დრათჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
დრათჰაარი |
![]()
პოსტი
#141
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ეგ ხო ჩემპიონია???...და მაგისი დედა როგორც ვიცი..დაბალ ბეწვიანია..თუ არ ვცდები რუსეთიდან არის ჩამოყვანილი(სახელს ვერ ვიხსენებ)..გამოფენაზე ვნახე. უმაგრესი ძაღლია. მაგარი დრათჰაარის დათრევის შანსი მეც მაქვს..ახლობელი შემპირდა..ალბათ შემოგიერთდებით.... ჩემპიონი არაა, ჯერჯერობით... ჩვენი სისტემით ჩემპიონობა ბონიტირებით მიიღწევა, ანუ სხვადასხვა მონაცემების დაჯამებით, მარტო ექსტერიერული მონაცემები საკმარისი არაა. ის ყავისფერი ძუ დედამისია და სწორედ ლუპოზე იყო დართული, თამაზი კარგად იცნობს შავლოხოვს. mgm საველეზე როგორი შედეგები აქვს, თუ იცი? თამაზისგან ვიცი, რომ ერთი თუ ორი დიპლომი აქვს რუსეთში აღებული, და რა ობიექტზე არ ვიცი. მაგის დაზუსტებაც არაა პრობლემა. |
|
|
![]()
პოსტი
#142
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#143
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლევანი
http://www.ochopintre.ge/index.php?showtopic=272&st=15 აქ არის მაგ დრათჰაარის სურათები გამოფენაზე რომ გადავიღე ლევან. |
|
|
![]()
პოსტი
#144
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ხოოო სახელი გამახსენდა...ქალბატონი რადა....როგორც ჩანს..ეგ ყოფილა ლუპოს მეუღლე...აი მაგათ ლეკვზე ნაკლები ძაღლით არ უნდა ინადირო კაცმა....მაგარია დრათჰაარი....
|
|
|
![]()
პოსტი
#145
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ლუპოს ბიჭის ექსტერიერი ძალიან მომწონსთქო--მოვიტყუები. განსაკუთრებით ბეწვის საფარი. სცხეში აშკარად უჭირს ეტყობა სურათებზე. ამ გამოფენაზე არ ვყოფილვარ მაგრამ წინა წლებში ვიყავი და გაცილებით უკეთესი ეგზემპლიარები ვნახე. შეიძლება ლუპოვიჩი არაფოტოგენურია, რა ვიცი.
![]() საერთოდ, ამ კონკრეტულ ძაღლზე არ ვიცი და უცხოეთიდან წამოყვანილ ლეკვებს ცოტა ეჭვით ვუყურებ. მაგალითად ლუპოს ლეკვებს ფასი ადევს 1200 ლარიდან 3000_მდე. მასეთ კლუბებში სელექცია მაგარი მიდის, ხოდა არაპერსპექტიულ ეგზემპლიარებს ეგრევე ფასი უვარდება და მოკლედ, რომ ვთვათ იშორებენ. უმეტეს შემთხვევაში მაგეთ ლეკვები მოდის საქართველოში, ეს ჩემი აზრია და თუ ვცდები მოხარული ვიქნები. |
|
|
![]()
პოსტი
#146
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ეს არის , თუ რა ნიუანსებს აქცევენ ყურადღებას ჯიშის სელექციის დროს.
Обозначения принятые в VDD АДД РК(ZB) - регистрационный № в Родословной Книге (Zucht Buch) – клеймо СР(ZR) - регистрационный № в Племенной Книге(Zucht Registr) собака получает после допуска в селекцию, прохождения HZP StB - регистрационный № в Книге VDD после прохождения VGP HD - собака прошла тест на дисплазию, значок Frei показывает, что собака свободна от данного заболевания ВИМ (VJP) - весенние испытания молодняка (с баллами) ОСИ (HZP) - осенние селекционные испытания (с баллами) Мастерство (VGP) - испытания на достижение разносторонности (с баллами) SwP - испытания по искусственному кровяному следу. Форма/шерсть (F / H)- оценка экстерьера за форму и шерсть, обозначается цифрами, первая цифра – оценка формы, вторая – оценка за шерсть либо буквами например 11/11, либо sg/sg Btr - испытания на надежность подачи. Vbr - испытания на подачу по естественному следу. A.H. - удержание от гоньбы. / (перед кличкой) - жесткое отношение к хищнику. \ (перед кличкой) - гон с голосом по следу. - (перед кличкой) - доклад голосом при работе по кровяному следу. | (перед кличкой) - доклад указанием при работе по кровяному следу. \ ( после клички) - отец собаки внесен в Племенную книгу / ( после клички) - мать собаки внесена в Племенную книгу > (после клички) - оба родителя внесены в Племенную книгу ამის მთარგმნელი ნამდვილად არ ვარ და ვინმე თუ დაინტერესდება და რამეს ვერ გაიგებს, არ დაგზარდებით. AlekoN შენ გეცოდინება ძმა, თუ მუშაობს ამ მხრივ თქვენი კლუბი, თუ ისევ ვიწრო სპეციალიზაციაზე ვართ? წინასწარ მადლობა! |
|
|
![]()
პოსტი
#147
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
საერთოდ, ამ კონკრეტულ ძაღლზე არ ვიცი და უცხოეთიდან წამოყვანილ ლეკვებს ცოტა ეჭვით ვუყურებ. მაგალითად ლუპოს ლეკვებს ფასი ადევს 1200 ლარიდან 3000_მდე. მასეთ კლუბებში სელექცია მაგარი მიდის, ხოდა არაპერსპექტიულ ეგზემპლიარებს ეგრევე ფასი უვარდება და მოკლედ, რომ ვთვათ იშორებენ. უმეტეს შემთხვევაში მაგეთ ლეკვები მოდის საქართველოში, ეს ჩემი აზრია და თუ ვცდები მოხარული ვიქნები. რათქმაუნდა, კარგი ძვირი ღირს. მაგრამ, გადარჩევა ერთი და ორი თვის ასაკში არ სრულდება... თამაზი იცნობს ლუპოს პატრონს, ჰოდა დართო თავისი ძუ, შემდეგ ერთი ლეკვი აჩუქა თავის ცოლისძმას. იმედია, ნაყარიდან ნაბოლარას და უარესს არ მისცემდა. ![]() mgm ეეე... ჩვენ ძალიან შორს ვართ გერმანელებისგან. |
|
|
![]()
პოსტი
#148
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
AlekoN
შორს რომ ვართ ეგ ვიცი, მაგრამ ხელოვნურ კვალზე და აპორტირებაზე გამოცდას არ უნდა უნდოდეს დიდი ამბავი.... ხო კიდე არა მარტო კონტინენტალურებზეა საუბარი იგივე კუნძულელებს ხო შეიძლება მწყერის გარდა სხვა სახეობაზეც ჩაუტარდეს გამოცდა? მაგ: ხოხობი, ვალდშნეპი და სხვა, სეტერებს იხვი და ასე შემდეგ.(არ მითხრათ ხოხობზე ნადირობა არ შეიძლებაო, მაგ ხოხობზე არ ვამბობ.) |
|
|
![]()
პოსტი
#149
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
mgm
მაგას პირველ რიგში ის უნდა, რომ ძაღლები მოამზადონ და სათანადო კონდიციამდე მიყვანონ. ჩვენი პირველი პრობლემა დაბალი კულტურაა, მწყერზეც არ გამოყავთ, ხვეწნის მიუხედავად. ხოხობზე გამოცდის ჩატარებას მწყერზე გამოცადო, ჯობია, რადგან ამ უკანასკნელზე, ძაღლის თვისებების სპექტრი უკეთ ვლინდება (სელექციური თვალსაზრისით), თანაც, ტყის ქათამზე და ხოხობზე გამოცდა ორგანიზაციულ სიძნელეებთანაც არის დაკავშირებული. ხოხობზე გამოცდას ჩავატარებდი სეზონზე, ფრინველის მოპოვებითურთ და მოტანის აუცილებელი მოთხოვნით, ოღონდ, სავარგულში ფრინველის პრობლემა არ უნდა იყოს. ე.ი. ეს უნდა ხდებოდეს სანადირო მეურნეობაში. სეტერი იხვზე??? |
|
|
![]()
პოსტი
#150
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
სტერი იხვზე..... და რატო არა?
|
|
|
![]()
პოსტი
#151
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
mgm
სტერი იხვზე..... და რატო არა? ბრიტანული მეძებრების დანიშნულებაა ნაბულით მუშაობა. დანარჩენი "ასპარეზი", ამ ჯიშების სელექციისთვის - თანდაყოლილი სამუშაო თვისებების გამოსავლენად, უკვე "სტრატეგიულ" მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს (გერმანული ჯიშებისგან განსხვავებით). თანაც, იხვზე მუშაობა ნაბულის გაკეთების საშუალებას არ იძლევა (ღრმა წყალია, მონადირე ვერ მიუახლოვდება და ა. შ.), თორემ, რუსეთში, სადაც ადგილობრივ იხვზე ნადირობენ, შეიძლება შეგვხვდეს სეტერი ან პოინტერი, რომელსაც იხვზეც აქვს დიპლომი აღებული. თუმცა იქაც, ამ დანიშნულებისთვის უფრო კონტინენტალს, სპანიელს, ლაბრადორს ან ლაიკას იყვანენ. მეორეც ის, რომ საქართველოში ადგილობრივი იხვი ჯავახეთშია და ჩვენი ძაღლების უდიდესი ნაწილი ვერ ხვდება მანდ სანადიროდ. თორე, ეგრე გერმანელები (ყოფილ გდრ-ში ყოველ შემთხვევაში), ბრიტანულ მეძებრებს სისხლიან კვალზეც ამუშავებდნენ, აპორტირებაზეც და ა.შ. |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
სტანდარტი ------------------------- DEUTSCH DRAHTHAAR გერმანული დრატჰაარი (გერმანული ხისტბეწვიანი მეძებარი) წარმოშობა: გერმანია. დანიშნულება: როგორც მრავალმხრივი გამოყენების ფრინველზე სანადირო ძაღლს, გერმანულ ხისტბეწვიან მეძებარს მოეთხოვება ჯიშისთვის დამახასიათებელი ყველა თვისების ქონა - იგი უნდა გამოდგებოდეს ყველანაირი სამუშაოსთვის მინდორში, ტყესა და წყალში, როგორც სროლამდე, ასევე მის შემდეგ. F.C.I. - ს კლასიფიკაცია: 7 ჯგუფი - მეძებრები. სექცია 1.1 - კონტინენტალური მეძებრები, რომელთაც მოეთხოვებათ საველე გამოცდები. მოკლე ისტორია: გერმანული დრატჰაარის გამოყვანას საფუძვლად დაედო "ჰეგევალდის" (სიგიზმუნდ ფრაიჰერ ფონ ზედლიცი და ნოიკირხი) იდეა - შეექმნათ მუყაითი და ეფექტურად მომუშავე გერმანული ხისტბეწვიანი მეძებრის ჯიში. თავდაპირველად, ამ მიმართულებით მუშაობას შეუდგნენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს (კორტალსის გრიფონი). მომდევნო საუკუნის დასაწყისიდან კი, დაიწყო ახალი ჯიშის მიზანმიმართულად მოშენება. იგი ეფუძნებოდა პრინციპს - "საველე ღირსებები განსაზღვრავს ტიპს" და სელექციაში არჩევანის თავისუფლებას. შედეგად, სულ მოკლე დროში, უხეშბალნიანი მეძებრის ჯიშების (პუდელპოინტერი, კორტალსის გრიფონი, შტიხელჰაარი) საუკეთესო წარმომადგენლების მონაწილეობით, აგრეთვე გერმანული კურცჰაარის სისხლის შერევით, გამოყვანილ იქნა ახალი ჯიში, რომელიც გამოირჩეოდა ყველანაირ ამინდში გამოსადეგი, წყალშეუვალი ბალნის საფარითა და მრავალმხრივი სანადირო თვისებებით. ამ ღირსებების გამოისობით, რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გერმანული დრატჰაარი გახდა ყველაზე პოპულარული და საიმედო, მეძებრების დანარჩენ ჯიშთა შორის, როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საერთო გარეგნობა: კეთილშობილური იერის მეძებარია, ყურადღებიანი და ენერგიული გამომეტყველებით; ტანი სრულად აქვს დაცული უხეში ბალნის საფარით; მოძრაობს ენერგიულად, გრძელი ნაბიჯებით, ნარნარად და მოხდენილად. ძირითადი პროპორციები: ტანის სიგრძე და სიმაღლე მინდაოში შეძლებისდაგვარად თანაბარია . სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს სიმაღლეს 3 სმ-მდე. ქცევა და ტემპერამენტი: ძლიერი, თავშეკავებული, გაწონასწორებული ხასიათი; არ უფრთხის ნადირ-ფრინველს, თოფის გასროლას; არც მფრთხალია და არც აგრესიული. თავი: პროპორციულობით შეესაბამება ძაღლის ზომებსა და სქესს. დრუნჩის ზედა ხაზი ოდნავ დაქანებულია. ქალას ნაწილი: ქალა: ზემოდან ბრტყელია, გვერდებში ოდნავ მომრგვალებული, ზომიერი სიგანის, კარგად განვითარებული წარბზედა რკალებით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა: თვალსაჩინოდ მკაფიოდ გამოხატული. სახის ნაწილი: ცხვირი: კარგად პიგმენტირებული, შეხამებულია ძაღლის შეფერილობასთან, ფართო ნესტოებით. დრუნჩი: გრძელი, ფართე, ძლიერი და ღრმა, ოდნავ შესამჩნევი კეხით. ლაშები: სქელი, ყბებზე მჭიდროდ მომდგარი, სილოხის ნიშნების გარეშე, კარგადაა პიგმენტირებული - შეფერილობის შესაბამისად. ყბები და კბილები: კბილები მსხვილია, ყბები - ძლიერი, სრულყოფილი მაკრატლისებური თანკბილვით, როდესაც ყბის მიმართ მართობულად განლაგებული ზედა მჭრელები მჭიდროდ ფარავენ ასევე მართობულად მდგარ ქვედა მჭრელებს. კბილების რაოდენობა (42) შეესაბამება სრულ ფორმულას. თვალები: სასურველია იყოს, რაც შეიძლება მუქი; არც ღრმად ჩამჯდარია და არც გადმოკარკლული; ყურადღებიანი, ცოცხალი გამომეტყველებით. შეფერილი ქუთუთოები მჭიდროდაა მომდგარი. ყურები: საშუალო ზომის, მაღლა და ფართედ დასმული, არაა დახვეული. კისერი: საშუალო სიგრძის, ძლიერ კუნთიანი, ქეჩოში ოდნავ ამობურცული, ყელის მიდამოში - ხმელი, ღაბაბის გარეშე. ტანი: ზურგის ხაზი: მინდაოდან სწორხაზოვნად, ოდნავ დაქანებული. მინდაო: აზიდული. ზურგი: მძლავრი და კუნთიანი. წელი: მოკლე, ფართე და კუნთიანი. გავა: გრძელი და განიერი, ოდნავ დაქანებული, ძლიერ დაკუნთული. მენჯი - ფართო. მკერდი: განიერი და ღრმა; კარგად განვითარებული, გამობურცული წინა ნაწილით. მკერდის ძვალი ვრცელდება შეძლებისდაგვარად უკან. ნეკნები კარგადაა მორკალული. ქვედა ხაზი და მუცელი: მოხდენილი რკალის სახით თანდათანობით გადადის კარგად აკრეფილ მუცელში. კუდი: აგრძელებს ზურგის ხაზს, უჭირავს ჰორიზონტალურად ან ოდნავ აშვერილია, მაგრამ არაუმეტეს; ზედმეტად არც მსხვილია და არც წვრილი. სანადიროდ გამოყენებისთვის ამოკლებენ (ქვეყნებში, სადაც დამოკლება აკრძალულია კანონით, კუდი შეიძლება ბუნებრივი სიგრძისა დაუტოვონ. ამ შემთხვევაში, იგი უნდა აღწევდეს კოჭამდე და სწორი ან ოდნავ ხმლისებური ფორმისა იყოს). კიდურები: წინა კიდურები: ზოგადი დახასიათება: წინხედში სწორია და პარალელური, გვერდიდან - ტანქვეშ მოქცეული. მანძილი იდაყვიდან მიწამდე და მინდაოდან იდაყვამდე დაახლოებით თანაბარია. ბეჭი: ირიბად განლაგებული ბეჭის ძვალი კარგად ვრცელდება უკანა მიმართულებით. ძლიერ არის დაკუნთული, მხართან ერთად ქმნის კარგად გამოხატულ კუთხეს. მხარი: შეძლებისდაგვარად გრძელი, კარგად განვითარებული ხმელი მუსკულატურით. იდაყვი: ტანთან მიჯრილი, არც გამოშვერილია და არც დამალული. მხარსა და წინამხარს შორის შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული. წინამხარი: ხმელი, შვეულად მდგარი, ძვალსრული. მაჯის სახსარი: მტკიცე. წინა ტერფი: ოდნავ დახრილი. წინა თათები: მომრგვალო-ოვალური ფორმის, კარგად შეკრული; საკმაოდ სქელი, უხეში, მკვრივი და კარგად შეფერილი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას. უკანა კიდურები: ზოგადი დახასიათება: უკნიდან სწორია და პარალელური, მუხლისა და კოჭის სახსრებში კარგად გამოხატული კუთხეებით, სრულად განვითარებული ჩონჩხით. ბარძაყი: გრძელი, ფართე და კუნთიანი. მენჯთან შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული. მუხლი: ძლიერი, ბარძაყსა და კანჭს შორის კარგად გამოხატული კუთხით. კანჭი: გრძელი და კუნთიანი, თვალნათლივი მყესებით. კოჭი: მტკიცე. უკანა ტერფი: მოკლე და შვეულად მდგარი. უკანა თათები: მომრგვალო-ოვალური ფორმის, კარგად შეკრული; საკმაოდ სქელი, უხეში, მკვრივი და კარგად შეფერილი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას. მოძრაობა: გრძელი ნაბიჯისა და ძლიერი ბიძგის მეშვეობით ფარავს დიდ სივრცეს; წინა და უკანა კიდურებს ადგამს სწორხაზოვნად და პარალელურად; მოძრაობს გამართულად, ლაღად. კანი: მკვრივი, ტანზე მჭიდროდაა მიკრული, ნაოჭების გარეშე. ბალნის საფარი: ბალანი: ხისტია, უხეში, ტანზე კარგად მიჯრილი და ხშირი, დაახლოებით 2-4 სმ სიგრძის. თივთიკი ხშირია, წყალშეუვალი. ტანის მოხაზულობის აღქმას ხელს არ უნდა უშლიდეს წაგრძელებული ბეწვი. მისი სიუხეშისა და სიხშირის გამოისობით, ძაღლი მაქსიმალურადაა დაცული უამინდობისა და დაზიანებებისგან. კიდურების, ასევე მკერდისა და მუცლის ქვედა ნაწილები შემოსილია შედარებით მოკლე, მაგრამ უფრო ხშირი ბალნით. თავსა და ყურებზე ბეწვი მოკლეა, მაგრამ ამავე დროს - უფრო ხშირი და არანაკლებ უხეში. ამოშვერილი წარბები და კარგად განვითარებული, არცთუ ზედმეტად გრძელი და შეძლებისდაგვარად უხეში წვერულვაში ხაზს უსვამს დამახასიათებელ იერს. შეფერილობა: * ჭაღარა ყავისფერი, ფოთლებით ან მის გარეშე. * ჭაღარა შავი, ფოთლებით ან მის გარეშე. * ყავისფერი, მკერდზე თეთრი ლაქით ან მის გარეშე. * ღია ჭაღარა. სხვა შეფერილობები არ დაიშვება. ზომები: სიმაღლე მინდაოში: ხვადები: 61-68 სმ. ძუები: 57-64 სმ. ნაკლები: ნებისმიერი გადახრა ზემოთაღნიშნული მაჩვენებლებიდან, განიხილება ნაკლად და ფასდება გამოხატულების ხარისხისა და ძაღლის ჯანმრთელობაზე ან შრომისუნარიანობაზე ზემოქმედების შესაბამისად. სერიოზული ნაკლები (ხინჯები): * მოკლე, ვიწრო ან წაწვეტებული დრუნჩი. * სუსტი თანკბილვა (სრულად ან ნაწილობრივ მარწუხისებური). * ლოხი ქუთუთოები. * ჩავარდნილი ან კუზიანი ზურგი. * აშკარა გავამაღლობა. * აშკარად გამოყრილი ან დამალული იდაყვები. * უკანა კიდურების კასრისებური, ბატატურა ან ახლო-ახლო განლაგება, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას. * მუდმივი იორღა - ნაბიჯით ან ჩორთით სვლისას, გახევებული ან მოკლე ნაბიჯით მოძრაობა. * რბილი ბეწვი, თივთიკის არქონა. მადისკვალიფიცირებელი ხინჯები: * ფსიქიკის სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება - განსაკუთრებით, თოფის ხმის ან ნადირ-ფრინველისადმი შიში, სიავე, გაუწონასწორებელი აგზნებადი ხასიათი, შიშის გამო კბენა. * გადამცდარი ან ამომცდარი თანკბილვა, ასიმეტრიული თანკბილვა, კბილნაკლულობა გარდა P1-სა, ეშვების ძლიერ ახლო განლაგება. * ენტროპია(ჩაბრუნებული ქუთუთო), ექტროპია(გადმობრუნებული ქუთუთო), სხვადასხვა ფერის თვალები. * თანდაყოლილი მოკლე ან გატეხილი კუდი. * პიგმენტაციის ნაკლოვანებები. აშკარად გამოხატული ფიზიკური ნაკლოვანების ან ქცევითი გადახრების მქონე ძაღლი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: ხვადებს უნდა ჰქონდეთ გარეგნულად ნორმალურად განვითარებული და სრულად ჩამოშვებული ორივე სათესლე ჯირკვალი. |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#154
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#155
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რა ხდება,დრატჰაარის მოყვარულები საერთოდ აღარ დარჩნენ?
ან აქეთ ეს ჯიში,ან შეაგინეთ მაინც. არადა სულ რამოდენიმე წლის წინ ერთერთი პოპულარული ჯიში იყო საქართველოში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 20:52 |