გონჩავიკებს - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

92 გვერდი V  « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
გონჩავიკებს
gonchatniki
პოსტი Feb 27 2013, 18:29
პოსტი #336


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia




სანადიროდ წასულ კაცს გულმა დაარტყა და მოკლა, მიუწვა გვერდით ძაღლი და ისიც მოკვდა, და აი დგას მონადირის სული კარიბჭის წინ, რომელსაც სამოთხე აწერია და გვერდით ძაღლის სული უდგას. კარებზე წარწერაა ,, ძაღლებით შესვლა აკრძალულია!" არ შევიდა მონადირე ამ კარიბჭეში გვერდი ჩაუარა. მიუყვებიან გზას და მეორე კარიბჭე შეხვდათ, რომელზეც არაფერი წარწერა არ არის, მხოლოდ გვერდით მოხუცი ზის
_უკაცრავად, პატივცემულო..
_პეტრე ვარ მე.
_ამ კარის უკან რა არის?
_სამოთხე
_ძაღლით შესვლა შეიძლება?
_რა თქმა უნდა!
_აბა ადრე რომ შეგვხვდა ის რა კარი იყო?
_ჯოჯოხეთის.სამოთხემდე მხოლოდ ისინი არწევენ, რომლებიც მეგობრებს არ ტოვებენ.


ეს საოცარი სიტყვები ჟურნალ ნადირობიდან დამამახსოვრდა და დრემდე გულს მინთებს რაღაცნაირად, სევდიანად და თან ლამაზად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 27 2013, 18:58
პოსტი #337


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



როცა ექიმებმა გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი დამისვეს ჩემში თითქოს ერთი ცხოვრება დასრულდა, ჩამკლა გამანადგურა, უმწეო არსებად მაქცია საცოდავ არსებად რომელიც საწოლიდან ძლივს დგებოდა, გაუთავებელი წვალება ექიმები გამოკეტილი ოთხ კედელში თითქოს ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ და მე მივხვდი რო ეს გადარჩენა არ იყო რეალურად მე ვკვდებოდი ოთხ კედელში გამომწყვდეული სევდით სავსე გულით და გამწყრალი ჩემს ბედზე ასეთ დღეში რომ ჩამაგდო, მე თვითონ დავუსვი წერტილი ყველაფერ ამას ერთ დრესაც სახლიდან გავიპარე დილით როგორც კი შანსი მომეცა წამლები გადავყარე, ჩემი ძაღლი გავიყოლე და წავედი, არასოდეს დამავიწყდება ჩემი ოთხფეხა მეგობრის საქციელი როცა ვეხმიანებოდი ტყეში ძებნისას და ჩემი ხმა დაიგვიანებდა მაშინვე ტყიდან მომზირალ ორ სევდიან თვალს ვხედავდი რომელიც არასოდეს არ მტოვებდა მარტო, ნელ ნელა ყველაფერი დავძლიე ჩემს ტავს მოვერიე და უფრო მეტიც დავამარცხე ჩემში გამეფებული მარტოობის განცდა, დღეს აქამდე მოვედი და აქ ვარ თქვენს გვერდით, ყოველთვის ცხოვრობდა ჩემში და იცხოვრებს რაღაც უსასრულო ლამაზი სევდა, , ზოგჯერ წელიწადის დროს ვამსგავსებ ჩემს ტავს გაზაფხულს იმედებიტ და ხალისით ზაფხულს მოლოდინით შემოდგომით კი ზეიმით ძალიან მიყვარს წელიწადის ესდრო რატომრაც დრო როცა ბუნება იწყებს კვდომას და ჩემშიც კვდება რაღაც ასე ვამბობდი სული მიჭაღარავდება თქო მაგრამ ძალიან ცოტა ვინმეს თუ შეეძლო ამის გაგება, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებს სევდის შეგრძნებას სევდას რომელიც მიყვარს უკვე და ვმეგობრობ მასთან ალბათ ამ სევდის გარეშე მე ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ ბავშვივით რო გული მიფართხალებს მერცხლის პირველ დანახვაზე თოვლზე წვიმაზე ჩემი მდევრის პირველ დაყეფებაზე, ვინ გამიგებს ამას თუ არა ტქვენ? არ ვიცი სადამდე ვივლით მე და ჩემი სევდა და სად გავჩერდებიტ მაგრამ ახლა ვიცი რო ჩემი ადგილი აქ არის თქვენს გვერდით, ვინც გიჟად არ ჩამთვლის და ჩემი სიტყვების დანახვას შეძლებს მადლობა უფალს რომ არსებობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Feb 27 2013, 19:07
პოსტი #338


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ნუკრი მაგარი კაცი ხარ ძმაო, ავადმყოფები და არარაობები სხვები არიან, შენ იმათთან არაფერი გესაქმება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chipo_20
პოსტი Feb 27 2013, 19:11
პოსტი #339


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 6-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni



gonchatniki შენ გაიხარე რა მაგარი რამე დაწერე .ერთი სული მაქვს როდის ავიყვან ძაღლს რო მეც შევიგძნო ეგეთი სიამოვნება რასაც მდევრებით ნადირობა ქვია.ჯერ არაფრის დაწერას ვაპირებდი მაგრამ რომ წავიკითხე ვრღარ მოვითბინე . small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 27 2013, 19:51
პოსტი #340


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



გაიხარე ალიკ ჯიგარი ხარ, გაიხარეთ ბიჭებო, ეს სიტყვები არასოდეს არავისთვის მითქვავს ჩემი ძაღლების და საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც მიხარია თქვენი არსებობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Feb 27 2013, 19:57
პოსტი #341


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



giuli


ციტატა(giuli @ Feb 27 2013, 17:12) *
ერთი ჩვენი ბებერი გონჩატნიკი ანგი მხეიძე ამბობს საიქიოში წასვლის არ მეშინია და კიდეც მიხარია იქ იმდენი კარგი ძაღლი და კარგი მონადირე დამხვდებაო. არადა ყურში აღარ ესმის ცალი თვალით ვერ იხედება , ექვს ოთახიან ბინაში მარტო თვითონ და სამი ესტონკა ცხოვრობენ და კვირაში ერთხელ უთოფოდ ტყეში სიარულს მაინც ახერხებს ასე რომ მდევრებით ნადირობა მოურჩენელი მაგრამ სასიამოვნო სენია.


ბატონო გიული ანგი მხეიძე ნუცუბიძის პლატოზე ხომ არ ცხოვრობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Feb 27 2013, 20:07
პოსტი #342


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli
gonchatniki

ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rachveli11
პოსტი Feb 27 2013, 20:22
პოსტი #343


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 238
რეგისტრ.: 19-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: racha/qutaisi



გაიხარეთ ბიჭებო ნეტა ყველა მონადირე თქვენსავით ფიქრობდეს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rachveli11
პოსტი Feb 27 2013, 20:30
პოსტი #344


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 238
რეგისტრ.: 19-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: racha/qutaisi



ანგი მაგარი კაცია მახსოვს ჟურნალ ნადირობაში კარგი ჩანაწერი იყო ადრე თანაც რაჭის საუკეთესო სოფლის წარმომადგენელა newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლონგი
პოსტი Feb 27 2013, 21:39
პოსტი #345


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 733
რეგისტრ.: 13-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



gonchatniki
ნუკრი შენ გაიხარე ძმა შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად
მაგარი კაცი ხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Feb 27 2013, 22:48
პოსტი #346


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



small3d018.gif მე კიდე სხვა რამეს გეტყვით. ეს თანამედროვე მედევრეობა, ანუ "გონჩატნიკობა" ხო რუსეთიდან შემოსული ამბავია.. ისე საბანაევები და ავი ხმები ამბობენ, მონღოლებმა შემოიყვანეს იქაც და აქაცო. ეგ სხვა თემაა. მოკლედ, რუსეთში როგორ ითვლება? - გონჩატნიკები არიან ტლუ, გამოუჩორკნავი, ლამის წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი. მეძებრებისტები, ლეგაშატნიკები - რას ამბობ - ინტელექტუალები, სიტყვამჭევრები, განსაკუთრებით პოინტერისტებიო, იმათ ჰო სულ ნუღარ იტყვიო.
ამ თემაში არაგველის და გონჩატნიკის პოსტების მერე მე პირადად საპირისპიროს მტკიცებისთვის ვარ მზად. გამიკვირდა, გულწრფელად ვამბობ. ეს საქმე (ამჯერად ლიტერატურას ვგულისხმობ, რადგან ორივე პოსტი პოეტური პროზის შესანიშნავი ნიმუშია) ნამდვილად ჩემი საქმე მგონია და ჩემს გაკვირვებას ფასსაც ამიტომ ვადებ. ყოჩაღთ და მიხარია! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 28 2013, 00:17
პოსტი #347


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ალეკო,ნუკრი ჯიგრები ხართ. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatniki
პოსტი Feb 28 2013, 11:11
პოსტი #348


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 701
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: samtredia



მე ყოველთვის ვატარებ თან პატარა უბის წიგნაკს და ჩანახატებს ვაკეთებ ნადირობისას, შეიძლება ბევრი საუბარი მომიწიოს მაგრამ რადგან ეს ჩანახატი დიდი ხნის წინ სეზონის დახურვის დღეს გავაკეთე და დღეს სწორედ ეს დღეა და ამ ყველაფერს ამიტომაც ვწერ აქ.

ჯერ კიდევ ზამთარია თუმცა საგრძნობლად დათბა, ლამისაა შუა თებერვალში ატმები აყვავდნენ, ბუნებაც ნელ ნელა გამოდის სამალავიდა და საგაზაფხულო ზეიმს იწყებს, ნადირობა? როგორ მენატრება თუმცა ამინდმა ხელი არ შემიწყო, ზამთარი ხომ დროზე ადრე დამარცხდა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში, მაგრამ ჩემი სული მაინც აღელვებულია, რაღაც ახლის მოლოდინში,თითქოს საკუტარი ნაჭუჭიდან გამოსვლას ვცდილობ, ამ ზამთარმა რომ გამომკეტა, თუმცა ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაღაც მახარებს და თან მწყინს, იქნებ სიახლეს ვუფრთხი, თუ მოულოდნელობა მაშინებს? სიახლე რა სიახლეა მოულოდნელობის გარეშე, ბუნება კი ამის დიდოსტატია, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ რას გვიმზადებს იგი, მაგრამ მაინც ნადირობა მე მის გარეშე სიცოცლე არ შემიძლია, ის ჩემი სულის განუყოფელია, მაკავშირებელი ჯაჭვი ჩემს სულსა და ბუნებას შორის, საღამოს ბინდს ორი მოსიარულე ლანდი შეერია, ორი განუყოფელი ადამიანი რომელებიც ერთი სულით ცოცხლობს, სული რომელსაც ნადირობა ქვია. მდუმარე ლანდები კი წინ მიიწევენ, მდუმარედ მაგრამ მათთვის ეს დუმილიც მრავლის მეტყველია, თითქოს სუნთქვა შეჩერდეს მხოლოდ სმენა და მეტი არაფერი, ვხვდები რომ ვიძირები სიმარტოვეში რომელიც სულაც არ არის სიმარტოვე, მაგრამ ამჯერად მისი აღქმა მარტო მე შემიძლია, ღამდება, თითქოს პირველად ვხვდები გაზაფხულს, პატარა ბავშვივით ლამისაა ხის ძირებში ამოსული ია დავკრიფო და მათი სურნელება გავიყოლო თან, ისიც ხო ამ ყველაფრის ნაწილია დაე ბუნებამ შთანთქას თავისივე ნაშობი სინაზე, უკვე ნომრებში ვდგევართ, და მდუმარედ გავცქერი ჰორიზონტზე შერჩენილ წითელ ზოლს, მზის ნაკვალევს, სიჩუმეს ორი გომბეშოს წყნარი ყიყინი არღვევს, თუმცა ამ შეუხედავი არსებების ხმაც კი სიმღერასავით ჩამესმის, ჩემს წინ ყარყატის ლანდმა გადაჭრა სივრცე, მისი ფრტებიდან გამოქშენილი ჰაერიც კი შემეხო სახეზე,უკვე დაღამდა, უკანასკნელი შაშვის ჭახჭახიც მინელდა, და თავზე ვარსკლავი წამოგვადგა ისე აკიაფდა, მთვარესაც შეშურდებოდა მისი, დროა სახლისკენ წავიდე, მეგობარს ვეხმიანები და სოფლისკენ მიმავალ გზას ვადგები, სიჩუმეა, მიუხედავად ნადირ ფრინველის უნახავობისა არცერთს დაგვცდენია იმედგაცრუებული თუნდაც ერთი სიტყვა, მთავდება ნადირობის სეზონი მაგრამ გაზაფხული მოდის, დრო ახალი სიცოცხლის დაბადების, ჩემი სულიც ემზადება რაღაც ახალი სევდის ტან სასიამოვნო სევდის შესახვედრად, მიჭირს ძველტან განშორება თუმცა ახალი მახარებს, ვერც კი გავიგე ისე მივადექი გზაჯვარედინს აქ ჩემი და ჩემი მეგობრის გზები იყოფა, მომავალ ნადირობამდე მეგობარო, შევეხმიანე მე და სახლისკენ გავწიე, მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმის, ჩემი ძაღლი უკან მომყვება აუღელვებლად ჩემი ერთგული მეგობარი. ვეებერტელა მთვარე კი ყველაფერს ხელის გულივით ანატებს, კავკასიონიც კი ადვილად ჩანს მე წინ მივიწევ შინისაკენ, მთვარე კი გზას გვინათებდა, მდუმარე, ზრუნავდა ჩვენზე თითქოს ჩენ მისი შვილები ვყოფილიყავით.

გაიხარეთ მეგობრებო უფალმა დაგლოცოთ, ეს არის ჩემთვის ნადირობა ტყე ბუნება სიცოცხლე ის რაც ჩემშია და ჩემთან ერთად ცოცხლობს, ადამიანს ვისაც შეუძლია იგრძნოს ის სილამაზე რაც ბუნებაშია, ის მუსიკა რასაც მდევრები გვჩუქნიან ერტ სიცოცხლედ მიღირს ჩემი მდევრის დევნიდან დაბრუნებული გაბრწყინებული თვალების დანახვა როცა მხედავს რო მე მას ველოდებოდი ეს ვართ ჩვენ და ჩვენში ცხოვრობს პოეტები მხატვრები და მუსიკოსები ჩვენ იმას ვხედავთ და ვისმენთ ვწერთ რაც ღმერთმა დახატა შექმნა და მოგვცა საშუალება გვესმოდეს, ჩვენი ტანმხლები ლამაზი სევდა გვწყინს სეზონი რომ მთავვრდება მაგრამ გვიხარიოა რომ მოდის გაზაფხული, გვწყინს რომ ზაფხული მიდის მაგრამ შემოდგომის მოსვლა გვიხარია დრო როცა ჩვენ იმ სამყაროს ვუერთდებით სადაც ჩვენი სული იღებს საზრდოს, და ბოლოს თოვლი დრო დუმილის და ერთფეროვნების საბნად რომ ეფინება ჩვენს ლმაზ ბუნებას და თითქოს ჩვენგან იცავს მიწას რომელსაც უმაწყალოდ ვთელავდით აქამდე, რამდენ მონადირეს შეუვლია თვალი ამ ყველაფრისთვის და კიდევ შეავლებს მაგრამ მტავარი ის არ არის ვინ რამდენი მოინადირა მტავარია ვინ შეიგრძნო ეს ყველაფერი თოვლი წვიმა გაზაფხული შემოდგომა და ხმელი ფოთლების უკანასკნელი ცეკვა, ამის გარეშე მისი ნაწილი ვერასოდეს გახდები, ჩვენ კი უნდა ვიაროთ იმ გზაზე სადაც აქამდე დავდიოდით სანამ თვალში სინათლე გვაქვს და გული გვიცემს ისე როგორც ამბობდა ჰემინგუეი: ნამდვილი მონადირე თოფით დაეხეტება სანამ ცოცხალია და ცხოველი და ფრინველი არ გადაშენებულა, ისევე როგორც ნამდვილი მხატვარი ხატავს, სანამ ცოცხალია და ქვეყანაზე ტილო და საღებავი არსებობს, ნამდვილი მწერალი კი წერს, სანამ მას წერა შეუძლია, სანამ ფანქარი ქაღალდი და მელანია და სანამ მას აქვს თუ რაზე წეროს, სხვანაირად ის იდიოტია და ეს თვითონაც კარგად იცის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 28 2013, 12:46
პოსტი #349


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



gonchatniki xoshian.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chipo_20
პოსტი Feb 28 2013, 14:47
პოსტი #350


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 6-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni



gonchatniki small3d018.gif ძაან მაგარია.შენ გაიხარე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

92 გვერდი V  « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2025 - 09:18