IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ნახეთ რა აღმოვაჩინე!!!, პეტრე 1-ის ანდერძი.....
ნუკრიMax
პოსტი Oct 21 2010, 14:53
პოსტი #1


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რაც დაუბარა ამ დედანაქაჩებს, იმას აკეთებენ......


“წმინდა და განუყოფელი სამების სახელით, ჩვენ, პეტრე, იმპერატორი და თვითმპყრობელი სრულიად რუსეთისა, ყველა ჩვენს შთამომავალსა და ტახტის მემკვიდრეს და რუსი ნაციის მთავრობას.

I. ამყოფეთ რუსი ხალხი განუწყვეტელი ომის მდგომარეობაში, რათა ჯარისკაცი იყოს ბრძოლაში გამობრძმედილი და არ იცოდას დასვენება: ის მოასვენეთ მხოლოდ სახელმწიფო ფინანსების გაუმჯობესებისას, არმისს გაარდაქმნისას და იმისათვის, რომ დაელოდოს თავდასხმისათვის მოხერხებულ დროს. ამ სახით, გამიოყენეთ მშვიდობა ომისათვის და ომი მშვიდობისათვის საზღვრების გასაფართოებლად და რუსეთის მზარდი კეთილდღეობისათვის.

II. მეტად განვითარებული ქვეყნებიდან ყოველგვარი საშუალებებით გამოძახებულ იქნეს სამხედრო მეთაურები ომის დროს და მეცნიერები მშვიდობის დროს იმისათვის, რათა რუსმა ხალხმა შეძლოს სხვა ქვეყნების მიღწევების გამოყენება, საკუთარიდან არაფრის დანაკარგით.

III. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპის საქმეებსა და ომებში ჩარევა, განსაკუთრებით გერმანიისას, რომელიც როგორც მახლობელი, იწვევს უშუალო ინტერესს.

IV. პოლონეთის გაყოფა, მასში მხარი დაეჭიროს მღელვარებეს და გამუდმებულ უთანხმოებებს, ძლიერები გადმობირებულ იქნენ ოქროთი, ზემოქმედება სეიმებზე, მოისყიდოს ისინი იმისათვის, რათა გავლენა იქნეს მეფეთა არჩევნებზე, ამ არჩევნებში ჩვენი მომხრეების მიყვანა, გაეწიოს მათ მფარველობა, იქ შევიყვანოთ რუსული ჯარები და დატოვებულ იქნას იქ დროებით, სანამ არ წარმოსდგება შემთხვევა მათი იქ საბოლოოდ დატოვებისა. თუ კი მეზობელი სახელმწიფოები დაიწყებენ სიძნელეების შექმნას, მაშინ დამშვიდებულ იქნენ ისინი ქვეყნის დროებითი დანაწევრებით, სანამ შესაძლებელი არ იქნება უკან წართმევა.

V. შვეციას დაპყრობის შესაძლელად გახდა და მისი მხრიდან ხელოვნურად იქნას გამოწვეული თავდასხმა, რადგან შეიქნას წინაპირობა მისი დაპყრობისა. ამისათვის ის დანიისაგან იზოლირებული უნდა იქნეს და დანია შვეციისაგან, და მზრუნველად დაეჭიროს მხარი მათ შორის წინააღმდეგობას..

VI. დიდი რუსი თავადებისათვის მეუღლეები შეირჩეს გერმანელი პრინცესებიდან იმისათვის, რომ გამრავლდეს ნათესაური კავშირები, დაახლოვდეს ინტერესები, გერმანიაში ჩვენი გავლენის გაძლიერებით, ამით ჩავაბათ ის ჩვენს საქმეში.

VII. უპირატესობით მივაღწიოთ ინგლისთან ვაჭრობის სახით კავშირს, რადგან სახელდობრ ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც მისი ფლოტისათვის უმეტესწილად ჩვენ გვსაჭიროებს და რომელსაც შეუძლია უმთავრესად ჩვენი ფლოტისათვის სასარგებლო იყოს. გავცვალოთ ჩვენი ტყე და სხვა ნაწარმი მის ოქროზე და დავამყაროთ ჩვენს ვაჭრებსა და მეზღვაურებს შორის მუდმივი ურთიერთობები, რომლებიც ასწავლიან ჩვენებს ვაჭრობას და ზღვაოსნობას.

VIII. დაუღალავად განვავრცოთ ჩვენი საზღვრები ჩრდილოეთით და სამხრეთით, შავი ზღვის გასწვრივ.

IX. რაც შეიძლება ახლოს წავიწიოთ კონსტანტინეპოლისკენ და ინდოეთისკენ, მათი მფლობელი იქნება მსოფლიოს მფლობელი. ამ მიზნით აღიძრას მუდმივი ომები თუ თურქებთან თუ სპარსებთან, შავ ზღვაზე დაარსდეს გემთსაშენები, ნელნელა დავეუფლოთ როგორც ამ ზღვას, ასევე ბალტიისას, რამეთუ ერთიცა და მეორეც აუცილებელია გეგმის წარმატებისთვის – მოეწყოს საპარსეთის დაცემა, გავაღწიოთ სპარსეთის ყურემდე, ავაღორძინოთ, თუ შესაძლებელია, ლევანტას ძველი ვაჭრობა ციმბირთან და მივწვდეთ ინდოეთს, როგორც მსოფლიო სასაწყობო პუნქტს. მისი დაუფლებით შესაძლებელია ინგლისის ოქროს გარეშედაც იოლად გავიდეთ.

X. მიველაქუცოთ და მონდომებით დავუჭიროთ მხარი ავსტრიასთან კავშირს, დასანახად წახალისდეს მისი ჩანფიქრები მისი გერმანიაზე სამომავლო ბატონობაზე, საიდუმლოდ კი გამოვიწვიოთ მის წინააღმდეგ ხელმწიფეთა არაკეთილმოსურნეობა. ვეცადოთ, რათა მან ან სხვებმა დახმარებითვის მიმართოს რუსეთს, და დავამყაროთ ქვეყანაზე თითქოსდა მფარველობა მასზედ მომავალი ბატონობის შემზადების მიზნით.

XI. დავაინტერესოთ ავსტრიის სამეფო სახლი ევროპიდან თურქების გაყრით, კონსტანტინეპოლის დაუფლებით კი ნეიტრალიზება გავუკეთოთ მის შურიანობას ან ავღძრათ მის წინააღმდეგ ომი, ან მივცეთ მას დაპყრობილის ნაწილი, რამეთუ მოგვიანებით უკანვე წავართვათ ის..

XII. გადმოვიყვანოთ ჩვენს მხარეზე და გავაერთიანოთ ჩვენს ირგვლივ ყველა აღმოსავლეთ ბერძენი რენეგატი ან სქიზმატიკი, გავრცელებულნი უნგრეთში, თურქეთში და სამხრეთ პოლონეთში, გახადეთ ისინი ძალად და საყრდენად და წინასწარ მომზადდეს საყოველთაო ბატონობა მათზედ, თითქოსდა სასულიერო მეთაურთა დაწესების მეშვეობით: იქნება იმდენი მეგობარი, რამდენი მეტრიც ეყოლება თითოეულს.

XIII. როდესაც შვეცია დაქუცმაცებული იქნება, სპარსეთი დამარცხებული, პოლონეთი დასაფლავებული, თურქეთი დაპყრობილი, არმიები გაერთიანებული, შავი და ბალტიის ზღვები ჩვენი გემებით დაცული, მაშინ უნდა შესთავაზონ დიდი საიდუმლოების ქვეშ პირველად ვერსალის მოლაპარაკებას, შემდეგ ვენისას, მსოფლიოზე ძალაუფლების გაყოფა. თუ რომელიმე მათგანი, ცდუნებული პატივმოყვარეობითა და თავმოყვარეობით, მიიღებს ამ წინადადადებას – რაც გარდაუვალია მოხდეს – მაშინ ის გამოვიყენოთ სხვის დასაღუპად, შემდეგ გავანადგუროთ გადარჩენილიც, მასთან ბრძოლის დაწყებით, რომლის შედეგშიც უკვე დაეჭვებაც არ შეიძლება, რადგან მაშინ რუსეთი დაუფლებული იქნება მთელს აღმოსავლეთსა და ევროპის უდიდეს ნაწილს.

XIV. თუ მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ ის ან სხვა რუსეთის წინადადებაზე უარს იტყვიან, მაშინ ჩამოაგდეთ მათ შორის მტრობა და დააუძლურეთ ისინი ურთიერთ შორის ბრძოლით. მაშინ რუსეთმა, გადამწყვეტი წუთის სარგებლობით, უნდა მიმართოს წინასწარ შეკრებილი თავისი ჯარები გერმანიისკენ და ამავდროულად უკად გაგზავნოს ამათთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ფლოტი, ერთი აზოვის ზღვიდან, მეორე ბალტიის ძღვიდან. ხმელთაშუა ზღვასა და ოკეანეში გასულები ისინი შეესევიან ერთისმხრივ საფრანგეთს და მეორეს მხრივ გერმანიას, და მაშინ იქნება ეს ორი ქვეყანა დამარცხებული, მაშინ დანარჩენი ევროპა უკვე ადვილად და ყოველგვარი წინაარმდეგობის გარეშე არმოჩნდება მის ქვეშ.

ასე შეიძლება და უნდა დავიმორჩილოთ ევროპა”
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st July 2025 - 09:05