ბაშქოი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბაშქოი |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ხალხნო თევზაობის დაგეგმვები და ამდაგვარი საუბრები ან მირადში ან სხვა თემაში გთხოვთ
ეს თემაც გასუფთავდება |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
goxnari
გაიხარ |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ამაღამ დავისვენებ და
ხვალ დაწვრილებით გიამბობთ ჩვენ თავგადასავალს და თავად ბარეთის ტბის (რომელსაც ბაშკოის ეძახით) ამბავს. ![]() საათია რაც ჩამოვედი |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 18-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi to ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საკუთარ თავში მოგზაურობის შემდეგ
ყველაზე საინტერესო მოგზაურობა რუკაზე მოგზაურობაა ![]() კუსმოსურ რუკებზე არაფერი რომ არ ვთქვა (სხვა თემაა) საქართველოს რუკაზეც შეიძლება აღმოაჩინო შენში ჩასახლებული პრჟევალსკი ან მიკლუხო-მაკლაი ![]() მითუმეტეს არსებობს სატელიტური რუკების საიტი wikimapia.org სწორედ ამ საიტზე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა თრიალეთის ზეგნისაკენ კერძოდ ბარეთის ტბისკენ GOOGLE -ის საძიებო სისტემით ვიპოვნე ყველა ვებ გვერდი სადაც ასე თუ ისე ნახსენები იყო ბარეთის ტბა ან თქვენებურად "ბაშქოი" პიემებით გავესაუბრე რამდენიმე ამ ტბის "პიარშიკ" მეთევზეს და ყველამ ერთხმად დამიდასტურა რომ ბარეთის ტბა საქართველოში ბრაკონიერებისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტბაა რომ თავად ტბის გეოგრაფიული მდებარეობა დაბალი სიღრმე და ხშირი მცენარეული საფარი ძალაუნებურად განიზიდავს ბრაკებს რომ ტბა კარჩხანად დუღს (ერთ-ერთმა საზანის დიდი რაოდენობით არსებობაც კი დამიდასტურა) და ყველამ ერთი აუცილებელი პირობა დაასახელა: ნავი ნავი გავჩითეთ ![]() ღამით დახუჭული ქუთუთოების ქვეშ შემოპარულმა გიგანტურმა კარჩხანებმა და სხვებმა მართალია ძილი დამიფრთხეს მაგრამ ღამის 4 საათზე უკვე ჩაცმული ვიყავი და ოთხივე ანკესი იღლიებს ქვეშ მყავდა ამოჩრილი იმღამინდელმა კოკისპირულმა წვიმამ კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა ჩვენს მოგზაურობას დავიძარით ჯერ წყნეთი-ბეთანია შემდეგ ახალი პანტიანი - ორბეთი მერე დიდი თონეთი - მანგლისი ჩავუხვიეთ ქვევით და ასფალტიანი გზაც დამთავრდა ბუნება? მგონი აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებას ასე არასდროს მოვუხიბლივარ ![]() ![]() მაშინ უკვე სერიოზულად ინანა იმან ![]() ვისაც ძალიან ვთხოვე შენი კარგი ფოტოაპარატი წამოიღე მეთქი არც ძილი გვახსოვდა და არც ტბაში "დაბმული" კარჩხანები გადავიარეთ მდინარე ალგეთი მდინარის ანკარა წყლის დანახვის შემდეგ ყველას ერთი აზრი გაუჩნდა: ხომ არ გავჩერდეთ აქ? ამაზე უკეთეს სათევზაო ადგილს სხვაგან სად ვიპოვნით-თქო. მაგრამ იმ დღეს თევზზე მთავარი მოგზაურობა იყო გავიარეთ გვირილად მობიბინე მთის ფერდობები დროებითი ფერმები გოხნარის ტბიდან გამომდინარე ღელისპირა წყაროს წყალი დავლიეთ და ისევ წინ მალევე გამოჩნდა სოფელი იმერა სოფლის სახლებს აშკარად ეტყობათ არაქართული წარმოშობა თუმცა სოფლის დათვალიერება სამომავლოდ გადავდეთ და ბარეთის ტბისკენ გადავუხვიეთ გადასახვევში დგას აბრა რუსული წარწერით "ბაშკოვო" ასე ეწოდება სოფელს რომელიც ტბის შორიახლოსაა სულ რაღაც ათიოდე წუთი და გამოჩნდა ლელიანით გარჩემორტყმული საკმაოდ მოზრდილი ტბა ვთქვი მოვედით პირველ რიგში შევჩერდით ჩვენი "გოხნარი"-ს მიერ მითითებულ არხთან (ეს არხი სამოცდაათიან წლებში გაიყვანეს ტბიდან რამაც წყალსატევის დონე რამდენიმე სანტიმეტრით დასწია) არხი წარმოადგენს ბალახით დაფარულ პატარა ღელეს იქ თევზაობა ამხელა გზაზე წამოსული ხალხისთვის ცოტა შეურაცმყოფელი იყო (ან როგორ უნდა გვეთევზავა?) ამიტომ გავაგრძელეთ გზა ტბის გარშემო რათა დაგვეძებნა ლელიანისგან გათავისუფლებული ადგილი ნავის შესაცურებლად და ნაპირიდან სათევზაოდ ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო გაგიკვირდებათ და ტბის გარშემო არც ერთი ბოთლი სიგარეტის კოლოფი პოლიეთილენის პარკი არ შეგვინიშნავს ყველაფერი მიუთითებდა იმაზე რომ ჩვენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ტბაზე ვიმყოფებოდით. პირველი ცოცხალი არსება რაც შეავამჩნიეთ იყო ნაცრისფერი წერო იგივე Grus grus თუმცა მთავარი ნაცნობობა ჯერ კიდევ წინ იყო სათევზაო ადგილის ძიებაში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ტბის პირას ყველამ აშკარად დავინახეთ მეთევზის თავი გადავწყვიტეთ მივსულიყავით მასთან და რჩევაც გვეკითხა თუმცა 15 მეტრითაც არ ვიყავით მიახლოვებული როდესაც "მეთევზემ" ფრთები გაშალა და ........ ერთხმად: "ბოზიშვილი ვიყო" აღმოგვხვდა ![]() უზარმაზარი არწივი...... მანქანა შორიახლოს გავაჩერეთ და წყალსატევისკენ დავეშვით არწივის ნახვამ მისტიურ განწყობაზე დაგვაყენა და ტბიდან მომავალ ყველა ხმას გულისყურით ვუსმენდით (ხმები კი იცოცხლე) ![]() ერთმა ისიც თქვა ამ ტბაში ლოხ ნესი რომ გაგვეძროს არავის გაუკვირდესო ![]() სანაპირო ლელიანისგან თავისუფალი იყო და სათევზაოდ საკმაოდ ნორმალურადაც გამოიყურებოდა (ნუ ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყნად) ![]() ყოველი შემთხვევისათვის ნავის შესაცურებლად გამოდგებოდა ანკესის გაწყობამდე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ადგილობრივი ენტომოფაუნა (მწერები) წყალში ბლომად იყვნენ ჩემთვის უცნობი უხერხემლოები და კიბოსნაირები კოღოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია (მაგრამ არ იკბინებოდნენ) ![]() იქვე სანაპირო ქვაზე ვიპოვნე მოზრდილი წურბელა რომელიც სასწრაფოდ ჭიების ყუთში გავამწესე ![]() ახლა რაც შეეხება თავად ტბას პირველი წკიპურტი მისი მხრიდან მაშინ მივიღეთ როდესაც "პრიკორმკა" დავამზადეთ და მასში სანაპიროს ნიადაგის გარევაღა გვრჩებოდა ჩემდა გასაოცრად ტბაში ნიადაგის ფენა საერთოდ არ აღმოჩნდა ამის მთავარი მიზეზი კი ისაა რომ წყალსატევი ეგრეთწოდებულ სინკლინურ მულდეშია განლაგებული გასაგებად რომ ავხსნა სინკლინური მულდე გახლავთ გეოლოგიური ტერმინი რაც ერთი მთლიანი ქანის ოვალურ დაწევას ნიშნავს ტბის ფსკერი მთლიანად კლდეა ხოლო ტბის სიღრმე არამგონია რომელიმე ადგილას მეტრს აღემატებოდეს ასეთ ფსკერს არ გააჩნია ღრმულები ან რამე მსგავსი ის მთლიანად ერთ დონეზეა მოსწორებული შემდეგი წკიპურტი რომელიც ტბამ გვითავაზა იყო ის რომ ნავით გასვლის შემდეგ წყალსატევის მთელი ზედაპირი მცენარეებით დაფარული აღმოჩნდა ის შორეული ადგილებიც კი რომლებიც ნაპირიდან თითქოს სუფთა ჩანდა სიღრმე მეტრს არსად არ აჭარბებდა ახლა თევზაობა: პირველი კარჩხანა იქვე ნაპირიდან დავიჭირეთ ის იყო პატარა თუმცა წურწკურით სდიოდა ქვირითი შემდეგი კარჩხანა უკვე მე ამოვიყვანე ისევ ნაპირიდან წონა 300 გრამამდე მას მოყვა ერთი 200 გრამიანიც და შემდეგ სრული მდუმარება ნავით თევზაობა ოდნავ შედეგიანი იყო დავიჭირეთ 2 კილომდე თუმცა პატარები შუადღისთვის ეგ პატარები ნაპირსაც მოაწყდნენ და 3 კილომდე მანდაც დავიჭირეთ მოკლედ თევზაობა დიდი ვერაფერი (შეიძლება ქვირითობის ბრალიც იყო) ![]() თუმცა როდესაც კარჩხანის დასაჭერად მიდიხარ მაინცდამაინც სათევზაო წარმატებებზე არ უნდა გქონდეს აქცენტი გაკეთებული ჩვენთან ერთად თევზაობდა 12 (დავითვალე) არწივი ისინი ჩვენსგან რაღაც 20-25 მეტრში დაფრინავდნენ (საერთოდ არ ეშინოდათ) მერე იყო არაყი და საბუნებისმეტყველო სადღეგრძელოები ![]() ვაღიარეთ რომ წამოსვლა ღირდა თუნდაც არწივების ხათრით თუნდაც იმის ხათრით რომ საღამოს ხუთი საათი ისე შესრულდა კაციშვილი არ შეგვინიშნავს ახლომახლო მოკლედ ამ ტბაში შეუძლებელია ყოფილიყო კარჩხანის გარდა სხვა თევზი ლეგენდები კობრისნაირებზე მხოლოდ ლეგენდებია ისინი ვერ იარსებებენ ისეთ წყალსატევში რომლის ფსკერზეც არაა ნიადაგი კარჩხანა კი ბლომადაა (ალბათ) თუმცა ისინი პურს და სიმინდს პირს არ აკარებენ და მხოლოდ ხორცეულს გეახლებიან (ამ მარხვაშიც კი ![]() (ბოლოს როდესაც ჭია დაგვიმთავრდა ძეხვის ნაჭრებზე ვიჭერდით) ერთადერთი ნაკლი ამ მოგზაურობისა ის იყო რომ ფოტოაპარატი არ წაგვიღია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
ძაან მაგარი სტატიაა გაიხარე,ასე მეგონა მეც იქ ვიყავი,მაგარია
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
შენიშვნა: ეგ ლიპა არ ყოფილა გუგლზე ვნახე და ლიპა სულ სხვა მხარეს არის.ჯეიჰანის გზა რომ უხვევს მაქეთ არის და არც ვიცი რა ტბაა.იცით ვინმემ რა ქვია?ივანოვკასთან არი.
|
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 18-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi to ![]() |
ივანოვკაზე მე ვარ ნამყოფი, სოფელ ივანოვკაშია და როგორც მახსოვს ორი ულამაზესი კუნძულიც აქვს მაგ ტბას.
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
ივანოვკაზე მე ვარ ნამყოფი, სოფელ ივანოვკაშია და როგორც მახსოვს ორი ულამაზესი კუნძულიც აქვს მაგ ტბას. დაგიჭერია მანდ რამე?კიიი ძაან ლამაზი ტბაა 2 კუნძულით.ეგეთ მაგარ ადგილას არასდროს არ ვყოფილვარ,სილამაზით დაგლიჯა.თან ისე იჩითება რომ ჯერ არ ჩანს და უცებ მაგარი სილამაზის ტბა ეძრობა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
goxnari
დადე აბა გუუგლიდან მაგ ტბის სურათი |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
(dila)adriano
გაიხარე ასეთი ლამაზად საკითხავი რეპორტისთვის ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 152 რეგისტრ.: 18-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi to ![]() |
დაგიჭერია მანდ რამე?კიიი ძაან ლამაზი ტბაა 2 კუნძულით.ეგეთ მაგარ ადგილას არასდროს არ ვყოფილვარ,სილამაზით დაგლიჯა.თან ისე იჩითება რომ ჯერ არ ჩანს და უცებ მაგარი სილამაზის ტბა ეძრობა ![]() დაჭერით ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, მაგრად ციოდა, აქ რომ გაგანია ზაფხული იყო და მაგრად ცხელოდა, იქ ხეებს კვირტები ახალი დამსკდარი ქონდა, მანდ ალბათ ივლისიდან კარგი იქნება. თევზი მართლაც ბევრი ყავს თანაც კარგი ეგზემპლარები. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 10:50 |