სპორტული ნადირობა მტრედზე, 27 . 10 . 2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სპორტული ნადირობა მტრედზე, 27 . 10 . 2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მონაწილეები:
Davitus ლეკი Hunter 777 ჯეკსონი ბონე ტრასპორტი : Land rover discovery ჯანდარის დასახლების მიმდებარე ტერიტორია. შემოვიდა ოპერატიული ინორმაცია ერთი რუსთაველი კაი კაცისგან რომ, ზემოთხსენებულ ადგილას შეიძლებოდა კარგად გვენადირა მტრედზე ქედანზე და გვრიტზე. ჩემი დამოკიდებულება ვინც იცით მტრედზე ნადირობასთან დაკავშირებით ![]() ![]() დილით გავედით ჩემი სახლიდან მე და "პატარა გელა ძია" 09:00 . 09:10 - ზე ეკიპაჟი შეივსო ლეკი ბატონით. 09:12 - ზე დავიძარით დედაქალაქიდან ინდუსტრიის ქალაქში. 10:00 -ზე "როი" შემოგვეგება კუდის ქიცინით. ბნ ჰანთერაც მოკალათდა შტურმანის ადგილზე და დავიძარით 10:10 ზე ვიყავით უმაგრეს კაცთან და პატარა-დიდ მონადირესთან ჯეკოსთან. ........ დანიშნულების ადგილზე ვიყავით 11:00 ზე ამინდი მზიანი, ოდნავ ქარი წამოიქროლებდა სუსტად. მტრედი და ქედანი ირეოდა ცაში. ჩრდილში გავაჩერეთ მანქანა და გადმოვბარგდით. ავისხით არჭურვილობა. ჰანთერა - MP 153 , 12 / 89 ლეკი - ТОЗ 34 , 12/70 ჯეკო - ТОЗ 63 , 16/ 70 ერთ ლულიანი დავითუსი - ТОЗ Б, 20/70. ატა ნეო 12 , 12/70 თქვენი მონა მორჩილი - ИЖ 12 , 12/70 ვაზნები გამოვიყენეთ: 10,9 , 7 , 5, 4, 3 ნომრები, ყველა ცოტ ცოტა. ოთხფეხა მეგობრები: პოინტერები "შერი" და "ჯილდა" , მაინც , სასხვათაშორისოდ. თავიდანვე მტრედი იყო დიდი რაოდენობით . გავიშალეთ , ჩავსაფრდით ნომრებში ასე ვთქვათ და დაველოდეთ მოვლენების განვითარებას. მე და ლეკი ვიდექით ერთად. ლეკიმვე გახნა ანგარიში. ![]() ![]() ასეთ მყუდრო ადგილზე შევარჩიეთ პოზიცია. ჩრდილი , გრლილი ,ნიავი და ა.შ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ბევრიც ვისროლეთ ცოტაც დავაცილეთ , სადილამდე ყველამ ცოტ ცოტა ავიყვანეთ. ![]() პურიც გავტეხეთ, დავილოცეთ. ვის ქონდა ფოტოების თავი ![]() ვიდრე მეორე სერიაზე გადავიდოდით ცოტა პნევმატური შაშხანით გავერთეთ. ![]() მეორე სერიაც წარმატებული გამოდგა , კიდევ შევმატეთ ჩვენ ნანადირევს . პრინციპში ამ ადგილებში ნადირობისას , მთელი დღის განმავლობაში შეიძლება წარმატებულად ერთ ტემპში ნადირობა, ბოლივია არაა მართალია, მაგრამ ვინც სანადიროდ ხორცის მოსატანად არ მიდის იმისთვის სასიამოვნო სანადირო ადგილებია. ჩვენი პრობლემა იმაში იყო რომ ვაზნები არ წაგვიღია საჭირო რაოდენობით, მოუმზადებლები წავედით ფაქტიურად ![]() ჩემი ბოლო პოზიცია ![]() ![]() ჯეკოკსონა და ლეკი ![]() ვიღაცას ხო უნდა ემწყემსა ამდენი ბავშვი ![]() ![]() ბნ ჰანთერი ![]() ![]() დონ დევიდი და მისი გალავარეზები ![]() ![]() იგივე ![]() ბარაქა ![]() ამ კაცს სულ სხვანაირად უხდება ![]() ![]() ლეკი დამდობელი ![]() ![]() ნატურმორტები ![]() ![]() ![]() აი ასეთი იყო ეს ლამაზი სპორტული ნადირობა. მადლობა ყურადღებისთვის ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2025 - 01:47 |