FAUSTI STEFANO |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
FAUSTI STEFANO |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ქალაქი ბრეშია , იტალიის ჩრდილოეთით ერთ ერთი საიარაღო ქალაქი მსოფლიოში, უდაოდ მთავარი კი იტალიაში. ამ ქალქში მდებარეობს ირტალიური იარაღის წარმოების ძირითადი მუხტი. არც ფაუსტი სტეფანოა გამონაკლისი. ![]() ![]() ჯიოვანნა ![]() და ბარბარა ![]() ბარბარა და ელენა აკონტროლებენ წარბოების ხარისხს და იარაღის ექსპორტს, ხოლო ჯოვან კი ფირმის შიდა პოლიტიკასა და გაყიდვბს. ისტორიისთვის ცნობილია რომ, ადრეულ ეპოქაში მეეფი და მონარქები, სახელმწიფოს გაძლიერებსა თუ მტრის შემოერთების მიზნიტ მიმართავდნენ საუკუნოდ გამოცდილ ხერხს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალიშვილებს სხვა სახელმწიფოს პრინცებზე ან პირიქით, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქორწინება წმინდა პოლიტიკური ხასიათის გახლდათ....ვერ ვიტყვი რომ ასეთივე მიზანი დაისახა ფირმამ (ხომ შეიზლება წმინდა გრძნობით შეუღლება) მაგრამ 1974 წელს ბარბარა ფაუსტი დაქორწინდა ფაბიო რიცინიზე (RIZZINI) ცნობილი საიარღო ბრენდის EMILO RIZZINIS ერთ ერთ მეპატრონეზე, რის შემდეგაც ფირმამ შეიერთა რიცინის საიარაღო საწარმო, ეს უკანასკნელი კი მთლიანად გადავიდა ფაუსტი სტეფანო დაქვემდებარებაში. უნდა აღინიშნოს რომ იტალიაში არსებონბს იარაღის მწარმოებელი რამდენიმე ფირმა სახელწოდებიტ რიცინი(RIZZINI) ! მაგრამ ხოოლოდ ემილიო რიზინის აქვს საკმაოდ ორიგინალიული და განმასხავვებელი ნიშანი, გერბი ორთავიანი არწივის გამოსახულებით გაშლილი ფრთებით, რომლსაც ბრჭყალებში უჭირავს ლათინური ორი ასობგერა R E . დღეს დღეობით ფირმას ხელმძღვანელობენ ორი ძმანი ფაბიო და კლაუდიო რიცინი. ![]() იტალიაში იარაღის წარმოება გრიგალისებურად მიმდინარეობს, რასაც საფუძვლად ემყარება უმარლესი ხარისხის სიარაღო მასალა , ეს კი სუპერ თანამედროვე დაზგა დანადგარებს...არც ფაუსტია გამონაკლისი, საწარმო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, თექნიკის ბოლო სიტყვით! მაგრამ მიუხედავად ამისა თოფევის აწყობა გამართვა თუ ცალკეულილ დეტალების შეერთება, მკაცრად ადამიანის გამოცდილი ხელების მიერ მიმდინარეობს. ხელით ნამუშევრობის კოეფიციენტი სხვა მწარმოებლებთან შედარებით ძალიან დიდია. ფაუსტი პროდუქციის შესაიშნავი ასორტიმენტით გამოირჩევა. კომპანია უშვებს როგორც ბოკფლინტებს ასევე ჰორიზონტალურ ლულიან თოფებსაც, აქვს ერთი მოდელი ნახევრად ავტომატური თოფის და რაც მთავარია კომპანია იმ მცირე რიცხოვნთა სიაშია ვინც დღესაც არ წყვეტს გარეჩახმახიანი თოფეის კეთება.... ფაუსტუ უშვებს ორი ჩაკეტვის სისტემის მქონე ბოფქფლინტს: ზედა ჩაკეტვის სისტემით, სადაც ჰორიზონტალური ღერძი აფიქსირებს შვერილებს. მოდ. VOLO . ვოლო ქართულად ნიშნავს გადაფრენას. ![]() volo delux ![]() და ქვედა ჩაკეტვით მაგალიტად მოდ. ლიდერი. ![]() ![]() ეს მოდელები გამოდის როგორც სანადირო ასევე სპორტული დისციპლინებისთვის. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს, 12 დან 410 მდე. ლულების სიგრძე სტანტდარტულია 760, 710, ან 660. ფირმა უშვებს ასევე თოფებს ე.წ. სლაგს slug , ბოლო დროს ძალიან პოპულარურლს, მოკლე ლულებით 585 სმ ით. სასხლეტ დამცემი მექანიზმი თოფებსი ნაირგვარი კონსტრუქციისაა, როგირც ერთი ასევე ორ სასხლეტიანი მექანიზმებით(ამასთან ერთ სასხლეტიანი მექანიზმები გხვდება როგორც ბოქფლინტებში ასევე ჰორიზონტალურ ლულებიან თოფებში) ![]() ჰორიზონტალური თოფები გამოდის როგორც ბოქსლოკები ასევე გვერდით დაფებზე დამონტაჟებული საკეტებით, ეწ საიდლოკებით, მაგალითად მოდელი სტილი STYLE . ეს უკანასკნელი ეწ. ბოქსლოქია, ანუ კონდახის ყელში მოთავსებული დამცემ სასხლეტი მექანიზმით. ![]() "სტაილს" გამოდის ასევე დეკორატიული, ფალშ დაფებით რომელიც საკმაოდ ლამაზი იმიტაციაა სრული საკეტების. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 დან 410 მდე. კიდევ ერთი მშვენიერი ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი მოდელი დეა ( DEA ). აიგივე მექანიზმითაა აღჭურვილი და გამოდის ნებისმიერი კალიბრის. "დეას" გააჩნია ლულების სიგრძის დიდი არჩევანი 600 მმ-იდან - 760 მმ-დე. ამ მოდლეს უპირატესად "თახვის კუდის" ტიპის ტიპჟირი აქვს ![]() "დეა" ფალშდაფებით ![]() ჰორიზონტალურ ლულიან თოფებს არავითარი საცვლელი ჩოკები არ გააჩნიათ არამედ მუდმივი სალულე შევიწროებებითაა არჭურვილი. და საერთოდ ფაუსტი სტეფანოს თოფებში საცვლელი ჩოკებით გააჩნია კალიბრები 12 და 20 სხვა კალიბრებში არავითარი მობილჩოკი არაა გამოყებნებული ! და რათქმაუნდა გარეჩახმახიანი classic el gold. ყალიბი 12, 20. ლულების სიგრძე: 68სმ ; 71სმ ან 76 სმ-ი ![]() კომპანია აგრეთვე უშვებს ნახევრად ავტომატური სისტები თოფს "პროგრესს" ( PROGRESS) ![]() პროგრესი 12 ყალიბის ნახევრდ ავტომატური თოფია, სავზნე 76მმ-ია, ლულის სიგრძე 710 მმ, თოფის საერთო წონა 3,1 კგ-ია, მისი კოლოფი მსუბუქი შენადნობსაგანაა დამზადებული, ERGAL 55. სავაზნის მოცულობა 2 ან 4 ვაზნიანია. ავტომატური გადატენვა ხდება დენთის წვის შედეგად გამოყოფილი აირების საშუალებით. ლულა არჭურვილია ჩასახრახნი ჩოკებით. ეხლა კი შევეხოთ არა ნაკლებ საინტერესო საკითხს კონდახსა და ტიპჟირს.... ფაუსტი თავის იარაღზე რათქმაუნდა მაღალი ხარისხის კაკალს "აყენებს", როგორც მშობლიურს ასევე ინპორტულს. მგრამ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ მსოფლიოში მაღალხარისხოვანი კალის რაოდენობა კატასტოფულად კლებულობს და თანდათან უფრო დეფიციტი ხდება, ბევრ პირველხარსიხოვან ფირმას აქვს სადარდებელი საკონდახე მასალის სახით.....თუმცა გენიალურმა იტალიელმა კონსტრუქტორ ინჟინრებმა და გამომგონებლებმა საიარაღო სფეროში მონახეს გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან, კაკლის კონდახის ზედაპირზე სპეციალური საღებავითა და შესაბამისი ტექნოლოგიით, დაიტანება უმაღლესი ხარისხის კაკლის სტრუქტურა(არავითარი შპონი)ამ ტექნიკას ქვია XTRA WOOD, ამ ტექნიკის თავდაპირველ გამოყენებას ბერეტას მიაწერენ. ნახატი იმდენად მაღალი დონისაა და რეალურია რომ გამოცდილ პროესიონალ მეკონდახეებსაც უჭირთ მათი გარჩევა. ![]() აქედან გამომდინარე ფირმა იყენებს ამ ტექნოლოგიას თავის ერთ ერთ მოდელში ალბიონი ALBION, შესაბამისად შედარებით მასიური და ოდნავ დაბალი ხარისხის საკონდახე კაკალს, რომელიც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ გადის შრობასა თუ სხვა ტექნოლოგიურ ციკლს ვიდრე გახდება საკონდახედ გამოსადექი, საერთო ჯამში კი ძალიან მტკიცეა და არაფრით ჩამოუვარდება სხვა მაღალი კლასის კონდახებს გამძლეობაში....თუმცა ამაში დრომ უნდა დაგვარწმუნოს. ALBION ![]() რაც შეეხება ალბიონს შედარებით ახალი მოდელია, აღჭურვილია ინერციონური ერთ სასხლეტიანი მექანიზმით. საყურადრებოა რომ მოდელი ალბიონი მხოლოდ ინგლისში ინპორტირდება სახელწოდებით ფალკონი Falkon(შევარდენი) დაახლოებით ალბათ გასაგებია თუ რა მიზეზით გადაერქვა მოდელს სახელი ...თოფი ხომ ნისლიან ალბიონში იყიდება. წელიწადში ფაუსტი სტეფანო აწარმოებს 8 000 ერთეულ თოფს, მათგან მხოლოდ 1 000 ცალია ჰორიზონტალური ლულებით დანარჩენი შესაბამისად ბოქფლინტი. პროდუქციის 75 % ნადირობისთვისაა განკუთვნილი. 25 % კი სპორტული თოფებია. როგორც ირკვევა დები თავად გახლავთ აზარტული მონადირეები და სასტენდო სროლის მოყვარულები... ![]() ყველაზე საოცარი კი ისაა რომ ფაუსტი სტეფანოს წარმოებული თოფების მხოლოდ 10 % რჩება იტალიაში დანარჩენი კი გადის ექსპორტზე. ალბათ ეს ერთ ერთი განმსაზრვრელია ფირმის უზარმაზარი წარმატებისა.... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მაგარია ნიკუშ!! აქ დასამატებელს არც არაფერს ტოვებ! კარგია ბრატ!! სხვათა შორის ჩვენთანაც იყო გაყიდვაში ფაუსტი მაღაზია მაგნუმში ქონდათ! კარგი იარაღია!!
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
hunter777
მართლა კარგი სტატიაა მაგნუმში ქონდათ მეც მახსოვს. ისე ძალიან მაინტერესებს, საქართველოში კარგი იარაღები რომ შემოდის საკმაოდ მალე იყიდება და მერე სად მიდის, სახლებში უდევთ? ნადირობის დროს იშვიათად შემიმჩნევია ვინმეზე კარგი იარაღი და თუ მართლა სახლში უდევთ რა აზრი აქვს ყიდვას, სილამაზის გულისთვის თუ ყიდოლობენ არ ვიცი და ანტიკვარების რიგშიც არ გადის ეს იარაღები |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეგეთი თოფები..პირადად ჩემთვის, ხელოვნების ნიმუშებია.........როგორც კარგი სურათი ისე აღვიქვავ..რათქმაუნდა ხანდახან სროლითაც უნდა ისიამოვნო, მაგრამ მინდორში და ტყღრეაში სათრევად ნაღდად მეცოდება..
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,038 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: naxalovka ![]() |
ვიტო
ეგეთი თოფები ვისაც აქვს საქართველოში არც ნადირობს ალბად ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მადლობა გაიხარეთ
ჩვენ ფორუმელს აქვს ფაუსტი სტეფანო მოდ. ელეგანტი( გეოჟორიკას) ვიტო ხალხი მაგრად ყიდულობს მაგრამ, ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ ნადირობის დროს ასეთ მონადირეებს რაც მაგ მაგაზიაში იყო დაახლოებით 20 თოფი სულ გაიყიდა დარჩა ერთი ცალი ![]() აუ ეხლა რა ვიცინე , მაიმარკეტზე ვიყავი სესული და ტიპს უწერია იყიდება ბელგიური თოფი ზაუერიო ![]() ![]() ![]() ფასსზე კიდე უფრო ვიცინე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ჰოო მაგაზე მეც ვიცინე ზაუერიო და ბელგიურიო! რათ უნდა ეხა მაგას ეგ თოფი?
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მე მაქვს ფაუსტი , კმაყოფილი ვარ მთელი ოჯახით და ვნადირობ კიდევაც
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 274 რეგისტრ.: 4-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisisaburtalos 33 ![]() |
მე ვიცი რამოდენიმე ვისაც აქვს მაგარო თოფები ,საერთოდ არ გაუსვრიათ.
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
geojorjika
შენ არ მიგულისხმიხარ გიო ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ყოჩაღ ნიკა! სრულფასოვანი თემაა!!!
რიცინის ოჯახის სხვა წევრებიც საკმაოდ ძლიერები არიან. |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დიდი მადლობა
მაგ თემებსც შევეხებით აუცილებლად |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 7-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
FAUSTI STEFANO ს იაფიანი მოდელს სად ვნახვ....? და რაგირს.....?
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ყველგან სადაც ფაუსტი იყიდება ! მაგრამ საქმე იმაშია რომს საქართველოში ჩამოტანილი იაფიანი მოდელები რატომღაც ძალიანაც ძვირი ღირს ხოლმე.
მოკლედ ფაუსტის ფასებს რომ დავაკვირდი ჩვებთან თითქმის ყველა თოფი 700-800 $-ით მეტი ღირს, ვიდრე ნამდვილი ფასია. ფაუსტები იყიდება გაგარინზე "კალიბრში" და მის ფილიალებში |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 7-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და ფასი რააქვს ?
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:53 |