ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
![]()
პოსტი
#16
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სპიროცერკოზი - SPIROCERCOSIS
სპიროცერკოზის აღმძვრელია ორი სახეობის ნემატოდა . პირველი მათგანი გხვდება მელაში , მგელში , ძაღლსა და ყარყუმში . სპიროცერკოზის დროს შეიმჩნევა სიმსივნეები საყლაპავ მილში , კუჭში , აორტაში და ლიმფურ კვანძებში , რომლებშიც მოთავსებულია ნემატოდები , ზოგჯერ რამოდენიმე ათეული . სპიროცერკოზის დროს დაღვეულია ყლაპვის აქტი , ადგილი აქვს დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას , ღებინებას , შემჩნეულია აორტის გასკდომა , პლევრიტი , პეროტონიტი . დაავადების მიმდინარეობა ზოგჯერ წააგავს ცოფს . ცხოველთა გაკვეთისას შეიმჩნევა სპიროცერკოზული სიმსივნეები , რომელთა დიამეტრი მერყეობს 5 -დან 100 მმ -მდე . სიმსივნე წარმოქმნილია მკვრივი შემაერთებელქსოვილიანი ბოჭკოებისაგან . ახასიათებს მკვრივი კონსისტენცია , შეიმჩნევა ხ**ელები და სასვლელები . ფისტულის სასვლელები ამოვსებულია თხიერი მოპრიალო მასით , რომელიც შეიცავს სპიროცერკებსა და მათ კვერცხებს . ზოგჯერ სიმსივნე შეიცავს ჩირქოვან მასას . ხშირია სპიროცერკოზული ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები . სპიროცერკოზის აღმძვრელის განვითარება მიმდინარეობს შუალედი მასპინძლის მონაწილეობით . შუალედი მასპინძლის როლს ასრულებენ კოპროფაგი ხოჭოები , რეზერვერული მასპინძლებია ევროპული ზღარბი , ჩვეულებრივი ბიგა , კავკასიური თხუნელა , ყვითელყელა და თეთრყელა კვერნა . მუდმივი მასპინძლების დაავადება ხდება შუალედი და რეზერვარული მასპინძლების შეჭმით . სპიროცირკოზი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში , აზიაში , ბრაზილიასა და აფრიკაში . ყოფილ საბჭოთა კავშირში სპიროცერკოზი განსაკუთრებით შუა აზიის რესპუბლიკებში იყო გავრცელებული . საქართველოში სპიროცირკოზის გავრცელების შესახებ ცნობებს ვპოულობთ ბლაჟინის (1928) , ჯიქია (1934 ) , ბურჯანაძის (1957 ) , კამალოვის (1935 ) , როდონაიას (1971 ) და მაცაბერიძის (1976 ) ნაშრომებში . კუჭისა და ნაწლავების სპიროცერკოზის დროს დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება კოპროლოგიური მეთოდი . მხედველობაშია მისაღები ასევე კლინიკური სიმპტომები . დიაგნოზის დასმა შიეძლება რენტგენის დახმარებითაც . პროფილაქტიკის მიზნით მელიების ფერმებში სისტემატიურად უნდა ხდებოდეს ფეკალური მასის გაუვნებლობა ბიოთერმული მეთოდით . კარგ შედეგს იძლევა ამ მიზნით ჰექსაქლორანომის გამოყენება . ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ტრიქინელოზი - TRICHINELLOSIS
ტრიქინელოზი შინაური და გარეული ღორის , დათვის , მაჩვის , ძაღლის , კატის , მელას , მგლის , ტურის , კვერნების , დედოფალას , ენოტის მწერიჭამიების , თაგვებისას და ვირთაგვების მეტად მძიმე ჰელმინთური დაავადებაა . ხშირია ადამიანის დაავადების შემთხვევებიც . ტრიქენელოზის აღმძვრელს წარმოადგენს მცირე ზომის მრგვალი ჭია , რომელიც სქესმწიფე სტადიაში გვხვდება წვრილ ნაწლავებში , ლარვულ სტადიაში კი კუნთებში . სხვა ნემატოდებისაგან განსხვავებით , ტრიქენელები ცოცხლადმშობი ორგანიზმებია . ერთ განყოფიერებულ დედალს შეუძლია შობოს 1000- 1500 ლარვა . ტრიქინელას განვითარების ციკლი ერთსა და იმავე მასპინძლებში მიმდინარეობს . ტრიქენელოზი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში . საქართველოში ამ დაავადების გავრცელების შესახებ ცნობებს ვნახულობთ ვართანოვის (1892 ) , გამცემლიძის (1941 ) , ქოიავას (1962 ) , მარუაშვილის (1952 ) , როდონაიას (1971 ) , მაცაბერიძის (1976 ) , ყურაშვილის (1973 ) , და სხვა ავტორთა ნაშრომებში , რომელთა მიხედვით ჩანს რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში , კერძოთ საქართველოში იმ დროს ადამინის ათეულებოთ შემთხვევა იყო დაფიქსირებული , განსაკუთრებით იყო სიღნაღის შემთხვევა , იქ გარეული ღორის ხორცის შეჭმის შედეგად , ერთდროულად დაავდა 24 კაცი . მტაცებლებიდან ტრიქინელის შემთხვევები ყველაზე მეტად ტურაშია შემჩნეული 76.1 % , თეთყელა კვერნაში ინვაზიის პროცენტი 51.6 აღწევს , მელაში 15.7 % . ცხოველთა ტრიქინელოზი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობებს . ასევე უვარგისია საკვებად ნანადირევი გარეული ღორისა და დათვის ხორცი . ტრიქინელას ახასიათებს ბუნებრივი კერობრიობა . მისი პირველადი წყარო იმყოფება ტყის ბიოტიპის ცხოველებში . ბუნებაში ტრიქინელას ცირკულაციის ძირითად რგოლს მტაცებლები წარმოადგენენ . დაავადება ვრცელდება ალიმენტარული გზით . ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ნანადირევი ცხოველების ლეშის ან ტყავის დატოვება ბუნებაში . ის უნდ ადაიწვას ან ღრმად დაიმარხოს . ტრიქონელოზის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პროფილაქტიკა ხორციელდება სპეციალური ინსტრუქციით , რომელიც ითვალისწინებს ადამიანის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ტრიქინელოზის დიაგნოსტიკის , ეპიდემიოლოგიის , ეპიზოოტოლოგიისა და პროფილიკაქტიკის ყველა მომენტს . ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზახარ იქნებ ლეიშმანიოზზე და პიროპლაზზმოზზეც მოგეპოვება რაიმე ინფო?
|
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ბესო
ამ დაავადებებს დავამთავრებ და მაგაზეც დავწერ , ეგ დაავადებები ამ ჩამონათვალში არ არის ამ თემაშია http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=690 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 21:19 |