გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  < 1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები
შარკი
პოსტი Oct 15 2009, 10:09
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




ბესო
ლევანი
დიახ, ჩემს მიერ ნახსენებ ცვლილებებს ბევრი დრო ჭირდება. დაუყოვნებლივი ქმედებების გასატარებლად კი ბევრი ფულია საჭირო. ის ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსები, რაც დღეს გედეის აქვს, ცეცხლის მხოლოდ აქა-იქ ჩაქრობის საშუალებას იძლევა. მითუმეტეს, რომ ამ რესურსების 70% თუ მეტი არა, სწორედ ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების აღსაკვეთად იხარჯება. არის გარკვეული პერსპექტივა რომ ეს ტვირთი გედეის სერიოზულად შეუმსუბუქდეს. ამაზე თითქმის ყოველდღიური მუშაობა მიდის და მთელი სამინისტროა ამაში ჩართული. უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ უახლოეს მომავალში გაირკვევა რა გამოვა. თუ გამოვიდა, მაშინ გედეის საკმაოდ სოლიდური რესურსი გამოთავისუფლდება და ეს ბრაკონიერების წინააღმდეგ მუშაობასაც უნდა დაეტყოს წესით.

ჩიქო
გასაგები კია, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. არანაირი გაჭირვება არ ამართლებს კანონდარღვევას. ისე გამოდის, თითქოს ხალხი გაჭირვების გამო ბრაკონიერობდეს. საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ეს სრული აბსურდი მგონია. გორელი ქურდი ვიცი ერთი, სამი რესტორანი აქვს მოსკოვში, კაზინოები, ვიპ-ბორდელები და ა.შ. წლებია უკვე მილიონერია. და იცით შარშან რაზე დაიჭირეს? ფინეთის კონსულის მანქანა მოიპარა პირადად. მიდიოდა მოსკოვში თავის ჰამერით, დაინახა კარგი მანქანა, გადმოვიდა თავის მანქანიდან და ის მანქანა მოიპარა. ჯიპიესით იპოვნეს და გასროკეს. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ ტვინი აქვს დაავადმყოფებული. თავის სამყოფზე ათჯერ მეტი რომ მიცე, უმრავლესობა მაინც მოიპარავს. უმცირესობამ შეიძლება მართლაც შეწყვიტოს ბრაკონიერობა, მაგრამ გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ ხალხი ტყეში ბავშვების გასაზრდელად დადის. ბოდიშს ვიხდი და საკუთარი ღორული ტრაკის ქეიფის გამო დადის ბრაკონიერების უმრავლესობა როგორც სანადიროდ, ისე ტყის უკანანოდ საჭრელად. ესაა სიმართლე თუ გნებავთ იცოდეთ.

კარგი, დავუშვათ ბავშვების გასაზრდელად დადიან. მაშინ მითხარით, თქვენ იცით უბრალო მეტყევეს ან რეინჯერს თვეში რამდენის შოვნა შეუძლია თუ უკანონო ჭრებზე თვალს დახუჭავს? რამდენიმე ათეული ათასის. უკანონოდ მჭრელებს კიდევ უფრო მეტის. თუ ადამიანი მხოლოდ გაჭირვების გამო ბრაკონიერობს, 3 თვეში ნაშოვნი არ უნდა ეყოს?! მაშინ რატომ არ მიდის სამსახურიდან? იმიტომ რომ იცის, საპროცესო გარიგება სულ რაღაც 20 000 დაუჯდება. ხოდა ჯერ ამ ფულს აგროვებს, გადადებს გვერდზე და მერე თავის "სამყოფი' ფულის შეგროვებას იწყებს. და ფსიქოლოგიურად ყოველდღე მზადაა რომ დააკავებენ. და ამას აქვს მასიური ხასიათი. დაახლოებით იგივე სიტუაციაა დენით მოთევზავეების შემთხვევაშიც. ცოტა ნაკლებს აკეთებენ, მაგრამ რასაც თქვენ სამყოფში გულისხმობდით, იმაზე გაცილებით ბევრს.

რომელი სამყოფი თუ ძმა ხართ... მაგათი სამყოფი არ არსებობს. ასეთი ზღვარი უბრალოდ არ გააჩნიათ.
თანაც რა, მაინცდამაინც დენით უნდა იბრაკო?! მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გაჭირვების გამო ძალიან ცოტა ბრაკონიერობს.
ორგანიზებული დანაშაულია ეს და ვერანაირი ეკონომიკური წინსვლა ამას ვერ აღმოფხვრის. ამას უნდა რესურსები +დაუნდობელი ბრძოლა.
ჰოდა რესურსები ამბავი როგორცაა ზემოთ დავწერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 15 2009, 12:29
პოსტი #12


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართალია....ბავრი ადამიანი შემხვედრია..ვინც სულაც არ ერიდება ბრაკონიერობას...მაგრამ კაცი არ მინახავს ვინც ამას ოჯახის შენახვის მიზნით აკეთებდეს...მაგათ უბრალოდ ფეხებზე კიდიათ...თავისას ისწორებენ და საღამოს მოულხენენ...
ეგ კომუნისტური მყაყი სისტემის დამსახურებაა....(იხილეთ "მონადირის წიგნი"...მოთხრობა "ალაზნის მეთევზეები") ეგეთი რამეები...მოსული ამბავი იყო...მარტო ფურცელზე იყო აკრძალული....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 15 2009, 12:52
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



შარკი
ბევრ რაღაცაში გეთანხმები ,მაგრამ ეს :
ციტატა(sharky @ 15th October 2009 - 11:09 AM) *
თავის სამყოფზე ათჯერ მეტი რომ მიცე, უმრავლესობა მაინც მოიპარავს.

არ არის იმის საბაბი რომ კაცს არ მისცეს სახელმწიფომ.

ძლიერი ოჯახია ძლიერი სახელმწიფო.

ადამიანს საარსებო წყორო რომ არა აქ იმიტომაა ბევრ საძაგლობაზე მიდის და იმაში გეთანხმებით რომ კანონდარღვევა არ მართლდება.მაგრამ ჩვენ არც ნახევრად სავსე ჭიქა არ უნდა დავინახოთ და აც ნახევრაც ცარიელი,უკიდურესობამდე ნუ მივალთ,ფაქტია რომ უმრავლესი(მათ შორის ნათესავები და მეგობრები,მხოლოდ ბადით)თევზაობს კანონით აკრძალულ ადგილას და ეგ იმიტომ რომ არაა ადამიანის სოციალური მდგომარეობა გათვალისწინებული და არასოცრაადააა შერჩეული სად რა უნდა აიკრძალოს.მე არმინდა ისე გამიგოთ რომ კანონდამრღვევს ვამართლებ მაგრამ არშეიძლება ასე პირდაპირ დაადანაშაულონ კაცი,პირველ რიგში უნდა დაისვას კითხვა რატომ გააქეტა კაცმა ეს?

უნდა ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 15 2009, 13:09
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giorgixomeriki @ 15th October 2009 - 01:52 PM) *
უნდა ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს.

გასაგებია..ჩემო ნოსო..რასაც ჩივი...თუ ეგ ადამიანები..მართლა მაგ ხელობით ინახავენ ოჯახებს...არ შეუძლიათ, რომ ითევზაონ კანონის ფარგლებში????...ხო დაწერა ადამიანმა...300 მეტრის იქით ჩვეულებრივად არის ნებადართულიო...მაინცდამაინც აკრძალულში უნდა შეიპარონ???...(ან ვინმე მოქრთამონ...და კორუფცია ააყვაონ??)..თან რასაც შენ წერ..ეგ ზღვისპირეთშია და ძირითადა სარეწაოს ეხება...დანარჩენ საქართველოში???...მთის მდინარეებს რო ადუღებენ დენით და კალმახს დედა უტირეს????ეგენიც ოჯახს ინახავენ??...ბოლობოლო..თუ თევზის ბიზნესი უნდათ..მოამრავლონ ბასეინში და ყიდონ რამდენიც უნდათ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 15 2009, 13:24
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ლევანი
მაგაში არავის არ გაუწევ შეღავათს უნდა შეაერთო იმ აპარატს,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 15 2009, 13:29
პოსტი #16


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giorgixomeriki @ 15th October 2009 - 02:24 PM) *
მაგაში არავის არ გაუწევ შეღავათს უნდა შეაერთო იმ აპარატს,

მართალია....და კიდე ბევრი რამეა ეგეათი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Oct 15 2009, 14:00
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(შარკი @ Oct 15 2009, 11:09 AM) *

ერთი კითხვა დამებადა თქვენთან დაკავშირებით: სოფელში თუ გიცხოვრიათ ოდესმეე? ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ხართ?

ციტატა(ლევანი @ Oct 14 2009, 03:27 PM) *
ხოდა გახსენი რამე საწარო...და დაასაქმე თუნდაც 1 კაცი...თან ბიუჯეტს გადაუხადე თავისი წილი....დღეს ხომ კაპიტალიზმია.....კომუნიზმი დამთავრდა...როცა საწარმოები..სახელმწიფოს ხელში იყო.....დ ა მ თ ა ვ რ დ ა .........

და შენ გგონია რო დღეს კომუნიზმის ნიშანწყალი არ არსებობსს??როგორ არააა....... აბა მიდი ეცადე და გახსენი ერთი საწარმოოო, და რა გგონიაა შენ ნაწარმს იმ წუტასვე რეალიზება შეუძლიაა?? და რა სახსრებით უნდა გახსნა საწარმო როცაა არაფერი არ გაგაჩნია კაცს??სახელმწიფოზე მაშინაც ბევრი იყო დამოკიდებული და ეხლაც ბევრია დამოკიდებულიიი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შარკი
პოსტი Oct 15 2009, 15:42
პოსტი #18


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




ნოსო
მე ვამბობ მარტივ რამეს - ბრაკონიერების უმრავლესობა გაჭირვების გამო არ ბრაკონიერობს. რასაკვირველია, ასეთებიც არიან, მაგრამ უმრავლესობას შეადგენენ უბრალოდ ღორები, რომელთათვისაც ბრაკონიერობა გამდიდრების საშუალებაა და არა გაჭირვებაში თავის გატანის. მთავარი მიზეზი რატომაც ვფიქრობ უკვე დავწერე - ორგანიზებული ბრაკონიერობით რამდენიმე თვეში ადამიანი არათუ საჭმლის ფულს იშოვის, არამედ სერიოზულ კაპიტალს დააგროვებს. შესაბამისად, ის, ვინც სისტემატურად ბრაკონიერობს, უბრალოდ ღორია და მეტი არაფერი. და ვერანაირი ეკონომიკური წინსვლა ვერ გამოასწორებს ამ ამბავს, რადგან ოჯახის სარჩენად ერთეულები ბრაკონიერობენ.

ესაა მთავარი საკითხი, რაზეც მე და ბატონი ჩიქო ვკამათობთ.

ჩიქო
დიახ, ქალაქში ვარ დაბადებული და გაზრდილი, მერე რა? აგერ, ნოსოს რასაც ვპასუხობ, ეგაა ამაზე პასუხიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Oct 15 2009, 15:58
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შარკი
აბა ამ კითხვაზე მიპასუხეთ: რატომ არ იყო ეს თემა აქტუალური უწინ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 15 2009, 16:33
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩიქო
აქტუალური იყო. უბრალოდ არც ამდენი აპარატი იყო და არც ამდენი საინფორმაციო საშუალება. იმას იგებდი რასაც ხედავდი ან რასაც მეგობარი გეტყოდა. ეხლა მარტო ფორუმზე რამდენი ფაქტები გავიგეთ ხო ხედავ. ამას + მთავრობაც აშუქებს უკვე და ეგაა რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 15 2009, 17:22
პოსტი #21


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



შარკი
მდინარის თევზის "რეწვა" იმ მეთოდით რაზეც ვსაუბრობთ, ემსახურება "ცოცხალის ბიზნესს", რითაც კაი გვარიან ფულს აკეთებენ.
მოთხოვნილება ცოცხალზე დიდია და ძვირიც ღირს. ესაა ამ "საქმიანობის" ძირითადი სტიმული.
რატომაა ბაზრებში ცოცხალით ვაჭრობა ლეგალიზებული? ხომ ვიცით, საიდან მოდის ეს თევზი? ხომ შეიძლება ამის გაკონტროლება მაინც?
რა განსაკუთრებული ფინანსური ან ადამიანური რესურსი სჭირდება ამის მოგვარებას?
იგივეა, მწყრის რესტორნებში ჩაბარების ამბავიც.
სოციალური ფონი და უმუშევრობაც თავისას ამბობს ბრაკონიერობის მომძლავრებაში, თუმცა ეს სხვა თემაა.
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ასე მოდებულ ბრაკონიერობასთან საბრძოლველად, ოპერატიული მეთოდებია აუცილებლად საჭირო. მისი მეშვეობით ბრძოლა ბრაკონიერობასთან გაცილებით ეფექტური იქნება. საიდან მოდის თევზი, რა "ბრიგადა მუშაობს", ვინ მფარველობს მათ, ვინ და სად ამზადებს საბოლოო პროდუქტს, გასაღების წერტები სადაა, ვინ ამზადებს დენის აპარატებს (აღრიცხვაზე არიან ასაყვანები). აქ მთელი "ინფრასტრუქტურაა" ამოქმედებული და ამას ასე მარტივად არ ეშველება. ხოლო, რა სტრუქტურა ითავებს ოპერატიულ სამუშაოს - სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია რომ, ეს აუცილებელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Oct 15 2009, 17:28
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 15 2009, 05:33 PM) *
ჩიქო
აქტუალური იყო. უბრალოდ არც ამდენი აპარატი იყო და არც ამდენი საინფორმაციო საშუალება. იმას იგებდი რასაც ხედავდი ან რასაც მეგობარი გეტყოდა. ეხლა მარტო ფორუმზე რამდენი ფაქტები გავიგეთ ხო ხედავ. ამას + მთავრობაც აშუქებს უკვე და ეგაა რა.

ხო მაგრამ გიო, ჩვენზე მაგრადაა განვითარებული საზღვარგარეთის ქვეყნები და იქ არ არის ეგეთი პრობლემებიიი, რატომ?
ალბათ იმიტომ ხოარა რომ იქ სოციალურად უფრო მაღალი დონეააა ვიდრე ჩვენთან? მე ეს მინდა რო გავიგო თორე ხისთავიანების მეტი რაა საქართველოშიც და მსოფლიოშიც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 16 2009, 00:17
პოსტი #23


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



შარკი
კიბატონო ბევრ რამეში გეთანხმებით,

და თუ ასე ცუდადაა საქმე და არაფერი არ შველის მის გამოსწორებას,არ ჯობია გამკაცრდეს კანონი და ადმინისტრაციული სასჯელი შეიცვალოს სისხლის სამართლის სასჯელად პირდაპირ?აბა სხვა გზას ვეღარ ვხედავ მე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 16 2009, 01:06
პოსტი #24


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(giorgi chiqobava @ 15th October 2009 - 03:00 PM) *
და შენ გგონია რო დღეს კომუნიზმის ნიშანწყალი არ არსებობსს??

სახელმწიფო ინსტიტუებში(სახელმწიფო მოწყობა ხო საერთოდ) აღარ არსებობს...აი ხალხის სოლიდურ ნაწილს საკმაოდ უჭირს კომუნიზმისგან თავის დაღწევა..(მაგაში გეთანხმები)

ციტატა(giorgi chiqobava @ 15th October 2009 - 03:00 PM) *
... აბა მიდი ეცადე და გახსენი ერთი საწარმოოო, და რა გგონიაა შენ ნაწარმს იმ წუტასვე რეალიზება შეუძლიაა??

გახსნილი მაქვს უკვე..და საკმაოდ გაჭედილიც ვარ რეალიზაციაში...მარა ვცდილობ..სიახლე შევიტანო..ფასები დავწიო და გადავრჩე..ყოველშემთხვევაში ხელისუფლებას არ ვთხოვ...ფაბრიკა ქარხნები დაიბრუნოს, ბიზნესი თავის თავზე აიღოს და ხალხი სახელმწიფომ დაასაქმოს..ეგ 90% ბიზნესმენების საქმეა...10%..ხელისუფლების..(არმია, პოლიცია, მუნიციპალური)
ციტატა(giorgi chiqobava @ 15th October 2009 - 03:00 PM) *
და რა სახსრებით უნდა გახსნა საწარმო როცაა არაფერი არ გაგაჩნია კაცს??

მაგ შემთხვევაში...სამსახურის მოძებნა ჯობია...რომელიმე ბიზნესმენის საწარმოში..ანდა სახელმწიფო სამსახუხში...მესმის რო ეგ ძალიან ძნელია დღეს...და ბევრი დიდ გასაჭირშია(მათ შორის მეც) მაგრამ ხელისუფლებამ დამასაქმოს..არასწორი მოთხოვნაა...ხელისუფლებები არსად არ ასაქმებენ ადამიანებს..პირობებს უქმნიან.(დემოკრატიულ ქვეყნებში)
ციტატა(giorgi chiqobava @ 15th October 2009 - 03:00 PM) *
სახელმწიფოზე მაშინაც ბევრი იყო დამოკიდებული და ეხლაც ბევრია დამოკიდებულიიი....

ეხლა სახელმწიფოს ევალება...კარგი პირობები შეუქმნას მეწარმეს...მეტი არაფერი(დანარჩენი ეკრძალება)..მაშინ ყველაფერი იმათ ხელში იყო...და მეწარმე...კომბინატორად..ან სპეკულანტად მოიხსენიებოდა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შარკი
პოსტი Oct 16 2009, 10:18
პოსტი #25


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




ჩიქო
ციტატა
შარკი
აბა ამ კითხვაზე მიპასუხეთ: რატომ არ იყო ეს თემა აქტუალური უწინ?

წინასწარ ვიცი საითკენაც მიგყავთ საუბარი - უწინ ხალხი უფრო მაძღარი იყო, სოციალური დონე მაღალი იყო და ამიტომ არ ბრაკონიერობდნენ ხომ?
აბსურდია ბატონო ჩემო. რის ხარჯზე იყო მერე მაძღარი? იპარავდა მთელი ქვეყანა და იმის ხარჯზე. არ მითხრათ ეხლა რომ ხელფასი ყოფნიდა ვინმეს.

უწინ სახელმწიფოში სხვა სახის ქურდობით და მამაძაღლობით უფრო მეტი ფული იშოვებოდა და სრულიად ბუნებრივია, რომ ქურდებს და მამაძაღლებს ტყე-ტყე სირბილს სხვა საქმიანობით დაკავება ერჩიათ. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი უზარმაზარი იყო. დღეს კი ძალიან რთულია ბიუჯეტს, ან ნებისმიერ კერძო საწარმოს რაიმე მოპარო.

ნოსო
ციტატა
არ ჯობია გამკაცრდეს კანონი და ადმინისტრაციული სასჯელი შეიცვალოს სისხლის სამართლის სასჯელად პირდაპირ?აბა სხვა გზას ვეღარ ვხედავ მე.

მკაცრდება

AlekoN
ციტატა
მდინარის თევზის "რეწვა" იმ მეთოდით რაზეც ვსაუბრობთ, ემსახურება "ცოცხალის ბიზნესს", რითაც კაი გვარიან ფულს აკეთებენ.
მოთხოვნილება ცოცხალზე დიდია და ძვირიც ღირს. ესაა ამ "საქმიანობის" ძირითადი სტიმული.
რატომაა ბაზრებში ცოცხალით ვაჭრობა ლეგალიზებული? ხომ ვიცით, საიდან მოდის ეს თევზი? ხომ შეიძლება ამის გაკონტროლება მაინც?
რა განსაკუთრებული ფინანსური ან ადამიანური რესურსი სჭირდება ამის მოგვარებას?

არამარტო ცოცხალის. ნებისმიერ თევზზე კეთდება ფული. კალმახის წილი რა, ნაკლებია?
ბაზრებში ცოცხალით ვაჭრობა ლეგალიზებული იმიტომაა, რომ სანამ ადამიანს თევზის გაყიდვის უფლებას აღუკვეთავ, მანამდე უნდა დაუმტკიცო, რომ უკანონოდ მოპოვებულ თევზს ყიდის. ამის დამტკიცება კი, თუ ფაქტზე არ დააკავე, მერე შეუძლებელია. იურიდიულად შეუძლებებლია.

გარდა ამისა, თუ თევზი წითელ წიგნში არაა შეტანილი, რა მიზეზით უნდა აკრძალო ბაზარში რეალიზაცია? დაიჭირე, მაგრამ არ გაყიდო? სისულელე გამოვა.
კალმახი კია აკრძალული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  < 1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th February 2026 - 19:52