სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
Jul 10 2009, 01:16
პოსტი
#201
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი”
მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო. მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება: ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში. შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე. “თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია… გადავხსენი თოფი და ………. სადააა ნარეზიიი ….. ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით….. შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს…. - “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა….. - რა ნარეზიოოო ?!?!?!? - რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!! ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი… - მაგას ნარეზი არა აქვსო !!! - მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!! - სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა) - რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი… მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”. თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . . მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის… მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას) დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის: - გოგა ! - ჰა - თოფს ვყიდულობ - მერე - ნარეზი არა აქვს - რა ნარეზი !?!?! - ლულაში ნარეზი - პაუზა . . . - შენ შ… ხომ არ გაქვს !!!! - ზუმერი .…… დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში |
|
|
|
![]() |
Sep 17 2014, 17:14
პოსტი
#202
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
|
|
|
|
გიორგი სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან Jul 10 2009, 01:16
kupra Sos049 Aug 7 2012, 23:03
ლეონ-ბლექი ახლობლელს გადახდა... Aug 28 2012, 19:02
ჩელე დღე არ გავა ცუდი არ ... Aug 28 2012, 19:07
ჭალიმგელა აუ საწყალი. ეტყობა ... Aug 28 2012, 20:03
Sos049 ერთ ჩემს ქუთაისელ ... Oct 24 2012, 12:19
kajuberi RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან Oct 24 2012, 12:34
T A M P L I E R Sos049
კარგი იყო Oct 24 2012, 12:46
ჭალიმგელა Sos049
შენ რა გითხრა მე... Oct 24 2012, 20:25
Sos049 ციტატა(ჭალიმგელა ... Oct 25 2012, 18:39
შოთა.03 ჭალიმგელა
ციტატა(Ch... Oct 24 2012, 20:48
Davitus კარგი იყო Oct 24 2012, 23:04
limona543 ეს ამბავი ჩემმა ახ... Oct 30 2012, 07:17
გიგი მე არ მქონია ცხოვრ... Nov 17 2012, 01:41
გურია ჩემი ისტორია რამდე... Nov 16 2013, 16:44
საბო წამოვწიოთ ეს თემა. ... Sep 16 2014, 20:41
kardinal84 ნუ ეს ისტორია ნადი... Sep 17 2014, 16:51![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 21:44 |