ვაიმარანერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

21 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
ვაიმარანერი, კიდევ ერთი კონტინენტალური მეძებარი
ღლიღვა
პოსტი Dec 24 2010, 18:37
პოსტი #51


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვეიმარული მეძებრები ერთ-ერთი უძველეს მეძებარia. ვარაუდობენ, რომ ჯიში ჩამოყალიბდa ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირვანდელი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობასა და ბეწვის სიგრძეში რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა. პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის.
ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, ბრაზიანობა და სიფხიზლე, ამიტომაც მათ განსაკუთრებით მეტყევეები ამრავლებენ. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ.
ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის.
არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. უკანასკნელ პერიოდამდე მიმდინარეობდა ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება, რაც ძირითადათ სანაშენე მწარმოებლების ნაკლებობით იყო განპირობებული. ბოლო წლებში მაქსიმალურად ცდილობენ განახორციელონ ხალასი შეჯვარება, და მიიღონ სამი დამოუკიდებელი ჯიში.
სტანდარტი:
ვაიმარული მეძებარი ელეგანტური, საშუალოზე მაღალი, პროპორციული აგებულების ძაღლია. ხვადების სიმაღლე 59-70სმ-ია, ძუების – 57-65სმ. წონა – 23-32კგ.
თავი – არისტოკრატული, საკმაოდ წაგრძელებული ფორმის, ტანთან პროპორციული შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული. დრუნჩი გრძელი, ბოლოსაკენ შევიწროვებული. ცხვირის წვერი განიერი. ღაწვები მკვეთრად გამოხატული. შუბლის კეხი ოდნავ ამობურცული.
თვალები – მომრგვალებული ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული. ბაციდან მუქ-ქარვისფერამდე სხვადასხვა ტონალობის.
ყურები – მაღლა განლაგებული, ჩამოკიდებული, საკმაოდ გრძელი, ბოლოში მომრგვალებული.
კისერი – დაკუნთული, ზომიერი სიგრძის.
ზურგი – სწორი, ოდნავ გრძელი, მაგრამ არა-სუსტი. ქეჩო კარგად გამოხატული. მკერდი განიერი და ღრმა, იდაყვებამდე დაშვებული. ნეკნები გამოკვეთილი, გავა გრძელი, ზომიერად წაკვეთილი.
კიდურები – ხმელი, დაკუნთული, სწორად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.
თათები – შეკრული, მომრგვალო ფორმის, წაგრძელებული შუა თითები დასაშვებია.
ფერი – ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები.
ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.
კუდი – 2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, რითაც სხვა მეძებრებისგან განსხვავდება. უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას.

http://www.ali.ge/index.php?option=com_con...&Itemid=191

მოკლებეწვიანი


ეს გრძელბეწვიანი

ვეიმარი მუშაობისას





ქართლ - კახეთის პირობებშიც ალბათ გაამართლებს


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 24 2010, 19:57
პოსტი #52


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საღოლ ღლიღვა კარგია! აი მალადეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 24 2010, 20:19
პოსტი #53


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ღლიღვა

ყველაფერი კარგია ვასოს დავენაცვლე, მაგრამ ვაიმარანერის თემა გვაქვს და ახალი რათ გახსენი?

ვიდზე მეც მაგრად მომწონს ეს ძაღლი, ვაფანატებ მაგის ლეკვზე, მაგრამ ნაბული აქვს რაღაცნაირი დამახინჯებული

ჩვენთან, უცხო ფერის და ექსტერიერის გამო ძირითადად დეკორატიულ ძაღლად ყავს ბევრს, და არა მონადირედ


თქვენის ნებართვით, თემას შევუერთებ ვაიმარანერის თემას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Dec 24 2010, 20:40
პოსტი #54


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus
კი დავით რა პრობლემაა ! ალბათ ვერ ვიპოვე და მაგიტომ დავდე ახლიდან ! ისე კი მართლაც კარგი ჯიშია, თანაც ორმაგი გამოყენების. ნაბულზეც დგება და დასდევს კიდეც !
ნუ ექსტერიერით ხომ მართლაც მაგარია, მაგრამ ცოდოა მისი "გადეკორატიულობა"

ისე ხომ მაგრა უხდება ჭალას ჰააა ! newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 24 2010, 23:06
პოსტი #55


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ღლიღვა

მე მაგ ძაღლის მხოლოდ ნაბული არ მომწონს, უშნო ნაბული აქვს ნამეტანი


ციტატა
თემა გადატანილია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 30 2011, 11:50
პოსტი #56


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



რატო არაა პოპულარული ჩვენსკენ ეს ძაღლი თუ ესეთი კაია ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iason
პოსტი Oct 31 2011, 10:32
პოსტი #57


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 216
რეგისტრ.: 5-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(kupra @ Jul 30 2011, 12:50) *
რატო არაა პოპულარული ჩვენსკენ ეს ძაღლი თუ ესეთი კაია ?

ჩვენთან საქართველოში,ახალი შემოყვანილი ჯიშია,ნაკლებად იცნობენ ამ ძაღლს,მის ხასიათს.ძირითადად ამერიკიდან,გერმანია, ავსტრია,ჩეხოსლოვაკია და მოსკოვიდან ჩამოყვანილი ყველა კარგი ექსტერიერის ძაღლია.რამდენადაც ვიცი მხოლოდ 60 ძაღლია კლუბში გაწევრიანებული,დანარჩენის პატრონებს თავის სიამოვნებისთვის ჰყავთ და არც მათი მუშა თვისებები,საველე გამოცდები და გამოფენები აინტერესებთ...საკმაოდ მაღალი ფასი აქს საზღვარგარეთ დაახლოებით ყველაზე დაბალი უკრაინაში 500$...როგორც ყველა ჯიშში აქაც არის შოუ კლასის და მუშა სისხლების.განსხავდება ამერიკული და გერმანული ხაზები,.ყველა ჯიშს ესაჭიროება სრულყოფა სელექციის მხრივ,ანუ მონადირე სისხლების ძაღლები არ უნდა შევაჯვაროთ არამონადირე და დივანის ძაღლებთან,შემდგომში პრეტენზია რომ არ გვქონდეს ცუდად ნადირობსო..გაწვრთნა დაგეშვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.რადგან ამ ჯიშთან ჩვენს მონადირეებს შეხება არ ჰქონიათ არ იცნობენ მის ხასიათებს ამჯობინებენ შეჩვეულ ჯიშებს). ნაკლებად პოპულიარობა ამით აიხსნება.მე თვითონ მყავს,მეც არ ვიცოდი ამ ჯიშთან მუშაობა,ასე თუ ისე ვერ გავითვალისწინე (გაწვრთნასთან დაკავშირებით;არ უნდა სცემო,არ უნდა გაათამამო)ადვილად იწვრთნება,ბევრი რამის სწავლება შეიძლება ამ ძაღლისთვის,აპორტირება სისხლში აქვს,ყნოსვა კარგი და ზუსტი,ნაბული მყარი,ცხოველს კვალზე მისდევს ყეფით,მოკლულის აპორტირებას აკეთებს.ჩემსას შევატყვე რომ ცხოველზე ბევრად აზარტულად მუშაობს..შეიძლება ჩემი შეცდომაა(ადრე ვანახე სანამ ფრინველზე მყარად დავაყენებდი)..გავიცანი რამდენიმე მფლობელი ვინც ძალიან კმაყოფილია თავისი ძაღლის ნადირობით,(ვიცნობ უკმაყოფილოებსაც...ეს პრობლემა ჩემის აზრით არასწორი მიდგომის ბრალია სელექციის და შერჩევის მხრივ)ნებისმიერი ჯიშის შეჯვარება გამრავლება და განვითარება უნდა მოხდეს სპეციალისტებთან შეთანხმებით,მომოვალში ბევრი კარგი ხარისხის და მუშა თვისებების ძაღლები რომ გვყავდეს საქართველოში...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 31 2011, 16:14
პოსტი #58


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



FreeX, ღლიღვა და დანარჩენებო!

ამ ჯიშს ქვია ვაიმარანერი და არა ვეიმარანერი!



iason
რომელ კლუბშია ამ ჯიშის სამოცი ძაღლი გაწევრიანებული?



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 31 2011, 16:44
პოსტი #59


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(AlekoN @ 31st October 2011 - 17:14) *
ამ ჯიშს ქვია ვაიმარანერი და არა ვეიმარანერი!


ეგ ისეთი ვარიანტია, აინშტაინი თუ ეინშტეინი


რუსებისთვის ვეიმარია და რუსულენოვანი ხალხი ყოველთვის ვეიმარანერს დაუძახებს newsmile05.gif ისე კი ვაიმარანერია სწორი, რათქმაუნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 2 2011, 00:03
პოსტი #60


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



Davitus

რუსები უცხო სიტყვებს როგორ ამახინჯებდნენ, რომ მივყვეთ, შორს წაგვიყვანს ეგ თემა...
ჩვენ, როგორც არარუსულენოვანმა საზოგადოებამ ანუ უბრალო მოკვდავებმა (რა ვუყოთ, ეგ უკვე ჩვენი ბრალი არაა newsmile058.gif ) ისე უნდა გამოვთქვათ ამ ჯიშის დასახელება, როგორც გერმანულად ჟღერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 2 2011, 00:05
პოსტი #61


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



AlekoN

აბსოლიტურად გეთანხმები!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Nov 2 2011, 00:09
პოსტი #62


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ღლიღვა
ციტატა(ღლიღვა @ Dec 24 2010, 19:37) *
არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. უკანასკნელ პერიოდამდე მიმდინარეობდა ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება, რაც ძირითადათ სანაშენე მწარმოებლების ნაკლებობით იყო განპირობებული. ბოლო წლებში მაქსიმალურად ცდილობენ განახორციელონ ხალასი შეჯვარება, და მიიღონ სამი დამოუკიდებელი ჯიში.


ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.


უხეშბეწვიანი ვაიმარული მეძებარი ბუნებაში არ არსებობს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Nov 2 2011, 07:05
პოსტი #63


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ლამაზი ანაჩეჩი რაღაა? wtfg.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iason
პოსტი Nov 2 2011, 16:00
პოსტი #64


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 216
რეგისტრ.: 5-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(AlekoN @ Oct 31 2011, 17:14) *
FreeX, ღლიღვა და დანარჩენებო!

ამ ჯიშს ქვია ვაიმარანერი და არა ვეიმარანერი!



iason
რომელ კლუბშია ამ ჯიშის სამოცი ძაღლი გაწევრიანებული?

ქალაქში მოძებნა ამ ჯიშის ძაღლები ქალბატონმა ლენამ,(თუ სახელი არ მეშლება)და თავის კლუბში კანდელაკის57-ში გააწევრიანა.ყველას აქვს საგვარეულო,სურვილი აქვს გადასცეს (სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთ საზოგადოებას)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Nov 2 2011, 20:39
პოსტი #65


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



კაი მუშა ხაზები ყაავს ვინმეს ეს ჯიში ისეთი მონადირეს გემოვნებას რო დააკმაყოფილებს მე არ ვიცნობ ამ ჯიშს და მაინტერესებს როგორია მინდორში?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

21 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2025 - 18:24