რუსული მდევარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

183 გვერდი V  « < 54 55 56 57 58 > »   
Reply to this topicStart new topic
რუსული მდევარი
რამაზი
პოსტი Feb 4 2013, 17:08
პოსტი #821


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 175
რეგისტრ.: 29-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოდესალმებით მდევრების მოყვარულებო. 100% ვეთანხმები გიულის. ჩვენსა(ვისაც ცმინდა სისხლის ძაღლები გყავს) და იმათ შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ სხვა და სხვა რამისთვის დავდივართ ტყეში, ისინი პირველ რიგში კურდღლის მოსაკლავად ჩვენ კარგი დევნის მოსასმენად. როგორც ერთი ჩვენი მეგობარი იტყოდა კურდღელი ცოცხალია კარგიო. ლაშა გენაცვალე ცხონებული მამაშენი მე გიული და კიდევ ჩვენი საძმო როგორც ჩვენ ვეძახით მთელი გაზაფხული ჯოხით ხელში დავდივართ ტყეში და ვადევნინებთ ძაღლებს. დამიჯერეთ ეს მეტი სიამოვნებაა ვიდრე ახალი გამხტარი კურდღლის მოკვლა ეს იგივეა კაცი კარგ მუსიკას რომ უსმენდე და ვიღაცამ რადიო გამოგირთოს. კურდღლის მოკვლა კი ამ კონცერტის ბოლო აკორდი უნდა იყოს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 4 2013, 18:49
პოსტი #822


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



რამაზი, ტქვენ გაიხარეთ ასეთი სწორი შედარება კარგა ხანია არ მინახავს, ზალიან გვაკლია ქარტველებს ეს ყველაფერი, რამდენს ჩავჩიჩინებ რამდენს ველაპარაკები, და მაინც ვერავის გაუგია რატო დავდივარ ტყეში ჯოხით და მდევრით, ბევრჯერ დაცინვის ობიექტადაც გავმხდარვარ, ვერაფრით შევაგნებინე ადამიანებს რომ ზაღლი დევნაში იგეშება და არა მკვდარი კურდლის ჯიჯგვნით, რა უნდა ველაპარაკო ხალხს როცა ათობით კურდღელს ფარით ხოცავენ, ისიც ვერ გაუგიათ რატომ ვკლავ სეზონზე ორ კურდრელს და 15 ტურას რადგან ხორცი არ იჭმევა, მახსოვს ერთხელ ერთმა ადამიანმა მთხოვა ზაღლის საგესად გამყევიო მე დილით გავუარე გაზაფხულზე და როცა დავინახე თოფით გადმოვიდა მას შემდეგ ამ ადამიანს არც დავლაპარაკებივარ ასეთი ადამიანების გვერდიტ არასოდეს ვინადირებ ადამიანების რომლებიც მხოლოდ ხორცის ნაჭერს ხედავენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
რამაზი
პოსტი Feb 4 2013, 20:31
პოსტი #823


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 175
რეგისტრ.: 29-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



არასოდეს მოკლული კურდღლის ნახვით მდევარი არ იგეშება. არც ნადირობის დროს იგეშება ძაღლი რასაც დაგეშვა ქვია კლასიკური გაგებით.ჩემს ძაღლებს არასოდეს აინტერესებდათ მოკლული კურდღელი.ამავე დროს შეეძლოთ მთელი დღე ედევნათ.მდევარი უნდა დაიგეშოს გაზაფღულზე მარტო. შემოდგომით გაიმეოროს ნასცავლი და სეზონზე შეიძლება სანადიროთ სიარული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 5 2013, 09:34
პოსტი #824


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



რაც შეეხება ზემოთხსენებულ რაჭულ მდევარს მე თვითონ რაჭველი ვარ იქ რომ იტყვიან მოვიწამლე მდევრებით ალბათ ათასნაირი ძაღლი მინახავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მაგრამ ერთნაირი ტიპის რომელსაც შეიძლება ცალკე ჯიში დაარქვა არ მინახავს. რა შეეხება დევნას მათ შორის ბევრი ბრწყინვალე მადევარი ყოფილა.მაგრამ ერთი ძველი მონადირისა არ იყოს ფაჩარა ძაღლმა სახლში შემწვარი კურდღელი რომ მომიტანოს და იქეთაქეთ თითო საპალნე ღვინო ეკიდოს მაინც ვერ შევინახავ.თუ გინდათ რომ მდევრით ნადირობის პროცესით დატკბეთ შეინახეთ ჩვენში გავრცელებული რუსული,ანგლორუსული, ან ესტონური მდევარი თქვენი გემოვნების შესაბამისად. სხვათა შორის უკრაინაში და ბალტიისპირეში უსაგვარეულო ძაღლით ნადირობა აკრძალულია და ითვლება ბრაკონიერობათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Feb 5 2013, 10:24
პოსტი #825


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



იარაღის ინტერესი ცხოვრებაში არ მქონია, ნუ რაღაც ეტაპზე ბავშობაში შეიძლება, მარა უკვე იმდენი მაქვს ნასროლი, ყელში ამოვიდა და ცოდვასაც ვერიდები სიმართლე რომ ვთქვათ. ამ ეტაპზე ორივე იარაღს, არც კი დავფიქრდები ისე გავასხვისებ და ალბათ ასეც მოუწევს. სროლით და ნანადირევით ჩემს თავს ვეღარ გავაკვირვებ. დავიწყებ იქიდან რომ გაზაფხული იქნება თუ შემოდგომა, მდევრებთან ერთად ტყეში გასვლისას ძალიან აუცილებელია იარაღის გაყოლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს, ვინაიდან ყოველი გასვლა სიურპრიზებით არის სავსე და მგელიც ყველაზე საშიში და აგრესიული გაზაფხულზეა, უბრალოდ ადამიანს უნდა გქონდეს იმდენი ნებისყოფა გამომუშავებული, რას ესროლო და რას არა. თუ ეს არ გაქვს და მარტო ნადირობაში კი არა ცხოვრებაშიც მაგრად ხარ კაცი გაჭირვებული. ბავშობაში მეც მქონდა ეგეთი მომენტები და ძალიან კარგად მახსოვს პირველი კურდღელი, რომელიც ჩემმა გაზრდილმა მდევარმა იპოვნა და ტრიალ მინდორზე პირდაპირ ჩემსკენ მორბოდა, იმდენად დავიბენი და ისე დამბურძგლა სროლა საერთოდ ვერ მოვახერხე, მაგრამ სწორეთ ამ დაბურძგლისთვის მივდიოდი ტყეში შემდეგში რომ დავფიქრდი. შემდეგში და შემდეგში კი ვერაფრით მოვითმენდი დანახული ნადირისთვის არ მესროლა, მაგრამ დადგა მომენტი როცა თვითონ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. ყველაფერ ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჟურნალმა "ნადირობამ" ამ ფორუმმა და ჯიშიანი მონადირე ძაღლით ნადირობის ფედერაციამ. სწორეთ ამ მხრივ არის სამუშაო და მომავალ თაობაში მაინც უნდა დავთესოთ ის კულტურის მარცვალი, რამაც მერე შედეგი უნდა მოგვცეს და ასე ეკლდა წინა თაობას. ჩვენი დროის ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის რომ ნადირობა რაღაცნაირად პოპულალური გახდა და ამან გამოიწვია ის ფაქტი რომ ყველა მეორეს, თავი მონადირედ მოაქვს და ხელში იარაღი უჭირავს. სიტყვა მონადირე და მეძებარი ძაღლი რომლის ხსენებაზეც ბავშობაში თვალები მიბრწყინდებოდა, რაღაცნაირად ამ ჯადოსნურ ელფერს კარგავს. ამ ხალხს არ ესმის რომ სანამ ბუნებას არ შეესისხლხორცები და მისი ნაწილი ბოლომდე არ გახდები, მონადირე ვერ გახდები. ცოტა მეტის წერა მომივიდა, კიდევ გავაგრძელებდი მარა არ ღირს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 5 2013, 11:19
პოსტი #826


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთი საინტერესო შემთხვევა გამახსენდა ერთ წელიწადს რაჭის ერთერთ ულამაზეს სოფელს შქმერს ავაკითხეთ მე და ჩემმა რუსულმა მდევარმა ლაბაშამ
ძაღლი გაუშვი და იქვე მთიბავებს შევეკითხე თქვენ ტყეში რაიმე ნადირი თუ იცის თქო. რავა არა შე კაცო კურდღელი იცის მელა;შველი,დათვი არჩვიც ქვე იცის მარა გამაფრთხილეს უთოფოთ და მითუმეტეს ჯოხით ვერ მოკლავო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 5 2013, 11:33
პოსტი #827


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



ტქვენ გაიხარეტ აი ეს არის ის ადგილი სადაც მე უნდა ვიყო სადაც გული მიმიწევს ეს საზოგადოება, იარაღს რაც სეხება ალიკ მაგასაც ტავისი ხიბლი აქვს სროლას კი არა და მკვლელობას არა უბრალოდ კარგ იარაღს რომელმაც შესაძლოა ბევრჯერ სიცოცხლე შეგინარჩუნოს, ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ გაქვს წინ ბევრი ზაღლი გყავს დასაგეში, ბევრი ახალგაზრდა დამწყები გყავს გასაზრდელი და ყველაფერი მისცე მათ ცოდნა რაც სენშია დაწყებული ზაღლებით ირაღტან მოპყრობით დამტავრებული, მე ბავშვობიდანვე ვიყავი მოხიბლული ამ ყველაფრით აღლით ნადირობით ბუნებით იარაღიტაც მაგრამ არა მკვლელობით ეს არ იყო მოკვლის სურვილი პირიქით რამდენჯერ როცა სანადიროდ წავსულვარ და ფიქრებში გართული ცემი მდევრის ყეფას გამოვუფხიზლებივარ მიფიქრი რო არ შემხვედროდა სასროლად ცხოველი და ბინების ამ საოცარი აურზაურიტ დავმტკბარიყავი, რამდენჯერ არ მისვრია თოფი არ მინდოდა ის მუსიკა და ჰარმონია დამერღვია რაც ჩემს ირგვლივ ხდებაოდა, რაც შეეხება შენს ნადირობა ალიკ კარგა ხანია გიცნობ ვიც როგორი ადამიანიც ხარ და იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი როცა გარკვეულ სიტუაციებს მოკლებული ვიყავი და მხოლოდ ოცნებად მქონდა მე ცემს სურვილს და ჟინს შენი მონატხრობით და ფოტოებით ვიკლავდი, ნადირობა ჩემთვის მეტია ვიდრე უბრალოდ ტოფის სროლა და მკვლელობა, არ ვიცი რამდენ ხანს მექნება მუხლში ზალა და გული რამდენ ხანს გამიშვებს ჩემს გემოზე მაგრამ ჩემთვის ტქვენნაირი ხალხის არსებობაც კი ბედნიერება ჩემს თავს ტქვენს გვერდით წარმოვიდგენ და გულს უხარია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zaza13
პოსტი Feb 5 2013, 12:28
პოსტი #828


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 87
რეგისტრ.: 27-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



aragveli
გაიხარე, კარგი კაცი ხარ ძმაო!
ეხლა ვკითხულობდი შენს პოსტს და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს წარსულს ვხედავდი, ყველაფერი თვალწინ დამიდგა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 5 2013, 13:09
პოსტი #829


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



კურდღლის მოკვლა კი ამ კონცერტის ბოლო აკორდი უნდა იყოს... აი ზუსტათ ესეა ეს ყველაფერი. newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani100
პოსტი Feb 5 2013, 14:37
პოსტი #830


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 700
რეგისტრ.: 15-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



aragveli შენ გაიხარე მართლა "დამბურძგლა."სამწუხაროდ ბევრს არ ესმის ჭეშმარიტი ხიბლი ნადირობისა,
ძაღლში რომაა ჩადებული. (მე ესე მიმაჩნია) გაოფობაში არ ჩამითვალოთ გთხოვთ. კარგა ხნის წინ ალეკო ნუკრაძეს
სერგო შაგინოვს და კიდევ ჩვენს კარგ ნაცნობებს, მეძებარი ძაღლები გაუტარებიათ წალკაში. ესენი თავის საქმეს აკეთებენ
არიან თავის სტიქიაში და ერთი გლეხის კაცი მივიდა და ეუბნება, კაცო ესეთი რამე არ მინახია რამდენი ფრინველი ააფრინეს ძაღლებმა და არცერთს არ ესროლეთო რათაოო, სერგოს დაღლილზე დაზარებია გლეხისთვის ახსნა-განმარტებები და პირდაპირ მიუხლია: ჩვენ ართი გ...........ი ხალხი ვართო. გლეხს ისე გაკვირვებია, სერგომ რაც უთხრა ზუსტად ისეთი სახე მიუღია. რატო მოვყევი ეხლა ყველაფერი ეს უბრალო კაცს კი არა, სამწუხაროდ ბევრ "სტაჟიან"მონადირესაც არ ესმის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლონგი
პოსტი Feb 6 2013, 12:04
პოსტი #831


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 733
რეგისტრ.: 13-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გაიხარეთ რა ესეთი პოსტებისთვის. მართლა ტანში დაბურძგლა, ნადირობა ხელოვნების დონეზე რომ გაქთ გათავისებული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chipo_20
პოსტი Feb 7 2013, 17:34
პოსტი #832


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 6-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni



მოგესალმებით ფორუმელებო დღეს ჩემი დებიუტია ამ ფორუმზე .და რამ გადამაწყვეტია აქ შემოსვლა ყველაფერს დაწრვილებით აგიხსნით .როგრც ტქვენ უმრავლესობა მეც გატაცებული ვარ მდევრებით ეს ნადირობის ერთერთი სახეობაა რომელიც ძალიან მაინტერესებს.მაგრამ ჯერ ძაღლი არ მყავს და დიდი სურვილი მქვს რომ წელს ავიყვანო.მე თითქმის ყველა პოსტი წავიკითხე რაც აქ მდევრებთან დაკავშირებით ეწერა და გადვყვიტე დამეწერა ჩემი შეხედულება ამ საკითხზე.მინდა მვმართო ბატონ გიულის და უთხრო თქვენ რო აღნისნავთ ერთერთ წერილსლში რომ საქარტველოში კულტურა არაა და ზრდიან მეტისებს ეს ასეა ნაღდად მაგრამ მე გეტყვით ამის მიზეზს რომელიც ჯერ არავის დაუწეწრია აქ .ოღონდ მე ვიტყვი ჩემ სოფელში რახდება კერძოდ ზესტაფონის რაიონში სოფელ პირველ სვირში .აქ ბერი მონადირე არაა ვინც მდევრებით ნადირობს მაგრამ ვინცაა იმასაც არ ყავს სუფთა სისხლის მდევრები.მაგრამ ტქვენ გგონიათ მაგათმა არ იციან რას ნიშნავს სუფთა სისიხლის მდევრით ნადფირობა მაგრამ აქ სხვა მიზეზია არააქვს ყველას საშვალება რომ აიყვანოს საბუთიანი მდევრის ლეკვი რომელიც 300 400 ლარი ღირს და მაგდენს თვეში ხელფასსაც ვერ ღებულობენ მაგიტომაა ასეთი მდგომარეობა ჩვენთან.ხალა რაც შემეხება მე მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ კი ვმუშაობ მაგრამ არ მაქვს იმის საშვალება რომ 300 400 ლარი გადავიხადო ლეკვში და იდძულებული ვარ ავიყვანო როგორც თქვენ ამბობთ ფაჩარი ლეკვი და გავზარდო აბა რა ვქნა ყველს მოგმართავთ ამ კითხვით????????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Feb 7 2013, 19:14
პოსტი #833


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩიპო 20 მე ერთს გირჩევ სვირის მონადირეები გაერთიანდით მანდვე ზემო სიმონეთში მურმან სულამანიძეს ჰყავს სუფთა სისხლის ანგლორუსულები იქნებ ვინმე იცნობთ კიდევაც და საერთო ენა გამონახეთ.რაც შეეხება უკულტურობას ასეთიც მინახავს 80 ათასიანი ჯიპიდან ტიპი გადმოდის და სარეცხის თოკჩაბმული უჯიშო ძაღლი უჭირავს ხელში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chipo_20
პოსტი Feb 7 2013, 20:02
პოსტი #834


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 6-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni



ბატონო გიული ხომ გახსოვთ 2011წ ზესტაფონში გამოფენა რომ იყო მდევრებიდან მარტო ეგ იყო წარმოდგენილი მეტი არავის ყოლია მგათ ლეკვებზე ტაციაობა არის და არა მგონია მაგიდან რამე გამოვიდეს .ისე მე რუსულები მომწონს ძალიან და როდესმე იქნება ავიყვანო მანამდე რასაც ვიშოვი იმას გავზრდი თორე მეტი აღარ შემიძლია ლოდინი .მადლობა რჩევისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 7 2013, 21:47
პოსტი #835


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



ნამდვილად ვერ დაგეტანხმები მეგობარო ჯერ ერტი იმიტო რო მდევრის ლეკვები იმაზე იაფი ღირს ვიდრე მეძებრების და მერე მეორე რაც კაცს გულით უნდა აუცილებლად აიხდენს როცა ჯიშიანი ლეკვის აყვანა მინდოდა კაპიკ კაპიკ ავაგროვე და ავიყვანე რატქმაუნდა ამ კარგი ადამიანების დახმარებით და გვერდში დგომით, მერე ის რომ საქართველოში ვინც ტავს მაგარ მონადირედ თვლის აქედან 8ო პროცენტი აზრზე არ არის ჯერ კიდევ რა რომელი ჯიშია და ჯერ კიდევ იმერულ მდევარზე და არლეკინზე ლაპარაკობს ამის წინ მქონდა მასეთი სამაგალითო სემთხვევა კაცმა ტავი რო მაგარი მონადირე გონია მთელი ცხოვრება რო ნადირობს ლეკვი დამიწუნა ესო სუფტა ანგლო არ არისო ასე ბევრმა მითხრა შეიხედე რუსული ჭრელის ტემაში და ნახე როგრია ჩემი ლეკვი, ძია გიულის მდევრის ლეკვია, და ვირაც მეუბნება ეგ სუფტა არ არისო, ასე რომ ტყუილად ნუ ვამტკიცებთ იმას რომ საქართველოში კულტურის პრობლემა არა, თუ არ მოინდომე აბა ჯიშიან ლეკვს ეზოში არავინ ჩამოგისვამს ტავისით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

183 გვერდი V  « < 54 55 56 57 58 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2025 - 12:40