კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 >  
Reply to this topicStart new topic
კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!?
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 00:23
პოსტი #131


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:19) *
კანონი გეუბნება აკრძალულიაო საერთოდ რახან წითელ წიგნშიაო

1 მუხლი მაინც მიპოვე კანონში სადაც ამას ამბობს! კანონი მეუბნება დაშვებულიაო, ოღონდ დებულების შეზღუდვები გამოიყენეო, და ეს დებულება კი ზღუდავს ქვირითობას!!!!

ანუ
ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:19) *
მარტივი სქემა-წიგნი-კანონი-დებულება


წიგნი:
ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, "გარემოს დაცვის შესახებ" და "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.


კანონი:
ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
- მუხლი 26 -- ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა
- - პუნქტი 1 -- საქართველოს მოქალაქეებს პირადი (ინდივიდუალური) მოხმარებისა და ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით.
- - პუნქტი 2 -- საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე (გარდა ამ კანონის 21 მუხლის მე-6 პუნქტსა და 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა)
- - პუნქტი 4 -- ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას
- მუხლი 30 -- თევზჭერა
- - პუნქტი 1 -- თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით)
- -პუნქტი 3 -- ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევების უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის საშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა.შ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
- - პუნქტი 9 -- თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები


დებულება:
ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულება (ბრძანება N 512)
- მუხლი 7 -- თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები.
- - პუნქტი 3 - აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა:
და მოყვება ვრცელი სია იმ ადგილებისა სადაც არის აკრძალული გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა
- მუხლი 8 - ჭერააკრძალული თევზის სახეობები
სადაც წერია, 1 პუნქტის ქვეპუნქტებში - ა), ბ), გ), ნახსენებ თევზის სახეობებზე აკრძალულია თევზაობა მთელი წლის განმავლობაში,
ხოლო დ) კალმახი (მდინარის, ტბის) - 1 ოქტომბრიდან, 1 იანვრამდე.

დანართ 2-ში მოყვანილია თევზის მინიმალური, ზომა, რომლის ქვევითაც თევზი უნდა დაუბრუნდეს წყალსატევს:
და წერია, რომ კალმახი მდინარის - 190 მმ
კალმახი ტბის - 320 მმ


ანუ ყველაფერი ლოგიკური, მარტივი და გასაგებია! newsmile05.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:19) *
მანამდე ხრამული და მისი ჯანი, უდიდესი სიამოვნებაა დამიჯერე


შანსი არ აქვს ხრამულს newsmile05.gif 2-3 კვირის წინ 2 კილოიანი ხრამულები და ჭანარები ვიჭირე, მაგრამ.......... NO CHANCE AT ALL!!! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 00:46
პოსტი #132


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღეს საკმაოდ დიდი დრო დავუთმე ამ თემას და სხვა თემები გვერზე მომრჩა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დრო ფუჭად არ დამიკარგავს, და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მაინც მივედით, რომ კალმახზე თევზაობა არც არასდროს ყოფილა აკრძალული და ეხლაც იგივე სიტუაციაა! ქვირითობა ცალკე მომენტია და ეს კანონებს არც ეხება, აქ თითოეული მეთევზის ვალია, რომ ეტიკეტი დაიცვას. ამასთანავე მინდა ცალსახად დავაფიქსირო ჩვენი უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება ელექტრო-შოკური აპარატის და სხვა მავნებლური მეთოდების გამოყენების მიმართ! კალმახი არის მტაცებელი, შესაბამისად მას ადამიანის გარდა სხვა მტერი არ ყავს, ადამიანის მტრობა კი გამოიხატება იმაში, რომ ამაზრზენი, ბრაკონიერული, ამორალური და უკანონო მეთოდები არ უნდა გამოიყენოს ამ სახეობაზე თევზჭერის დროს! და ანკესით, კანონიერ ვადებში და ზომების დაცვით თევზაობით ვერასდროს ვერ გაწყვეტ ამ ჯიშს. გაწყვეტ კი არა კვალსაც ვერ დაატყობ!!!!!!!
ამიტომ ჩვენ რისიც გვწამს და რასაც "ვაწვებით" და ვახორციელებთ ალბათ ისევ ძალაშია! - მეტი პატიოსანი მეთევზე=ნაკლებ ბრაკონიერს!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 20 2010, 09:01
პოსტი #133





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



არ შეიძლება დებულება ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ხომ გავიარეთ ეგ თემა, მთავარი კანონი გიკრძალავს (წიგნი) მეორე კანონი ეთანხმება და მიგითითებს დებულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება წიგნს, დამთავრდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Oct 20 2010, 09:54
პოსტი #134


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



მე როგორც მივხვდი აქ უპირველესად დიდი ყურადღება ექცევა წითელი წიგნიდან ამოღებას, ანუ წითელი წიგნია მთავარი?
თუ ეს ასეა, მაშინ რატო არაა გადახედილი 1981 წლის შემდეგ? ნუთუ 29 წლის მანძილზე რამე სახეობა არ გამრავლდა? ან ახალი არ მივიდა გადაშენების პირას?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 10:24
პოსტი #135


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 10:01) *
არ შეიძლება დებულება ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ხომ გავიარეთ ეგ თემა


გავიარეთ მაგრამ არა ამ ლოგიკით! გკითხე 1 მაგალითი მაინც მიჩვენე სადაც წიგნი მიკრძალავს მეთქი და ვერ მოგყავს მაგალითი და მაშინ როგორღა კრძალავს???

წიგნი მეუბნება კალმახთან დაკავშირებული ურთიერთობები თუ გაინტერესებს მიმართე მეორე კანონსო და ეს მეორე კანონი კი მეუბნება სამოყვარულო და სპორტული თევზჭერით ითევზავე უპრობლემოდ ოღონდ დებულების ვადები დაიცავიო. აქედან დასკვნა, დაშვებულია!!! და არავითარი დებულება არ ეწინააღმდეგება კანონს (წიგნს). და რომც ეწინააღმდეგებოდეს, წითელ წიგნს, მაინც არ აქვს ამ წიგნს უპირატესი ძალა ვინაიდან კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ ასევე არის კანონი და თან უფრო ბოლო დამატებებით და ცვლილებებით არის! - ეს ისე თორემ დღეს-დღეობით არც წითელი წიგნი კრძალავს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქევხო
პოსტი Oct 20 2010, 12:27
პოსტი #136


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 181
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



გამოდის რომ ანკესით რომ ვითევზავო კალმახზე აგვისტოში, ვერ მომედავებიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 20 2010, 13:38
პოსტი #137





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ბესო @ Oct 20 2010, 11:24) *
გავიარეთ მაგრამ არა ამ ლოგიკით! გკითხე 1 მაგალითი მაინც მიჩვენე სადაც წიგნი მიკრძალავს მეთქი და ვერ მოგყავს მაგალითი და მაშინ როგორღა კრძალავს???

წიგნი მეუბნება კალმახთან დაკავშირებული ურთიერთობები თუ გაინტერესებს მიმართე მეორე კანონსო და ეს მეორე კანონი კი მეუბნება სამოყვარულო და სპორტული თევზჭერით ითევზავე უპრობლემოდ ოღონდ დებულების ვადები დაიცავიო. აქედან დასკვნა, დაშვებულია!!! და არავითარი დებულება არ ეწინააღმდეგება კანონს (წიგნს). და რომც ეწინააღმდეგებოდეს, წითელ წიგნს, მაინც არ აქვს ამ წიგნს უპირატესი ძალა ვინაიდან კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ ასევე არის კანონი და თან უფრო ბოლო დამატებებით და ცვლილებებით არის! - ეს ისე თორემ დღეს-დღეობით არც წითელი წიგნი კრძალავს!!!


ბესო, მეორე სართულზე ვზივარ ეხლა ცოტა მაღლა რომ ვიჯდე უეჭველი ფანჯრიდან გადავხტებოდი newsmile035.gif წითელი წიგნი კრძალავს, სახეობა თუ წითელ წიგნშია მის მიმართ ნებისმიერი ქმედება აკრძალულია, ამასაც კანონი გეუბნება დებულება თავისზე მაღლა მდგომ აქტს (წიტელ წიგნს) ეწეინაღმდეგება და არის კოლიზია, მოქმედებს კანონი, სხვანაირად როგორღა დავწერო ნაღდად არ მესმის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 20 2010, 16:36
პოსტი #138


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დიდი გულისყურით გადავიკითხე თემა, საინტერესოდ კამათობდით.

ინგლისში კანონი- ელისაბედი იყო, აი საქართველოში უკვე აღარ ვიცი, კანონი ვინ არის და რა არის.

ერთი ვიცი: ბევრი (პატიოსანი) მეთევზე=ცოტა ბრაკონიერს. ბრაკონიერზე მეტ ზიანს, ანკესით მოთევზავე ვერ მიაყენებს ვერცერთ სახეობას ( თუ რა თქმა უნდა ქვირითობისას არ თევზაობ)



ახალი არაფერი არ მითქვას, მაგრამ მაინც .....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 16:44
პოსტი #139


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



NickAdams

რასაც მე ვამბობ ვერ გებულობთქო რომ ვთქვა გამორიცხულია და ამიტომ რჩება ის, რომ "არ გებულობ" ვინაიდან პირველ ჩვენებას აწვები ან რატომღაც არ გაწყობს ამ "ჩვენების" შეცვლა newsmile05.gif

მოკლედ:
ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 14:38) *
წითელი წიგნი კრძალავს, სახეობა თუ წითელ წიგნშია მის მიმართ ნებისმიერი ქმედება აკრძალულია

ეს ნუ მარტივად რომ ვთქვათ არ არის მართალი newsmile05.gif

აი წითელი წიგნი რას გვეუბნება:
- მუხლი 10 -- გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
- - პუნქტი 2 -- აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, მათ შორის ნადირობა, რეწვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა, [b]გარდა
ამ კანონით, "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა[/b]

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 14:38) *
მოქმედებს კანონი, სხვანაირად როგორღა დავწერო ნაღდად არ მესმის


ხოლო წითელ წიგნში ნახსენები კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ კი ღაღადებს:

- მუხლი 26 -- ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა
- - პუნქტი 2 -- საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე (გარდა ამ კანონის 21 მუხლის მე-6 პუნქტსა და 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა)
- მუხლი 30 -- თევზჭერა
- -პუნქტი 3 -- ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევების უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის საშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა.შ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

ეხლა ამიხსენი სად ხედავ აქ "კოლიზიას"??????? ორივე კანონი ერთხმად და შეხმატკბილებულად აძლევს ფიზიკურ პირებს უფლებას, რომ ინდივიდუალური მოხმარების მიზნით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა კალმახზე, როგორც წითელი წიგნის ეგზემპლარზე!!!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 20 2010, 20:41
პოსტი #140





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო, ნაღდად არ გინდა იმ აზრთან შეგუება, რომ აკრზალულია, ჩემი თუ არ გჯერა და გგონია რომ ტენდენციური ვარ, მოიყვანე ნებისმიერი პირველკურსელი იურისტი და იგივეს გეტყვის რასაც მე, დარწმუნებული ვარ ფორუმზეც არიან იურისტები, კითხე მათაც, თორე ერთი და იგივე მუხლების ციტირებით და აბსოლიტურადა არალოგიკური დასკვნების კეთებით არაფერი გამოვა, რაც არ უნდა იძახო შაქარი, შაქარიო პირი არ დატკბებაო ხომ გაგიგონია ეს გამოთქმა.

P.S. კოლიზია კი იქაა, რომ ეგ ციტატა ზოგადი ხასიათისაა, სპეციალური ნორმები კი აკრზალვას აწესებს, ჩვენს მიერ მოყვანილი ორივე კანონი კრზალავს, მესამე დებულება ნებას რთავს და ამით ეწინაღმდეგება წითელ წიგნს და კანონის მოთხოვნას წიტელ ნუსხაში შეტანილი სახეობების ხელშეუხებლობის თაობაზე, იმედია ახლა მაინც მიხვდი. მე დავამთავრე ამ თემაზე კომენტარების კეთება, კითხე ნებისმიერ იურისტს და დარწმუნდები, თუ საპირისპიროს გეტყვის ფორუმზე შემოვიდეს და მერე ვისაუბროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 20 2010, 21:07
პოსტი #141


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



NickAdams
ისე მიკერძოელუბაში არ ჩამითვალო, მაგრამ მგონია რომ ბესო ბევრად არგუმენტირებულად წერს,
ისიც არ არის დოგმა რომ ჩვენ მართლები ვართ და შენ არა, უბრალოდ მართლა ვერ ამოვიკითხე
ვერაფერი თუნდაც კოლიზიის გათვალისწინებით რაც კრძალავს თევზაობას.

ციტატა(Beso @ 20th October 2010 - 17:44) *
- მუხლი 10 -- გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
- - პუნქტი 2 -- აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, მათ შორის ნადირობა, რეწვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა, გარდა ამ კანონით, "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა


ციტატა(Beso @ 20th October 2010 - 17:44) *
-პუნქტი 3 -- ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევების უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის საშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა.შ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად


მგონი კარგი იქნება სხვა იურისტებიც ჩაერთონ ამ დისკუსიაში

აქ საუბარია იმაზე რომ კანონმდებლებს რარაც გაეპარათ რაც ნიშნავს იმას რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამით,
უბრალოდ ეს ბევრმა არ იცის, და ამ სიტყვებით იმის თქმაც არ მინდა რომ გადავპარსოთ ყველაფერი.
ყველაფერი ძალიან მარტივია, წითელი წიგნი გვეუბნება იმას რომ ინსტრუქციებს მიყევითო, რომ დაიწყებ ამ ინსტრუქციების
მიყოლას ჩანს რომ ყველაფერს აკეთებ სწორედ(ანუ თევზაობ) და საქმე საქმეზე რომ მიდგება რეალურად შემომდავებელი არ გყავს.
მეორე საკითხია ის რომ ჩვენ შინაგანად როგორ ვხედავთ ამ ყველაფრის აღსრულებას,. კიდევ დავზუსტდები და ვიტყვი რომ
ძალიან გვინდა კალმახის ჭერის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს, რაც აუცილებლად გადაწყდება დადებითად,
უბრალოდ იმედს ვიტოვებ რომ უფრო მარტივად და გასაგებად ეწერება ყველაფერი და სამინისტროც
დადგება მოწოდების სიმაღლეზე ამ კანონის წესიერად აღსრულებაში, ანუ გდი თავის საქმეს გააკეთებს და ყველა მეხორცე თავის
სასჯელს მიიღებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 22:54
პოსტი #142


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



NickAdams
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართლები ვართ და ჩვენი დასკვნები 100%-იანია!!!

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 21:41) *
. კოლიზია კი იქაა, რომ ეგ ციტატა ზოგადი ხასიათისაა,


რომელი ციტატა რაზე საუბრობ? "ეგ ციტატა" არის ზუსტად ზოგადი ხასიათის. თუ დააკვირდები ჩემს პოსტებს ყველა პოსტი არგუმენტირებულია და მოყვანილი მყავს კანონების (და არა დებულებების) ციტირება. შენ კი რაღაც იურიდიული ზოგადი განმარტებებით ცდილობ იმის დამტკიცებას რისიც დარწმუნებული ვარ გუშინდელი დღიდან მოყოლებული შენც არ გჯერა newsmile05.gif

ათჯერ მაინც გკითხე მომიყვანე კანონმდებლობიდან იმის გამაბათილებელი პუნქტები, ან თავები ან ქვეთავები, რას მე დავაციტირე აქ მეთქი და ტავს არიდებ პასუხ ამ ზოგადი საუბრებით!

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 21:41) *
სპეციალური ნორმები კი აკრზალვას აწესებს


რომელი ნორმები? რომელია ეს სპეციალური? newsmile035.gif
ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 21:41) *
ვენს მიერ მოყვანილი ორივე კანონი კრზალავს


მაჩვენე სად კრძალავს? რომელი 2 კანონი კრძალავს? newsmile035.gif შავით თეთრზე წერია და თან არაორაზროვნად, რომ დაშვებულია კალმახზე თევზაობა. უბრალოდ როგორც წერია ზუსტად ისე უნდა წაიკითხოს ადამიანმა, და კანტის და ფოგელის ფილოსოფიური თვალით შეხედვას არ საჭიროებს ჭეშმარიტების ამოსაკითხად newsmile05.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 21:41) *
დებულება ნებას რთავს და ამით ეწინაღმდეგება


ვინ ახსენა აქ დებულება? დებულება უბრალოდ ვადებს განსაზღვრავს newsmile035.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 21:41) *
ეწინაღმდეგება წითელ წიგნს და კანონის მოთხოვნას წიტელ ნუსხაში შეტანილი სახეობების ხელშეუხებლობის თაობაზე


ვინ თქვა, რომ წითელ წიგნსი შესული სახეობები ხელსეუხებელია? სად ამოიკითხე? და სად წერია წითელ ნუსხაში, რომ ხელი არ ახლოს კალმახს არავინ და სურათებიც კი არ გადაუღოთო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეგ კი არა კანონსი ისიც კი წერია სადღაც როგორც მახსოვს, რომ ნადირობაც კი დაშვებულია იმ ხალხისთვის ვინც იმ სოფლებში თუ რაიონებსი ცხოვრობს სადაც ეს წითელი წიგნის ეგზემპლარებია გავრცელებული და თუ მათ ეს საქმიანობა მამა-პაპიდან მოსდევს და შენ კი დაასკვენი, რომ ხელშეუხებელიაო newsmile05.gif

მოკლედ ამდენი კითხვაა ამ რამოდენიმე გვერდზე დაგროვილი და ყველა გვერდზე მინიმუმ 2-2 პოსტით ვცდილობ ამ კითხვებზე პასუხი მივიღო და ვერ ვეღირსე newsmile035.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 21:41) *
კითხე ნებისმიერ იურისტს და დარწმუნდები, თუ საპირისპიროს გეტყვის ფორუმზე შემოვიდეს და მერე ვისაუბროთ.


ვეკითხები ყველას და ცოცხალი თავით ყველა არიდებს პასუხის გაცემას თავს newsmile05.gif და ეს კიდევ 1 დამადასტურებელია იმის, რომ როგორც ჩვენ ვკითხულობთ კანონს ის არის მართებული!

ციტატა(vito @ 20th October 2010 - 22:07) *
უბრალოდ მართლა ვერ ამოვიკითხე
ვერაფერი თუნდაც კოლიზიის გათვალისწინებით რაც კრძალავს თევზაობას.


რა კოლიზია შაყირობ? 1:1-ზე წერია, რომ დაშვებულიაო და თან ორივე კანონში წერია, რომ სპორტული და სამოყვარულო თევზაობა პრობლემა არ არისო.
აკრძალული რაც არის ეს არის წიტელი წიგნის სახეობების რეწვა!!!
და სამოყვარულო თევზაობა არანაირად არ არის კავსირში მის რეწვასთან!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baiateo
პოსტი Oct 21 2010, 10:35
პოსტი #143


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 81
რეგისტრ.: 18-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



საიდან ასეთი მტკიცე ინფო რომ არ გადახედილა წითელი წიგნი არ ვიცი.


http://chm.moe.gov.ge/webmill/data/file/citeli%20nusxa.pdf

IUCN-ის კრიტერიუმებით შექმნილი წითელი ნუსხა

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 21 2010, 11:37
პოსტი #144


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(baiateo @ 21st October 2010 - 11:35) *
საიდან ასეთი მტკიცე ინფო რომ არ გადახედილა წითელი წიგნი არ ვიცი.


მე არ მითქვავას, რომ არ გადახედილა და შეიძლება ვინმემ დაწერა. newsmile05.gif

NickAdams

კიდევ 1 საინტერესო მუხლი აღმოვაჩინე, რომელიც არა მარტო ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას არამედ მთელს ამ ბოლო რამოდენიმე გვერდზე შენს მიერ გაპიარებულ "კოლიზია"-ს აზრს უკარგავს newsmile045.gif

მუხლი 23. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)!
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით!


აი რას გვამცნობს კანონი წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ newsmile045.gif

ანუ სად არის კოლიზია? ცოტა იყო და გათვადა! აღარ არის! წავიდა და "ზეგ" მოვა, ალბათ... newsmile045.gif

ციტატა(qevxo @ 20th October 2010 - 13:27) *
გამოდის რომ ანკესით რომ ვითევზავო კალმახზე აგვისტოში, ვერ მომედავებიან


კანონი რასაც გვეუბნება და ჩვენ როგორც ამას ვკითხულობთ - ანუ ვკითხულობთ ისე, როგორც წერია... წესით ვერ უნდა მოგედავოს ვერავინ. ოღონდ ეს ეხება სპორტულ და სამოყვარულო თევზაობას და არა სამკავებით გამოდებაზე თევზაობას, ან შნურების ჩაკიდებას და ღამით დატოვებას, სპინინგით თევზაობასაც თავისი შეზღუდვები აქვს, მაგალითად 2 სამკავის გამოყენებაზე შეზღუდვებია და ასე შემდეგ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 21 2010, 22:42
პოსტი #145


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Beso @ 21st October 2010 - 12:37) *
მაგალითად 2 სამკავის გამოყენებაზე შეზღუდვებია და ასე შემდეგ!

და კალმახზე ქლორით თევზაობაც აკრძალულია???...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 07:12