IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტბები მარაბდაში
(dila)adriano
პოსტი May 10 2010, 22:39
პოსტი #46


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გუშინ გახლდით მარაბდაში
ვიღებდით დოკუმენტურ ფილმს თევზაობის შესახებ
დანარჩენს აქვე მოგიყვებით

სოფელი მარაბდა მარნეულის გზაზეა და თბილისთან საკმაოდ ახლოსაა
იქვე ჩაედინება მდინარე ალგეთი
მდინარიდან შემოყვანილი არხები რამდენიმე ხელოვნურ ტბას კვებავენ
მათ შორის ყველაზე დიდია "მარაბდის წყალსაცავი"
რომელშიც დამერწმუნეთ საკმაოზე მეტად მძიმეწონოსანი სქელშუბლა და კობრის სანათესაო ბინადრობს
ბლომადაა კარჩხანაც
თუმცა გუშინ ალგეთისპირა პატარა (სიგრძე 100 მეტრამდე, სიგანე 20 მეტრამდე) ტბაზე ვითევზავეთ
თევზაობა ძირითადად მიმდინარეობდა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი"
თუმმცა ეს პრინციპი მხოლოდ თეთრ ამურზე ვრცელდებოდა
რომრლიც ამ ტბაში ხელოვნურადაა მოშენებული
და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს
წითელი ჭიიდან დაწყებული
სიმინდით გაგრძელებული და
ჩვეულებრივი მინდვრის ბალახით დამთავრებული ყველაფერზე იჭირება
თევზი ჯერ თეთრი ამურისათვის ძალიან მცირე ზომისაა (200-800 გრ)
თუმცა ტბაში ბლომადაა მდინარიდან შემოსული მურწა
ნაფოტა
თეთრულა

ტბის გარშემო უამრავი ფუნის მიუხედავად
ბუნება ულამაზესია

დავიჭირეთ ოცამდე ამური (მათგან მხოლოდ ყველაზე დიდი შეიწვა შამფურზე)
უგემრიელესი მურწები
და ბევრი ნაფოტა (რომელიც სხვა თევზებივით ყველა სატყუარაზე ეგებოდა. სიმინდზეც კი)

მოკლედ თევზაობა გაცილებით წარმატებული იქნებოდა
რომ არა რეჟისორ-ოპერატორები
რომლებიც განუწყვეტილ მათთვის საინტერესო პოზაში დგომას გვაიძულებდნენ

და კიდევ ერთი
შოთას მინდა მოვუბოდიშო
შეპირებული ვიყავი წაგიყვან მეთქი
მაგრამ ..........
შემდეგისათვის გადავდოთ

პ.ს
ფოტოებს თავის ვიდეოებიანად აუცილებლად განვათავსებ
მალე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2026 - 22:19