სადამდე შეიძლება, გაგრძელდეს მიწა-წყლის გაყიდვა? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სადამდე შეიძლება, გაგრძელდეს მიწა-წყლის გაყიდვა? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების მიერ საქართველოს ცამეტი ტბის ხანგრძლივვადიანი სარგებლობის მიზნით ერთობლივი სალიცენზიო პირობები შემუშავდა. გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულხან სისაურმა აუქციონის პირობების შესახებ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსებით, ტბებით, თევზის მრეწველობაში გვაქვს პრობლემები. ამის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში, 20 წლიანი სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოვაცხადოთ აუქციონი. გვინდა მოსახლეობა იყოს უფრო ინფორმირებული და აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ასევე ლიცენზირებისთვის გამოდის ტყის მასივები. ნებისმიერი ბუნებრივი რესურსით სარგებლობაში, თუ ინვესტორების მხრიდან მისი გონივრულად გამოყენების და ინვესტიციების ჩადების ნება არსებობს, ჩვენ ორივე სამინისტრო მზად ვართ მსგავსი წინადადებები განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ ბუნებრივ რესურსებში მსგავსი ტიპის ინვესტიციებს. ჩვენ მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. „ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ თევზჭერის მიზნით გამოცხადებულია აუქციონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 13 ტბაზე, ასევე ხე-ტყის დამზადების მიზნით აუქციონი 13 ტყის მასივზე. მინდა გითხრათ, რომ ფასები არის საკმაოდ დაბალი. მოსახლეობას და ამ სახის ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში, იაქტიურონ. ყველაზე მცირე ტბებზე საწყისი ფასი არის 10 000-ს ზემოთ, აუქციონის პირობებიდან გამომდინარე ის კონკურენციის შემთხვევაში გაიზრდება.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულხან სისაურმა. აუქციონზე გამოტანილია სანატას, ახმაზის, გედესან გიოლის (შიშველი), ზრესის, სულდის, სამსარის, უძირო, პანტიანის, კაიშაურის ტბები და ალგეთის, ლიპის, სიონისა და ტყიბულის წყალსაცავები. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ტბების სარგებლობისთვის აუქციონი 16 ივლისს გაიმართება. გოგა ხაჩიძის და სულხან სისაურის განმარტებით, ტბები რეკრეაციულ ფუნქციას შეინარჩუნებს და სპორტული თევზაობა ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელი იქნება. მოსახლეობისთვის ამ ტბებით სარგებლობისას რაც იყო უფასო, ის დარჩება კვლავ უფასო. საქართველოს ყველაზე დიდი ტბების აუქციონზე გატანისთვის გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს. http://moe.gov.ge/?site-path=mainnews/news&id=1647 ხო არაა შემთხვევით იმის დრო რომ გაჩერდეს ამდენი რამის გაყიდვა? ცოტახანში არცერი ველური ბუნება აღარ გვექნება.... იქნებ არ გვინდა ამ "აკვარიუმებში" თევზაობა? განა ის ვინც ამას იყიდის იქ თევზს მომრავლებს? თუ თვალუწვდენელ ბადეებს გადაჭიმავენ? როგორც ჯინვალზეა? მითუმეტეს არა კერძო ტბაა... სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე უსამართლოდ ეს ყოველივე? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th September 2025 - 01:46 |