დრათჰაარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

46 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topicStart new topic
დრათჰაარი
შადი შამოდი
პოსტი Mar 24 2010, 15:06
პოსტი #171


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთი ცნობილი ხალხური ლექსია: "აიმ მთაზედა თეთრი ქვა/ აპირებს ჩამოდნობასა,/ ბევრიც რო გყავდეს სეტერი,/ ვერ გიზამს დრათხარობასა!" newsmile05.gif მით უფრო, მეიხვე თუ ხარ და ძირითადად კოლხეთის დაბლობის ჭაობებში გიწევს ნადირობა - ზამთარში, ყინვაში და ა.შ. ასეთ პირობებში კარგი სეტერიც კი (იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), როგორც წესი, დრათჰაარს ვერ უტოლდება ამტანობასა და გამძლეობაში, როცა საათობით გაყინულ წყალში სირბილი და ცურვა უწევს და ხან დაჭრილის ყვინთვით ამოყვანაც. ჩემს დეიდაშვილს 40 წელია სულ ორ-ორი ძაღლი ყავს, დრათჰაარი და ინგ. სეტერი. ხშირად ვნადირობთ ერთად და ძალაუნებურად ვადარებ ერთმანეთს. თავიდან გორდონი ყავდა. მეც მახსოვს და თვითონაც ამბობს: ამ მხრივ, იმას თუ შეეძლო დრათჰაართან მეტოქეობაო. ეს რომ ასეა, ამაზე დასავლეთ საქართველოში დრათჰაარების პოპულარობაც მეტყველებს. ყნოსვას რაც შეეხება, სიშორით და სიმაღლით ზოგადად სეტერებს აქვთ უპირატესობა, თუმცა II ხარისხის დიპლომიანი დრათხაარებიცა გვყავს. ისიც სათქმელია, რომ ორიოდე წლის წინ ციციშვილის მემორიალი დრათჰაარმა მოიგო. წნორში ყავთ ამჟამად რუსეთიდან ჩამოყვანილი შესანიშნავი ძუ დრათჰაარი, რუსეთშივე აღებული უამრავი დიპლომებით, ბრწყინვალე ექსტერიერისა - ავსტრიელმა ექსპერტმა დააყენა რინგზე პირველი. საქართველოშია მისი შვილიც, მოსკოვიდან ჩამოყვანილი მაგარი ხვადი, მაგრამ ჩვენი უნიათობით საჯიშედ ისე ვერ ვიყენებთ, როგორც საჭიროა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 24 2010, 17:21
პოსტი #172


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დრათხარებს რაც შეეხება გამახსენდა კიდე ორი მაგარი ძაღლი კენჭიაშვილის"ნაბი" და კრავჩენკოს უმაგრესი ძუ"ადა"-2 მეორე ხარისხის დიპლომის მფლობელი,ეროვნული გამოფენის ჩემპიონი. "ადას" შვილი,სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს,მერე კბილები გაუფუჭდა,რომელმაც წავკისში გამოცდაზე ლამის პირველი ხარისხის დიპლომის მანძილი აჩვენა.

ასე რომ თავის საქმეში დრათხარს ბადალი არ ყავს,ძალიან გული მწყდება რომ დღეს მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 24 2010, 17:49
პოსტი #173


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო მემგონი ჩემმა პოსტმა შემოიტანა გაურკვევლობა newsmile05.gif
ჩემი პირველი ძაღლი დრათხარი იყო.იმის მერე კიდევ 2 დრათხარი მყავდა.გინდა ამის გამოც და გინდაც ამ ძაღლის შესაძლებლობების გამო მე ამ ძაღლის ასე ვთქვათ ფანი ვარ newsmile05.gif ძალიან სერიოზული ძაღლია წლის ყველა დროს სანადიროთ!!! უბრალოდ laval-ს დავეთანხმები ზაფხულში ცოტა უჭირს,მაგრამ თუ ახლოს წყალია არც ეს არის პრობლემა.დინჯი და მუშა,ჯანიანი და გამძლე მონადირეა!!!

ციტატა(qarqashadze @ 24th March 2010 - 11:18) *
ისე მე თუ მკითხავთ დრატჰაარი ერთერთი კარგი მონადირე,მომპოვებელი ჯიშია,და მახინჯი სულაც არ არის,უბრალოდ პოინტერივით ნაძერწი,დახვეწილი ფორმები არ აქვს.
იმ პირობებში სადაც ის წესით უნდა ნადირობდეს ეს მავნეც კი არის.


ამაში მგონი თენგომ ის იგულისხმა რო დრათხარის სანადირო ადგილები არის წყალი,ჭაობი,კამიშები,ჯაგები და სადაც შეიძლება უბედური სასიარულო იყოს.ამის გამო სეტერის ნაზი აღნაგობა და ბეწვი უფრო არასასურველია ვიდრე დრათხარის ჯაგარი და ძლიერი ტანი.ესე მგონია მე.
თენგოს დავეთანხმები,ეხლა მე რო პოინტერით მანადირო ალბათ არ მესიამოვნება,იმიტო რო მიყვარს დინჯი ძაღლები.მაგრამ პოინტერის ნადირობას რო უყურებ რა თქმა უნდა განსხვავებას ვხედავ ეს არის რაღაც კლასიკაა რა newsmile05.gif

moderirebulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Mar 24 2010, 22:36
პოსტი #174


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ყოველთვის ვერიდები ჯიშების შედარებას იმის მხრივ თუ რომელი ჯობია. დრათჰაარი მსოფლიოში მეძებარი ძაღლებიდან ერთერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია, ბოდიშის მოხდით, მაგრამ ბევრჯერ მითქვავს და კიდე გავიმეორებ--აქ ბევრი ახალგაზრდა გამოუცდელი მონადირე შემოდის და მრავალ საინტერესო ინფორმაციას იღებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ უაზრო(ბოდიში სხვა ვერაფერს დავარქმევ) პოსტების წერისგან.
ეხლა რაც შეეხება დრატჰაარს და საერთოდ კონტინენტალურებს: ისინი შესანიშნავი მონადირეები, ადვილი გასაწვრთნელები და საკმაოდ დამჯერები, ადვილად დასამორჩილებლები, რადგან ბრიტანელებისგან განსხვავებით აქვთ შედარებით გაწონასწორებული ფსიქიკა, ამტანები და ღონიერები, ნადირობენ როგორც ფრინველზე ასევე ნადირზე(მსხვილ ჩლიქოსნებზე და ტახზეც), აქვთ საკმაოდ მყარი და ლამაზი ნაბული, შესანიშნავად აპორტირებენ როგორც მშრალზე ასევე წყლიდან.
ყურადრებას გავამახვილებ დრატჰაარის ბეწვზე: დრათჰაარის ბეწვზე კინოლოგები და სელექციონერები მრავალი წელი თავდაუზოგავად შრომობდნენ და ასევე გრძელდება დღესაც, რომ მიეღოთ ისეთი, როგორიც ამჟამად აქვს--წმინდა გერმანულ დრათჰაარს. ასეთი სამოსი ძაღლს იცავს , როგორც სიცივისგან ასევე სიცხისგან, ვიმეორებ--სიცხისგან. იოლად შედის ეკალ ბარდში, ნაკლებად სველდება და მალე შრება განსხვავებით სეტერისა. ეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, უპირატესობას აძლევს დრათჰაარს სხვა ჯიშებთან შედარებით.
ყნოსვა: ნამდვილად სუსტი აქვთ ბრიტანელებთან შედარებით, მაგრამ ეს მათ ხელს უწყობს კვალზე მუშაობის დროს, რადგან უფრო გაწონასწორებულები არიან, ზედმეტი აღგზნებულობა და სიფიცხე მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 25 2010, 09:36
პოსტი #175


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



mgm
ციტატა(mgm @ 24th March 2010 - 23:36) *
რაც შეეხება დრატჰაარს და საერთოდ კონტინენტალურებს: ისინი შესანიშნავი მონადირეები, ადვილი გასაწვრთნელები და საკმაოდ დამჯერები, ადვილად დასამორჩილებლები, რადგან ბრიტანელებისგან განსხვავებით აქვთ შედარებით გაწონასწორებული ფსიქიკა,

ნება მომეცი ნაწილობრივ არ დაგეთანხმო.
დრათხარი სხვა ჯიშებთან შედარებით გამოირჩევა სიურჩით,ჯინიანობით,ზედმეტად აღგზნებადობით.ხშირად ზედმეტად ხმაურიანია.
დრათხარებში სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო ხშირად გვხვდება გაუწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლები.
მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს დრათხარის,როგორც კარგი მონადირე ჯიშის ღირსებებს.კარგი,გაწონასწორებ
ული ფსიქიკის მქონე დრათჰაარი შეუცვლელია
ზამთარშიწყალში,მაგარ ადგილებში,ჯაგში.
სიცხეს თავისი ზომების და თბილად ჩაცმულობის გამო ცუდათ იტანს,მაგრამ რა აუცილებლობაა მაინცდა მაინც პაპანაქებაში ინადირო?
ყნოსვას რაც შეეხება მე ჩემ წინა პოსტებში ჩამოვთვალე ის დრათხარები რომლებიც ინგლისურებს ყნოსვით არ ჩამოუვარდებოდნენ.
ეს მხოლოდ რაც ჩვენნ გვინახავს,და რაც არ გვინახია რამდენია?
საერთოდ ჯიშების შედარება არაკორექტულად მიმაჩნია. ყველა ჯიში გამოირჩევა იმ თვისებით,რომელიც მეორეს არ ან ნაკლებად ახასიათებს,ზოგს რა მოწონს ზოგს რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 25 2010, 10:30
პოსტი #176


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე კიდე, პირიქით, მიყვარს ასეთი "უაზრო" კამათები - ბავშვობა მახსენდება. სოფელი, რკინიგზისპირი და იქ შეყრილი საღამოს სასირზე მიმავალი გურული მონადირეები, იმათი: "აია, ბიჯო, ძაღლი? შეხედე, რაფერ პიწკად ადგამს, არ დამესვაროსო. გიზოას შეეხვეწე აგერ და ათხუებს კალოშებს, ერთი ზომა ფეხი აქვთ ორივეს". "აბა, შენი დრათხარია კაი, ღორივით რო წვანა ჭყაპოში?" იქ იყო ჯიშების დახასიათებები, თუ იყო. რა ტყუილს და მართალს აღარ ყვებოდნენ - ამან რო ის ქნაო და იმან რო დოუყვინთა და ორი იხვი ერთად ეჭირა პირშიო.. ძაღლი, ნადირობაზე მეტად, მე მგონი, იმ საუბრებმა შემაყვარა.
ხალხური ლექსის გამო კი, სეტერისტებს თუ გული დაწყდა ვინმეს, ვურჩევ, ბოლო სტრიქონებში რული მარცხნივ გადმოიტანოს, ანუ სეტერს და დრათხარს ადგილები შეუცვალოს: "...ბევრიც რო გყავდეს დრათხარი/ ვერ გიზამს სეტერობასა." newsmile041.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
laval
პოსტი Mar 25 2010, 15:45
პოსტი #177


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 59
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





ეს სურათები კი განწყობისთვის newsmile05.gif










Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giigi
პოსტი Apr 11 2010, 23:06
პოსტი #178


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას. დღეს ვარდების ბაღში ძაღლს ვასეირნებდი და ერთ ძუ მონადირე ლეკვთან შევჩერდით,მის პატრონს გამოველაპარაკე და მითხრა რომ ლეკვის გაჩუქება მინდაო.(ხშირად დავდივარ გასტროლებზე და ოჯახში არ უვლიანო.) მისი მშობლები კახეთში,სოფელ კარდენახში ყავთ და ანადირებენო.მგონი დედაზე მითხრა რომ იმპორტირებულია რუსეთიდანო. 2 დღეში ისევ მიდის. ცოტა დაჯერება მიჭირს არადა სახლში მყავს უკვე ერთი ძაღლი არადა გული ძალიან მწყდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Apr 12 2010, 17:45
პოსტი #179


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



giigi რა ჯიშისააა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giigi
პოსტი Apr 12 2010, 23:57
პოსტი #180


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



დრათხაარს ვგულისხმობდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Apr 13 2010, 00:18
პოსტი #181


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



giigi და როგორ დაუკავსჰირდე მაგ ადამიანს ხომ ვერ მეტყვი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giigi
პოსტი Apr 13 2010, 16:34
პოსტი #182


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე ვფიქრობ აყვანას და ვინმეს ჩავაბარო გასაზრდელათ ისე რომ მეც მივიღო მონაწილეობა. გუშინ ველაპარაკე, დაგიკავშირდებიო. მგონი ჯერ ვერ გადაუწყვეტია ტვიტონ იმ ტიპს რა ქნას.

შენ თავად გყაავს ძაღლები?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jun 12 2010, 20:20
პოსტი #183


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi





ეს ჩემი დრათჰაარი - ტასოა



ტასო და მაშო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jun 12 2010, 20:39
პოსტი #184


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
G_I_O_R_G_1
პოსტი Jun 26 2010, 11:34
პოსტი #185


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 24
რეგისტრ.: 26-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kutaisi



დადხარის ლეკივი ხო არ ყავს ვინმეს თუ ვინმე მიშოვის ნაგაზის ლეკვი ჩემზე იყოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

46 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 21:47