ნადირობაი, წალკასა შინა, 06 . 11 . 2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ნადირობაი, წალკასა შინა, 06 . 11 . 2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
და აი ძმებო მონადირეებო რეპორტი ესე დიდად სასურველი, რომელსაც ესოდენ დიდის მოთმინებით ელოდით და რომლის განხორციელებაზეც დიდძალი ძალისხმევაი არს დახარჯული.
მონაწილენი: თქვენი მონა მორჩილი: ჰანთერ87, დათაბატონი, კახაბერი და ღლიღვაი წელსა 2010-სა და ნოემბრის თვისა 5 რიცხვსა გაისმა ზარი ძმისა ჩვენისა კახასი და იყო წინადადებაი რომელმაც მამცნო მე ესე მონასა უფლისასა რომ არსებობდა რამდენიმე ვარიანტი სანადიროისა ადგილისაი. პირველი და განუმეორებელი წალკაი, ადგილი ჯავახეთსა მდებარე და მეორე ადგილად იუბნა ბაზალეთი. ვაცნობე ძმებსა ჩვენსა დათასა ბატონად წოდებულსა და ვასოსა დიდ ღლიღვად წოდებულსა. ბევრი ბჭობის შემდგომ გადაწყდა ერთობლივად წასვლაი წალკასა შინა და ნადირობაი იხვზედა და ტყის ქათამზედა ვალდშნეპად წოდებულზედ. და აი გაეყარა ნათელი ბნელსა და ჩამოღამდა, იყო საათი ესე ორი როცა სახლში გამომიარეს ძმებმა დათამა და კახაბერმა თავის რკინის რაშითა, რომელიც რენდროვერად წოდებულ არს, მათ ახლდათ განუმეორებელი კურცჰაარი. დავიძარით და დიდ ღლიღვასაც გავუარეთ, შესდგა გუნდი მონადირეთა და გავსწიეთ გზაზედ. კახამ პატრონმა ბედაურისამან ჩაასხა კალონკაზედ რომპეტროლისა საწვავი ესე ეფიქსად წოდებული, შევუდექით გზასა წყნეთისასა და ჰოი საოცრებავ ჩვენი ბედაური წყნეთთან გაჩერდა, დაგვაბრკოლა ეშმაკმან და გზა გადაგვიკეტა ათასგვარის დაბრკოლებითა და განსაცდელითა, მაგრამ ჩვენ ვითარცა ჭეშმარიტნი მორწმუნენი არ შევუშინდით განსაცდელს და შევცვალეთ ბედაური იგი წახდენილი ახლითა, ღლიღვას ბედაურითა. აივსო სული ჩვენი სიხარულითა რამეთუ განსაცდელი ესე მძიმეი გადალახულ იქნა ნებისა ღვთისაითა და ჩვენის ერთობითა. განვაგრძეთ გზაი ძმურისა უბნობითა და ხუმრობითა საამურითა, იყო ლხენაი და მხიარულებაი ჩვენ თანა და და სული ჩვენი იხარებდა. იყო უკუნი ღამეი. მივდიოდით გზასა ზედა და არ ჩანდა არაფერი, გზაი იყო კარგი, ახლად დაგებული, ალაგ ალაგ წახდენილი მარა განახლების პერსპექტივითა. განვლიეთ გზაი ესე გრძელი და აღმოვჩნდით წალკასა შინა და ვინაიდან კვლავ იყო ღამეი უკუნი შევიცადეთ მცირე ხანსა და დაველოდეთ მზის ამობრძანებასა. და ვითარმედ კუჭი ჩვენი შველას იხმობდა წავიხემსეთ და ვიხმიეთ ცოტაოდენი აირაყი, სასმელი ესე ცეცხლად წოდებული და ვეზიარეთ ბახუსის ჭეშმარიტებასა, გაგვეხსნა მადაი და გემრიელად გეახელით ხოშიანსა კიშკებსა და ტკბილეულსა, კაი პურმარილი გვქონდა და კარგადაც დავნაყრდით ![]() ![]() ამის შემდგომად გამოვკითხეთ ხალხი წალკასა შინა მცხოვრები და მივიღეთ მეტ ნაკლებად საჭირო ინფორმაციაი. ინათა, და მზემ მოჰფინა სხივნი მაცოცხლებელნი ქვეყანასა ზედა, ჩვენც დავიძარით სანადირო ადგილებისკენ და ჰოი საოცრებავ, ეს რას ხედავს თვალნი ჩვენნი, გზასა ზედა გაჩერებულან ბედაურნი რკინისანი ჩვენის მწყალობელის და ნადირ ფრინველთა მწყემსის ოჩოპინტრეს ემბლემითა და აღივსო გული ჩვენი სიხარულითა, შევჩერდით და მივეახლეთ სულიერ ძმებსა და ისინიც მოგვეგებნენ გაკვირვებულის თვალებითა და სიხარულითა. აქ იყო ძმაი ჩვენი მავერიკ, კონდოლელი და სხვანი ძმანი. ვიუბნეთ ძმურის სიყვარულითა და გადავიღეთ სურათი სამახსოვროი ![]() შემდგომად ამისა განვერნეთ ძმათა ჩვენთა და გავწიეთ ადგილსა ესე სანადიროსა. გზად გავჩერდით ერთის ადგილის შემოწმების მიზნით და ლულების გახურებისათვის რამდენიმე დაგრუხუნებაიც გავაკეთეთ ლულათაგან ესე ზარბაზნისა. ჩვენმა ოთხფეხმა მეგობარმა მრავალი წვრილი ჭაობის ფრინველი ამოგვიფრინა თუმცა მხოლოდ ერთი ჩამოაგდო კახაბერმა ძმამან ჩვენმან და ვერ იპოვა. დავიძარით სხვა ადგილის საძიებლად და აი კვლავ გამოხტა ახალი განსაცდელი ეშმაკის მანქანებითა, მანქანა ჩაიფლო ჭაობსა ესე შეჩვენებულსა, დიდძალი ძალისხმევაი ესე ღლიღვასი და ჩვენი დაგვჭირდა მის ამოსაყვანად, ბევრი ვიწვალეთ და აი იყოჩაღა ღლიღვამა, აქაც გადმოგვხედა უფალმა მართლმორწმუნეებს და განგვიხსნა გზაი ესე სავალი და გავსწიეთ დიდის მხნეობითა და მოლოდინითა. წალკის ტბასა ზედა შევნიშნეთ ფრინველი ურიცხვი თუმცა მანძილი ესე იყო ფრიად დიდი და გარჯად არ ღირდა, თუმცა ვაზნები ესე მაგნუმნი ნოლი ნომერის საფანტითა შევაწყე აბოიმასა შინა და გავამზადე ქვემეხი ესე ჩემ საომრად. და ჰოი საოცრებავ, რას ვხედავთ ჩვენსკენ მოფრინავს უამრავი უფლის საჩუქარი, ბატებად წოდებული და აი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო, ვიქეცით ერთ საზენიტო ბატარიად, ამუშავდა ჩემი საზენიტო ავტომატური ქვემეხი ეს-60 მპ-153-ად წოდებული, ორი ტუგუსკა იჟ-27-ად და ტოზ-34-ად წოდებული და ერთი ზეუ-23 გერმანულის სახელითა. ეს იყო ზალპი საზენიტო არტილერიისა, იყო კანონადა ქვემეხთა მრისხანეთა, ცა იძრა და მიწამ პირი გახსნა და მოსწყდა ორი ბატი ვითარცა ბომბდამშენი მტრისა ჭურთაგან დაზიანებული. და იყო სიხარული ფრიადი, მილოცვები ერთურთსა შორის და დიდძალი ემოციები. ნადავლი შევაგროვეთ და კვლავ განვაგრძეთ გზაი ფიჭვის ტყისკენ, სადაც ჩვენის აზრით და ინფორმაციით იყო დისლოკაციის ადგილი ტყის ქათმისა ვალდშნეპად წოდებულისა. მივადეგით ფიწვნარსა და ვიწყეთ სვლაი ნელი და დაკვირვებული, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი დიდის ენერგიით ეძებდა ქათმებსა ისინი კი ვითარცა პარტიზანნი იმალებოდნენ და აი განისმა ნანატრი ფრთხიალის ხმა და ჩემს ზემოთ ფიჭვის ძირიდან აფრინდა ულამაზესი და სასურველი ფრინველი, ვუქუხე ქვემეხი იგი შვიდის ნომერის საფანტითა დატენილი და გაჩერდა ჰაერში ტუმცა მეორეც მივაყოლე კანტროლკაი და გავაგზავნე ცხონებული იგი საიქიოსა, იყო სიხარული აღტაცებაი და აღმაფრენაი. ძმათა ჩემთა მომილოცეს წარმატებაი, განვლიეთ მასივი ტყიანი და გავწიეთ სხვა ადგილისაკენ სადაც ჩავთოფეთ ორი ლისუხაი მელოტად წოდებული, გარდაიცვალა ერთი თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ იქნა გამოტანილი ნადავლი. ცოტა გავიარ გამოვიარეთ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ლამაზი ნაბულებითაა და მუშაობით დავტკბით და გადავწყვიტეთ დაბრუნება დედაქალაქსა ესსე თბილისსა შინა. ვიარეთ გზაი ესე გრძელი და ხრიოკი და აი დაიწყო ტყიანი სამოთხეი შემოვედით მანგლისსა და შვნიშნეთ ზავიძენიაი ტურფად საცქერი, შევჩერდით და სურათნი გადავიღეთ სამახსოვროი. ![]() ![]() კუჭმა გვთხოვა შველაი და ჩვენც შევედით ტაძარსა ჭეშმარიტებისასა, დავგმეთ ყოველი ცდომილებაი, კრიშნაი და იეღოვაი დავილოცეთ მართლმადიდებლურად და გავსტეხეთ პური ჩვენი არსობისა და ვიხმიეთ არაყი ფრიად ქებული. ატყდა პურის ჭამაი და სადღეგრძელონი ფრიადი და ოდეს ლხინი დავასრულეთ გადავიღეთ სურათნი ნადავლთან ![]() და გავნვარგრძეთ გზაი ფრიად დაღლილებმა მაგრამ ძლიერ კმაყოფილებმა, ვიყავით აღსავსენი შთაბეჭდილებებითა და ძმურის სიყვარულითა. გზიდან დავურეკეთ მავერიკს, თენგოს, საბოს და სხვათა ძმათა ჩვენთა და იაღოვლებში მოვიპატიჟეთ ნადავლზე საქეიფოდ. თბილისში ჩამოსულები, მე და კახა სახლებში წავედით და სამწუხაროდ რიგ მიზეზთა გამო ვეღარ შევუერთდით ლხინსა და პურიჭამას იაღოვლებში მარა გავიხარეთ იმით რომ ცვენმა ძმებმა დიდი ნადიმი მოაწყეს და იხარეს. სიხარული ლხინი და ძმობა არ გამოგელით ძმებო აწდამარადის მრავალჟამიერ ![]() მინდა უდიდესი მადლობა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდით დამიდგა ამ იდეის განხორციელებაში და ვისაც გაუხარდა ჩვენი წარმატება. პირველ რიგში ჩემს კომპანიონებს დიდ ღლიღვას, კახაბერს, დათაბატონს, რომ არა ამ ადამიანების უდიდესი მონდომება და თანადგომა, ჩემი იდეა ჰაერში დარჩებოდა, გენაცვალეთ ძმებო. ამ ნადირობამ მე სამი მაგარი მონადირე ადამიანი და ნამდვილი ქართველი გამაცნო და დამაახლოვა მათთან, ასევე დიდი მადლობა ბატონ თენგოს კეთილი რჩევების, სურვილებისა და გვერდში დგომისათვის და ყოველ იმ ადამიანს ვისაც ჩვენი ერთად ყოფნა, წარმატება და სიხარული გაუხარდა, გენაცვალეთ ძმებო სულ მაგრად მეყოლეთ. ერთადყოფნა ძმობა, კაი ნადირობა და ძმური სიყვარული არ მოგვიშალოს ღმერთმა ქართველებს მრავალჟამიერ, ეს ნადირობა ცოცხალი ფაქტია იმისა თუ როგორ შეიძლება ოთხი სრულიად უცნობი ადამიანი დაუახლოვდეს ერთმანეთს ძმური სიყვარულით, დადგეს ერთად და მრავალი დაბრკოლების მიუხედავად გაიტანოს თავისი და ბოლომდე მიიყვანოს საქმე, მთავარია იყოს კაცური და სუფთა გული, ქართული ჯიგრული ხასიათი, ნადირობის სიყვარული და რათქმაუნდა ღვთის ნება. გაიხარეთ ძმებოოოო ეხლა კი დანარჩენ ძმებისთვის დამითმია სიტყვა, ისედაც ნამეტნავად გამეწელა ნაამბობი. იწვალა და იჯახირა თქვენთქვის ვაი ძველქართულად თქვენმა მონა მორჩილმა და ძმამ, ჰანთერ87-მა, შენდობა მითხოვია თუ რამე ისე ვერ არვწერე როგორც საჭირო იყო. იყო ამბავი ესე 2010 წელსა თვესა ნოემბრისასა MADE IN OCHOPINTRE ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
შუშანიკის წამებას ვკითხულობდი მეგონა
![]() ისე რასერჩი კაი მემატიანეა ![]() ![]() საღოლ ჰანტერ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგია, ბიჭებო კარგი,
მოდერს ვთხოვ ეს მშვენიერი იდეის თემა დახუროს და ახალი თემა გაიხსნას, ''წამებაი ფრინველთა წალკასა შინა'' |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თემა შეიძლება დაიხუროს და მინდა მოვასწრო...
ყველას დასტური პატივისცემისა ჩემი მხრიდან და მადლობა გულშემატკივრობისთვის. გოგას მინდა და დავითუსს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა რამოდენიმე თბილი სიტყვისთვის. შეხვედრისას გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. თენგოს - ჩვენი მიზნის გულითადი მხარდაჭერისთვის და ა.შ. მთავარი, ჩემო მეგობრებო, ის არის, რომ ეს გასვლა შედგა "ოჩოპინტრეს" ეგიდით და ყველაფერი ლამაზად დასრულდა. ჩვენ გვინდა არ დავაგდოთ ოჩოს არსებობის აზრი და საკუთარი თავი განვიხილოთ ამ კარგი საქმის აღმშენებლობაში რიგით მონაწილეებად. ამდენი სხვადასხვა გვარის და ჯიშის ადამიანი ვართ აქ შეკრებილი, მაგრამ გვაერთიანებს დიდი რამ და ღვთის მადლით ბევრნი ვართ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ერთი დივიზიონი ვართ და ეს ცოტას არ ნიშნავს. ყველას დიდ პატივს გცემთ და ულევ სიხარულებს გისურვებთ. პატივისცემით, თქვენი კახაბერი |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 24-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთი გასვლა კიდევ, რომ დაიგეგმოს ურიგო არ იქნება და მეც შემოგიერთდებით, დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ფორუმელებს
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საღოლ ბიჭებო კარგი დრო გიტარებიათ
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
hunter87
გაიხარე ! მართლაც მაგარი დაარეპორტე ! ხომ ვაამბობ რეპორტების საკონკურსო კრებული გამოვცეთ თქო ! ![]() ჰა ეხლა საით გავცხოთ ? ტარიელ არ გაანელო ბუხარი !!!! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გაუმარჯოს.
მართლაც კარგი რეპორტია.გილოცავთ. |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აი კარგია და მართლა გულით გამიხარდა ეს ამბავი!!!
![]() მეტი სურათი რო იყოს უფრო კარგი შესაგრძნობია რეპორტის კითხვა,მაგრამ ამასაც ვერ დაიწუნებს კაცი ![]() ისე ესენი ჩვენზე მეტი "ლოთები" ყოფილან ხო იცი ![]() ეხლა სურათებს რო უყურებ რაღაცის თქმა მინდა ![]() წეღანდელი თქმისა არ იყოს,ზაზასთან და მავერიკთან მე არ მინადირია და თქვენთან კი არიან გამოჭიმულები,ხოდა თქვენი ხმა აღარ გავიგო მეორეთ ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამ რეპორტს ახალი თემა ეკუთვნის, ამიტომ გავხსენი და იქ გადავიტანე
კარგი გასვლა გამოგსვლიათ, ძალიან მესიამოვნა ციტატა წეღანდელი თქმისა არ იყოს,ზაზასთან და მავერიკთან მე არ მინადირია და თქვენთან კი არიან გამოჭიმულები,ხოდა თქვენი ხმა აღარ გავიგო მეორეთ მე რო მინადირია რა შედეგი რო? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
წეღანდელი თქმისა არ იყოს,ზაზასთან და მავერიკთან მე არ მინადირია და თქვენთან კი არიან გამოჭიმულები,ხოდა თქვენი ხმა აღარ გავიგო მეორეთ არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიდეს და რაიმე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი. ნადირობით არც ჩვენ გვინადირია, პროსტა ჩავკარტიჩკდით და მერე დავიშალეთ ბიტლებივით ![]() ![]() ![]() ![]() Davitus მართალი ხარ,ცალკე თემა იყო საჭირო და მადლობა იმ ყორადღებისთვის რომელსაც ყოველთვის იჩენ. ისევე მადლობა იმ ბიჭებს ვინც გავიცანით და ჩავეხუთეთ ერთმანეთს და კიდევ მადლობა განგებას, რომ ეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება და გაფართოვდება ! |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
საღოლ ბიჭებო კარგია, უკეთესი და უკეთესი გასვლები და ბევრი ფოთოები
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
hunter 87
მოიცა კაცო, შენ ტარიელი ხარ თუ იაკობ ცურტაველი? გამოტყდი ეხლა. მალადეცი გითხარით ძმებო. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კარგი არაკი ვიხილე
ჯავახეთს ნადირობისა, მუდამ გქონოდეთ ხალისი სროლის და ნადიმობისა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 23:25 |