სპინინგი, ზოგადი საუბრები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სპინინგი, ზოგადი საუბრები |
![]()
პოსტი
#191
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეგ ჯოხია მედიუმს და ჰევის შორის სადღაც, ჩვენ პირობებში უფრო მსუბუქი ჯოხი ჯობია მაგრამ დასაწყისისთვის არაა პრობლემა.
|
|
|
![]()
პოსტი
#192
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
ერთი სიტყვით ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ეს სიტუაცია.
პირველ რიგში გილოცავ მეგობარო სპინინგის განხრით წასვლას და პირველ ნაბიჯებს.... ეხლა რა ხდება, სპინინგში არის ესეთი მომენტი, როდესაც შენ თავს ეკითხები რა გინდა? სად გინდა? და რისთვის გინდა? სამივე რო გააერთიანო მაგისთვის ეგ ჯოხი გამოგადგება, გამომდინარე იქიდან რო დამწყები ხარ ჯერ, გავა დრო, მოიწამლები და მიხვდები თუ რა ზომის ჯოხია შენთვის იდეალური და რა ტესტის, მეც პირველად რო დავიწყე სპინინგით თევზაობა, ოფიციალურად პოლის ჯოხი მქონდა ![]() იმისთვის რომ მოიწამლო, მიხვდე თევზის ჭერის კაიფს, ისწავლო სროლა და სატყუარების გატარება პირადად გირჩევ ვარიანში საკალმახე მეურნეობაში წასვლას და რამოდენიმე გაკვეთილის ჩატარებას საკუთარ თავთან... 2.40 პირადად ჩემთვის ძაან გრძელია აღმოსავლეთ საქართველოში კალმახზე სათევზაოდ, ამისათვის იდეალური შუალედი არის 1.80-2.00 სიგრძე, სამაგიეროდ ეგ ჯოხი იდეალურია სიგრძეს ვგულისხმობ დასავლეთში ქარიყლაპიისთვის და ქორჭილისთვის, ასევე ზოგ ზოგიერთ ადგილზე კალმახისთვისაც. რაც შეეხება ჯოხის ტესტს, პირდაპირ გეტყვი რო ძაან დიდია... ყველაფრისთვის, მაგრამ მაინც შეძლებ ყველაფერზე თევზაობას, (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს) ![]() ![]() ამიტომ წადი გორში, სოფელ ვარიანში, 2-3 თევზაობის შემდეგ შენთითონ მიხვდები ბევრ რამეს, პირველრიგში გულის აცრუებას გადარჩები ![]() შემდეგ როცა მოხვდები ველურ პირობებში აი მანდ უკვე თავად მიხვდები რა გჭირდება უშუალოდ კონკრეტულ მდინარეზე, რელიეფზე, და სამიზნე ობიექტზე (თევზი იგულისხმება). პრაქტიკა წვალება პრაქტიკა წვალება პრაქტიკა წვალება!!! შედეგი : საბოლოოდ წინ ბევრი ლამაზი წუთები გელოდება!!!! ამად ღირს ყველაფერი დამიჯერე!!! მე პირადად გისურვებ წარმატებებს და თუ კითხვა დაგებადა დიდი სიამოვნებით დაგეხმარები ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#193
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#194
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შოთა.03
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ფაქტიურად პასუხი გაეცი ყველა იმ კითხვას, რომელიც მე მაინტერესებდა და რომელზეც ეჭვი მქონდა. სატყუარები რაც მაქვს, სრულიად ქაოსურად მაქვს ნაყიდი, ყოველგვარი ტესტის გათვალისწინების გარეშე.ამიტომ ცოტა მიჭირდა სროლა ვარიანში, თან ქარი იყო ძლიერი. ვარიანი,პინციპში ყველაზე კარგი სავარჯიშო ადგილია. კუს ტბაზეც შეიძლება მოსინჯვა. დასავლეთში ნამდვილად კარგი იქნება ამ ჯოხის გამოყენება, ქარიყლაპიაზე, შესაბამისი ზომის სატყუარებით. მოკლედ დიდად ვარ დაინტერესებული სპინინგით და ნელ-ნელა განვვითარდები. თქვენი დახმარებით რა თქმა უნდა ![]() მცირე წონის სატყუარებზე ცოტა სიმძიმის დამატება თუა შესაძლებელი? აშკარად შეუსაბამო სატყუარები მაქვს. |
|
|
![]()
პოსტი
#195
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
jaba_gugesha
მცირე წონის სატყუარებზე ცოტა სიმძიმის დამატება თუა შესაძლებელი? 1 გრამითაც რო დაამძიმო არცერთი არ იმუშავებს... კუს ტბაზეც შეიძლება მოსინჯვა. კი მარა ჯერ მაინც არ გირჩევ მანამ არ "მოიწამლები". ![]() .ამიტომ ცოტა მიჭირდა სროლა ვარიანში, თან ქარი იყო ძლიერი. ვარიანი,პინციპში ყველაზე კარგი სავარჯიშო ადგილია. მოდი ასე ვქნათ, შენ რო მოახერხებ შემხვდი, მანახე შენი სატყუარები და ძუაც და გავერკვეთ ზუსტად რა გჭირდება და რა არა. ყოველდღე ვაკეში ვარ დილიდან შუადღემდე, დანარჩენი დრო გლდანშI, სადაც გაგიხარდება იქ შევხვდეთ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#196
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შოთა.03
კაი. იმ კვირაში შეგეხმიანები პმ-ში. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#197
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 113 რეგისტრ.: 30-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეგობრებო იქნებ ვინმემ მიმასწავლოდ სად ვიყიდო ე.წ ''ატცეპი'' ან როგორ დავამზადო?
|
|
|
![]()
პოსტი
#198
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#199
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni ![]() |
სალამი ყველას. ერთი კითხვა მაქ სპინინგის სატყუარაზე 6 კავია ჯამში და აკრძალული ხომ არ არის მაგით თევზაობა? კანონდებლობაში როგორც ვისი სამ კავზე მეტით არ შეილება თევზავი და სულ ჯამში ვობლერზე 6 კავი გამოდის და არაა აკრძალული?
|
|
|
![]()
პოსტი
#200
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 12-December 17 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება. რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს. ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული. სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ. მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს. საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას. იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყ**ბის ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას. ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას. იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას. საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი. მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე. სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში. ავტორი: troutbaiter https://youtu.be/igy9YtJqoRI |
|
|
![]()
პოსტი
#201
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით, თხოვნა მაქვს, იქნებ დამაკვალიანოთ. მოკლედ, ვიყიდე სპინინგი - სიგრძე 2.40, ტესტი 5-25 გრამი. ვაპირებ მოვსინჯო შამაიაზე. მაინტერესებს რომელი სატყუარებით ჯობია შამაიაზე თევზაობა და რამდენ გრამიანებით. ასევე მაინტერესებს 5 გრამზე ნაკლები წონის სატყუარას გამოყენება თუ იქნება შედეგიანი. ლოგიკურად ალბათ მოვახერხებ, მაგრამ რადგან ამ საქმეში პირველად ჩავერთე გამოცდილი ადამიანების რჩევა მნიშვნელოვანი იქნება.
ინტერესი ინტერნეტში ატვირთულმა ვიდეოებმა გამოიწვია, სადაც ალაზანზე საკმაო წარმატებით თევზაობენ შამაიაზე სპინინგით. მადლობა წინასწარ. და კიდევ, თუ მიმასწავლით სად შეიძლება ნორმალურ ფასად ვიყიდო სატყუარები და დამხმარე აღჭურვილობა ძალიან დამავალებთ |
|
|
![]()
პოსტი
#202
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
shotka
ძირითადათ ულტრალაითებით თევზაობენ. 0-5 გრამი. ძირითადი ძუა გამჭვირვალე და მაქსიმუმ 0.2. უმჯობესია პატარა ჯიგების და სილიკონის სატყუარების გამოყენება. ვერცხლის ქუჩაზე იყიდება ჩვენი ფორუმელია სმეკოსმკო და დეტალებზე დაგაკვალიანებს |
|
|
![]()
პოსტი
#203
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დიდი მადლობა. ვიყავი მითითებულ მაღაზიაში და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. პირველ რიგში დამოკიდებულებით, მერე უკვე სხვა დანარჩენით
|
|
|
![]()
პოსტი
#204
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 16-May 23 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მიწის აზომვა რაც არა ნაკლებ პოპულარულია მთელს მსოფლიოში.
|
|
|
![]()
პოსტი
#205
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 16-May 23 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მიწის აზომვა რაც არა ნაკლებ პოპულარულია მთელს მსოფლიოში.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 11:30 |