სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 >  
Reply to this topicStart new topic
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გიორგი
პოსტი Mar 31 2011, 09:23
პოსტი #171


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



sabo73

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

"ბედის ირონია, ანუ დუმილი თბილისი ხაშურის მიმართულებით" newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Mar 31 2011, 09:26
პოსტი #172


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰერცოგი997

მასეთი სუნიანიც მომწევია, მერე 2 კვირა ყოველდღე ქიმწმენდას , რომ ვუტარებდი მანქანას, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ სიკეთის მარცვალი მაინც ჩავაგდე სადღაც.

გიორგი

როგორ ზუსტად დაარქვი სახელი........... ვაა რა კაცი ხარ რა...........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Sep 22 2011, 23:55
პოსტი #173


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წარმოებაში წყლის მიწოდების აღდგენაზე სერვის ცენტრს მივაკითხე...
-მრიცხველი დამონტაჟებულია 5წელია,უბრალოდ ვინმე გამომიგზავნეთ,ანათვალი
აიღოს-მეთქი.
-ძველი მრიცხველი თუ არის,ახლით უნდა შეცვალოთ, newsmile093.gif რომელიც ჩვენთან 700ლ ღირსო.
what.gif 700ლ??? და...რა ფირმისაა,ROLEX-ის მრიცხველებია? newsmile045.gif
-არა! არა,რაღაც სხვა ფირმაა,ზუსტად არ მახსოვსო newsmile015.gif
ეეხ! ან, მაგათ რა ეშველებათ ან ...მე? newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 23 2011, 00:09
პოსტი #174


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Sos049 @ 23rd September 2011 - 01:55) *
700ლ??? და...რა ფირმისაა,ROLEX-ის მრიცხველებია?
-არა! არა,რაღაც სხვა ფირმაა,ზუსტად არ მახსოვსო

აბა ეგეთი მომენტი უნდა გაგეშვა ხელიდან???... newsmile035.gif
უნდა ჩამოყოლოდი..
-ჟოპარტი??... უი არა??...
-აბა ტისოტი??...
და ა..შ....
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Sep 23 2011, 00:20
პოსტი #175


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ლევანი @ Sep 23 2011, 01:09) *
აბა ეგეთი მომენტი უნდა გაგეშვა ხელიდან???... newsmile035.gif
უნდა ჩამოყოლოდი..
-ჟოპარტი??... უი არა??...
-აბა ტისოტი??...
და ა..შ....
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეჰ,ლევან! იმ მომენტში იმას ვფიქრობდი, ვეტყვი:ნახევარლიტრიანი ბოთლებით ავრწყავ და
თვის ბოლოს შეგიკრიბავთ-მეთქი;ასე არ შეიძლება,იაფში გამოვალ-მეთქი? newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 23 2011, 08:27
პოსტი #176


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართალია ეს ისტორია მე არ გადამახდენია, მაგრამ რომ არ მოგიყვეთ არ შეიძლება.
გუშინ გავიგე უბანში და კარგადაც ვიხალისე.
ჩემს უბანშიც, როგორც მთელს თბილისში დგანან უბნის სიამაყე ტაქსები. ყველა იცნობს ამ მძღოლებს და თვითონაც ზედმიწევნით იციან ვინ-ვინ არის.
ჰოო დაააა............ ერთ-ერთ მათგანს დაემართა ეს ამბავი.
---შუადღეა, იწვის თურმე მთელი თბილისი. გაბრუებულია ხალხი.
მიუახლოვდა ერთ-ერთს ქალბატონი და კითხა: პეკინზე თუ გამიყვანო.
--- დაბრძანდით ქალბატონო-იყო პასუხი.
დაიხურა მანქანის უკანა კარები, დაიძრა მანქანა. რამოდენიმე წუთში მივიდა პეკინზე მითითებულ მისამართზე.
--თქვენზე 5 ლარია,-აბმობს მძღოლი.
სრული დუმილი.
2 წუთიანი პაუზა.
-- 5 ლარია, ქალბატონო, 5 ლარი...........თან მოტრიალდა უკანა სავარძლისკენ. სადაა შენი ქალბატონი, ცარიელია მანქანა.
თურმე ამ ქალს რაღაცის ყიდვა დავიწყებია და იქვე, ბირჟის გვერდზე არსებულ მაღაზიაში შეტრიალდა. ამან კი მოქოქა მანქანა და ჰაიდააა..........
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რომ ეს ამბავი გავიგე, კაი ხანს ვკაკანებდი, კვერცხდადებული ქათამივით. newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 23 2011, 08:31
პოსტი #177


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



sabo73

მძღოლი ეძახე ახლა შენ იმ ტაქსისტს, ერთხელ მაინც არ ჩაიხედა უკანა ხედვის სარკეში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kantorski
პოსტი Sep 23 2011, 20:47
პოსტი #178


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 20-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მე ერთი მეტად უცნაური რამ შემემთხვა ეს არც ნადირობას და არც თევზაობას ეხება,ყველაფერი საქართველოს რკინიგზის დამსახურებაა. ერთ მშჰვენიერ დღეს სამსახურში მივედი (რკინიგზაში ვმუშაობ) და ჩვეულებრივ რიტმიტ დავიწყე მუშაობა საღამოს ერთ-ერთ ფირმაში ვაგონი უნდა დამეყენებინა და მეც მოკალათდი ვაგონზე რათა თბომალის მემანქანისთვის მეთქვა რა უნდა გაეკეთებინა,დავიძარით საწყობისკენ კარები გვქონდა გასავლელი რომ ვაგონი დანიშნულების ადგილზე უნდა მიგვეყვანა და რა ღია კარები უცბად შემოიკეტა და მეც კარებსა და ვაგონ შორის აღმოვჩნდი დამეჯახა ვაგონიიი,,,ტვალი რომ გავახილე ღუდუშაურში ვიყავი უკვე ჩემი მკურნალი ექიმი ცილით კვდებოდა ჩემი ამბავი რომ გაიგო. უფლის წყალობით გადავრჩი მხოლოდ ნეკნები მოვიტეხე მაგრამ 2 თვე ქე ვიყავი გაგნარული სავადმყოფოში. ვაგონი წონა არის სულ დატვირთული 86ტ. თბომავალი 129. ესეიგი 215 ტონა დამეჯახა. მეც მაგრად ვხითხიტებ რომ მახსენდება ჩემი ამბავი newsmile015.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Sep 26 2011, 08:43
პოსტი #179


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



kantorski
ეს...,ვერ მოგსვლიათ კაი ამბავი what.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kantorski
პოსტი Oct 7 2011, 14:11
პოსტი #180


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 20-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჭალიმგელა ძმა ის გაიხსენე ორი ტყვია რომ ესროლე მწყერს და ცხონებულ მურადა ბიძიას რომ გაარტყი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 7 2011, 15:02
პოსტი #181


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



kantorski
ძუკუ შენა ხარ კაცო? მეც არა ვთქვი საიდან იცის მეთქიიი newsmile05.gif

ორ ტყვიას არ ვესვრი მე მწყერს, ერთ ტყვიაში მწყერსაც ვარტყავ და მურადასაც newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Oct 7 2011, 22:04
პოსტი #182


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




დღეს ჩავედი, მცხეთაში და მეზობელი ყურძენს წურავდა. შევედი და ჯერ ბარაქა ვუთხარი , მერე "სარკოზობა" მივულოცე.
რომ მორჩა, სუფრა გაშალა და დამიძახა. ცოტა მოგვიანებით მომიწია შესწრება სუფრაზე. თვითონ იყო თამადა. როგორც დაგვიანებული დამლოცეს და მედსამე თუ მეოთხე სადღეგრძელოზე (ჩემი მისვლის მერე), ამბობს აი დღეს მე არ ვიცოდი და თურმე უდიდესი დღესასწაული "სარკოზობა" ყოფილა, დავითამ მომილოცა და მოდი ამ წმინდა დღესასწაულის თამადობით, ყველა ქრისტიანულ დღესასწაულებს გაუმარჯოსო, გვფარავდნენ და გვწყალობდენენო.
გადმოვარდი სკამიდან, გავხდი მოსასულიერებელი, მისმა სიძემაც გააღო პირი( და სხვა სუფრის წევრბმაც), რომ გაიგეს ისენიც გვერდზე მომიწვნენ ხარხარით და ეს კი იჯდა და მაინც ვერ გაეგო რაში იყო საქმე.
ასე რომ, დაიმახსოვრეთ: არ არის "სარკოზობა" საეკლესიო დღესასწაული. საეროა, საეროოოოოოოოოოო........................ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 7 2011, 22:14
პოსტი #183


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



sabo73
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 8 2011, 02:08
პოსტი #184


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



sabo73
ერთის მხრივ .მართლა სასაცილო ამბავი იქნებოდა...სატირალი რომ არ იყოს. ბრწყინვალე მაგალითია..ჩვენში დამკვიდრებული რელიგიური ხედვებისადმი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 8 2011, 02:13
პოსტი #185


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოკლედ არ ვიცი რამდენად სასაცილო ისტორიაა.. მაგრამ უფრო ალბათ ახლოსაა რუბრიკიდან "რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით" D.gif

გუშინწინ, გავიღვიძე, მოვწესრიგდი, სასწრაფოდ ჩავიცვი და გამოვვარდი სახლიდან, მანქანასთან რომ მივედი და სიგნალიზაციის პულტის დაჭერა მოვინდომე, მერე გამახსენდა რომ სახლში დამრჩა: სახლის გასაღები, მანქანის გასაღები, საფულე ფულით და ყველანაირი მოწმობით, სამსახურის გასაღები და რავიცი კიდევ რა აღარ

ისე ამ ბოლო დროს სახლის კარებს რომ მივადგები მანქანის პულტით ვცდილობ გაღებას, და მერე მახსენდება რომ გასაღებით უნდა გავაღო :(

ხოდაა... ვფიქრობ ახლა... რა ვქნა... არადა სამსახურშიც მაგვიანდება... დავრეკე მამაჩემთან - ბათუმშია... დავრეკე ჩემ ძმასთან - სვანეთშია... მოკლედ სავსემ ფიზდეც... არადა სამსახურში არ მისვლა არ გამოდის...

10 წუთიანი ფიქრის მერე ვრეკავ პატრულში:

- საპატრულო სამსახური გისმენთ!
- გამარჯობათ, სახლის კარები ჩამეკეტა და ხომ ვერ დამეხმარებით?
- გამარჯობათ, გასაღები არ გაქვთ?
- სამწუხაროდ შიგნით დამრჩა, თორემ არ შეგაწუხებდით
- თქვენი სახელი და გვარი, აგრეთვე მისამართი მითხარით
- ესა და ეს
- ბინა ვისზეა გაფორმებული?
- მამაჩემზე
... პაუზა..

- მაშინ სამაშველო ჯგუფი ვერ გაგიღებთ კარებს...
- და რა ტომ? ჩაწერილი ვარ ამ მისამართზე

...ისევ პაუზა

- იცით, მაშინ ეკიპაჟიც უნდა გამოვიძახოთ და ადგილზე გაარკვევენ
- კიბატონო, გელოდებით


10 წუთის შემდეგ, მოვარდა საპატრულო ეკიპაჟი, იმავდროულად სამაშველო ეკიპაჟი


სამაშველო ეკიპაჟის წევრმა, ჯერ ვერ შევალთ ბინაში, თუ ვერ დამიდასტურებთ რომ თქვენი ბინააო...

მეთქი, პირადობა მანქანაში დამრჩა და მეზობელი დაგიდასტურებთ ალბათ თქო,

არაო, პატრულს დაველოდოთო, მოკლედ ამოდის პატრული, აქ ხართო ჩაწერილი, მეთქი კი, პირადობა მანახეთო, მეთქი მანქანაში დევს, ჩავიდეთ მერეო, მეთქი მანქანის გასაღები სახლში მაქვს... მეზობლებმა უნდა დაგვიდასტუროს მაშინო...

ამ დროს ამოდის ვიღაც ბაბუ... პატრული მიმართავს: თქვენ აქ ცხოვრობთ? დადებითი პასუხის შემდეგ ისევ მიმართავს: თუ შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ ის რომ ეს პიროვნება (ჩემზე უთითებს) ცხოვრობს ბინა #47-ში... ბაბუ გაკვირვებული თვალებით: მაგ ბინაში შვილო არავინ არ ცხოვრობს, დაკეტილია!

ვააა, მეთქი, ბაბუ დიდი ხანია აქ ცხოვრობ, ასეთი სწორი ინფო საიდან გაქვს? 1 თვეა შვილო... მოკლედ ამომასხა უკვე

მეტქი, პატრულის თანდასწრებით სხვის სახლში შესვლა უკვე ნამეტანი ნაგლობაა და მეკაიფებით თუ ამდენი ბიუროკრატიაა საჭირო საკუტარი ბინის გასაღებად? ამ ხმაურზე ჩამოდის მეზობელი, სიტუაცია განმუხტვისკენ მიდის და პატრულიც ნებას რთავს სამაშველოს სპაიდერმენული მეთოდებით, აივნიდან ჩავიდეს ჩემს აივანზე და კარი გააღოს...

კარები იღება შიგნიდან... შედის პირველი პატრულის ოფიცერი...

- ვაიმე, ბინა გაქურდულია?

- არა მარტო ვცხოვრობ, არეულობა არ შეიმჩნიოთ : )))


... ვეძებ გასაღებს, გადავატრიალე ყველაფერი, გასაღები არ არის... პატრული ლამის ეჭვის თვალით მიყურებს... ისევ მოვიქექე ჯიბეები უიმედოდ, გასაღები არც ჯიბეებში არ მაქვს...

მიყურებს გაკვირვებული პატრული... ვიღრიჭები დებილივით... რა მოვიფიქრო ისიც არ ვიცი...

- კარგი, მომიწერე ხელი ოქმის ფურცელზე და წავედით ჩვენ გამოძახება გვაქვსო... ამოვისუნთქე newsmile05.gif მომაწოდა საწერკალამი, ნერვიულობისგან ხელიდან გამივარდა... დავიხარე ასაღებად და ბეიჯის საკიდზე დაკიდებული გასაღები კი ამოხტა ნახევრად შეხსნილი ქურთუკიდან...

თავის გადებილება, არ გამოდიოდა, გაოცებული პატრულის ოფიცრები, კიდევ უფრო გაოცებული მიყურებდნენ... შემრცხვა, შევწუხდი, გავწითლდი, გავმწვანდი, და რავიცი... ადამიანურ ფერზე რომ მოვედი... მოვაწერე გამოძახების ოქმზე ხელი და ბოდიშისმოხდით დავემშვიდობე შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფ ფორმიანებს...


მოკლედ... დიდი მადლობა პატრულს და სამაშველოს... ეგენი რომ არა, კი ვიპოვიდა ალბათ, კისერზე დაკიდებულ გასაღებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd September 2025 - 21:24