თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი" |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დარწმუნებული ვარ
ფორუმის ძირითადი ნაწილი დამეთანხმება რომ თევზაობა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი" ჩვენი საყვარელი სამიანობის ყველაზე კულტურული ფორმაა რა თქმა უნდა ეს თევზების ყველა სახეობას არ ეხება ვთქვათ კარასის (იგივე კარჩხანა) დაჭერა და გაშვება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ასევე თეთრულებისა და თაღლითების გაშვების ვერანიარ მიზეზს ვერ ვხედავ ისევე როგორც დაჭერის მიზეზს ![]() მაგრამ არის შემთხვევები როდესაც თევზის არგაშვება პატარა დანაშაულია ზოგჯერ კი დიდი დანაშაულიც ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
(dila)adriano
ფანასტიური იდეაა, ოღონდ ჯერ ჩემი აზრით უნდა მივხედოთ ბრაკებს, რის შემდეგაც გვეცოდინება, რომ ის გაშვებული თევზი ცოცხალია და არავის ბადეში არ გახლართუ ლა, თორე, მე დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ აქციაში მონაწილეობას... |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მამლუქი
ეს სევდიანი ამბავი თურმე შარშანწინ მოხდა, ჯერ დაწყებულიც არ იყო სამხრეთ ოსეთში ომი და განმუხურის ბანაკთან ტანკენარი და კოხტა უჩა ზოღაში ცხოვრობდა ორი მარგალი ჩხომი. ტყუპები იყვნენ თევზები, ვერ გაარჩევდა დედა, ერთს თურმე ხვიჩა ერქვა და მეორეს ერქვა გოჩა, ჭირს და ლხინს ერთად იყოფდნენ, სვამდნენ და ჭამდნენ ერთდ და სავსე ქონდათ ყოველთვის ნაწლავი თორმეტგოჯა. კაითევზურად ცხოვრობდნენ, არ ჭამდნენ წითელ ჭიას, ამბობდნენ: ქურდებს სიცოცხლე და სიკვდილიო ბოზებს, სულ ხუთიანზე ესმოდათ რასაც გაგება ქვია, მოკლედ, კოჩები ყოფილან ამ ბესპრედელის ფონზე. ამ დროს კი თურმე სასაზღვრო თავდაცვის მთავარ შტაბში, შემთვრალმა ათმეთაურმა წალენჯიხური ღვინით დაიბრიდა და ვერაფრით ვერ გააგორა შაში, ნარდში წააგო თორმეტი ლიმონკა ეფადინი. მერე ადგნენ და გავიდნენ ადგილზე სადაც შავ ზღვას ერთვის მდინარე ენგური. დაქოქეს შავი ნავი. სამიც ჩაარტყეს, მიადგნენ სეპარატისტთა საზღვარს და მზერა ჰკიდეს მიდამოს მთვრალი და გამყინავი. გოჩა ბაითში იჯდა და აკიშკავებდა ხოჭოს, ხვიჩა ტუალეტში იყო და მუცელს ხოჭოსგან ცლიდა, იქვე ლოდის ქვეშ თორმეტი აბირჟავებდა ღორჯო, ბაზრობდნენ, საქმეს ურჩევდნენ მატერაცის და ზიდანს. როცა პირველმა ლიმონკამ თავი ტალღებში გლიჯა, სუფრაზე მჯდარი გოჩასთვის მეხის გავარდნას გავდა, იფიქრა, რა გააკუა ეგეთი ჩემმა ხვიჩამ, პირში არარა ჩაუდევს “კაზიავკის” ხორცის გარდა. როცა მეორე ლიმონკამ თავი ტალღებში დურთა, თავბრუ დაეხვა ხვიჩას და თან პარალიჩმაც ხია, რაღაც ტკივილი შეიგრძნო ლაყუჩის შიდა ყურთან, შარვალიც ვერ ამოიცვა, ხვანჯარი დარჩა ღია. მოკვდა და უკანასკნელად აღმოხდა “ვაი ნანა”, უტვირთო პაპლაოკივით ტივტივებს წყალსა ზედა, ათმეთაური ტალღებზე ანათებს თავის ფანარს და სიხარულით პოულობს ხვიჩას უსულო ცხედარს. როცა მესამე ლიმონკა ჩავრადა შავბნელ წყალში, გოჩა იჯდა და ელოდა ხვიჩასთან ერთად სიკვდილს, მერე კი ჯარისკაცებმა ერთად შემოკრეს ტაში, თუ რატომ ალბათ ყველანი უჩემოდ კარგად მიხვდით. მე მინდა ხსოვნა დავლიო ამ ორი ტყუპის, რადგან სიცოცხლე მათი დასრულდა, სიცოცხლე მათი მორჩა, მათი სიკვდილი მოვიდა, სახლის კარებთან დადგა და ცხელ ტაფაზე დაყარა ჩემი ხვიჩა და გოჩა. მე მინდა თხოვნით მივმართო ყველა მათ ძმაკაც ღორჯოს, თუ სამი ხოჭო გაჩითეთ, ორი გადადეთ მათთვის და სადილის წინ ყოველთვის ლოცვა წარმოთქვით ორჯერ, არ დაგავიწყდეთ ტუალეტთან ანთება წმინდა სანთლის. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
(dila)adriano
საღოლ , მაგარია , საღოლ , ბრაკონიერებისათვისაც კარგი იქნება ეს რომ წაააკითხათ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვისაუბროთ იმის შესახებ
თუ რა სიტუაციაში ღირს თევზის გაშვება საუბარი არაა წითელ წიგნში შეტანილ თევზებზე ისინი რა თმა უნდა ისედაც უნდა გავუშვათ ან არც დავიჭიროთ მაგრამ ხომ არის როდესაც ვთქვათ სოსო49-მ თბილისის ზღვაზე დაიჭირა შვიდკილოგრამიანი საზანი და მასთან ერთად სამი ნახევარ კილოიანი ლოქო ხომ იქნება ყველაზე კეთილშობილური საქციელი ამ სამის გათავისუფლება? მგონი ასეთი საქციელით მათევზე ხაზსს გაუსვამს საკუთარ პროფესინალიზმს? დაწერეთ თქვენი მსგავსი საქციელების შესახებ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არ მეგონა თუ ეს თემა ჩენს მოანკესეებს არ დააინტერესებდა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თემა არათუ საინტერესო, არამედ საჭირბოროტოა და ყველასთვის შესასისხლხორცებელია. მათ შორის უპირველესი მე ვიქნები!
თევზის დაჭერაზე მეტ სიამოვნებას ის განცდა მოგგვრით, როდესაც დამარცხებულ ბუნების შვილს ხელმეორედ სიცოცხლეს აჩუქებთ. |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
მე პირადად 40 სანტიმეტრს ქვევით ლოქოს ვუშვებ
![]() ![]() თუმცა ეგ რაც აქ ითქვა რომ 10 კილოიანი საზანის გაშვება( მაგალითად) ეგ არის თევზაობის კულტურის ამაღლებაზე დამოკიდებული, როდესაც იცი რომ გაუშვებ და ხვალ შეიძლება ვიღაცამ დაიჭიროს და იმანაც გაუშვას, მაშინ შეელევი ,მაგრამ როცა გდის თანამშრომელი რომ მოუძღვის დენის აპარატით ბრაკონიერებს, მაშინ ამის გაკეთება გიჭირს კაცს:( |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 866 რეგისტრ.: 15-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
......მდააა!
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
T A M P L I E R
ეს აქცია არ არის,ზოგიერთ ქვეყნებში ეს აზროვნება აქვთ და სვანაირად ვერც წარმოუდგენიათ კი ვიცი ჩემო ნიკოლოზ, მაგრამ ჯერ, ხომ უნდა ჩამოგვიყალიბდეს ესეთი აზროვნება, ამისათვის კი დროა საჭირო და ამიტომ მე ვთვლი, რომ ჯერ ეს აქციის მსგავსად უნდა დაიწყოს, რომ მომავალში უკვე სისხლში გაგიჯდეს... მე ამ წინადადებას ორივე ხელ აწეული მივესალმები.... |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
თემა გადატანილია განყოფილებაში "საუბრები თევზაობაზე"
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აი ახლა ვზივარ და ვიხესენებ იმ ჩვენებურ მეთევზეს
რომელსაც სოლიდური თევზი დაეჭიროს და მერე გაეშვას არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ მაგონდება გარდა ერთისა კოდორზე ვთევზაობდით მამაჩემი და მახუტი - გასაშლელი ბადეებით მე და ბავშვები - ბამბუკის ანკესებით კოდორზე ათობით დასახელების უგემრიელესი თევზი იჭირებოდა ყველაზე ხშირად - წვერა და ქაშაპი ყველაზე იშვიათად - ორაგული ორაგულის მითუმეტეს დიდის დაჭერა ყოველთვის დღესასწაული იყო დაუსრულებელი დღესასწაული რადგანაც მას ასობით მოყოლილი ისტორია ემატებოდა და ახლა როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ ეს გახსენებაც იმ დღესასწაულის ნაწილია - სკოლაში აღლუმის წინ ნაჩუქარი პატარა დროშა გავს შემთხვევით რომ ვიპოვე კარადაში როდესაც თევზი გვემალებოდა მდინარის ტოტებში რთხმელის ტოტებს ვაცურებდით ვეჯიბრებოდით - ვისი გაასწრებდა როდესაც ბადეში თევზი აფართხალდებოდა ისევ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ პირველი ამოიყვანდა ბადის ჯიბეებიდან მახუტის ათასგვარი ტყის სულის წამდა მიუვალ ადგილებში დადიოდა სანადიროდ და მიუვალ სოფლებში იმახსოვრებდა ბუნებაში მოქცევის წესებს ერთმა აფხაზმა მითხრაო -დაიწყებდა ორაგულებს თავიანთი მფარველი სული ყავთო ერთ-ერთ ირემში ცხოვრობსო თურმე მისი სული დაწინწკლული ირემიაო ყველა კარგი მონადირე ადვილად გაარჩევსო სხვა ირმებისგან გაზაფხულზე უყვარს მდინარესთან გამოსვლა და ორაგულების საუბრის მოსმენაო მან იცის მაგათი ყველა დარდი და სიხარულიო ამიტომ ზოგიერთები სხვებზე მეტად უყვარსო კარგად იცნობს და იმიტომაც უყვარსო მათ დაჭერას არავის აპატიებსო რქებს არ დაყრის მანამ სანამ სამაგიეროს არ გადაუხდისო ერთიც კიდევ საცოლე ყავსო საწნახელისხელა ორაგულიო მისი ასაკი არავინ იცის ამბობენ დასაწყისიდანვე იყოო სამჯერ ყავთო თურმე ბზიფზე ნანახი ორჯერ დაურ ხაშბას ერთხელ - გივი არახამიასო მე ახლა ცოცხლებზე გეუბნებიო -მითხრა თორემ ძველებიდან ბარე ოცამდე მეთევზეს ყავსო ნანახი გამოქვებულებს აფარებს თავს თურმე და მთელი ეს დრო ირემი უწიკავსო საკვებს ფილო ფილფანის ბაბუას დაუჭერია ერთხელ ბადეში გაეხვა და არც ინძრეოდაო იმ კაცს თევზი ბადისაგან გაუთავისუფლებია მუხლებზე დაცემულა ღმერთის ლოცვა უთქვამს და პატიება უთხოვია ხომ იცი 14 და-ძმა ყავდა ფილოს და მამამის თორმეტიო - დაამატებდა წარბს აწევდა ღრუბლებს ახედავდა და ბადეს მოისვრიდა თუ ბადე ცარიელი იყო მიაყოლებდა: ის ორაგული თითქმის არასოდეს გადის ზღვაში ან მხოლოდ იმიტომ რომ მდინარიდან მდინარეში გადავიდეს ახლა ეტყობა სხვა მდინარეშია მერე ისევ წარბს აწევდა ბადე კბილებში და .......... იმ დღესაც ეს "პლასტინკა" დაატრიალა თევზის ჭაჭანება არ იყო ახლომახლო ორაგულს ვინ ჩივის წვერა და ქაშაპიც ვერ დავიჭირეთ მახუტის წარბი წუთითაც არ დაუწევია დაბლა და უთევზობის მიზეზად ისევ ის ორაგული მოიყვანა დაურ ხაშბადან დაიწყო და ფილფანების გენიოლოგიას გადაწვდა მერე ირემიც გაიხსენა "შარშან ვნახეო ფსხუში ეგ ირემი ეგრევე ვიცანი და თოფი არც დამიმიზნებიაო" არ ვიყავით ის ჩიტები ეგ ზღაპარი დაგვეჯერებია მახუტიმ მკაცრი სახე მიიღო თვალები აათამაშა და ზუსტად ეს თქვა ყველას გასაგონად: "ა გეუბნებით ახლა მე თქვენ ის ორაგული კოდორშია შემოსული და სადღაც აქაა მე თქვენ გეუბნებით მაგიტომაა თევზი რომ არაა მაგისი ეშინიათ" ამის თქმა და მამაჩემის ჩაბჟირება ერთი იყო ჩვენც გვინდოდა გაგვეცინა მაგრამ მახუტის შეგვეშინდა თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა (ხელმოცარულ მეთევზეზე საცოდავი ადამიანი ვინაა უკანასკნელ ხავსს რომ ეჭიდება და უკანასკნელად და უიმედოდ რომ ისვრის ბადეს ან ანკესს) მერე შემოტრიალდა ბადე მხარზე გადაიგდო მდინარისპირას დადგა კისერი მოატრიალა გამოგვხედა და ამღვრეულად წაილუღლუღა: ახლა თუ ვერ დავიჭირე ის თევზი მე არ ვყოფილვარ მახუტი კემულარიაო ბადე მდინარეში ისე ბორგავდა როგორც საბანი ქორწინების პირველ ღამეს იგრიხებოდა მერე რომელიმე ერთი მიმართულებით იწელებოდა მერე ისევ ბორგავდა და ყველაფერი თავიდან... მახუტი გაყინული სახით იდგა და ბადეს ეჯაჯგურებოდა დანარჩენებმა ვერც გავიაზრეთ რა მოხდა ვიდექით და ვუყურებდით მერე ბადე უცებ დამშვიდდა გაყინული სახითვე გამოგვხედა მეთევზემ თავლებით გვაგრძნობინა - თევზი გაიქცაო თევზი იყო თქო - ვკითხე აბა რა უნდა ყოფილიყო შე გამოყლევებულოო - მიპასუხა ფუ ბლიადო - თქვა და ბადის წყლიდან ამოღება დაიწყო მოქაჩა თუარა თოკს -გაშეშდა კიდევ ერთი მოქაჩა და იყვირა: თევზი ბადეშია გამოიყვანეთო ხუთივე ერთად შევარდით წყალში და ბადეს მოვეხვიეთ კაი მოზრდილი ორაგული იყო 10-12 კილო მაინც იქნებოდა მაგრამ მთავარი ის იყო რომ თევზი არ ინძრეოდა ![]() ელემენტარულ წინააღმდეგობასაც არ გვიწევდა თითქოს ჩვენზე უკეთ იცოდა წინააღმდეგობას რომ არა აქვს აზრი ასე სუდარაში გახვეული მიცვალებულივით გამოვიყვანეთ ნაპირზე ბადეშემოხვეული მერე ინსტიკტურად მახუტის გავხედე გაქვვებული იდგა და ტყისკენ იყურებოდა მეც იქით გავიხედე ბოლოს ყველამ იქით გავიხედეთ ნაკადულის პირას იდგა უზარმაზარი ირემი და ჩვენ გვიყურებდა |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კარგი თხრობა გაქვს (dila)adriano!
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ძალიან მაგარია!!
მოთხრობების კრებული უნდა გამოცე. ისე აფხაზურადაც! ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 01:19 |