გამარჯვებულების დაჯილდოვება, რეპორტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
გამარჯვებულების დაჯილდოვება, რეპორტი |
Sep 21 2010, 22:40
პოსტი
#46
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
როგორც იქნა დამადაგა საშველი და მოვიცალე.
დადგა ჟამი იმისა, რომ ფართო საზოგადოების წინაშე გამოვამზეურო, იმ ნანატრი დაჯილდოების ამსახველი მასალა,რომელსაც როგორც გამარჯვებულები, ასევე, გამარჯვების მსურველები და ღვინისძიების მოყვარული ხალხი მოველოდით. იმედია, თემას სწორი მისამართით ვხსნი და თუ კი რაიმე მაინც ისტე ვერ გამევიდა, ქე გადეიტანეთ უმფროსებო, იქ სადაც ჩათვლით საჭიროდ. თათბირი, შეხვედრა თუ ელიტარული კლუბუის მორიგი, საიდუმლო-საზეიმო სერობა, ტრდიციისამებრ, დიდი იაღოვას სახელობის და მისი შუქით გაჩირაღდნებულ სარიტუალო დარბაზში შედგა. შეკრებილი საზოგადოება,დროის მოსაკლავად განიხილავდა მიმდინარე სეზონის საჭირბოროტო საკითხებს და დროდადრო თვალს აპარებდა ამაყად მდგომი ოქროს თასისაკენ. ![]() ![]() და აი ისიც, ამაყად მდგომი და დამშვენებული, რომელმაც გარკვეული პერიოდი ძილიც კი დამაკარგვინა და ლამის გამალოთა, მასზე დარდმა და ოცნებამ. ![]() იქ მისულიც კი სულ მისკენ ვიწევდი და შეხება მსურდა მისი, როგორც მიუწვდომელი და დიდხანს ნაოცნებარი ქალისა. ![]() ![]() ამასობაში, ბონე უფრო და უფრო მაწამებდა. პრიზებით , მენდლებითა და საჩუქრებით ალამაზებდა, ისედაც თვალის მომჭრელ ლამაზმანს. ![]() ჩემგან განსხვავებით საკმაოდ დინჯად და დარბაილურად იდგნენ, პრიზიორები, იკო და შუკა. მაგრამ ზურგის ტვუნით ვგრძნობდი, რომ მათ გულშიც, ისეთIვე მაჭარი ჩუხჩუხებდა, როგორიც ჩემში. ისე შევწუხდი, რომ მეგობრებმა ხელიც კი შემაშველეს, რომ გულისყრისგან მაგიდის ქვეშ, რომ არ გამედინა ზღართანი. ![]() და აი მივიწიეთ სუფრისკენ, ლუკმა გავტეხეთ, ერთმანეთს მივეფერეთ და ყელიც ჩავისუფთავეთ, ვაზის საამო ცრემლებით. ![]() მომავალი თაობა, კი გამოცდას აბარებდა. რით უფრო მალე ჩაიკლავდა შიმშილს, საკუთარი ნერწყვით თუ ჩვენი ყურებით. ![]() გიზოვიჩც თვალები უელავდა ცარიელი სუფრის შემხევარეს, გოგიტა კი მდუმარედ ფიქრობდა , ამ ცხობვრების უკუღმართობაზე. ![]() არიქა მომეშველეთ ვინცხამ, თუ გინდათ მეორე სერიასაც გაყურებინოთ. |
|
|
|
sabo73 გამარჯვებულების დაჯილდოვება Sep 21 2010, 22:40
ზახარა ციტატა(niko @ 23rd September 2010... Sep 23 2010, 13:59
Bonehill უი ღიაშია ? Sep 23 2010, 14:10
o.cho საღოოოოლლ მაგარი რ... Sep 23 2010, 15:22
sabo73 ციტატა(o.cho @ Sep 23 2010, 16... Sep 23 2010, 18:50
ზახარა ციტატა(o.cho @ 23rd September 201... Sep 23 2010, 15:50
T A M P L I E R ზახარა
ციტატა(zaxara ... Sep 23 2010, 16:35
ჯეკო ცუდათაა ჩვენი საქმ... Sep 23 2010, 16:38
ჭალიმგელა ციტატა(ჯეკო @ Sep 23 2010... Sep 23 2010, 20:42
გოგა ციტატა(zaxara @ 23rd September 20... Sep 23 2010, 18:17
ჰერცოგი997 საღოლ ბიჯებო კარგი... Sep 23 2010, 18:53
Davitus იეღოვამ თქვა: ეს თე... Sep 23 2010, 20:52![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2026 - 03:49 |