თავიკაცის ინსტიტუტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თავიკაცის ინსტიტუტი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არ ვიცოდი სხვა შესაბამისი სახელი რა დამერქვა, თუ გამისწორებთ გადავაკეთებ სახელს.
ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამ თემის გახსნა, თან სეზონის გახსნაზე ერთობლივად ვაპირებთ გასვლას და ცოტა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, არ გვაწყენს. ყველამ ვიცით რას ნიშნავს და ვის ეძახიან თავიკაცს, მაგრამ მაინც განვმარტავ ახალბედებისთვის: თავიკაცს ვეძახით იმ ადამიანს რომელიც ნადირობას კურირებს.......... ეხლა რა ხდება, ყველა ვყოფილვართ სანადიროთ კოლექტივის თანხლებით, ვყოფილვარათ ისეთ სანადირო ობიექტზე რომელზე ნადირობაც საკმაოდ კარგად ვიცით, მაგრამ ხშირათ მანქანიდან გადმოსვლისას ეგრევე მინდორში მივდივართ და ყველაფერი გვკიდია. მგონი ისევე როგორც მაღალი ხილვადობის ფორმების დანერგვა გვინდა ქართულ საზოგდოებაში იგივენაირად უნდა ჩავიბეჭდოთ რომ ნებისმიერი გასვლის წინ რაც არ უნდა კარგად ვიცოდეთ ადგილი, რელიეფი და ყველა დეტალები მაინც უნდა ავირჩიოთ ვინმე თავიკაცი, და ისევ შემიძლია საკმაოთ საკამათო დეტალი ვთქვა მაგრამ მაინც ვიტყვი, თევიკაცი შეიძლება იყოს კოლექტივის ნებისმიერი წევრი, მთავარი აზრი ის არის რომ გასვლამდე ვინმემ თავიდან გვითხრას ის რაც ისედაც ვიცით ანუ შეგვახსენოს უსაფრთხოების ნორმები, საით არ შეიძლება სროლა, ის რომ იარაღი მცველიდან არ უნდა მოხსნა სანამ დამიზნებას არ დაიწყებ და ა.შ. მე პირადად ძალიან მომწონს როდესაც ესე ხდება ნადირობის წინ. არაფერი სათაკილო არ არის იმაში თუ ვინმე ყოველ გასვლაზე ჭკუას გვასწავლის, იარაღთან არის საქმე და მგონი შეცდომა იქნება თუ ვინმე იფიქრებს "ეხლა ამას უსმინე" ან "ეგ ხომ ვიცი" ან "ამას თქმა რათ უნდა" და ა.შ. ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ საჭიროების შემთხვევაში დაკვალიანების "რეჩის" მორტყმა. პ.ს. სხვათა შორის მეც კარგად გამომდის ეგ საქმე ![]() გაადრძელეთ.............. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2025 - 22:08 |