ლაიკა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
იეტი
პოსტი Mar 3 2012, 15:22
პოსტი #71


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 16:17) *
იეტი

სანამ რუსები ციმბირს მიაღწევდნენ, ლაიკებს ნახავდნენ და ამ სახელს დაარქმევდნენ, მანამდე გერმანელებს ყავდათ შპიცების უძველესი ჯიშები.

მართალია FCI-ს კლასიფიკაციით 5 ჯგუფის სახელწოდებაა შპიცისა და პრიმიტიული ტიპის ძაღლები, მაგრამ ეს განზოგადებული სახელია. კონკრეტულად კი, ლაიკებს ანუ მყეფრებს გერმანულ ენაზე ოფიციალურად ასე მოიხსენებენ -

Russko-Evropeïskaïa Laïka (304) (Russisch-Europäischer Laïka)
Vostotchno-Sibirskaïa Laïka (305) (Ostsibirischer Laïka)
Zapadno-Sibirskaïa Laïka (306) (Westsibirischer Laïka)


ოფიციალურად კი, აბა სხვანაირად როგორ newsmile05.gif
არაოფიციალურად კი შპიცს ეძახიან. მე ესე მითხრა ერთმა გერმანელმა ძაღლების მოყვარულმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 3 2012, 15:37
პოსტი #72


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



იეტი
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის იქით აღარაფერი არსებობს??
ციტატა(shadimani @ 1st March 2012 - 21:51) *
ვაჟა-ფშაველა ხმარობს, იაკობ გოგებაშვილი, სხვებიც .. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც მყეფარია და არა ყეფია.

ვაჟას ენა ერთხელ უკვე დაუწუნეს.
საბჭოთადროინდელ პერიოდში ტერმინ ყეფიას არსებობის რაიმე საბუთი გაგაჩნიათ? მოიყვანეთ!

20-ე საუკუნეში უამრავი ტერმინი და სიტყვა შეიქმნა! ათადან და ბაბადან არ მოყოლია ქართულ ენას. ამ თემაზე ძალიან საინტერესოდ გაგაესაუბრებათ ერთერთი ჩვენი ფორუმელი.

ეტყობა, პაჭუ ჟორდანიას არ იცნობთ, თორემ ასე აგდებულად არ მოიხსენიებდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 3 2012, 15:42
პოსტი #73


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



იეტი
ციტატა(იეტი @ Mar 3 2012, 16:22) *
ოფიციალურად კი, აბა სხვანაირად როგორ newsmile05.gif
არაოფიციალურად კი შპიცს ეძახიან. მე ესე მითხრა ერთმა გერმანელმა ძაღლების მოყვარულმა.

არაოფიციალურ და სამოყვარულო ჭრილში თუ განიხილებოდა ეს საკითხი, ნამდვილად არ შეგაწუხებდით!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იეტი
პოსტი Mar 3 2012, 15:53
პოსტი #74


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 16:37) *
იეტი
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის იქით არაფერი არსებობს??

ვაჟას ენა ერთხელ უკვე დაუწუნეს.
საბჭოთადროინდელ პერიოდში ტერმინ ყეფიას არსებობის რაიმე საბუთი გაგაჩნიათ? მოიყვანეთ!

20-ე საუკუნეში უამრავი ტერმინი და სიტყვა შეიქმნა! ათადან და ბაბადან არ მოყოლია ქართულ ენას. ამ თემაზე ძალიან საინტერესოდ გაგაესაუბრებათ ერთერთი ჩვენი ფორუმელი.

ეტყობა, პაჭუ ჟორდანიას არ იცნობთ, თორემ ასე აგდებულად არ მოიხსენიებდით.


აუ მარტივად შეხედეთ რა ამ ყველაფერს newsmile05.gif

Лающий - მყეფარი
Лайка - ყეფია

ორივე სახელი წარმოდგება Лай-ყეფა დან.

რუსულშიდაც რაღც კნინობით ფორმაშია მემგონი.

არ უნდა ამას იაკობი და ვაჟა newsmile05.gif

აგდებულად არავინ მომიხსენიებია.

არ მჩვევია ეგეთი რამ.

ნუღა განვავრცობთ ამ თემას ამ კუთხით. ვისაც რა უნდა ის დაუძხოს.

პ.ს ჯორდანიასთნ გადაამოწმეთ, ოღონდ არა სიტყვა მყეფარი, არამედ ძაღლის ჯიში. მართლა მაინტერესებს

პატივისცემით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 3 2012, 18:48
პოსტი #75


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



იეტი

ნებისმიერ დარგს და ხელობას თავისი ცოდნა სჭირდება და შესაბამისად მცოდნე ჰყავს. ასევეა თარგმნაც, ტერმინების მოგონება თუ შექმნაც, მათ შორის კინოლოგიის დარგშიც. ყველა საკითხს თავისი სიღრმე აქვს და მისი გადაწყვეტა კომპეტენციას საჭიროებს.
ეს, მარტივად შეხედვასთან დაკავშირებით (ბოლო ბოლო, ამ ლოგიკის თანახმად ენციკლოპედიის მოშველიებაც ზედმეტია)...

ციტატა(იეტი @ 3rd March 2012 - 16:53) *
არ უნდა ამას იაკობი და ვაჟა

რადგან მათ მიერ გამოყენებული სიტყვა არ მოგწონთ??

ციტატა(იეტი @ 3rd March 2012 - 16:10) *
პ.ს.ს ხელოვნურად და ბუნებრივად მოგონებულ სახელების შესახებ ეხლა გავიგე პირველად...

ტერმინ ნაბულზე რას იტყვით?

ციტატა(იეტი @ 3rd March 2012 - 16:53) *
პ.ს ჯორდანიასთნ გადაამოწმეთ, ოღონდ არა სიტყვა მყეფარი, არამედ ძაღლის ჯიში. მართლა მაინტერესებს

ეს ვერ გავიგე.




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იეტი
პოსტი Mar 3 2012, 20:04
პოსტი #76


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 19:48) *
იეტი

ნებისმიერ დარგს და ხელობას თავისი ცოდნა სჭირდება და შესაბამისად მცოდნე ჰყავს. ასევეა თარგმნაც, ტერმინების მოგონება თუ შექმნაც, მათ შორის კინოლოგიის დარგშიც. ყველა საკითხს თავისი სიღრმე აქვს და მისი გადაწყვეტა კომპეტენციას საჭიროებს.
ეს, მარტივად შეხედვასთან დაკავშირებით (ბოლო ბოლო, ამ ლოგიკის თანახმად ენციკლოპედიის მოშველიებაც ზედმეტია)...


რადგან მათ მიერ გამოყენებული სიტყვა არ მოგწონთ??


ტერმინ ნაბულზე რას იტყვით?


ეს ვერ გავიგე.


მიჩნდება განცდა რომ თქვენ გააზრებულად არ კითხულობთ ჩემს პოსტებს; აქედან გამომდინარე გამოგაქვთ რაღაც უცნაური დასკვნები და შესაბამისად მისვამთ ალოგიკურ კითხვებს newsmile05.gif

ჩვენი საუბარი ცდება ამ თემას.

ასე რომ ჯობია მოვრჩეთ.

პატივისცემით

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 3 2012, 21:41
პოსტი #77


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



იეტი

როცა საკამათოა, უნდა იკამათო...

ბრალს მდებთ პოსტების გაუაზრებელ კითხვაში, დასკვნების უცნაურობაში და ალოგიკურობაში? რატომ?
აღარ დაგრჩათ სხვა არგუმენტი??
იქნებ ჯერ საკუთარ თავს კითხოთ, სწორედ თუ გესმით ჩემი პოსტები??

რომ გაიკვირვეთ ხელოვნურად მოგონილ სიტყვებზე, ამის მაგალითიც მოგიყვანეთ (ნაბული), რა არის ამაში გაუგებარი?

სხვა სიბრტყეში გადატანით სწორედ თქვენ მიგყავთ საუბარი სხვაგან, მე თემას არ გავცილებივარ და გპასუხობთ კონკრეტულად!

შეეგუეთ განსხვავებულ აზრს! შეეგუეთ იმას, რომ თქვენი მოსაზრება შეიძლება არ იყოს საბოლოო ჭეშმარიტება და ეს სხვამ დაგანახოთ კამათში! ეს არაა ტრაგედია!!

იმავე ენციკლოპედიაში მონახეთ სიტყვა მყეფარა.

ჟორდანიას უწერია მყეფარა, მყეფრები.
ის მართლა ვერ გავიგე, ჟორდანიას წიგნში რა ძაღლის ჯიში უნდა დავაზუსტო?



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Mar 3 2012, 21:59
პოსტი #78


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



AlekoN
ისე ალეკო, ძაღლის ჯიში საკუთარი სახელია ხო ? თუ სუფთა გრამატიკულად მივუდგებით მისი თარგმნა არასწორია... თუმცა კინოლოგიის თვალსაზრისით არ ვიცი :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 3 2012, 22:34
პოსტი #79


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



nik@a

სახვადასხვა ჯიშის შემთხვევაში სხვადასხვაგვარადაა.
აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: ტრადიცია, ჯიშის გავრცელება სხვა ქვეყნებში, დასახელების თარგმნადობა და ა.შ.

ზოგი ჯიშის სახელი ითარგმნა და წარმოითქმება როგორც დედანში, ასევე რომელიმე გავრცელებულ საერთაშორისო ენაზე (მაგ. ინგლისურად) მაგალითად დოიჩე კურცჰაარი ან დრათჰაარი - გერმანული მოკლებეწვიანი და ხისტბეწვიანი მეძებრები. ზოგი არც ითარგმნება პოინტერი, სეტერი, ან კიდევ როგორ უნდა ითარგმნოს? კი ითარგმნება, მაგრამ მოუხერხებელი გამოვა (მაჩვენებელი, მწოლიარე) ამიტომაც არ თარგმნიან.
რუსულ მწევარს ასევე რუსულად იცნობს მთელი მსოფლიო - ბარზოი, ასევე დაფიქსირებულია ლაიკების სახელწოდებაც.

თუ რომელიმე ქვეყანაში თავიანთ ენაზე მოხერხებულად თარგმნიან ჯიშის სახელწოდებას, ამას არავინ დაუშლის, მაგრამ სეტერს, პოინტერს, სპანიელს და ბულდოგს არსად თარგმნიან, იმიტომ რომ ეს დასახელებები თავისებურად საფირმო ნიშანია და თანაც იოლად გამოსათქმელი.
გეოგრაფიული ნიშნის დასახელებები ვერ ითარგმნება - როტვეილერი, ლეონბერგერი.
ასევე გვარიდან წამოსული დასახელებებიც - დობერმანი.
ასევე ისეთი დასახელებები, რომლების აზრიც ზუსტად არცაა გარკვეული და მათი ახსნის მრავალი ვერსია არსებობს -ტერიერი, პინჩერი, შნაუცერი, ჰოვავარტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Mar 3 2012, 22:42
პოსტი #80


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 23:34) *
nik@a

სახვადასხვა ჯიშის შემთხვევაში სხვადასხვაგვარადაა.
აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: ტრადიცია, ჯიშის გავრცელება სხვა ქვეყნებში, დასახელების თარგმნადობა და ა.შ.

ზოგი ჯიშის სახელი ითარგმნა და წარმოითქმება როგორც დედანში, ასევე რომელიმე გავრცელებულ საერთაშორისო ენაზე (მაგ. ინგლისურად) მაგალითად დოიჩე კურცჰაარი ან დრათჰაარი - გერმანული მოკლებეწვიანი და ხისტბეწვიანი მეძებრები. ზოგი არც ითარგმნება პოინტერი, სეტერი, ან კიდევ როგორ უნდა ითარგმნოს? კი ითარგმნება, მაგრამ მოუხერხებელი გამოვა (მაჩვენებელი, მწოლიარე) ამიტომაც არ თარგმნიან.
რუსულ მწევარს ასევე რუსულად იცნობს მთელი მსოფლიო - ბარზოი, ასევე დაფიქსირებულია ლაიკების სახელწოდებაც.

თუ რომელიმე ქვეყანაში თავიანთ ენაზე მოხერხებულად თარგმნიან ჯიშის სახელწოდებას, ამას არავინ დაუშლის, მაგრამ სეტერს, პოინტერს და ბულდოგს არსად თარგმნიან, იმიტომ რომ ეს დასახელებები თავისებურად საფირმო ნიშანია და თანაც იოლად გამოსათქმელი.
გეოგრაფიული ნიშნის დასახელებები ვერ ითარგმნება - როტვეილერი, ლეონბერგერი.
ასევე გვარიდან წამოსული დასახელებებიც - დობერმანი.
ასევე ისეთი დასახელებები, რომლების აზრიც ზუსტად არცაა გარკვეული და მათი ახსნის მრავალი ვერსია არსებობს -ტერიერი, პინჩერი, ჰოვავარტი.

გასაგებია... დიდი მადლობა... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იეტი
პოსტი Mar 3 2012, 23:23
პოსტი #81


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
როცა საკამათოა, უნდა იკამათო...


კი მაგრამ არა გაუთავებლად

ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
ბრალს მდებთ პოსტების გაუაზრებელ კითხვაში, დასკვნების უცნაურობაში და ალოგიკურობაში? რატომ?


იმიტომ რომ ან არ კითხულობთ რას ვწერ ან დასკვნები ვერ გამოგაქვთ.

ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
აღარ დაგრჩათ სხვა არგუმენტი??


მე არც კინოლოგი ვარ და არც ფილოლოგი, მოვიყვანე ის არგუმენტები რაც ჩემთვის ცნობილი იყო. მეტის ძიებას არ ვაპირებ. არ მაქვს სპორტული ინტერესი. ბოდიშით

ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
რომ გაიკვირვეთ ხელოვნურად მოგონილ სიტყვებზე, ამის მაგალითიც მოგიყვანეთ (ნაბული), რა არის ამაში გაუგებარი?


ვიმეორებ, მე არ ვარ ფილოლოგი შესაბამისად არ მესმის რას ნიშნავს ხელოვნურად და ბუნებრივად მოგონილი სიტყვები. მე ვთვლი რომ ყველა სიტყვა ხელოვნურად ადამიანის მიერაა მოგონილი. არ ვიცი შეიძლება ამაში სხვა რამე იგულისმება

ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
სხვა სიბრტყეში გადატანით სწორედ თქვენ მიგყავთ საუბარი სხვაგან, მე თემას არ გავცილებივარ და გპასუხობთ კონკრეტულად!


აკაკი, იაკობი, ვაჟა მე ვახსენე? ან საიდან მოიტანეთ რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები არ მომწონს?

ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
შეეგუეთ განსხვავებულ აზრს! შეეგუეთ იმას, რომ თქვენი მოსაზრება შეიძლება არ იყოს საბოლოო ჭეშმარიტება და ეს სხვამ დაგანახოთ კამათში! ეს არაა ტრაგედია!!


ეუფ newsmile090.gif
რა პროფესიის ხარ კაცურად მითხარი მართლა მაინტერესებს newsmile05.gif

ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
ჟორდანიას უწერია მყეფარა, მყეფრები.


მაგას თუ უწერია მაშინ ეგრე იქნება newsmile05.gif

ციტატა(AlekoN @ Mar 3 2012, 22:41) *
ის მართლა ვერ გავიგე, ჟორდანიას წიგნში რა ძაღლის ჯიში უნდა დავაზუსტო?


ჯიშზე გკითხეთ ანუ რა უწერია ამ ჯიშის ძაღლებზე, ლაიკები, მყეფრები თუ ყეფიები-თქო

და საერთოდ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს

თქვენ რაც გენებოთ ის დაუძახეთ პრობლემა არაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იეტი
პოსტი Mar 3 2012, 23:27
პოსტი #82


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოდერაციას ვთხოვ მომიტევოს, ძაან შევიჭერით როლებში...
ამ თემაში ჩემი ფეხი/ხელი აღარ იქნება D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 4 2012, 00:10
პოსტი #83


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



იეტი
თქვენ თუ სურვილი არ გაქვთ, ნუღა შემეკამათებით, მე კი რამდენს და რა თემაზე ვიკამათებ, ეგ ჩემი საქმეა!

ბოლოში "პატივისცემის" მიწერას სჯობს, კამათის დროს სცეთ პატივი ოპონენტს, მის პირად შესაძლებლობებს რომ ეხებით, თორემ ფასი ეკარგება ასეთ "პატივისცემათობას".

ფილოლოგი არც მე ვარ, მაგრამ კინოლოგიასთან მჭიდრო კავშირი მაქვს. ფილოლოგიურ მხარეს რაც ეხება, უკვე ორჯერ გამოგეპასუხათ კაცი, რომელსაც პროფესია აქვს ქართულად წერა და გაჩერდა, რადგან საჭიროდ აღარ ჩათვალა...
გოგებაშვილიც და ვაჟაც მან ახსენა და მისი სრული უფლებაც აქვს, იმიტომ რომ ჩვენზე უკეთაა გარკვეული ამ სფეროში!
დიახ თქვენ მათ უწუნებთ მათ მიერ გამოყენებულ სიტყვას, მიიჩნევთ რა კუთხურ ტერმინად და ლიტერატურულისთვის შეუფერებლად.

ქართ. საბჭ. ენციკლოპედიას ხომ ენდობით, ჰოდა მონახეთ სიტყვა მყეფარა და მისი მნიშვნელობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Mar 4 2012, 14:55
პოსტი #84


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



AlekoN
f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

ბოდიში და შენი ფანი ვარ newsmile05.gif

შენი და იეტის "კამათიდან" ბევრი კარგი რამ გავიგე მადლობა newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Mar 4 2012, 22:51
პოსტი #85


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ლაიკააა და ვსო რა რათ უნდა ამდენი კამათი მყეფარა რაღაც არ ჟღერს კარგად ჩემი აზრით და მაგიტომაცაა გავცელებული როგორც ლაიკა ჩვენთანაც და ვისაც გაუხარდება მყეფარა დაუძახოს, D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 20:56