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 3 2013, 19:52
პოსტი #816


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ციტატა(giuli @ Feb 3 2013, 15:46) *
დღეს მითხრეს ,რომ დაიბადნენ რუსეთიდან ჩამოყვანილი სუფთა ჯიშის ძუსა ხვადისაგან რვა ცალი რუსული მდევრის ლეკვები სრული საგვარეულო ნუსხით ალბათ პატრონი ლეკვების ნაწილს შეელევა.

საინტერესო ინფორმაციაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 4 2013, 09:50
პოსტი #817


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლაშა ბიძიკო მე დაინტერესებული ვარ ყველას ვისაც მდევრებით ნადირობა უყვარს , რომ ჯიშიანი ანუ სრული საგვარეულოს მქონე ძაღლები გყავდეთ რომ რაც ყველაზე მთავარია მათი ლამაზი ხმებით დატკბეთ თორემ უჯიშო ანუ ფაჩარა ძაღლმა ერთი სუტკაც ,რომ სდიოს გულს არ ეცხება.რუსი ფანატიკოსები მდევრის დევნას როსინის და ბეთხოვენის მუსიკას ადარებენ.ამის აღქმის უნარი ყველას არა აქვს და იმიტომაც ჰყავთ ფაჩარა ძაღლები.თორემ ძაღლი რა თქმა უნდა ყველა საყვარელია უჯიშოც და ჯიშიანიც.მითუმუტეს თუ შენი გაზდილია.1972 წ.გამოფენაზე რინგზე მარტო ჩემი თარეშა და სოსო გველესიანის მაკვაშა იდგნენ ისე რომ კონკურენტი არ ჰყავდათ წელს კი თუ არ ვცდები 38 მდევარი იდგა.ეს კი რა თქმა უნდა ისეთი ენთუზიასტების დამსახურებაა როგორებიც არიან რამაზი მათიაშვილი,შადიმან შამანაძე,ბესო ტატიშვილი,ომარი მიქაბერიძე,ირაკლი კალატოზიშვილი,გარი სააკაძე,გია ლოლაძე,ჯემალ გავაშელიშვილი,ბადრი ვაშაკიძე,პაატა პაატაშვილი, მამუკა იაშვილი ცხონებული ნუგზარ ბეკარიშვილი და სხვა. ანუ ეს ის ხალხია ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოიყვანეს ჯიშიანი ძაღლები რითაც ხელი შეუწყვეს ჩვენში მეძაღლეობის იმ მდგომარეობას რაც გვაქვს დღეს.ამას იმიტომ ვწერ .რომ მომავალმა თაობამ იცოდნენ ვის უნდა ვუმადლოდეთ.ამას გადა არსებობს ენთუზიასტების დიდი არმია რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს მიუხედავად ამისა მაინც არა გვაქვს ნადირობის კულტურა იმ დონეზე რომ რახან გვიყვარს და ვინახავთ შევინახოთ და მოვაჯიშოთ სუფღა ჯიშის მდევრები.ხშირად დიღმის ბაზრობაზე ნახავ ჯიშიანი ძაღლის ლეკვებს მშობლებს აქს საგვარეულო მოწმობა ლეკვებს ჰყიდიან 200-250 დოლარად და კლუბში 30 ლარის გადახდა არ უნდათ.თუმცა ეყიდებათ და ყიდიან.ამას ჰქვია უკულტურობა და კიდევ სხვა რამე რასაც აქ ვერ ჩავწერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 4 2013, 12:07
პოსტი #818


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მართალი ხართ გიული ბიძია ყველაფერში გეთანხმებით და თქვენს გვერდით ვარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 4 2013, 12:27
პოსტი #819


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



ყველაფერში გეტანხმებით და იმასაც ვიტყოდი რო ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ პრობლემების გადასაჭრელად უფრო მეტი უნდა შემოვიყვანოთ ახალი სისხლი უფრო მეტი ზაღლი უნდა იყოს გამოფენებზე და იმდენი სუფტა სისხლის მდევარი მოვამრავლოთ უნდა გადავფაროთ რარაც უაზრო მიტები და მოსაზრეები რაჭულ და იმერულ მდევრებზე სადაც გაიხედავენ ყველგან დაინახონ სუფტა სისხლის მოვლილი ჯიშიანი ზაღლები უფრო მეტად რო დაფიქრდნენ და მოვიდნენ აზრზე, ამ ხალხს ჯერ ვერ გაუგია რას ნიშნავს ჯიშიანი ზაღლი, ნაჯვარს ზაღლი არ ჯობიაო იმაზე არ ფიქრობე რო თუ ნაჯვარი კაი გამოვიდა ის კაი თვისებები სუფტა სისხლის რომელიმე მშობლიდან გამოჰყვა და არა ეზოს ფინიასგან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 4 2013, 14:30
პოსტი #820


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



გიული ბიძია რაც ვიცი მე თქვენგან და ცხონებული მამაჩემისგან ვიცი ყველაფერი ასერომ უდაოთ დიდი სიამოვნებით და დაწვრილებით ვისმენ თქვენგან ყველა ნიუანს რასაც გონჩი და გონჩით ნადირობას შეეხება და იმედია მეც სწორეთ გავაგრძელებ ყველაფერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
რამაზი
პოსტი Feb 4 2013, 17:08
პოსტი #821


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 175
რეგისტრ.: 29-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოდესალმებით მდევრების მოყვარულებო. 100% ვეთანხმები გიულის. ჩვენსა(ვისაც ცმინდა სისხლის ძაღლები გყავს) და იმათ შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ სხვა და სხვა რამისთვის დავდივართ ტყეში, ისინი პირველ რიგში კურდღლის მოსაკლავად ჩვენ კარგი დევნის მოსასმენად. როგორც ერთი ჩვენი მეგობარი იტყოდა კურდღელი ცოცხალია კარგიო. ლაშა გენაცვალე ცხონებული მამაშენი მე გიული და კიდევ ჩვენი საძმო როგორც ჩვენ ვეძახით მთელი გაზაფხული ჯოხით ხელში დავდივართ ტყეში და ვადევნინებთ ძაღლებს. დამიჯერეთ ეს მეტი სიამოვნებაა ვიდრე ახალი გამხტარი კურდღლის მოკვლა ეს იგივეა კაცი კარგ მუსიკას რომ უსმენდე და ვიღაცამ რადიო გამოგირთოს. კურდღლის მოკვლა კი ამ კონცერტის ბოლო აკორდი უნდა იყოს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 4 2013, 18:49
პოსტი #822


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



რამაზი, ტქვენ გაიხარეთ ასეთი სწორი შედარება კარგა ხანია არ მინახავს, ზალიან გვაკლია ქარტველებს ეს ყველაფერი, რამდენს ჩავჩიჩინებ რამდენს ველაპარაკები, და მაინც ვერავის გაუგია რატო დავდივარ ტყეში ჯოხით და მდევრით, ბევრჯერ დაცინვის ობიექტადაც გავმხდარვარ, ვერაფრით შევაგნებინე ადამიანებს რომ ზაღლი დევნაში იგეშება და არა მკვდარი კურდლის ჯიჯგვნით, რა უნდა ველაპარაკო ხალხს როცა ათობით კურდღელს ფარით ხოცავენ, ისიც ვერ გაუგიათ რატომ ვკლავ სეზონზე ორ კურდრელს და 15 ტურას რადგან ხორცი არ იჭმევა, მახსოვს ერთხელ ერთმა ადამიანმა მთხოვა ზაღლის საგესად გამყევიო მე დილით გავუარე გაზაფხულზე და როცა დავინახე თოფით გადმოვიდა მას შემდეგ ამ ადამიანს არც დავლაპარაკებივარ ასეთი ადამიანების გვერდიტ არასოდეს ვინადირებ ადამიანების რომლებიც მხოლოდ ხორცის ნაჭერს ხედავენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
რამაზი
პოსტი Feb 4 2013, 20:31
პოსტი #823


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 175
რეგისტრ.: 29-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



არასოდეს მოკლული კურდღლის ნახვით მდევარი არ იგეშება. არც ნადირობის დროს იგეშება ძაღლი რასაც დაგეშვა ქვია კლასიკური გაგებით.ჩემს ძაღლებს არასოდეს აინტერესებდათ მოკლული კურდღელი.ამავე დროს შეეძლოთ მთელი დღე ედევნათ.მდევარი უნდა დაიგეშოს გაზაფღულზე მარტო. შემოდგომით გაიმეოროს ნასცავლი და სეზონზე შეიძლება სანადიროთ სიარული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 5 2013, 09:34
პოსტი #824


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



რაც შეეხება ზემოთხსენებულ რაჭულ მდევარს მე თვითონ რაჭველი ვარ იქ რომ იტყვიან მოვიწამლე მდევრებით ალბათ ათასნაირი ძაღლი მინახავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მაგრამ ერთნაირი ტიპის რომელსაც შეიძლება ცალკე ჯიში დაარქვა არ მინახავს. რა შეეხება დევნას მათ შორის ბევრი ბრწყინვალე მადევარი ყოფილა.მაგრამ ერთი ძველი მონადირისა არ იყოს ფაჩარა ძაღლმა სახლში შემწვარი კურდღელი რომ მომიტანოს და იქეთაქეთ თითო საპალნე ღვინო ეკიდოს მაინც ვერ შევინახავ.თუ გინდათ რომ მდევრით ნადირობის პროცესით დატკბეთ შეინახეთ ჩვენში გავრცელებული რუსული,ანგლორუსული, ან ესტონური მდევარი თქვენი გემოვნების შესაბამისად. სხვათა შორის უკრაინაში და ბალტიისპირეში უსაგვარეულო ძაღლით ნადირობა აკრძალულია და ითვლება ბრაკონიერობათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Feb 5 2013, 10:24
პოსტი #825


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



იარაღის ინტერესი ცხოვრებაში არ მქონია, ნუ რაღაც ეტაპზე ბავშობაში შეიძლება, მარა უკვე იმდენი მაქვს ნასროლი, ყელში ამოვიდა და ცოდვასაც ვერიდები სიმართლე რომ ვთქვათ. ამ ეტაპზე ორივე იარაღს, არც კი დავფიქრდები ისე გავასხვისებ და ალბათ ასეც მოუწევს. სროლით და ნანადირევით ჩემს თავს ვეღარ გავაკვირვებ. დავიწყებ იქიდან რომ გაზაფხული იქნება თუ შემოდგომა, მდევრებთან ერთად ტყეში გასვლისას ძალიან აუცილებელია იარაღის გაყოლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს, ვინაიდან ყოველი გასვლა სიურპრიზებით არის სავსე და მგელიც ყველაზე საშიში და აგრესიული გაზაფხულზეა, უბრალოდ ადამიანს უნდა გქონდეს იმდენი ნებისყოფა გამომუშავებული, რას ესროლო და რას არა. თუ ეს არ გაქვს და მარტო ნადირობაში კი არა ცხოვრებაშიც მაგრად ხარ კაცი გაჭირვებული. ბავშობაში მეც მქონდა ეგეთი მომენტები და ძალიან კარგად მახსოვს პირველი კურდღელი, რომელიც ჩემმა გაზრდილმა მდევარმა იპოვნა და ტრიალ მინდორზე პირდაპირ ჩემსკენ მორბოდა, იმდენად დავიბენი და ისე დამბურძგლა სროლა საერთოდ ვერ მოვახერხე, მაგრამ სწორეთ ამ დაბურძგლისთვის მივდიოდი ტყეში შემდეგში რომ დავფიქრდი. შემდეგში და შემდეგში კი ვერაფრით მოვითმენდი დანახული ნადირისთვის არ მესროლა, მაგრამ დადგა მომენტი როცა თვითონ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. ყველაფერ ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჟურნალმა "ნადირობამ" ამ ფორუმმა და ჯიშიანი მონადირე ძაღლით ნადირობის ფედერაციამ. სწორეთ ამ მხრივ არის სამუშაო და მომავალ თაობაში მაინც უნდა დავთესოთ ის კულტურის მარცვალი, რამაც მერე შედეგი უნდა მოგვცეს და ასე ეკლდა წინა თაობას. ჩვენი დროის ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის რომ ნადირობა რაღაცნაირად პოპულალური გახდა და ამან გამოიწვია ის ფაქტი რომ ყველა მეორეს, თავი მონადირედ მოაქვს და ხელში იარაღი უჭირავს. სიტყვა მონადირე და მეძებარი ძაღლი რომლის ხსენებაზეც ბავშობაში თვალები მიბრწყინდებოდა, რაღაცნაირად ამ ჯადოსნურ ელფერს კარგავს. ამ ხალხს არ ესმის რომ სანამ ბუნებას არ შეესისხლხორცები და მისი ნაწილი ბოლომდე არ გახდები, მონადირე ვერ გახდები. ცოტა მეტის წერა მომივიდა, კიდევ გავაგრძელებდი მარა არ ღირს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

183 გვერდი V  « < 53 54 55 56 57 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2025 - 23:14