პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
![]()
პოსტი
#186
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Marshana
ექიმი თუ არ ხარ, მაშინ მეშლება ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#187
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Marshana
ალერგიულ ადამიანებთან როგორი მიდგომაა საჭირო რათა თავშივე შევუმსუბუქოთ შესაძლო გართულებები ? ვგულისხმობ მედიკამენტს, რომელიც შეიძლება მივიღოთ და დოზებს შესაბამისად. მქონია შემთხვევა სათევზაოდ ყოფნისას კოღოების აქტიური შეტევის შემდეგ დამჭირვებია დექსამეტაზონი კუნთში, რომელიც პრინციპში ყველგან თან დამაქვს პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Computer: Mar 16 2016, 20:44 |
|
|
![]()
პოსტი
#188
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
მწვავე ალერგიული რეაქციის დროს (ანაფილაქსია) სტეროიდები (ანუ იგივე თუნდაც დექსამეტაზონი) არ არის პირველი რიგის პრეპარატი და მას მარტო დექსამეტაზონით ვერ უმკურნალებთ, მცირე ალერგიული რეაქციებისას არის ათასნაირი ანიალერგიული კრემები და სპრეები რომეიც მარტივად შეგვიძლია აფთიაქში შევარჩიოთ. რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს როდესაც პაციენტმა იცის რომ ალერგიულია, უნდა აუცილებლად კონსულტაცია ალერგოლოგთან და მაღალი რისკების მქონე პაციენტებს როგორც წესი სპეციალურ იტ-ებს აძლევენდ ა უხსნიან რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, მწერებს თუ ეხება საქმე პრევენციისთვის ეეტ-ის შემცველ სპრეის ხმარობენ რომ აირიდონ კბენა და ა.შ. თქვენი კონკრეტული შემთხვევა კოღოსთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ? კონკრეტულად როგორი რეაქცია იყო, რა მოხდა და ვინ გადაწყვიტა დექსამეტაზონის ინექცია და რის საფუძველზე? |
|
|
![]()
პოსტი
#189
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Marshana
თქვენი კონკრეტული შემთხვევა კოღოსთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ? კონკრეტულად როგორი რეაქცია იყო, რა მოხდა და ვინ გადაწყვიტა დექსამეტაზონის ინექცია და რის საფუძველზე? ზოგადად ბავშვობიდან ვარ ალერგიული და არა მხოლოდ კოღოზე. ბოლო სტადია მქონდა ენის, ყურის და ტუჩების გასიება. ბავშობაში მიკეთებდნენ ფილარმონიასთან იყო რაღაც პოლიკლინიკა ბეჭზე 3-3 ნემსს და წლები დავიწყებული მქონდა ეგ ამბავი. შემდეგ რომ ისევ დამეწყო ვეღარ მივაკვლიე ჩემს ანკეტას რომ მენახა რა წამალს მიკეთებდნენ. ვიარე ალერგოლოგებთან, ვიკეთე სინჯები და აღმოჩნდა ბევრი საკვებიც, მცენარეც და ძაღლიც ჩემთვის ალერგიული. თუმცა სიამოვნებით ვჭამ ჩაქაფულსაც (ცხვარი აკრძალული მაქვს) გვერდით მყავს შესანიშნავი კურცჰაარი, რომელიც ვითომ არ შეიძლება მაგრამ მწერებზე ისევ ისეთი ალერგიული დავრჩი. ალაზანზე თევზაობის დამეწყო ტუჩების დასიება და ვატყობდი რომ სუნთქვა მიჭირდა. გამახსენდა ალერგოლოგის ნათქვამი ასეთ სიტუაციებში მემკურნალა დექსამეტაზონით. მეც გავიკეთე და კუნთში თავის ალერტეკით და 10-15 წუთში დავსტაბილურდი. როგორც აღნიშნე დამაქვს მაგრამ ეს არაა გამოსავალი. კოღოს, კრაზანას, ფუტკარს კიდევ ვუშველი, მაგრამ აი ავადსახსენებელი კი მაგრად მაშინებს. მაგის გამო კიდევ სეზონს ვერ ჩავაგდებ და დავიწყე იმ გზების ძებნა რითაც შემეძლო რისკების შემცირება. P.s ვეცადე მოკლედ დამეწერა, მაგრამ მაინც გავრცობილი გამოვიდა ;-) ეეტ-ის შემცველ სპრეი |
|
|
![]()
პოსტი
#190
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
გასაგებია, ის რომ თქვენ მიუხედავად ალერგიული ფონისა აგრძელებთ რისკის შემცველი საკვების მიღებას, ძაღლთან ურთიერთობას და ა.შ. ეს განაპირობებს უფრო მაღალ რისკს იმისა რომ გქონდეთ მწვავე ალერგიული რეაქცია. მოდით ასე ვთქვათ ნებისმიერი მედიკამენტით სიარული ეს რისკს არ ამცირებს ეს უბრალოდ გარკვეული დონის მზაბოას გვაძლევს იმ შემთხვევაში თU იქნება ალერგიული რეაქცია, რათა მოვახდინოთ მისი კუპირება. რისკების შემცირება აუცილებლად უნდა მოხდეს პრევენციის გზით რაც პირველ რიგში გულისხმოს: 1 - შესაძლო ალერგენებისთვის (ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების, იქნება ეს საკვები, ბეზვი თუ სხვა) თავის არიდება. არ მივიღოთ საკვები რაც გვაძლევს ან მაღლა წევს ალერგიის რისკს, ვიაროთ ''ანტიმოსკიტო'' სპრეებით, თავი ავარიდოთ ცხოველებთან ურთიერთბას, დავიცვათ კიდურები ანტისნეიკებით და ა.შ. 2 - პრევენციულად ჩავიტაროთ სეზონური მკურნალობა ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის უგულვებელყოფით და მარტო დექსამეტაზონის და/ან ალერტეკის იმედზე ყოფნა არის ცეცხლთან თამაში მეტი არაფერი, ჭეშმარიტი ანაფილკაქსიური რეაქციის განვითარებისას პაციენტის მართვა და გადარჩენა რთულია ჰოსპიტალურ დონეზეც კი პროფესიონალების მეთვალყურეობის დროს. გასაგებია რომ ზოგჯერ რთულია რაღაცეებზე უარის თქმა და თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ სეზონური მკურნალობა რომელიმე ახალი თაობის ანტიალერგიული პრეპარატით და შემდეგ ანტიმოსკიტო სპრეების გამოყენებით რისკებს შევამცირებთ მაქსიმალურად, ამის შემდეგ დამატებით თუ გექნებათ იგივე დექსამეტაზონი ჯიბეში გამოყენების შემთხვევაში გაზრდის მის ეფექტურობას. სანამ ნებისმიერ მედიკამენტს ჩაიდებთ ჯიბეში (განსაკუთრებით ინექციებს) აუცილებლად უნდა გაიაროთ რჩევები ექიმთან და იცოდეთ ზუსტად რა დროს და რა ტექნიკით გამოიყენოთ ის. მე ვცდილობ ჩემს კომპეტენციებს არ გავცდე და ისეთი რჩევა არ მოგცეთ რამაც შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, ამიტომ ყველთვის საჭიროა კონსულტაცია ალერგოლოგთან კონკრეტული შეკითხვებით, მოგცემთ რჩევას და ამ რჩევას გამოიყენებთ ყოველდღიურობაში. |
|
|
![]()
პოსტი
#191
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კოჭოს ნაკბენებისგან თავდაცვა იგივე სპრეებით არამარტო გვარიდებს შესაძლო ალერგიულ რეაქციებს არამედ გვიცავს ყველა იმ დაავადებებისგან რის გადამტანიც შეიძლება იყოს კოღო, საქართველოში ნაკლებია ამ დაავადებების რისკი თუმცა არა 0%
სპრეის მე მაგალითად ამას ვხმარობ http://www.amazon.com/gp/product/B000LGN3Z...ailpage_o03_s00 რადგან მიწევს ხოლმე ხშირად ტროპიკულ ქვეყნებში სიარული, სხვა ნებისმიერი სპრეი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რომ DEET-ის შემცველობა იყოს >50%, მეტი ეფექტურობისთვის. დექსამეტაზონი საკმაოდ ეფექტური და ძლიერი პრეპარატია, ალერტექიც შესანიშავი ახალი თაობის ანტიალერგიული მედიკამენტი თუმცა ზემოთხსენებული ყველა ასპექტის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება იმაზე ფიქრი რა მედიკამენტი ვატაროთ ჯიბით და რა არა, როდის გავიკეთოთ წამალი და როდის არა. იმედია ჩამოვაყალიბე რის თქმაც მინდოდა, თუ გაქვთ რამე შეკითხვები გთხოვთ არ მოგერიდოთ. |
|
|
![]()
პოსტი
#192
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
პ.ს. ის რომ სუნთქვის გაძნელება გქონდათ მიანიშნებს რომ მაღალი რისკის ჯგუბში ხართ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მაგ ამბავს |
|
|
![]()
პოსტი
#193
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სპრეის მე მაგალითად ამას ვხმარობ http://www.amazon.com/gp/product/B000LGN3Z...ailpage_o03_s00 რადგან მიწევს ხოლმე ხშირად ტროპიკულ ქვეყნებში სიარული, სხვა ნებისმიერი სპრეი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რომ DEET-ის შემცველობა იყოს >50%, მეტი ეფექტურობისთვის. და ალბად ეფექტურია ხომ ? წინა წელს დაახლოებით 5 სხვადასხვა სპრეი ვიყიდი, მაგრამ შედეგი საერთოდ არ ქონდა... ანტიმოსკიტო ქუდსაც ვხმარობ სპრეისთან ერთად ;-) მაღალი რისკის ჯგუბში ხართ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მაგ ამბავს არც ვტოვებ... ყოველი სეზონის დაწყების წინ გავდივარ კონსულტაციებს ალერგოლოგთან, მაგრამ მათ ვერ ვუხსნი თუ ამ ყველაფრის მერე რატომ მინდა მაინც გასვლა სანადირო სავარგულებში და წყალსატევებზე :-) |
|
|
![]()
პოსტი
#194
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ის სპრეი არის როგორც მივხვდი კანზე მისასხმელი და ხომ არ იცი + ისეთი ეფექტური სპრეი, რომელიც გამოიყენება ტანისამოსზე ?
ეს Deet რას ნიშნავს ? და რატომ უნდა იყოს >50% ? თემას რაც შეეხება სხვა საინტერესო ინფორმაციას ხომ ვერ მოგვაწვდი ? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Computer: Mar 17 2016, 19:44 |
|
|
![]()
პოსტი
#195
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
სპრეი ძირითადად გამოიყენება კანზე მაგრამ ტანსაცმელზეც შეიძლება, ტანსაცმლის შიგნიდან არ აძლევენ რეკომენდაციას რომ იხმარონ უბრალოდ. ასევე სინთეტიკას რომ უწოდებენ ისეთ ტანსაცმელზე დასხმით შეიძლება ქსოვილი ცოტა დააზიანოსო ამბობენ. ზოგადად მაქსიმალური დაცვა არის გრძელ მკლავიანი სამოსი + სპრეი. DEET ქიმიური ნივთიერების შემოკლებული სახელია რაც მაგ სითხის შემადგენლობაშია, რაც მეტი პროცენტია მით უფრო ეფექტურია და ხანგრძლივი მოქმედების, საშუალოდ მათი მოქმედების ხანგრძლივობა გრძელდება 4სთ დან 12 საათამდე, ეს დამოკიდებულია DEET-ს შემცველობაზე, ასევე გარემო პირობებზე და ფიზიკურ აქტივობაზე (მაგ ოფლიანობამ, ან ნესტიანმა ამინდმა შეიძლება ჩამორეცხოს კანიდან და რათქმაუნდა მცირე ხანი ექნება ეფექტი) 50% იმიტომ ვახსენე რომ უფრო ძლიერი კონცენტრაციაა და უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ზოგადად დაბალი პროცენტიანებიც მუშაობს. რომელ თემას გულისხმობთ ალერგიულ რეაქციებს თუ გველის ნაკბენს? ზოგადად ვეცდები ხოლმე სამედიცინი სფეროს შევეხო და დავწერო საჭირო ინფორმაცია, თქვენც თუ შემირჩევთ თქვენთვის საინეტესო თემებს და მეტყვით რა უფო გვაინტერესბს, რათქმაუნდა არ დაგზარდებით. უბრალოდ შეიძლება ხშირ ხშირად ვერ შემოვიდე ხოლმე მაგრამ აუცილებლად მოვამზადებ და მოგაწვდით ინფოს |
|
|
![]()
პოსტი
#196
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Marshana
ალერგიაზე გასაგებია. გველებზე ვეძებ გამოსავალს :-) |
|
|
![]()
პოსტი
#197
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 66 რეგისტრ.: 14-March 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Computer
ნუ გველებზე რაც დავწერე ეგ არის ასე თუ ისე სრული ჩამონათვალი პრევენციული და პირველადი დახმარების ღონისძიებებისა რომელიც არასამედიცინო განათლების მქონე პირმა უნდა იცოდეს, სხვა ისეთს ვერაფერს გეტყვით... ![]() რაიმე კონკრეტული შეკითხვა თუ არის დამტვირთეთ მაქსიმალურად ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#198
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალზე საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა. მთელი თემის კითხვისას ერთი ამბავი მახსენდებოდა, რომელიც ძველმა მონადირემ და მებაღემ მომიყვა:
საზამთროს კრეფისას ერთ მკრეფავს გველმა უკბინაო, ხოდა დავესიეთ და ვინც რა ვიცოდით გავუკეთეთო, ნაკბენი გავუჭერით რომ სისხლი გარეთ გამოსულიყო და შხამი გამოეტანაო, მერე ვაზნა დავშალეთ და თოფისწამალი ჭრილობაზე ავუფეთქეთო, თან ერთი პოლიტრა არაყი ძალით დავალევინეთო. ამ ყველაფრის მარე მოტოციკლზე დავსვით და საავადმყოფოში წავიყვანეთო. ექიმმა გვითხრა რა დაგიშავათ რატო კლავდითო და მილიციაში რეკავდა- რომ მომიკვდეს რით დავამტკიცო რომ ნაწამები არ არის და ნაკბენმა მოკლაო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდაო. |
|
|
![]()
პოსტი
#199
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
koba1973
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#200
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეგობრებო, დღეს ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე, რაღაც სპრეისმაგვარი რაღაცააა რომელსაც როგორც ამიხსნეს, აქვს ძალიან მყრალი სუნი და გველი ერიდებაო, ანუ ძაღლს რო თათებზე დაასხა საერთოდ აღარ მიეკარებაო და ვინმეს რამე ინფორმაცია ხო არ გაქვთ და რამდენად მუშაა თუ იცით?
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th October 2025 - 07:07 |