ბეკასი, ბეკასზე ნადირობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბეკასი, ბეკასზე ნადირობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვისაც აქვს გამოცდილება იკნებ დამარიგოს როგორ ადგილებში გვხვედება როგორი სტლის ნადირობაა საჭირო .. მინდა რომ წავიდე სანადიროდ . აი გამოცდილება ბეკასზე ნადირობის არ მაქ
|
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 156 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვისაც აქვს გამოცდილება იკნებ დამარიგოს როგორ ადგილებში გვხვედება როგორი სტლის ნადირობაა საჭირო .. მინდა რომ წავიდე სანადიროდ . აი გამოცდილება ბეკასზე ნადირობის არ მაქ ბეკასი(ჩიბუხა) როგორც ტყის ქათამი ჩემი უსაყვარლესი სანმადირო ობიექტია,ძალიან ბევრჯერ მინადირია ესე ვთქვათ სპეციალურად წავსულვარ ჩიბუხაზე სანადიროდ. ეხლა შევეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიარო.ჩიბუხა განსხვავებით ტყის ქათმისა ბინადრობს ჭაობიან ადგილებში.ჩვენთან ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოჩნდება, დადეკემბრის ბოლომდე რჩება სანამ პირველი ყინვები არ დაიწყება.სროლა ძალიან ძნელია განსაკუთრებით თქვენნაირი მონადირისთვის (გამოცდილებას ვგულისხმობ).უნდა მოძებნო ისეთი ადგილი სადაც რამოდენიმე ჭაობიანი ადგილია,რადგან ჩიბუხა რო ამოფრინდება და შენ ვერ მოკლა ის აუცილებლად გადაფრინდება სხვა ჭაობში.თუ ვერ ნახა დასამალი მაშინ იქ სადაც შენ ნადირობ იქედან შორს წავა.ჩიბუხა ფრინდება ძალიან სწრაფად,ფრთებს რო გაშლის უნდა ესროლო მერე გამორიცხულია ვერ მოკლავ რადგან ზიგზაგურად მიდის ჰაერში.კარგია თუ პოინტერით ან სეტერით ინადირებ,რადგან მაგ ჯიშებს შორი ყნოსვა ააქვთ და შორიდან იღებენ სუნს.ყველაზე კარგია ბეკასზე დაგეშვა ძაღლის რადგან აქ ჩვენთან არ ვიცი რატო,მარა ჩიბუხა ახლოს არ უშვებს ძაღლს და რაც შორიდან უკეთებს ნაბულს ძაღლი მით უფრო კარგია.(აქ მე პირადად არ შემხვედრია ძაღლი რომელსაც ჩიბუხა ნაბულიდან ამოეგდოს).საერთოდ ჩიბუხა ცოტა შორიდან უფრინდება მონადირეს,ამიტომ ყურადღებით უნდა იყო.ყველაზე კარგია 9-10 ნომერი საფანტი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დიდი "ბეკასერი" არ ვარ მაგრამ ყოველთვის გული მიმიწევ ბეკასზე სანადიროდ.
სად და რა ლანდსაფტში გხვდება ყველამ ვიცით, ამაზე არ შევჩერდები. ჭაობებში, თუ შეგხვდა ბუჩქნარი, ანუ მაღალი ბალახი ჭაობში, წელამდე კამიში და სხვა, იცოდე რომ ჩიბუხა იქნება 75 % ალბათობით მაგრამ რაც მთავარია ასეთ ადგილში შეიძლება ფეხიდან აგიფრინდეს იმდენად ახლოს მიგიშვებს. ჭაობებში სადაც ბალახის სიმაღლე მიზერულია, ჩიბუხაზე სანადიროდ ტყუილა დროს ნუ დაკარგავ, ამოფრინდება მინიმუმ 20-25 მეტრში, მქონია შემთხვევები 50-60 მეტრშიც ფრინდებოდა დამფრთხალი, აი წელს მაგ. მე და ბნ გურგენა ვიყავით გასულები ბეკასსზე, ღია სივცეებში სადაც ბალახი ძაან დაბალი იყო ბეკასი ფრინდება ზემოთ ხსენებულ ექსტრა შორ მანძილებზე, და არა ერთი ორი არამედ ათობით, სამს სამი, ორ ორი, ძალიან დიდი რაოდენობით სროლაზე საუბარიც კი ზედმეტია. ....მაგრმ იქვე იმავე მინდორში მაღალ ბალახში 5-7 მეტრზე შორს არ ამოსულა. ძაღლებს რაც შეეხება, ახალგარზრდა და გამოუცდელი ძაღლით ნადირობას აზრი არააქვს, უფრო მეტიც, სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია ! ცემი აზრით ჩიბუხას ჩვენ პირობებში უნდა შორი ყნოსვის გამოცდილი მეძებარი, შეიძლება ამ უკანსკნელასც არ გაუჩერდეს ყოველთვის ნაბულზე. ყველაზე კარგი დროა მწყერაობის ვადებში, ბეკასი და გარშნეპი მაშინ ცაპუტკუნებულები არიან და ფრენის სიჩქარე ნაკლები აქვთ. სროლას რაც შეეხება ვიტყოდი რომ მაქსიმუმ 3 წამი გაქვს ამისთვის, შემდეგ საფანტის კონაში ვერ ჩასვამ ფრინველს, ფანჯარაში გაზვრება ან საერთოდ მსუბუქად დაჭრი. საფანტი 11, 10 ნომერი უკონტეიონერო დისპერსანტი ან მის გარეშე.( გააჩნია რა პირობებში ფრინდება ახლოს შორს ) მეოერ ლულაში, ჩემი გამოცდილებით გეტყვი, საფანტი # 7, მაგრამ ეს იმ შემთხვავაში თუ შორს სროლას მაინც გადაწყვეტ ![]() თანაც ჭაობში ბოდიალისას 7 ნომერი საფანტი ერთ ერთ ლულაში ზედმეტი ნამდვილად არაა. ეჰ ვცხოვრობდე ფოთში ?!......... მწყერის დედაც ჯეკ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კიმაგრამ იმაზე რატომ არ წერთ რომ ბეკასი დუპელივით ერთერთი ყველაზე კარგი ძაღლის დასაგეში
ობიექტია, მე რამდენადაც ვიცი გაზაფხულზე ძალიან კარგადაც უჩერდება ნაბულძე, თან მაგ დროს ახალგაზრდები და დაუმფრთხალები არიან. |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
არ დაიჯერო ! თუ ბალახი მაღალი არაა და მზე ძალიან მაგრად არ აცხუნებს , არაფერსაც არ უჩერდება.
არ გავაოფოთ რა კაცურად |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აქ მე პირადად არ შემხვედრია ძაღლი რომელსაც ჩიბუხა ნაბულიდან ამოეგდოს ცრუობთ დონ? შარშან შენ ჩემთან ერთად არ იყავი სანთაზე? პერიმ რომ ნაბულიდან ამოიყვანა? ![]() ![]() ![]() ![]() კიდევ ერთს დავამატებ რაც შეეხება ჩიბუხას როგორც დასაგეშ ფრინველს, ჩიბუხა დასაგეშად არ გამოდგება მხოლოდ შემოდგომაზე, რადგან ძალიან ფრთხილია, მაგრამ გაზაფხულზე საკმარისად ამუშავებს ძაღლი და საკმაოდ ახლოსაც უდგება ნაბულზე, ამიტომ, იმათ საყურადღებოდ, ვისაც შემოდგომაზე უნდა ჩიბუხაზე გაიყვანოს გამოუცდელი ძაღლი დასაგეშად, ვერ იმუშავებს, ჩიბუხა მინიმუმ 15-20 მეტრიდან დგება (ფრინდება) |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 156 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ცრუობთ დონ? შარშან შენ ჩემთან ერთად არ იყავი სანთაზე? პერიმ რომ ნაბულიდან ამოიყვანა? ![]() ![]() ![]() ![]() კიდევ ერთს დავამატებ რაც შეეხება ჩიბუხას როგორც დასაგეშ ფრინველს, ჩიბუხა დასაგეშად არ გამოდგება მხოლოდ შემოდგომაზე, რადგან ძალიან ფრთხილია, მაგრამ გაზაფხულზე საკმარისად ამუშავებს ძაღლი და საკმაოდ ახლოსაც უდგება ნაბულზე, ამიტომ, იმათ საყურადღებოდ, ვისაც შემოდგომაზე უნდა ჩიბუხაზე გაიყვანოს გამოუცდელი ძაღლი დასაგეშად, ვერ იმუშავებს, ჩიბუხა მინიმუმ 15-20 მეტრიდან დგება (ფრინდება) რაღაც არ მახსენდება ნიკა ![]() ![]() კი გაზაფხულზე ვიძახი მეც. ჩიბუხა და დუპელი იდეალური საგეშია ძაღლებისთვის. და ერთს დავამატებ კიდევ.ჩვენში ბეკასზე არ ნადირობენ მისი მოკვლის სიძნელეებიდან გამომდინარე,არდა ძალიან აზარტულია.ბეკასზე თუ მიეჩვიე სროლა მერე აღარაფერი დაგიდგება წინ. |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
doni
ეგ შენით მიხვდი თუ გითხრა ვინმემ, ჭაობებშიც კარგად დადიხარ არა ოთარ? ![]() ![]() ![]() თემა რომ არ გაოფდეს ბარემ: ვერ დავიტრაბახებ რომ საკუთარი გამოცდილება მაქვს ჩიბუხას საკითხში, მაგრამ რამოდენიმე რუსული თემატური წიგნი მაქვს და ყველაში ერთაზრობრივად წერია რომ ლეკვის დაგეშვა ყველაზე კარგია დუპელით და ბეკასით გაზაფხულზე, როდესაც დაუმფრთხალია ფრინველიო, ეხლა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური მონადირეების შედგენილი არაა ეგ წიგნები, მაგრამ არის რაცხა ამაშიც ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ZelectriC
სანამ ამ ობიექტზე არ დავწერეთ დარეგისტრირებას არ აპირებდი? ![]() კეთილი იყოს შენი მობრძანება, იქნება და ცოტა ვრცლად მოგვიყვე სად დადიხარ, რა პერიოდში და ძაღლების ამბავსაც თუ მოგვიყვებაი ძალიან დაგვავალებ |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვიტო
)))) ხო, ბეკასის თემა რო დავინახე მაგრა გამიხარდა. დავდივარ მარნეულის, ჯანდარის მხარეს. უფრო კონკრეტულად PM-ში მოგწერთ ვისაც დაგაინტერესებთ პერიოდს რაც შეეხება დავდივარ ასე სექტემბერი, ოქტომბერი. დეკემბერშიც ვარ ნამყოფი მაგრამ უკვე იმ რაოდენობით აღარაა რაც წინა თვეებშია. საფანტს რაც შეეხება ვხმარობ 10 ნომერს, სრულიად საკმარისია. ძაღლი, საკმაოდ გამოცდილი უნდა იყოს ნაბული რო გაუკეთოს. ვნადირობ დრათჰაარით და მეგობარს ყავს კურცხაარი. ორივე იდალურად მუშაობს ბეკასზე . რავი ძალიან აზარტური, საინტერესო და რთული პროცესია.) |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 247 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სხვათაშორის სიტყვა "სნაიპერის" წარმოშობა სწორედ ბეკასს უკავშირდება. ბეკასი, ინგლისურად - snipe, როგორც ზემოთაც დაიწერა საკმაოდ ძნელი მოსაკლავია ფრენის ტეხილი ტრაექტორიის გამო, ბეკასზე დახელოვნებული მონადირე იწოდებოდა sniper-ად.
"ტერმინი „სნაიპერი“ პირველად დადასტურდა 1824 წელს, „შარპშუთერის“ (ზუსტი მსროლელი) გაგებით. ზმნა „to snipe“ წარმოიშვა 1770 წელს ბრიტანულ ინდოეთში (მაშინდელი ბრიტანეთის კოლონია), სადაც მონადირე - საკმაოდ დაოსტატებული, რომ მოეკლა მოუხელთებელი ბეკასი იწოდებოდა როგორც „სნაიპერი“." ვიკის ინგლისური გვერდი გადმოვაქართულე ნაწილობრივ http://ka.wikipedia.org/wiki/სნაიპერი |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 130 რეგისტრ.: 2-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ჩვენთან ბეკასი ზამტარსშიც გვხდება, მაგრამ ყველაზე კარგია მაგ ფრინველზე ნადირობა ოკტომბრის ბოლოს მაგდროს ჩიბუხა მსუკანია და უპრო ახლოსაც უშვებს მონადირეს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 06:31 |