რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კახაბერ
კახაბერ კარგია რომ თემა გახსენი ამ თემაზე. ადრე ესეთი დილემის წინაშე არასდროს ვმდგარვართ. ესე რომ ჩვენთვისაც თავსატეხია როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა ყველას გაცნობა მინდა, მაგრამ ქეიფზე უკეთესი ჯერ ვერაფერი მოვიგონეთ, გაზაფხულზე კიდევ შეიძლება 15-20 კაცი ერთად სათევზაოდ რომ გახვიდე მაგრამ ეხლა უკვე აღარ ვიცით რა ვქნათ. იქნებ თქვენ თვითონვე გამოუშვათ რაღაც იდეები. და საერთოდ ყველამ ვისაც აინტერესებს ეს სიტუაცია მოგვაწოდეთ იდეები. ყოველ კვირა რომ ახალ ახალ ხალხთან ვიარო მე შეიძლება სეზონზე კი მოვასწრო, მაგრამ ყველა კლუბის წევრი მაინც ხომ ვერ მოასწრებს? თან ყოველ კვირა რომ ტყეში ვიყო ცოლი გამშორდება ![]() პატივისცემით მე |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჭალიმგელა
მოგესალმები, ჩემო ძმაო. მოხარული ვარ შენი ხილვის. მე გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ დღის მერე და მინდა პრობლემაზე ვიმსჯელოთ და არა ნიშნისმოგებით ვესაუბროთ ერთმანეთს. პრობლემა რომ არსებობს, ყველა ვხვდებით. კარგად გავიხსენოთ, არცერთ თქვენთაგანს არ უთქვამს, რომ მე ტყუილი ვთქვი, ყველამ მიზეზების ახსნა დაიწყეთ, ანუ პრობლემა არსებობს. მე შენ გაცნობამდეც დიდ პატივს გცემდი (შენმა პოსტებმა მომცა ამის საშუალება) და მინდა იმ ახალგაზრდებმა ისიამოვნონ შენს გვერდში, რომლებიც კითხულობენ თქვენს პოსტებს. შენც, სხვებიც და მეც თქვენთან ერთად პასუხისმგებლები ვართ მათ წინაშე. შენზე უკეთ ეს ბევრს შეიძლება არ მოეხსენებოდეს. ერთად ვიმსჯელოთ. პოზების დაჭერა, შენ ხომ კარგად იცი, ხეირს არავის მოუტანს. თქვენ, ჩემო ჭალიმგელა, უფლებებიც და საშუალებებიც მეტი გაქვთ, თანაც დამსახურებულად (სადაც შენ იტყვი მონადირე ვარო, მე იქ, გულწრფელად გეუბნები, მოყვარული ვარ-მეთქი ვიტყვი) და მოგეთხოვებათ უფრო მეტი. თქვენ, პროფესიონალებმა თაობები სწორ გზაზე უნდა დააყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რად გინდა კაცს საიტი? 2 ლარს ყველა გაააქტიურებს მობილურზე და კომუნიკაციაც შედგება, რა პრობლემაა? თუ ვკოპწიაობთ საიტზე და სხვას ვუშლით ნერვებს ლამაზი "რეპორტებით"? შენ კი არ გგულისხმობ და არც არავის კონკრეტულად, უბრალოდ მინდა "ოჩო" არ დაემსგავსოს ერთ დროს კარგ წამოწყებას და მინავლებულს ბოლოში. P.S. ძალიან გამეხარდა, რომ დილემა ახსენე. ანუ თქვენ ამაზე ფიქრობთ. ეს ყველაზე მთავარია და ყველაზე დადებითი მუხტი წამოვიდა შენგან. |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
დათაბატონი არავითარი ძაღლის მოკვლა და მერე თავის მოჭრა არ არის აუცილებელი(ჯერ მაგ რიტუალამდე არ მივსულვართ) უბრალოდ სურვილი უნდა გამოთქვას იმ ადამიანმა რომელსაც კლუბის გარკვეული ნაწილი იცნობს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ მას, ესე უცბათ და ნაჩქარევათ ეგ საქმე არ გამოვა ![]() ![]() ეტყობა ან მე დავწერე ცუდათ ან თქვენ ვერგამიგეთ ვეცდები ავხსნა რაზეა საუბარი აქ ითქვა რომ ციტატა ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს და წევრი ისე ვერგახდები თუ ორი რეკომენდატორი არაგყავს ![]() ხოოოოდა ახლა გეკითხები და მიპასუხე(ციტატა რაჭველების საყვარელი ფილმიდან) ![]() მეორეც რაფერგამიცნობ (და მიხვდები რო არვაფრენ) ერთად თუ არ დავლიეთ და მივედით ისევ დასაწყისამდე ანუ თუ კლუბისწევრი არავარ ჩემთან არსვამ(შესაბამისად არცნადირობ) და თუ კლუბის წევრი ვარ ესეიგი მიცნობ......... პირველად ქათამი იყო თუ კვერცხი ![]() ![]() ![]() ![]() ამას ყველაფერს ნახევრადხუმრობით ვწერ და არმიმტისკოთ ახლა თქვენ რო იცით ისე? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დათაბატონი
ნამეტანი ქუთაისური ფილოსოფია "წევიკითხე" ეხლა და მიდი შეცდომები ჩაასწორე, პატივი ეცი იმას, ვისაც ესაუბრები. დეშიფრატორი დასჭირდება კაცს. |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
![]() ორჯერ გადავავლე თვალი და შეცდომა ვერვიპოვე თუ "გავცოცხლდი" მოგაწოდებთ "დეშიფრატორს" თქვენი სიყვარულით და პატივისცემით მოთუხთუხე |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დათაბატონი
კი მაგრამ ხომ გაიცანით და ღვინოც შესვით კლუბელებთან ერთად ![]() ![]() რავიცი მემგონი ცოტა ვართულებთ ამ ამბავს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზახარა
ეხლა რთული პერიოდია და აგიხსნი რატომ: ერთი რუსი ეკითხება მეორეს ხელფასი გყოფნისო? კი როგორ არაო, უბრალოდ ბოლო 27 დღე მიჭირსო. ყველამ ჩვენ-ჩვენი ხელფასის თარიღები გავითვალისწინოთ და მსურველებმა დავთქვათ და "ვიჭიდაოთ და ვიჭიდაოთ" მერე. იაღოვა გავაღიზიანოთ ცოტა, სხვანაირად ვერ გავფრინდებით. |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
დათაბატონი კი მაგრამ ხომ გაიცანით და ღვინოც შესვით კლუბელებთან ერთად ![]() ![]() რავიცი მემგონი ცოტა ვართულებთ ამ ამბავს ![]() გენაცვალე ზახარა სხვა რამეს ვამბობ... მე მავერიკის პოსტს ვუპასუხე მეტი არაფერი კიდეც ვსვით კიდეც ვიმხიარულეთ კიდეც ვიხინკლავეთ და კიდეც კიდევ და კიდევ აწდამარადის უკუნითი უკუნისამდე (ეს ჰანტერ87-ის სტილში) ![]() ვაჯაზებ ახლა მე .... ![]() P.S. ბოლოჭიქა არუნდა დამელია |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დათაბატონი
პირველი და ბოლო არ უნდა დალიო - первая всегда не идет, последняя - всегда лишняя |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს საკითხი მოსალოდნელი იყო,რომ დღეს-ხვალ წამოიწეოდა.
ისტორიას გადავავლოთ თვალი:სულ რამოდენიმე კაცმა შექმნა ეს ფორუმი,შემდეგ - კლუბი.თუმცა რაოდენობა წევრებისა 4-ჯერ მეტია დღეს,ვიდრე ის ხალხი,რომლებმაც იდეა შარშან მაისში გააჟღერა,ანუ,უცნობი ხალხი გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოვიდა კლუბში.თითქმის არც ერთი ერთმანეთს არ ვიცნობდით,მაგრამ ფორუმზე არსებული თემების ირგვლივ გამოთქმულმა მოსაზრებებმა,რაღაც შთაბეჭდილებები ხომ შეგვიქმნა ერთმანეთზე.ამის შემდეგ,პერიოდიც დაემთხვა,ზოგმა ერთობლივად წაითევზავა,გაიცნო ერთმანეთი,კლუბის წევრმა ახალ შემოსულზე რეკომენდაცია დადო,აი ასე მივიწევთ წინ.ადგილზე არ ვჩერდებით.გაზაფხულზე საველე შეჯიბრებები იყო თბილისის ზღვაზე,იქაც ამოვიდა ხალხი,გაგვეცნო.პირდაპირ სანადიროდ არ მახსოვს წევრობის კანდიდატთან წავსულიყავით,ამას რამოდენიმე ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა ხოლმე.დარწმუნებული ვარ,რომ კლუბში ახალი სახეები გამოჩნდება აუცილებლად(ამისთვისაც შეიქმნა ის თავის დროზე),მაგრამ ამას აქვს წესდების შესაბამისი პროცედურები. ჩათვალეთ,რომ ამ თემით უფრო გაგვააქტიურეთ.სეზონი წინაა,მოგვიწევს ერთობლივი გასვლა.თუ კლუბში შემოსვლის სურვილი გაქვთ,იდეები თქვენც გამოუშვით. პატივისცემით |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზაზა
პოზიტიური და აქტუალური სიტყვებია. ასეთი სიტყვების წაკითხვა შედეგისკენ არის წინგადადგმული ნაბიჯი. ზაფხულის საველეების დროს მახსოვს აქ დაიწერა დასაგეშად ძაღლებს ნუ ამოიყვანთო (თხოვნა იყო ასეთი) და მაგიტომ არ ამოვედი. ის ვერ გავთვალე, რომ ძაღლის გარეშე შემეძლო ამოსვლა. გასათვალისწინებელია ყოველივე და ამიტომაც არის საჭირო აქტიურობა, რაღაცას ვგებულობთ ახალს და ვითვალისწინებთ მერე. |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ თემა ალბათ საკითხის აქტუალობამ მოიტანა და მივესალმები ამას, მაგრამ მაინც ძალიან ნუ გავართულებთ იმას რაც დამკვიდრებულია და საბოლოოდ მაინც იგივე აზრამდე მივალთ!
ანუ გადახედეთ დაარქივებულ თემებს და ნახავთ, რომ ლუდისძიება, ხინკლისძიება თუ ნერგების დარგვის აქცია იყო არაერთი დაგეგმილა ღიაში მთელი ფორუმის წასაკითხად. მარტივ მაგალითს მოვიყვან.... დილაადრიანო კლუბის უმეტესმა ნაწილმა (თუ ყველამ არა) გაიცნო ნერგების დარგვის აქციაზე და დღეს ეს კაცი კლუბის წევრია!! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ხოდა რაღა გვინდა?? იმ დღეს..მშვენივრად მოვილხინეთ...დათაბატონის მონადირებული ბატიც დავაყოლეთ და კარგ დროსაც ვატარებდით..იაღოვას რომ არ ეღალატა.
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დათაბატონი
დიდი გულმოდგინებით და ყურადღებით ვადევნებ თვალყურს პოსტებს, სასიამოვნოა რომ ამდენი აქტიურობა გამოიჩინეთ. რაც შეეხება ლუდისძიებებს და ღვინისძიებებს, არავითარი პრობლემა არაა "დასწრება" არც იყო არასოდეს, არც მავერიკს უგულისხმია ეს ![]() თუმცა ჩემი მოკრძალებული რჩევა , უფრო სწორად მოწოდება იქნებოდა იაქტიურონ ფორუმის ახალმა წევრებმა სხვად სახვა თემებში, დაპოსტონ შეძლებისდაგვარად, იკიითხონ რაც აინტერესებთ, თავიანთი აზრიც გაგვიზიარონ , ასეთი მიდგომაც საკმაოდ შესაფერისია ადამიანის აზროვნებაზე წარმოდგენის მისაღებად. ბოლოს კი ოჩოს სახელით ვიტყოდი ერთ რამეს; არავის კონკრეტულად არ ეხება და ასე ვთქვათ სამომავლო საკითხია მართალია, მაგრამ კლუბის წევრობა არ არის ფორმალური , კლუბის საქმის გასაკეთებლადაა შექმნილი. ძალიან დიდი პატივისცემით |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბიჭებო წამოჭრილი საკითხი რო გაწუხებთ ეს უკვე კარგია!!!
მაგრამ ნება მომეცით ჩემი აზრიც გამოვხატო. ზახარას თქმისა არ იყოს მეც ცოტა გადამეტებული მეჩვენება თქვენი წუხილი.რაღაც პრობლემის მაგვარი (მთლად პრობლემასაც ვერ დავარქმევ) რომ არსებობს ცხადია,მაგრამ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ჩვენი პოზიციაც და მდგომარეობაც. არ ხდება ისე როგორც თქვენ ამბობთ და ამას მიხვდებით კლუბის წევრები რო გახდებით. მეორე სეზონია კლუბის წევრი ვარ და ჯერ ყველა კლუბის წევრთან არ მინადირია(აღარაფერს ვამბობ არა კლუბის წევრზე).უფრო მეტიც,ზოგიერთს საერთოდ არ ვიცნობდი და ეს ბოლო თვეებია რაც გავიცანი. დიდი დრო არ გასულა მას მერე რაც აქტიურები ხართ ფორუმზე და ესე მოკლე ხანში ნუ გვაიძულებთ ყველა გაგვიცნოთ და ყველასთან მოგიწიოთ ნადირობა ![]() ძალიან კარგად მესმის თქვენი გულისწყრომა და ძალიან მიხარია ესე რომ აქტიურობთ თუნდაც ამ საკითხში!!! მაგრამ გვაცადეთ ბატონო,გვაცადეთ.მასკვა ნი სრაზუ სტროილას ![]() ლოთობებზე დასწრებას რაც შეეხება,როდესაც ხდება საერთო ლოთობებზე შეკრება ეს იწერება ფორუმზე შესაბამის თემაში და იმ თემით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. არის ხოლმე ისეთი შეკრებებიც სადაც მხოლოდ კლუბის წევრები იკრიბებიან ან გამგეობის წევრები,ამ შეკრებებზე ნუ მოგვთხოთ დასწრებას (მიხვდებით ალბათ რატომაც ![]() არის ლოთობების გარდა სხვა ღონისძიებებიც,მაგალითად ხეების დარგვა გვქონდა და იქ გავიცანით ახალი წევრები.თევზაობის ჩემპიონატი გვქონდა,შეჯიბრი სტენდზე.რაღაცეებიც იგეგმება და რავიცი,ბევრი საშუალებაა იმისთვის რო უფრო მოხდეს ჩვენი დაახლოვება. ეხლა სეზონიც გაითვალისწინეთ,ისეთი ნადირობის პერიოდი დაემთხვა რო 20 კაცის წასვლა ვერ მოხერხდება თუნდაც ქათამზე სანადიროთ. თქვენ ეხლა იმას ამბობთ რომ ძნელად გასაცნობები ხართო,სადღაც 50 წევრამდეა ეხლა კლუბში და თქვენ წარმოიდგინეთ სამჯერ მეტი რო ვიქნებით მერე რა ვქნათ,საერთოდ გადაგვასახლებენ ახალი წევრები ![]() ყოველშემთხვევაში თუ რამე იდეა იქნება თქვენი მხრიდან რაც ამ უხერხულობას მოხსნის,ვფიქრობ კლუბი მზად იქნება განიხილოს შემოთავაზებები. ცოტა თავის მართლებასავით კი გამომივიდა,მაგრამ ამდენი იმიტომ დავწერე რომ არ მინდა იფიქროთ ჩვენ არ გვაინტერესებს ეს საკითხი არ ვაქცევთ ყურადღებას ახალი წევრების სიტყვებს. პ.ს. ისე მართლა მიკვირს საიდან მოდის ის შეგრძნება რომ ჩვენი კლუბის წევრებთან ძნელია დაკავშირება და რაიმე ღონისძიების გატარება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 16:31 |