გონჩავიკებს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
გონჩავიკებს |
![]()
პოსტი
#326
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
გამარჯობათ გონჩატნიკებო, რამდენიმე დღე მომიწია სოფელში ყოფნა და გავატარე ჩემი ლეკვიც (ესტონკა) ნორმალური სისხლების და ნორმალური ლეკვია, პირველ დღეს მაგრად დაიწყო ჩალიჩი კვალზე მარა კურდღელი ვერ ვნახეთ, მეორე დღეს წავიყვანე დიდ ძაღლთან მარა უვარგისთან ,მოკლე მეტრაჟიანთან, იმან ტურა იპოვნა და 5 წუთში თავი დაანება, ეს ჩემი ლეკვი კიდე სულ მეორეთ იყო სანადიროთ და 30 -35 წუთი სდია წივილით მარა ხმა არ მომწონს სულ ერთ ხმაში ყეფს, 8 თვის არის ეხლა და მეორე გაყვანაზე უკვე დევნა დაიწყო ახლა ვაპირებ მარტო ვატარო. მაგ უარგის ძაღლებს მოარიდე სასტიკად. |
|
|
![]()
პოსტი
#327
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 701 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: samtredia ![]() |
giga_megu, დასაგეში ლეკვის ტარება ერთი ორის მეტად კარგ დაგეშილ ზაღლთან არ არის სასურველი და უვარგისტან ხო საერთოდ დაიღუპება
|
|
|
![]()
პოსტი
#328
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
მარტო ატარეთ ლეკვები ჯობია და დამოუკიდებლათ მიაჩვიოთ ნადირობას.
|
|
|
![]()
პოსტი
#329
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#330
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რამაზის გამორჩა ჩემი რუსული მდევარი ლაბაშა იმასაც ქონდა 1-111 ხარისხის დიპლომი კურდღელზე. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ საველე შეჯიბრს ის ჩავატარეთ წალკაში მონაწილეობას ღებულობდნენ გორელების ,საგარეჯოელების,თეთრი წყაროელების და თბილისის მდევრები როგორც რამაზიმ აღნიშნა ჩემპიონი ჩემი თარეშა გახდა რომელმაც 1 ხარისხის დიპლომზე იმუშავა.საწყენია რომ დღეს არა თუ ის თუ ძაღლები ზოგიერთი პატრონიც აღარ არის ჩვენს შორის.
|
|
|
![]()
პოსტი
#331
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ეჰ ცხონებული კაპანა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#332
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 701 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: samtredia ![]() |
როგორ მეხმარებოდა კაპანა ლეკვის აყვანაში, წინა დღეს ველაპარაკე, მერე შენ რო ამაყვანინე ალიკ დავურეკე ვახარებ მეტქი და არ მიპასუხა ცოტა ხანში შენმა შეტყობინებამ მომისწრო
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#333
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
კაი ხალისიანი ბიჭი იყო საცოდავი გმერთმა გაანათლოს მისი სული.
|
|
|
![]()
პოსტი
#334
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთი ჩვენი ბებერი გონჩატნიკი ანგი მხეიძე ამბობს საიქიოში წასვლის არ მეშინია და კიდეც მიხარია იქ იმდენი კარგი ძაღლი და კარგი მონადირე დამხვდებაო. არადა ყურში აღარ ესმის ცალი თვალით ვერ იხედება , ექვს ოთახიან ბინაში მარტო თვითონ და სამი ესტონკა ცხოვრობენ და კვირაში ერთხელ უთოფოდ ტყეში სიარულს მაინც ახერხებს ასე რომ მდევრებით ნადირობა მოურჩენელი მაგრამ სასიამოვნო სენია.
|
|
|
![]()
პოსტი
#335
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, ფიქრის მიზეზი კი ის იყო ,რომ არ მინდოდა სევდა შეგეპარვოდათ , განწყობა გაგფუჭებოდათ. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და რომ არ დამეწერა, ჯავრი და სათქმელი შიგნიდან გამომხრავდა, მითუმეტეს რომ დათოს ამბავი თქვენც ჩემსავით გტკივათ.
ყველაფერს გოდერძი ჩოხელის გენიალური სიტყვებით დავიწყებ: -რა არის სიცოცხლე? -სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. -სიკვდილი? -სიკვდილიც სევდა არის - ადამიანად არ ყოფნის სევდა .... დათომ სწორეთ ტკბილი სევდით იცხოვრა, ამ ქვეყნად და საიქიოში მიმავალმაც ,უსაზღვრო სევდა დატოვა ყველა ჩვენთაგანის გულში. დიახ საიქიოშიც აწუხებს ალბათ ადამიანად ყოფნის სევდა, იმდენი ტკბილად მოსაგონარი და საყვარელი ხალხი დატოვა ამ ქვეყნად, ხალხი ვისი გულისთვისაც , ტყვიას გადაეფარებოდა და თავს შეაკლავდა. იტყვიან ხოლმე ადამიანი რომ ბოლომდის გაიცნო, 100 ფუთი მარილი უნდა შეჭამო მასთან ერთადო, დათოს სულ 4-5 წელი იყო რაც ვიცნობდი და დავუახლოვდი და ამ ფრაზის სიყალბეშიც მაშინვე დავრწმუნდი. ბოლომდის გულ გახსნილი, საკუთარ ოჯახსა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, უსაზღვროდ ენერგიული, კაცური სინდისი და პატიოსნება არასდროს ტოვებდა. ადამიანს ამ ქვეყნად ცხოვრების, სრული ბედნიერებისათვის, ჩემი აზრით წყალივით სჭირდება საყვარელი საქმე. საქმე რომლის კეთებაც უდიდეს სიამოვნებას განიჭებს, დათოსთვის ასეთი საქმე, ტყე და მდევრები იყო, სხვა საზოგადოებაში ამის თქმაზე, ბევრი ალბათ ირონიულად გაიცინებდა, ეს რა საქმეაო, მაგრამ აქ ვიცი რომ თვითვეული ჩვენთაგანისთვის სწორეთ ასე დათოსავით ფიქრობს. მიუხედავად იმისა რომ მატერიალურად არასდროს ულხინდა, წელზე ფეხს იდგავდა და ოჯახსაც არჩენდა და არც თავის საყვარელ საქმეს და მდევრებს ღალატობდა. უპირატესობას ყოველთვის რუსულ-ჭრელ მდევრებს ანიჭებდა, უზომოდ იყო ამ ჯიშზე შეყვარებული, ძაღლი არასოდეს ეშლებოდა, ზეპირად იცოდა მთელი ჩვენი ჯიშიანი მდევრების გენო ფონდი. მიუხედავად იმისა რომ ტელეფონზე საუბარი არ მიყვარს და იშვიათად ვსარგებლობ, მის ზარებს ტელეფონზე ყოველთვის საათობით საუბარი მოსდევდა, მშობლებიც მაშინვე დაიწყებდნენ ხოლმე ჭორაობას, უსათუოდ მონადირეს ესაუბრება , ამდენ ხანს რომ გაუგრძელაო. სტკიოდა დღევანდელი მდგომარეობა, თავაშვებული ბრაკონიერობა, ხე-ტყის გაჩეხვა. განუკითხავობა, მტაცებლებზე ნადირობის აკრძალვა და კურდღლის სიმცირე სავარგულებში. ყველას ხელს უმართავდა თუ კი შეატყობდა, რომ გულით იყო დაინტერესებული მდევრებით. ყველანაირად ეხმარებოდა და ჯიშიან ლეკვს ააყვანინებდა ხოლმე, სწორეთ ესმოდა რომ სწორეთ ასეთი ენთუზიაზმი და მისი გაკეთებული საქმე თავის საყვარელ საქმეს ძლიერ სჭირდებოდა და წაადგებოდა. პირობებს ყოველთვის აცნობდა რომ ლეკვისთვის აუცილებლად კარგად მოევლო, დაეგეშა და გამოფენაზეც გამოეყვანა. ამ ყველაფერს კი შემდეგ თვითონვე აკონტროლებდა. კარგად მახსოვს საგურამოში ბიჭები როგორ ემდუროდნენ, ჯერ ლეკვი გვაჩუქა შემდეგ კი ამოვიდა და უკან წაგვართვაო, სინამდვილეში კი ასე იყო დათომ მართლაც აჩუქა მდევრის ლეკვი, გარკვეული დროის შემდეგ მოინახულა, ლეკვი ისეთ პირობებში და მდგომარეობაში დახვდა, დათო გაცეცხლდა კარგად დაცოფა პატრონი და ლეკვიც უკან წამოიყვანა. რა თქმა უნდა რომ სწორედ მოიქცა და ამ თემასთან დაკავშირებით იმდღეს სხვა თემაშიც ვწერდი, ჯიშიანი ლეკვი მხოლოთ იმ ადამიანზე უნდა გასხვისდეს, ვისაც დიდი ხანია იცნობ და 100% -ით ენდობი მეთქი. ყოველთვის აგდებულად უყურებდა მეძებრით მონადირეებს. (მეჩიტეებს) . მეც სულ იმას მეჩხუბებოდა მაგ პოინტერს რაღად გინდა რომ დაათრევ, მაგის ნაცვლადაც მდევარი აიყვანეო. მისთვის მხოლოთ ტყე და მდევრები არსებობდა ეს იყო მისი სტიქია და როგორც ძია გიულიმ თქვა მოურჩენელი , მაგრამ სასიამოვნო სენი. დათოსნაირი ადამიანის საიქიოში მისვლა , მარტო იქ მყოფ მონადირეებს კი არა იქ მყოფ მდევრებსაც აუცილებლად გაუხარდებოდათ. როგორც იტყვიან აქ ცას და დედამიწას ვერავინ გამოვეკერებით, ყველანი იქ მიმავალი ვართ და დათო ნამდვილად დაგვახვედრებს იქ, კარგად დაგეშილ სანაქებო მდევრებს. სათქმელი კიდევ ბევრი და განუსაზღვრელია, ადამიანი წერითაც კი ბოლომდის ვერასდროს გადმოსცემ, იმ ემოციებს სიზუსტით რასაც განიცდი მაგრამ ეს მცირედიც ცოტაოდენ შვებას მომცემს. |
|
|
![]()
პოსტი
#336
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 701 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: samtredia ![]() |
სანადიროდ წასულ კაცს გულმა დაარტყა და მოკლა, მიუწვა გვერდით ძაღლი და ისიც მოკვდა, და აი დგას მონადირის სული კარიბჭის წინ, რომელსაც სამოთხე აწერია და გვერდით ძაღლის სული უდგას. კარებზე წარწერაა ,, ძაღლებით შესვლა აკრძალულია!" არ შევიდა მონადირე ამ კარიბჭეში გვერდი ჩაუარა. მიუყვებიან გზას და მეორე კარიბჭე შეხვდათ, რომელზეც არაფერი წარწერა არ არის, მხოლოდ გვერდით მოხუცი ზის _უკაცრავად, პატივცემულო.. _პეტრე ვარ მე. _ამ კარის უკან რა არის? _სამოთხე _ძაღლით შესვლა შეიძლება? _რა თქმა უნდა! _აბა ადრე რომ შეგვხვდა ის რა კარი იყო? _ჯოჯოხეთის.სამოთხემდე მხოლოდ ისინი არწევენ, რომლებიც მეგობრებს არ ტოვებენ. ეს საოცარი სიტყვები ჟურნალ ნადირობიდან დამამახსოვრდა და დრემდე გულს მინთებს რაღაცნაირად, სევდიანად და თან ლამაზად |
|
|
![]()
პოსტი
#337
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 701 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: samtredia ![]() |
როცა ექიმებმა გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი დამისვეს ჩემში თითქოს ერთი ცხოვრება დასრულდა, ჩამკლა გამანადგურა, უმწეო არსებად მაქცია საცოდავ არსებად რომელიც საწოლიდან ძლივს დგებოდა, გაუთავებელი წვალება ექიმები გამოკეტილი ოთხ კედელში თითქოს ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ და მე მივხვდი რო ეს გადარჩენა არ იყო რეალურად მე ვკვდებოდი ოთხ კედელში გამომწყვდეული სევდით სავსე გულით და გამწყრალი ჩემს ბედზე ასეთ დღეში რომ ჩამაგდო, მე თვითონ დავუსვი წერტილი ყველაფერ ამას ერთ დრესაც სახლიდან გავიპარე დილით როგორც კი შანსი მომეცა წამლები გადავყარე, ჩემი ძაღლი გავიყოლე და წავედი, არასოდეს დამავიწყდება ჩემი ოთხფეხა მეგობრის საქციელი როცა ვეხმიანებოდი ტყეში ძებნისას და ჩემი ხმა დაიგვიანებდა მაშინვე ტყიდან მომზირალ ორ სევდიან თვალს ვხედავდი რომელიც არასოდეს არ მტოვებდა მარტო, ნელ ნელა ყველაფერი დავძლიე ჩემს ტავს მოვერიე და უფრო მეტიც დავამარცხე ჩემში გამეფებული მარტოობის განცდა, დღეს აქამდე მოვედი და აქ ვარ თქვენს გვერდით, ყოველთვის ცხოვრობდა ჩემში და იცხოვრებს რაღაც უსასრულო ლამაზი სევდა, , ზოგჯერ წელიწადის დროს ვამსგავსებ ჩემს ტავს გაზაფხულს იმედებიტ და ხალისით ზაფხულს მოლოდინით შემოდგომით კი ზეიმით ძალიან მიყვარს წელიწადის ესდრო რატომრაც დრო როცა ბუნება იწყებს კვდომას და ჩემშიც კვდება რაღაც ასე ვამბობდი სული მიჭაღარავდება თქო მაგრამ ძალიან ცოტა ვინმეს თუ შეეძლო ამის გაგება, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებს სევდის შეგრძნებას სევდას რომელიც მიყვარს უკვე და ვმეგობრობ მასთან ალბათ ამ სევდის გარეშე მე ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ ბავშვივით რო გული მიფართხალებს მერცხლის პირველ დანახვაზე თოვლზე წვიმაზე ჩემი მდევრის პირველ დაყეფებაზე, ვინ გამიგებს ამას თუ არა ტქვენ? არ ვიცი სადამდე ვივლით მე და ჩემი სევდა და სად გავჩერდებიტ მაგრამ ახლა ვიცი რო ჩემი ადგილი აქ არის თქვენს გვერდით, ვინც გიჟად არ ჩამთვლის და ჩემი სიტყვების დანახვას შეძლებს მადლობა უფალს რომ არსებობთ
|
|
|
![]()
პოსტი
#338
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ნუკრი მაგარი კაცი ხარ ძმაო, ავადმყოფები და არარაობები სხვები არიან, შენ იმათთან არაფერი გესაქმება.
|
|
|
![]()
პოსტი
#339
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 64 რეგისტრ.: 6-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni ![]() |
gonchatniki შენ გაიხარე რა მაგარი რამე დაწერე .ერთი სული მაქვს როდის ავიყვან ძაღლს რო მეც შევიგძნო ეგეთი სიამოვნება რასაც მდევრებით ნადირობა ქვია.ჯერ არაფრის დაწერას ვაპირებდი მაგრამ რომ წავიკითხე ვრღარ მოვითბინე .
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#340
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 701 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: samtredia ![]() |
გაიხარე ალიკ ჯიგარი ხარ, გაიხარეთ ბიჭებო, ეს სიტყვები არასოდეს არავისთვის მითქვავს ჩემი ძაღლების და საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც მიხარია თქვენი არსებობა
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 20:41 |