თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#186
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#187
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
გასაგებია ტურის მოკვლაში ფულის გადახდა რო ძნელია, მაგრამ კარგად ორგანიზებულ ნადირობაში გადაიხდიან ფულს და არა თითო ნადირში, თან ასე მგონია, რომ მგელზე და მელაზე ნადირობა საკმაოდ მომხიბლავია. ამერიკაში მგონი პოპულარული უნდა იყოს კოიოტზე ნადირობა სატყუარით, რატო არ შეიძლება იგივე გაკეთდეს ტურაზე. მოკლედ კიდე ვიმეორებ: მთავარია კაცმა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ, მოინდომოს რაღაცა ფასეული და შედეგი იქნება.
|
|
|
![]()
პოსტი
#188
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
გასაგებია ტურის მოკვლაში ფულის გადახდა რო ძნელია, მაგრამ კარგად ორგანიზებულ ნადირობაში გადაიხდიან ფულს და არა თითო ნადირში, თან ასე მგონია, რომ მგელზე და მელაზე ნადირობა საკმაოდ მომხიბლავია. ამერიკაში მგონი პოპულარული უნდა იყოს კოიოტზე ნადირობა სატყუარით, რატო არ შეიძლება იგივე გაკეთდეს ტურაზე. მოკლედ კიდე ვიმეორებ: მთავარია კაცმა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ, მოინდომოს და რაღაცა ფასეული და შედეგიანი იქნება. კი მაგრამ, მხოლოდ სანადირო ტურიზმის სახით, მტაცებლებზე ნადირობის მასშტაბები საკმარისი იქნება მათი რაოდენობის დასარეგულირებლად?? რათქმა უნდა არა. რათქმაუნდა, ტურასა და მგელზე უცხოელების ნადირობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს სანადირო ფირმებმა უნდა გააკეთონ, ჯერ ერთი და ამგვარად მოპოვებული მტაცებლების რაოდენობა საკმარი არ იქნება მათი რიცხვის დასარეგულირებლად. ხოლო მათმა რიცხვმა რომ დაიწიოს ზომიერ რაოდენობამდე, სასარგებლო ნადირ-ფრინველს შესამჩნევი ზიანი რომ არ მიაყენონ, ამისათვის ადგილობრივ მონადირეებს უნდა მისცენ ნადირობის უფლება და მდევრებით ნადირობის შეზღუდვას შეეშვნენ. ვიტო AlekoN ეგ ხომ შენც იცი რომ განუხორციელებელი იქნებოდა რამდენიმე წელი ხომ გაგვაწვალებდნენ, სანამ თავისით მოვიდოდნენ აზრზე?? მაგისთვის გველოდნა?? |
|
|
![]()
პოსტი
#189
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ადგილობრივ მონადირეებს კი პირიქით წახალისება უნდა, რომ მავნე მტაცებლები გამოხშირონ, ამაზე ზემოთ დავწერე ერთერთი ვერსია.
როდესაც საგანგაშო მდგომარეობაა და მტაცებელი დიდი ზიანის მომტანია სახელმწიფო ხელებდაკრეფილი არ უნდა იჯდეს და ფირმების კეთილ ნებას არ უნდა უცდიდეს, თან სანადირო ფირმა მხოლოდ თავის ტერიტორიას მიხედავს. იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნას, რამე თევზაობა-ნადირობის დეპარტამენტი, რომელიც იზრუნებს ამ დარგის სწორი მიმართულებით განვითარებაზე. |
|
|
![]()
პოსტი
#190
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნას, რამე თევზაობა-ნადირობის დეპარტამენტი, რომელიც იზრუნებს ამ დარგის სწორი მიმართულებით განვითარებაზე. სწორედ ამ სტრუქტურის არსებობის აუცილებლობაზე ვწერდი ადრე ამავე თემაზე და უფრო ადრე კიდევ სხვა თემაზე... პატივცემული ოპონენტების აზრით - კიდევ ერთი მონსტრი (?!) შეიქმნებაო და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უამისოდ ამ სფეროში სერიოზულ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. და სანამ, სანადირო სავარგულების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია (არ ვგულისხმობ ხე-ტყის ბიზნესს), აუცილებელია საეგერო სამსახური, ფაუნის დასაცავად. ამაზეც ბევრი ვილაპარაკე უკვე. ახლა კიდევ ერთი რამ, სანამ ეს თემაც დაუხურიათ... ![]() იმაზე უკვე შევთანხმდით მგონი, რომ სანადირო მეურნეობების გარეთაც უნდა იყოს დაშვებული ნადირობა ადგილობრივ მობინადრე ნადირ-ფრინველის ზოგიერთ სახეობებზე. ესეც ჩემი ძველი ციტატა - სახელმწიფოს კუთვნილ სავარგულებში ნადირობა უნდა დაიშვას ისეთ ადგილობრივად მობინადრე ნადირ-ფრინველზე, რომელთა პოპულაციის მდგომარეობა სტაბილურია და სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს. ჩემი აზრით, ესენია: კურდღელი, მაჩვი, კვერნა, გარეული კატა, მელა, ტურა, მგელი; ფრინველებიდან - კაკაბი. ჩემი აზრით, გამომდინარე ნადირობის სხვადასხვა ტიპიდან, უნდა არსებობდეს ორნაირი ლიცენზია-პაკეტი. ჩვენში არსებობს მონადირეთა ორი ძირითადი ტიპი. ესაა ფრინველზე მონადირეები და მდევრით (ან ნადირზე) მონადირეები. სოროს ძაღლებით მონადირეები შეიძლება სიმბოლურად მივაკუთვნოთ მდევრით მონადირეთა რიგებს. ამ შემთხვევაში საუბარი არ მაქვს მსხვილ ნადირზე მონადირეებზე, სადაც მიდგომა განსხვავებული უნდა იყოს. ამ ორი ძირითადი, ნადირობის ტიპის გათვალისწინებით უნდა არსებობდეს ორნაირი ლიცენზია - 1. ფრინველზე ნადირობის ლიცენზია და 2. ნადირზე (ან მდევრით) ნადირობის ლიცენზია . ორივე ლიცენზია უნდა იყოს სეზონური, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული სახის სანადირო ობიექტის მოპოვების დღიური ნორმა. ამ პრინციპით, ესენი ემსგავსება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ლიცენზიას. ისეთ მცირერიცხოვან, ადვილად მოწყვლად სახეობებზე, როგორიცაა:ხოხობი, გნოლი და დურაჯი, მათი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნადირობის აკრძალვა უნდა შენარჩუნდეს. მათგან განსხვავებით, კაკაბზე უნდა დაიშვას ნადირობა. როჭოს საკითხს შევისწავლიდი. მაინტერესებს, მისი დღევანდელი მდგომარეობა საჭიროებს წითელი წიგნისა თუ ნუსხის ბინადარის სტატუსს? ფრინველზე ნადირობის ლიცენზიით გათვალისწინებული სანადირო ობიექტები იქნება: კაკაბი და კურდღელი. კურდღელი იმიტომ, რომ ფრინველზე ნადირობისას ხშირად ხვდება მონადირეს, განსაკუთრებით კაკაბზე ნადირობისას და ამიტომაც ერთ პაკეტში მათი მოთავსება ლოგიკურია და ასახავს რეალობას. ამ ლიცენზიის შეძენისას, მონადირეს ასევე ექნება უფლება, მოინადიროს კურდღელი გადამფრენ ფრინველებზე (მაგ. ტყის ქათამზე ან იხვზე) ნადირობისასაც. მოპოვების დღიური ნორმის მაგალითი შეიძლება იყოს - სამი კაკაბი და ერთი კურდღელი. ნადირზე ნადირობის ლიცენზიით გათვალისწინებული იქნება კურდღელის, მაჩვის, მელას, ტურის, მგლის, კვერნის, გარეული კატის, ლელიანის კატის მოპოვება. ამ შემთხვევაში დღიური მოპოვების ნორმა შეეხება კურდღელსა და მაჩვს - თითო-თითო ერთეულის სახით. დანარჩენებზე (მტაცებლებზე) ნადირობა შეუზღუდავი უნდა იყოს. ამ ლიცენზიით ინადირებენ მდევრებით, სოროს ძაღლებით, მყეფრებით. რაც შეეხება ენოტსა და ენოტისებურ ძაღლს, როგორც ჩვენი ბუნებისთვის უცხო სახეობებს და სანადირო ფრინველებისთვის დიდი ზიანის მომტანთ, მათი მოპოვება ნებადართული უნდა იყოს მთელი წლის განმავლობაში. |
|
|
![]()
პოსტი
#191
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
იცით რა მაინტერესებს???...რაც თავიდანვე მახსოვს..და სანადიროდ დავიწყე სიარული....ნადირობა მარტო..გადამფრენებზე იყო ნებადართული ყოველთვის. ადგილობრივებზე...(ცხოველიც და ფრინველიც)..ყოველთვის აკრძალული..იყო (როგორც ვიცი...კაკაბზე იყო ნებადართული..ჩემამდე ბევრად ადრე..მერე ეგაც აიკრძალა) და რა კრიტერიუმებით ისარგებლეს..ჯერ კიდევ მაშინ...რო ეგეთი კანონი დააკანონეს...(რაც დღემდე გრძელდება) და თუ მაშინ არსებობდა ეგეთი ორგანიზაციები...რატო მაშინ არ დაუშვეს სხვა დანარჩენზე ნადირობა???....მაშინ ხო კვლევაც მიდიოდა...მტაცებლის შემცირებაც ხდებოდა...ორგანიზატორიც ყავდა და ფინანსებიც არ აკლდათ...რატომ ვერ იქნა მიღწეული...იმდენი..რომ ისეთი რაოდენობა ყოფილიყო..ადგილობრივ ნადირ-ფრინველზე...თავისუფალი..ნადირო
ბა დაეშვათ.. |
|
|
![]()
პოსტი
#192
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
გთხოვთ გამოთქვათ მოსაზრებები შემოთავაზებულ იდეაზე.
|
|
|
![]()
პოსტი
#193
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აუცილებლად გამოვთქვავდი..მაგრამ მაგ დონეზე ვერ ვერკვევი....რამ გამოიწვია...ადრე(დღემდე მოყოლებული)..კანონმდებლობის დადგენა...რატომ იყო ნებადართული მარტო გადამფრენებზე..და აკრძალული ადგილობრივებზე...რა არგუმენტები არსებობს მაგის თაობაზე. ეს მართლა მაინტერესებს....და არა რა ღაც სხვა მიზნებით...როგორც გავიგე...აკელას შეუძლია მაგ თემაზე კომპეტენტური აზრის გაზიარება...დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი..და მადლობელიც ვიქნებოდი.
|
|
|
![]()
პოსტი
#194
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
AlekoN
რაც შეეხება კიდევ ერთი სტრუქტურის შექმნას და საეგერო სამსახურს თუ ინსტიტუტს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ბიუჯეტი ვერ მისცემს თავს უფლებას მსგავსი ხარჯები გაწიოს - ანუ ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ - ჯერ-ჯერობით მაინც... რაც შეეხება ლიცენზიებს! - ცხოველთა სამყაროს ისეთ წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან, კურდღელი და მაჩვი, მე ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ ერთჯერადი ლიცენზიები იყოს თუნდაც... რაც შეეხება მტაცებლებს - ჩემი აზრით 8 თვე მაინც უნდა იყოს მათზე ნადირობა დაშვებული და თან ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე. ენოტი და ენოპტისებური ძაღლი - გეთანხმები, რომ ყოველგვარი შეზღუდვა მიზანშეუწონელია! ხოხობზე, გნოლზე და დურაჯზე ნადირობის აკრძალვა აზრს მოკლებულია - აკრძალვა მათ ვერ გადაარჩენს განადგურებისგან, ჯობია ისევ ლიცენზიები დაუშვან გარკვეული შეზღუდვებით და შემოსული თანხა მოახმარონ ასეთი სახეობების გადარჩენას, სამონადირეო კანონმდებლობისა მოწყობას და ასე შემდეგ! |
|
|
![]()
პოსტი
#195
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სხვათაშორის...როგორც მაშინ გვითხრეს შეხვედრაზე...ენოტი..და ენოტისებური ძაღლი...საერთოდ ამოსაღებიაო...მაგათ ნამდვილად არავინ აფარებს ხელს..მაგრამ..არც მითითებულია არსად(როგორც მე ვიცი)...ეგეთი თუ კიდე რამე არსებობს..ალბათ მითითებული მაინც უნდა იყოის სადმე..რომ..მაგათ განადგურებაზე..არანაირი პრობლემა არ იქნება..
|
|
|
![]()
პოსტი
#196
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ბესოს თქმისა არ იყოს "მოკლედ ამ დებატების წაკიტხვა უკვე ვეღარ გამომდის."
მართალი, რომ გითხრათ აზრსაც ვერ ვხედავ. დაველოდოთ გერმანელი სპეციალისტის დასკვნას. |
|
|
![]()
პოსტი
#197
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
იცით რა მაინტერესებს???...რაც თავიდანვე მახსოვს..და სანადიროდ დავიწყე სიარული....ნადირობა მარტო..გადამფრენებზე იყო ნებადართული ყოველთვის. ადგილობრივებზე...(ცხოველიც და ფრინველიც)..ყოველთვის აკრძალული..იყო (როგორც ვიცი...კაკაბზე იყო ნებადართული..ჩემამდე ბევრად ადრე..მერე ეგაც აიკრძალა) და რა კრიტერიუმებით ისარგებლეს..ჯერ კიდევ მაშინ...რო ეგეთი კანონი დააკანონეს...(რაც დღემდე გრძელდება) და თუ მაშინ არსებობდა ეგეთი ორგანიზაციები...რატო მაშინ არ დაუშვეს სხვა დანარჩენზე ნადირობა???....მაშინ ხო კვლევაც მიდიოდა...მტაცებლის შემცირებაც ხდებოდა...ორგანიზატორიც ყავდა და ფინანსებიც არ აკლდათ...რატომ ვერ იქნა მიღწეული...იმდენი..რომ ისეთი რაოდენობა ყოფილიყო..ადგილობრივ ნადირ-ფრინველზე...თავისუფალი..ნადირო ბა დაეშვათ.. დღისით ვერ მოვახერხე ამის თაობაზე ჩემი მოსაზრების გამოთქმა, დროის უკმარისობის გამო და ახლა შევეცდები. თავის დროზე, ხოხობზე, კაკაბზე, გნოლსა და კურდღელზე ნადირობა აიკრძალა მათი რიცხოვნების შემცირების გამო (წლების დადგენაც შემიძლია). ეს გამოიწვია, ჩემის აზრით ორმა ფაქტორმა: 1. სოფლის მეურნეობის შეტევამ ფაუნაზე, შხამქიმიკატებით მოწამვლისა და საარსებო პირობების მოსპობის (ტყისა და ჯაგნარის გაჩეხვის) სახით. 2. ნადირობისა (და შესაბამისად ბრაკონიერობის) მასშტაბების გაზრდამ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პრესი სანადირო ნადირ-ფრინველზე ბუნებრივია, გაიზრდებოდა - გაიზარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობა მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლად (უნივერმაღებში იყიდებოდა რეპარაციული და საბჭოთა წარმოების თოფები), ასევე მოიმატა ტრანსპორტის რაოდენობამაც, განვითარდა სამანქანო გზების ქსელი, რაც პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილამდე მიღწევის საშუალებას იძლეოდა. ამან ბუნებრივია, გამოიწვია ნადირობით დაინტერესების მკვეთრი ზრდა, მათ შორის ბრაკონიერობის სახითაც - შედეგად, ნადირ-ფრინველის "ამოღება" გაიზარდა. თოფით ნადირობაზე მეტად, უფრო ზუსტად - გლობალურად დააზარალა ფაუნა, სოფლის მეურნეობის ექსტენსიურმა განვითარებამ. ეს გამოიწვია ჭალებში ტყეებისა და ბუჩქნარების ფართობების შემცირებამ და წვრილი ნადირ-ფრინველის წლების განმავლობაში მოწამვლამ ქიმიკატებით. და თუ რამხელა ზიანს აყენებდა ეს უკანასკნელი ფაუნას, გამოჩნდა 90-იანებში, როცა ამ ფაქტორის განეიტრალების შემდეგ, შესამჩნევად იმატა ფრინველისა და კურდღლის რაოდენობამ. მითუმეტეს, რომ კომუნისტების დროს მტაცებელი უფრო ცოტა იყო, ვიდრე ახლა. |
|
|
![]()
პოსტი
#198
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
AlekoN
გასაგებია...ლოგიკურიც არის...მაშინ მართლა ბოროტად იყენებდნენ შხამქიმიკატებს და გეგმის გადაჭარბებით შესრულების მოსურნე თავმჯდომარეები...ნაკლებად დაგიდევდნენ...რა ბედი ელოდა ნადირ-ფრინველს....შედეგიც შესაბამისი იყო. თუმცა..დღეს არამგონია უკეთესი სიტუაცია გვქონდეს...შეიძლება შხამქიმიკატებს ნაკლებად მოიხმარენ..მაგრამ..ბრაკები და მტაცებლები...მართლა კატასტროფამდეა მომრავლებული...ამას ყველა ვხედავთ და ალბათ ამ თემაზე..კამათს არავინ ვაპირებთ...ჩვენ ალბათ იმაზე უნდა ვიფიქროთ...რა გამოსავალი შეიძლება იქნეს ნანახი....და საჭიროების შემთხვევაში...ჩვენ სათქმელსაც ვიტყვით. |
|
|
![]()
პოსტი
#199
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ბესო
რაც შეეხება მტაცებლებს - ჩემი აზრით 8 თვე მაინც უნდა იყოს მათზე ნადირობა დაშვებული და თან ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე. კი ბატონო... ხოხობზე, გნოლზე და დურაჯზე ნადირობის აკრძალვა აზრს მოკლებულია - აკრძალვა მათ ვერ გადაარჩენს განადგურებისგან, ჯობია ისევ ლიცენზიები დაუშვან გარკვეული შეზღუდვებით და შემოსული თანხა მოახმარონ ასეთი სახეობების გადარჩენას, სამონადირეო კანონმდებლობისა მოწყობას და ასე შემდეგ! ჯერ ერთი, არა მგონია, განადგურება ემუქრებოდეთ, უბრალოდ, მცირერიცხოვანნი არიან. მეორეც ერთი, ნადირობის დაშვების შემთხვევაში, ვინ გააკონტროლებს მოპოვების ნორმის ანუ შეზღუდვების დაცვას?? გდი, რომელიც ვერ წვდება ამ საქმეს?? ისევ ეგერის შტატის აუცილებლობასთან მივდივართ... თუ პოპულაციის რაოდენობა არ დაითვალეს, მოსაპოვებელ რაოდენობას და ქვოტებს როგორღა დაადგენენ?? დამთვლელი ამათ არ ყავთ და ისევდაისევ ადგილობრივი ეგერები ითვლიდნენ სხვაზე უკეთ... |
|
|
![]()
პოსტი
#200
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ბესო
რაც შეეხება ლიცენზიებს! - ცხოველთა სამყაროს ისეთ წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან, კურდღელი და მაჩვი, მე ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ ერთჯერადი ლიცენზიები იყოს თუნდაც... ლიცენზია, რომელიც რამდენიმე სანად. ობიექტს მოიცავს ( ანუ პაკეტის სახითაა), სეზონურია და ფიქსირებული ფასი (თუმცაღა გადამფრენებთან შედარებით ძვირი) ღირს, გაცილებით მოხერხებულად მიმაჩნია ორივე მხარისათვის. ისევდაისევ ვერ ხერხდება მონადირის მიერ მოპოვებული ნანადირევის გაკონტროლება. შედეგად, კაცმა ერთი ერთჯერადი კურდღლის ლიცენზიით შეიძლება ინადიროს მთელი სეზონის განმავლობაში და მოიპოვოს რამდენსაც მოახერხებს. ამით, სახელმწიფო შემოსავალს კარგავს. მას ურჩევნია გაყიდოს სეზონური ლიცენზია, დაწესებული დღიური ნორმით, რომელიც უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე ერთჯერადი. ეს, წვრილ ინდმეწარმესთან ურთიერთობის სტილია, სადაც გადასახადი ფიქსირებულია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 05:14 |