გონჩავიკებს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
გონჩავიკებს |
![]()
პოსტი
#51
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზოგი გასროლილ გილზსაც ჰკიდებს საყელოზე, მოკლეთ მორიდება იმ ადგილების სადაც უფრო დიდი ალბათობაა ,რომ წაწყდეს და მუდმივად დევნის ეპიცენტრში ყოფნა, თუ რამეა რომ შეძლო ძაღლისთვის დახმარება. როდესაც ატყობ ნადირმა ადგილი შეინაცვლა და შორს დაიწყო ტრიალი შენც არ უნდა დაიზარო და გადაინაცვლო იმ ადგილებში.
|
|
|
![]()
პოსტი
#52
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 20 რეგისტრ.: 16-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კი მელაზეც აძლევენ ახლა ვითომ I ხარისხისას, მაგრამ კურდღელზე მესამე ხარისხის დიპოლომი ბევრად მეტად ფასობს, რასაც პირადად მეც ვეთანხმები.---აბსოლიტურად სხვა და სხვა თვისებებზეა ლაპარაკი
მაგრამ საქმე ეხება მდევრის საველე თვისებების გამოცდასა და შეფასებას, რომელიც ათას ნიუანსს შეიცავს და რაზეც ათას სპეციალისტს და ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება, ისეთი გამოცდილების ხალხს აქვს საუკუნეების განმავლობაში ნაფიქრი. -ეს ვფიქრობ საიტის თემა არ არის და არც მიწერ მოწერით გასარკვევი უბრალოდ უაზრობა იქმნება. რაშიც რუსებს დიდად არავისგან ესწავლებათ რამე-მინდა გითხრათ რომ ბევრიც ესწავლებათ და ბევრად უკანაც არიან ლოსზე, შველზე იქ ნამდვილი გონჩატნიკისათვის მდევრით ნადირობა, არა მარტო არამართებულად, სირცხვილადაც ითვლება.-არც მთლად ესეა, უბრალოდ თქვენ არ გექნებოდათ შეხება მსგავს "გონჩატნიკებთან" და არც ინფორმაცია მათზე არ გამოდის, ყველას ის ესმის რაც მხოლოდ საველე შეჯიბრებებზე და გამოცდებზე ხდება, დამერწმუნეთ რომ არსებობს "სხვა სამყაროც" "გონჩატნიკებში" თორემ აქმდე რუსული და რუსული ჭრელი მდევარი ხარიერებად იქცეოდნენ, 1995 წელს იზეიმეს რუსული მდევრის 100 წლისთავი, დამეთანხმებით რომ ერთი საუკუნე საკმაოდ დიდი დროა რომ ძაღლი "მეორე ძაღლად აქციო". რუსეთში კანონის დონემდეა აყვანილი რომ, უდიპლომო ძაღლი დართვებში არ გაიშვება, მაგალითისთვის გადაშალეთ საგვარეულოები და და ნახეთ რამდენი უდიპლომო ძაღლია სელექციაში გასული, ახსნას ვიმედოვნებ თქვენ თვითონვე მოუძებნით. მდევრით კლასიკური ნადირობის მუღამი გადაკიდებული დევნაა, დაკარგული კვალის გატანაა, ხელახლა გაცხადებაა, ძაღლის ძლიერი და მუსიკალური ხმაა.--სრულად გეთანხმებით (შეიძლება ამ თანხმობას :-) თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არა აქვს) პრაქტიკაც ამას გვიჩვენებს, ღორზე და შველზე გარყვნილი ძაღლი კურდღელზე სანადიროდ უმეტესად გამოუსადეგარი ხდება.--ეს სადაოა მაგრამ დავას არ ვაპირებ, მაგალითისთვის გეტყვით რომ მდევარი ჩვეულებრივად ნადირობდა (დასდევდა) დათვს და ღორს, კურდღლის კვალის გადაკვეთაზე არ მახსოვს შემთხვევა რომ ის კურდღელზე არ გადასულიყო, მეორე მდევარი 3-ჯერ გაშვებული სარეკში ღორის კვალზე (სხვა ძაღლებმა გააგრძელეს ღორის დევნა)მიტრიალდა და კურდღელს დაუწყო დევნა, თუმცა ეს ძაღლი ყველაზე წარმატებული იყო ღორზე და დათვზე ნადირობაში იმ ძაღლებს შორის რომლებიც იმ დროს ღორებს მისდევდნენ.(ორივე მდევარი ჭრელი იყო და ორივე რადიკალურად განსხვავებული ხაზი) |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სადაო ალბათ უამრავია, მაგრამ დავას, რომც დავაპირო,მაინც ვერ მოვახერხებ, რადგან ბევრი რამ, გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ ვერ გავიგე. პირველ რიგში ის, რაში მეთანხმებით და რაში არა.. ან მდევრის რა აბსოლუტურად სხვადასხვა თვისებებზეა ლაპარაკი, როცა საქმე ეხება მელის და კურდღელის დევნისას ძაღლის შეფასებას..ან ვისზე უკან არიან რუსები და ვისგან ესწავლებათ მდევრით ნადირობის ის ფორმა,(რასაც თავად მდევრით კლასიკური ფეხადი ნადირობა დაარქვეს) რომელიც რუსეთშივე ჩამოყალიბდა და ჩვენშიც რუსეთიდან შემოვიდა იმ ჯიშებთან ერთად, რომელებითაც ჩვენი მამები და პაპები ნადირობდნენ და დღემდე ჩვენც ვნადირობთ. ან იმ ხალხს, ვისაც "ნამდვილ გონჩატნიკს" მე კი არ ვეძახი, თავად დაირქვეს, რადგან თავად გამოიყვანეს ეს ჯიშები სწორედ ასეთი ნადირობისათვის, თავად მოახდინეს ნადირობის ამ ფორმის კულტივირება, თავად შექმნეს საველე გამოცდებისა და შეჯიბრებების თავისი წესები, მდევრით ამგვარად ნადირობის ეთიკა, აგერ უკვე საუკუნეზე მეტია ეწევიან სელექციას და ა.შ. ამ გონჩატნიკებს განა არამართებულად არ მიაჩნიათ ღორზე, ლოსზე და შველზე მდევრით ნადირობა? განა ეს "სხვა სამყარო" მათთვის უწესო ნადირობად და უკულტურობად არ ითვლება?.. ან რატომ უნდა გადაქცეულიყვნენ რუსული და ანგლო-რუსული მდევრები ჰარიერებად, თუნდაც იმ შემთხვევაში, 100 წელი ყველას რომ მხოლოდ ამ "ნამდვილი გონჩატნიკების" მიერ დადგენილი წესებით ენადირა რუსეთში?.. ან რას ნიშნავს კანონის დონემდე აყვანა იმისა, რაც თქვენივე თქმით, არ სრულდება და ძალიან ხშირად პირიქით ხდება?.. ან ძაღლი, რომელიც შველს და ღორს დასდევს და კურდღლის კვალის გადაკვეთისას სასწრაფოდ კურდღელის დევნაზე გადადის, შეიძლება ღორზე და შველზე გარყვნილ მდევართა კატეგორიაში გავიყვანოთ?..
ერთი რამ კი მართლა დარწმუნებით მეთქმის, თუ რამეში მაინც დამეთანხმებით, ნამდვილად გამეხარდება. ეს ამბავი სულერთი რომ იყოს ჩემთვის, ამდენს არ გავირჯებოდი და ამდენ კითხვის ნიშანსაც არ დავხარჯავდი. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#54
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 20 რეგისტრ.: 16-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რამეში რა თქმა უნდ გეთანხმებით
თუ დამერწმუნებით არც ჩემთვის არის სულ ერთი კარგით, უღრმესი მადლობა. |
|
|
![]()
პოსტი
#55
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 20 რეგისტრ.: 16-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო შადიმან აღარ ვაპირებდი საიტზე შემოსვლას და დაწერას მაგრამ მაინც გეტყვით, არ მინდა ეს არ იცოდეთ, როგორც ვხედავ საიტზე ყველაზე გამოცდილი და უფროსი თქვენ ხართ,
არ ვიცი იცით თუ არა როდის დაიწერა პირველი წესები რუსეთში მაგრამ მოგახსენებთ რომ პირველი წესები მოსკოვში დაიწერა, 1900 წ 13 დეკემბერს წყვილთათვის, "испытаний для смычков " და 1901 წ 7 მარტს "для стай и стаек". მხოლოდ 1925 წლის 1 დეკემბერს კინოლოგთა I საკავშირო ყრილობაზე შეიტანეს შესწორება წესებში და დაუშვეს მდევართა ინდივიდუალური შეფასება რა გითხრათ,.. თუ ეს თარიღები და მიმართულებებიც არაფერს გეუბნებათ მაშინ სალაპარაკოც აღარ დაგვრჩენია -P.S.- თავად მოახდინეს ნადირობის ამ ფორმის კულტივირება, თავად შექმნეს საველე გამოცდებისა და შეჯიბრებების თავისი წესები--მინდა გითხრათ რომ ეს წესები ჯერ კიდევ 1880-იან წლებში იმპერატორის კარზე დაინტერესებულებმ პირებმა შემოიტანეს ევროპიდან, კერძოდ: ინგლისიდან და საფრანგეთიდან, გამოიყენეს მხოლოდ ფრანგული რადგან იმ დროისათვის ძალიან გამძლე ინგლისური მდევარისათვის დაწერილი მოთხოვნები ვერ გამოადგებოდათ, რადგან რუსეთში არ იყო მსგავსი გამძლეობისა, ამტანობისა და თვისებების მდევარი რამაც გამოიწვია მაშინ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი რუსული მდევრების "FOXHOUND"-ებთან შეჯვარება დანარჩენი ყველასთვის უკვე ცნობილია (ეს ყველაფერი შიანმაც გადასარევად იცოდა ....... ;-) ) |
|
|
![]()
პოსტი
#56
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ძალიან შორს წავიდა ლაპარაკი, მაგ საკითხებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, შევეშვათ წარსულს, ახლა მე მაინტერესებს თქვენი აზრი , ჩვენს პირობებში ,თქვენი აზრით ,დასავლური ტიპის მდევრები ,გაუწევენ ჯანსაღ კონკურენციას ,რუსულსა და რუსულ- ჭრელ მდევარს?, თუ თვლით რომ კი, მაშინ რამდენმა გონჩატნიკების თაობამ გამოიარა ჩვენამდის და რატომ ვერ მოიპოვა პოპულარობა ამ ჯიშებმა ჩვენთან?
|
|
|
![]()
პოსტი
#57
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჰო,არაგველო, ალბათ არ ღირს. ეს თარიღები და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები და მიმართულებები(?) რას უნდა მეუბნებოდეს, მართლა ვერ ვხვდები. საერთოდ, თანამედროვე დასავლური მდევრების რეალურ შესაძლებლობებზე ძალიან მწირი წარმოდგენა მაქვს, ყურმოკვრით გამიგია რაღაცაები და ერთი -ორი კლიპი მაქვს ნანახი. სიმართლე გითხრა, არც მერიდება ამისი, რადგან პახომოვს, ჩელიშევს, კაზანსკის და თუნდაც შიიანს ეგ კლიპებიც კი არ უნახიათ.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#58
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
კი ალბათ მასეა, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავზრდიდი ოგარისა და ჰარიერის ლეკვს, პრინციპში პოლონურები რუსეთში საკმაო რაოდენობით ჰყავდათ და ალბათ არც მათ საველე თვისებებს იწუნებდნენ ,რადგანაც რუსული მდევრის შექმნაში , ეს ძაღლებიც გამოიყენეს.
|
|
|
![]()
პოსტი
#59
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება. აგერ ჰამილტონის მდევარია ჩამოყვანილი, საუკეთესო სამონადირეო ძაღლსაშენიდან, წლისაა, მაისში ინტენსიურად ატარებდნენ ტყეში (ზაზა ხუციშვილი), მეც რამდენჯერმე შევესწარი.. ვნახოთ, რა გამოვა.
პ.ს.ისე, პოლონეთი მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და რუსები სულაც არ თვლიდნენ, რომ თავიანთ ძაღლებს უცხო სისხლს ურევდნენ. |
|
|
![]()
პოსტი
#60
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება. აგერ ჰამილტონის მდევარია ჩამოყვანილი, საუკეთესო სამონადირეო ძაღლსაშენიდან, წლისაა, მაისში ინტენსიურად ატარებდნენ ტყეში (ზაზა ხუციშვილი), მეც რამდენჯერმე შევესწარი.. ვნახოთ, რა გამოვა. პ.ს.ისე, პოლონეთი მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და რუსები სულაც არ თვლიდნენ, რომ თავიანთ ძაღლებს უცხო სისხლს ურევდნენ. გამოპენაზე ყავდათ გამოყვანილი მემგონი ხო ეგ ჰამილტონის გონჩი ტუ არ ვცდები. |
|
|
![]()
პოსტი
#61
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
კი ლაშა ჰყავდა.
|
|
|
![]()
პოსტი
#62
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ბატონო შადიმან აღარ ვაპირებდი საიტზე შემოსვლას და დაწერას მაგრამ მაინც გეტყვით, არ მინდა ეს არ იცოდეთ, როგორც ვხედავ საიტზე ყველაზე გამოცდილი და უფროსი თქვენ ხართ, არ ვიცი იცით თუ არა როდის დაიწერა პირველი წესები რუსეთში მაგრამ მოგახსენებთ რომ პირველი წესები მოსკოვში დაიწერა, 1900 წ 13 დეკემბერს წყვილთათვის, "испытаний для смычков " და 1901 წ 7 მარტს "для стай и стаек". მხოლოდ 1925 წლის 1 დეკემბერს კინოლოგთა I საკავშირო ყრილობაზე შეიტანეს შესწორება წესებში და დაუშვეს მდევართა ინდივიდუალური შეფასება რა გითხრათ,.. თუ ეს თარიღები და მიმართულებებიც არაფერს გეუბნებათ მაშინ სალაპარაკოც აღარ დაგვრჩენია -P.S.- თავად მოახდინეს ნადირობის ამ ფორმის კულტივირება, თავად შექმნეს საველე გამოცდებისა და შეჯიბრებების თავისი წესები--მინდა გითხრათ რომ ეს წესები ჯერ კიდევ 1880-იან წლებში იმპერატორის კარზე დაინტერესებულებმ პირებმა შემოიტანეს ევროპიდან, კერძოდ: ინგლისიდან და საფრანგეთიდან, გამოიყენეს მხოლოდ ფრანგული რადგან იმ დროისათვის ძალიან გამძლე ინგლისური მდევარისათვის დაწერილი მოთხოვნები ვერ გამოადგებოდათ, რადგან რუსეთში არ იყო მსგავსი გამძლეობისა, ამტანობისა და თვისებების მდევარი რამაც გამოიწვია მაშინ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი რუსული მდევრების "FOXHOUND"-ებთან შეჯვარება დანარჩენი ყველასთვის უკვე ცნობილია (ეს ყველაფერი შიანმაც გადასარევად იცოდა ....... ;-) ) რა მაინტერესებს თვიტონ რუსულ გონჩს ეხანდელს რომელიც ეხაა ჯიში უზის ფოკსგაუნდი მე რამდენადაც ვიცი გადმოცემით ურევია და რამდენად მარტალია? |
|
|
![]()
პოსტი
#63
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
შეილება ვცდები მარა ესე მგონია 1925 წელს რუსებმა რაღაცა წაიმაიმუნეს ფოკსგაუნდის სისხლი გაურიეს რუსულებს ესე მგონია.
![]() ატვეჩაის დზმაკაცი ვარ. ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#64
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ლაშა მე რამდენადაც ვიცი რუსული მდევარი ჩამოყალიბდა, მყეფრების(ლაიკების) და დასავლური ტიპის მდევრების სავარაუდოდ პოლონური მდევრების ბაზაზე, ლაიკებისგან მათ გამოჰყვათ ბეწვის საფარველი, შედარებით მაღლა მდგარი სამკუთხედი ყური და თვალის ოვალური ჭრილი, პოლონურებისგან კი მდევრის თვისებები შეიძინეს. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი ესეც მხოლოთ თეორიაა. ფოქსჰაუნდი კი არა მგონია, რა აქვთ რუსულებს ფოქსჰაუნდის? მასე რომ იყოს ჭრელი ლეკვები გამოერეოდათ.
|
|
|
![]()
პოსტი
#65
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ლაშა მე რამდენადაც ვიცი რუსული მდევარი ჩამოყალიბდა, მყეფრების(ლაიკების) და დასავლური ტიპის მდევრების სავარაუდოდ პოლონური მდევრების ბაზაზე, ლაიკებისგან მათ გამოჰყვათ ბეწვის საფარველი, შედარებით მაღლა მდგარი სამკუთხედი ყური და თვალის ოვალური ჭრილი, პოლონურებისგან კი მდევრის თვისებები შეიძინეს. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი ესეც მხოლოთ თეორიაა. ფოქსჰაუნდი კი არა მგონია, რა აქვთ რუსულებს ფოქსჰაუნდის? მასე რომ იყოს ჭრელი ლეკვები გამოერეოდათ. არა კი არ ვამტკიცებ უბრალოდ ესე მგონია მეც და სოსოა გველესიანია მამაჩემის დზმაკაცი და მაგი იდზახდა იმ დროინდელი რუსული და ფოკსგაუნდი რო დართესო ხო გამოვიდა 2 ტიპის ლეკვები ჭრელები და მეორე რუსულის მსგავსებიო და იმას ის დაარკვეს ამას ესო რა ანუ იმას რუსული ამას რუსული ჭრელი ადრეც დავწერე ეს და კამათიც მქონდა ამ თემაზე. კიდე ხო ალიკ მაშინ რუსული ხო ურევია ანგლოს მარა რუსულის ტიპის ლეკვები ხო არ გამოერევა ხოლმე ანუ მაგით რისი ტკმა მინდა 2 ჯიშზე იმუშავეს და 1925წელს როგორც სტანარტული ჯიშები ორივე ჯიში წარმოგვიდგინეს. მე ეხა ამას კი არ ვამტკიცებ უბრალოდ ჩემი აზრია ესეთი და სოსოს სიტყვები მახსენდება სულ გველესიანის რომ ესე იქნებოდაო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 00:12 |