თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

20 გვერდი V  « < 19 20  
Reply to this topicStart new topic
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ?
AlekoN
პოსტი Dec 14 2009, 17:07
პოსტი #291


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ბესო
QUOTE (ბესო @ Dec 1 2009, 16:47) *
ხოხობზე, გნოლზე და დურაჯზე ნადირობის აკრძალვა აზრს მოკლებულია - აკრძალვა მათ ვერ გადაარჩენს განადგურებისგან, ჯობია ისევ ლიცენზიები დაუშვან გარკვეული შეზღუდვებით და შემოსული თანხა მოახმარონ ასეთი სახეობების გადარჩენას, სამონადირეო კანონმდებლობისა მოწყობას და ასე შემდეგ!

ეს შენი პოსტია და ამიტომაც ვახსენე გნოლი და დურაჯი...

QUOTE (ბესო @ Dec 12 2009, 02:30) *
არგუმენტების ნაკლოებობაზე ჩემსაზე თუ საუბრობთ -თქვენ არგუმენტებით აღსავსეს არ უნდა გჭირდებოდეთ 3 დღე - არგუმენტირებული პასუხის მოსაფიქრებლად და იმისთვის, რომ ნაფტალინიან ენციკლოპედებში მოქექოთ ბატის შვილს ჭუკი ქვია თუ ჭუჭული! newsmile045.gif

ნუ ეხლა, ნაფტალინს არასასიამოვნო სუნი უდის და მაგ წიგნებს გასანიავებლად ორი დღე კი დაჭირდება... newsmile042.gif small3d011.gif newsmile090.gif newsmile090.gif

QUOTE (ბესო @ Dec 14 2009, 17:47) *
ალეკო ეგ ეგრეა. ერთ-ერთ მეზობელ ფორუმზე კანადაში ცხოვრბოს ერთ-ერთი ქართველი მონადირე და იმის ნათქვამი მახსოვს - დღეში 7 ცალის მონადირების უფლება გვაქვსო ესეც თქვა მგონი და თან მთელი წელი სეზონია იმდენი არის, რომ კონტროლის მექანიზმად ამგვარი უკიდურესი ზომა დაუშვესო newsmile05.gif

ესეიგი მავნებლის სტატუსისმაგვარი მიუციათ და ეგაა... newsmile011.gif
ავსტრალიელ ბოცვრამდე ბევრი აღარ უნდა ეკლდეს ანუ. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 14 2009, 17:13
პოსტი #292


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყველაფერი გამიგია და მონადირე ეხვეწებოდეს ზემოთ გაზაფხულზე სეზონი არ გადაწიოთო პირველად მესმის. მე ბესოსი კი არ მიკვირს, (რა თქმა უნდა გაზაფხულზე არცერთ სახეობაზე ნადირობა ნებადართული არ უნდა იყოს) მე ის მიკვირს რასაც ვეხვეწებით იმას არ აკეთებენ და რაც არ უნდა ქნან იმას თავს გვახვევენ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი რაც არის სასწრაფოდ გასაკეთებელი

1. ზუსტი თარიღი სეზონის გახსნისა, რომელიც იმოქმედებს ყოველ წელს და არა მინისტრების ცვლასთან სინქრონში
2. დაუშვან ნადირობა ტურაზე და მგელზე. (ნუ შეშინდებიან მაინც არავინ ივლის 2-3 ჯგუფის გარდა)
3. რა თქმა უნდა სეზონის დახურვა უნდა დარჩეს უცვლელი 1 მარტისთვის

ეს რაც ჰაერივით ჭირდება საწყისისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Dec 14 2009, 17:27
პოსტი #293


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ბესო
QUOTE (ბესო @ Dec 14 2009, 17:23) *
თუნდაც 1 სახეობაზე ნადირობის დაშვება გამოიწვევს უკონტროლობას და თოფით ირბენს ისევ ყველა იმ მიზეზით, რომ ქათამზე ვნადირობთო

დღესდღეობით, ეს რომ პრობლემაა, გეთანხმები! დღესდღეობით...

QUOTE (ბესო @ Dec 14 2009, 17:23) *
და თუ მაინც მიგაჩნია, რომ "მონკავშირი" სახელმწიფოსგან თავისუფალი ორგანიზმი იყო - დაფუძნებული დემოკრატიულ საწყისებზე newsmile05.gif - მაშინ, ლევანის დასმულ კითხვას უპასუხო იქნებ - "რატომ ვერ ყიდულობდა მონადირე თოფს მონკავშირის წევრობის გარეშე"? - "წყობა რომ იყო მაშინ ეგეთი და ჩვენ ვერ ჩავწვდებით - ეგ ვიცით უკვე" newsmile05.gif სხვა ვერსია თუ არსებობს ის გვაინტერესებს newsmile045.gif

ეგ საიდანღა მოიტანე?
მაშინ სად იყო თავისუფალი ორგანიზაცია??
და ეგრე რომ არ ყოფილიყო, არ გაგიკვირდებოდა?

QUOTE (ბესო @ Dec 14 2009, 17:23) *
რა ვქნა ეხლა აღარ შემოვიხედო ამ თემაში? იმის შიშით, რომ დეპატებში არ ვიყო ჩაბმული? newsmile035.gif

საღი კამათი, თავისთავად ცუდი არაა, პირიქით...
უბრალოდ, დაუმსახურებლად იარლიყები არ უნდა მიაკრა კაცს, რომელსაც არ იცნობ... newsmile058.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 15 2009, 00:45
პოსტი #294


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AlekoN @ 14th December 2009 - 18:27) *
საღი კამათი, თავისთავად ცუდი არაა, პირიქით...
უბრალოდ, დაუმსახურებლად იარლიყები არ უნდა მიაკრა კაცს, რომელსაც არ იცნობ...

ჰააა ბესო რას იტყვი???... მოდი და ამას ნუ დაეთანხმები... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ისე კი მაგ იარილყების მირტყმას თუ ყველა შევეშვებით უკეთესი იქნება.....გადაქექვად არ ღირს(თან მეზარება) თორემ იმდენი ტალახი შემიძლია ამოქექო..ჩემსკენ ნასროლი...მტრისას ...ზოგგან ცინიზმი..ერთქან ძალიან დახვეწილი ირონია...

რამდენიმეჯერ ისეთი ზიზღი...შახიდის ქამარი რო ქონოდა სიამოვნებით აიფეთქებდა თავს..ოღონდ მეც მივეყოლებინე... newsmile035.gif newsmile035.gif
ხოდა კარგი იქნება ამ ყველაფერ უკან თუ მოვიტოვებთ....ჩემი წინადადებაა...ნორმალურ და მშვიდ ატმოსფეროში...ჩამოვყალიბდეთ...

თუ რა გვაწუხებს მაგ მიმართულებით...მერე ოფიციალურად მივწეროთ გარემოს დაცვას...რამდენიმე საკითხიც რომ გაითვალიწინონ..უკვე მაგარი საქმე იქნება...მოკლედ..კონსტრუქციული ოპონირება გაუწიოთ. სხვა შემთხვევაში აზრი საერთოდ არ აქვს.....თუ მარტო გინებით შემოვიფარგლებით და უბრალოდ გულს მოვიოხებთ....დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Dec 18 2009, 19:24
პოსტი #295


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ახლა განვიხილოთ სხვანაირი ვარიანტი -

სახელმწიფოს კუთვნილ სანადირო სავარგულებში, ადგილობრივ (მობუდარ) ნადირ-ფრინველზე ნადირობის ლიცენზიების შესახებ -

მტაცებლებზე ნადირობა უფასოა (არ სჭირდება ლიცენზიის აღება). ესენია - მგელი, ტურა, მელა, ენოტისებური ძაღლი, ენოტი, კვერნა.
მაჩვი კლასიფიკაციით მტაცებლებს მიეკუთვნება (კვერნისნაირია), მაგრამ ცხოვრების ნირი უწყინარი აქვს და არამგონია "მავნებლების" კატეგორიაში გადიოდეს. ამიტომაც, ჩემი აზრით ამ ცხოველზე ნადირობა ლიმიტირებული უნდა იყოს რაიმე ფორმით, ან ცალობით ლიცენზია გაიცეს.
---------------------------------------------------

კურდღელზე ნადირობის ლიცენზია.
ლიმიტი - დღეში მოპოვების ნორმა - 1 ცალი.
ლიცენზია ხანგრძლივობის მიხედვით, ორნაირია:
1. სეზონური ( ძალაშია კურდღელზე ნადირობის მთელი სეზონის განმავლობაში).
2. მოკლევადიანი ( ერთი კვირა).
---------------------------------------------------

ფრინველზე (კაკაბზე, შესაძლოა როჭოზეც) ნადირობის ლიცენზია.
ლიმიტი (დამოკიდებულია კონკრეტული სეზონისთვის პოპულაციის მდგომარეობაზე) - მოპოვების ნორმა, დღეში - მაგ. 3 კაკაბი, 2-3 როჭო.
აქაც, ლიცენზია ხანგრძლივობის მიხედვით, ორნაირია - სეზონური და მოკლევადიანი (კურდღლის ლიცენზიის ანალოგიურად).

იმასაც გავიმეორებ, რომ სეზონური ლიცენზია უფრო იაფი უნდა ჯდებოდეს, მთელი სეზონის განმავლობაში აღებული მოკლევადიანი ლიცენზიების ჯამთან შედარებით, დაახ. 20-30%-ით (მაგ. სავარაუდოდ, ოთხთვიანი სეზონის განმავლობაში, მოკლევადიანი ლიცენზიების მაქსიმალური რაოდენობაა - 16). ამით სახელმწიფო მონადირეს წაახალისებს, აიღოს სეზონური ლიცენზია და ორივე მოგებული რჩება.

ჩემს მიერ შემოთავაზებულ პირველ ვარიანტში, ფრინველის ლიცენზიაში გავითვალისწინე კურდღლის მოპოვების ნორმაც, რაც ლოგიკურია და პრაქტიკიდან გამომდინარე, გამართლებული -კაკაბზე ნადირობისას კურდღლის შეხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია. თუმცა ამ შემთხვევაში ლიცენზიის ფასიც მატულობს. სხვა შემთხვევაში კი, კაკაბზე მონადირეს ჯიბეში მაინც უნდა ედოს ცალკე კურდღლის ლიცენზიაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Dec 18 2009, 19:31
პოსტი #296


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



AlekoN
+1
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Dec 18 2009, 20:10
პოსტი #297


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აუფ კი წავედი ოცნებაში newsmile05.gif
ეგრე რო იყოს რაღა გვიჭირს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 19 2009, 00:15
პოსტი #298


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



AlekoN
მეც მომეწონა ეგ ვარიანტი....პრინციპში ყველაფერია გათვალისწინებული...უბრალოდ როჭოს ამბავია ცოტა რთულად როგორც ვიცი.... მაგაზე მთელი ამბავი ყოფილა... გრანტებიც ყოფილა გადმორიცხული.... მოკლედ..მე ვფიქრობ....როჭოს ხსენებაზე გადაყირავდებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Dec 19 2009, 13:23
პოსტი #299


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანი @ Dec 19 2009, 01:15) *
მეც მომეწონა ეგ ვარიანტი....პრინციპში ყველაფერია გათვალისწინებული...უბრალოდ როჭოს ამბავია ცოტა რთულად როგორც ვიცი.... მაგაზე მთელი ამბავი ყოფილა... გრანტებიც ყოფილა გადმორიცხული.... მოკლედ..მე ვფიქრობ....როჭოს ხსენებაზე გადაყირავდებიან.

როჭოს "ურთიერთობა" წითელ ნუსხასთან, მგონი დასაზუსტებელია.
გავრცელების არეალი საკმაოდ დიდი აქვს - ცენტრალური და მცირე კავკასიონის ალპური ზონა.
ნადირობა მინიმალური მასშტაბების უნდა იყოს - მთის ხალხი არ ნადირობს ფრინველზე, სირცხვილად მიაჩნიათ, ბარიდანაც რამდენი ადის სპეციალურად მასზე სანადიროდ? - ძალიან ცოტანი.
ამიტომაც, განსაკუთრებულ ფაქტორს, რაც მის პოპულაციას ზიანს აყენებს, მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ.
არის კი, ეს სახეობა, საერთოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 19 2009, 23:45
პოსტი #300


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AlekoN @ 19th December 2009 - 14:23) *
არის კი, ეს სახეობა, საერთოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი??

რავიცი..ბავშვობიდან მესმის როჭოს იშვიათობის ამბავი...თან რაც თავი მახსოვს..სულ წითელ ნუსხაშია.....ისე კი ძალიან მაინტერესებს ეგ ფრინველი(ეტყობა ბავშვობიდან მაქვს ჩაყოლილი...რაღაც მითიური ფრინველი მეგონა პატარაობაში) newsmile035.gif newsmile035.gif მაგაზე ფოტო იარაღით მაინც ვინადირებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

20 გვერდი V  « < 19 20
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 17:43