დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

17 გვერდი V  « < 14 15 16 17 >  
Reply to this topicStart new topic
დებულება "ნადირობის" შესახებ
utruxune
პოსტი Sep 28 2017, 21:34
პოსტი #221


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 92
რეგისტრ.: 4-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს ვნახე( www.ambebi.ge) ზე ვინმემ ხომ არაფერი იცით რა ხდება?
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1286-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.018585

+

საქართველოს კანონი


„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები

(ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით)
მოსაკრებლის ოდენობა (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის − სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის − ერთ ტონაზე) ლარებში
I ჯგუფი (დათვი) *
1700
II ჯგუფი (გარეული ღორი)
100
III ჯგუფი

ა) შველი
500
ბ) ირემი *
1700
IV ჯგუფი (მგელი)
100
V ჯგუფი

ა) ტურა
15
ბ) მელა
50
გ) მაჩვი
20
დ) კვერნა
20
ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია
1
ვ) ტყის კატა
10
VI ჯგუფი (კურდღელი)
2
VII ჯგუფი

ა) ჯიხვი *
1700
ბ) არჩვი *
1350
გ) შურთხი, კასპიური შურთხი *
220
დ) ნიამორი *
8350
VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები)
2
IX ჯგუფი (ხოხობი)
15
X ჯგუფი

ა) კაკაბი, გარეული ბატი
4
ბ) გარეული იხვი
1
გ) დურაჯი
1
დ) გნოლი
1
ე) როჭო, კავკასიური როჭო *
1
XI ჯგუფი (სხვა ფრინველები)
1
XII ჯგუფი (მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები)

ა) სალამურა, გოჭალა, გველანა, ტაფელა, ჯუჯა ქაშაპი, კვირჩხლა
5
ბ) ციმორი, თეთრულა, თაღლითა, ფრიტა, შავწარბა
10
გ) კარჩხანა, ღორჯოსებრნი, ფარფლწითელა (ფრთაწითელა)
15
დ) ქორჭილა, ნაფოტა (ჩვეულებრივი, მტკვრის, მორევის *), ქაშაპი (კავკასიური), კაპარჭინა, ვიმბა, თრისა (შამაია), ჭაფალა
25
ე) წერი (ქარიყლაპია), სქელშუბლა (თეთრი და ჭრელი), რიპუსი
65
ვ) სიგი, პელიადი, ამური, ჭერეხი, ტობი, წვერა, კობრი (გოჭა), გუწუ (ლოქორია), ჭანარი, მურწა, ხრამული
80
ზ) მდინარის კიბოები
150
თ) ღლავი (ლოქო), ფარგა, ცისარტყელა კალმახი, პალია
200
ი) კალმახი (მდინარის/ტბის) *
1500
კ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სხვა თევზები
250
ლ) სხვა მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები
100
XIII ჯგუფი (ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები)

ა) ზღვის ნაწლავღრუიანები, სავარცხლურები
0,5
ბ) რაპანა
3
გ) ზღვისფინიისებრთა ოჯახი, თაგვთევზისებრთა ოჯახი
10
დ) ქარსალა, ათერინა, ჭიჭყინა
15
ე) ქაფშია, ზღვის მელა, ზღვის კატა, სარდინა, სარდინელა, ღიპა ქაშაყი (პალიასტომის ტბის და აზოვის ზღვის), მწვანულა, ზღვის კარჩხანა, სმარისი, ზღვის ურჩხული, ვარსკვლავთმრიცხველი (ზღვის ძროხა), გველმსგავსა (ოფიდიონი), ზღვის ღლაბუტა, ღორჯოსებრნი, სკორპენა (ზღვის ჩიქვი), ზღვის ენა, ქვის ქორჭილა, მიდია და სხვა ორსაგდულიანი მოლუსკები
25
ვ) სტავრიდა, მერლანგი
45
ზ) კეფალისებრნი (სინღილი, ლობანი, პილენგასი და სხვა), პელამიდა, შავი ზღვის ქაშაყი, სკუმბრია, ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი)
65
თ) ხონთქარა (ბარაბული), მუქი ნაგვერდალა (მუქი სციენა), კამბალა-გლოსა
80
ი) სარგანი (ნემსა), ლუფარი
100
კ) ცხენთევზა, ნემსთევზა, გარნელი (კრევეტი) და სხვა ათფეხა კიბოები, ზღვის მამალი
150
ლ) ღია ნაგვერდალა (ნათელუმბრინა), ლავრაკი
200
მ) კამბალა-კალკანი, გველთევზა
250
ნ) სხვა ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები
100
XIV ჯგუფი (გამსვლელი თევზები)

ა) შავი ზღვის ორაგული *
3000
ბ) ზუთხისებრნი *
5000
XV ჯგუფი (მცირე ვეშაპისებრნი)

ა) აფალინა *
25000 (ერთეულის ფასი)
ბ) თეთრგვერდა დელფინი
2500 (ერთეულის ფასი)
გ) ზღვის ღორი *
1000 (ერთეულის ფასი)
შენიშვნა: ცხრილში „*“ ნიშნით აღნიშნულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცალკეული სახეობები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი




ქუთაისი,

20 სექტემბერი 2017 წ.

N1286-Iს
უკუკავშირი
სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2010-2017, ყველა უფლება დაცულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 28 2017, 21:48
პოსტი #222


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დამწერსაც შევ*****ი და ბოლოში ხელს რომ აწერს იმასაც.............
საინტერესოა ეს "დო" უნდა გადავიხადოთ თუ "პოსლე"?
ბევრი რამ უბრალოდ სასაცილოა................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Sep 28 2017, 23:15
პოსტი #223


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(utruxune @ 28th September 2017 - 22:34) *
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან


newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

ციტატა(utruxune @ 28th September 2017 - 22:34) *
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

chali.png ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Sep 29 2017, 08:58
პოსტი #224


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



დურჯი 1 ლარიო. მაგარი ფასია . 1 ცალი კუპიური ქაქუცას გამოსახულებით ეყოფა ყველა ეგზემპლარი რომ ამოიღო რაც საქართველოშია.

კურდღელი 2 ლარი. ანუ ერთი აცდენილი ვაზნის ფასი. ტყუილად ვნერვიულობდით . მგონი მთავრობა ჩვენიანი გახდა. "გაიხარე მუშავ წამებულო"

მაგრამ არც ასე მარტივად იქნება საქმე. სადღაც ძაღლის თავი მარხია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 29 2017, 10:22
პოსტი #225


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



უიარაღო
ეს სხვა რამე არეგულირებს და უბრალო მონადირეებს ალბათ არშეგვეხება.

გარდა ამისა 2 ლარი თუ ღირს კურდღელი ,სამაგიეროთ 1 ცალი იხვი 1 ლარი ნამდვილად არღირს, სეზონზე,300,400 ცალს როცა კლავ კაცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Sep 29 2017, 11:19
პოსტი #226


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მე 2-3 ცალს ვკლავ უკეთეს შემთხვევაში და ამიტომ არ შემაწუხა მაგ ფაქტმა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 29 2017, 12:18
პოსტი #227


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს არის ზოგადი განფასება რომელსაც გადაიხდიან მეურნეობები ან სასამართლო იხელმძღვანელებს ჯარიმის შემთხვაში. წითელი ნუსხა მრავლდება 10 ზე და ემატება წესების დარღვევის გადასახადი ცალკე.

ზოგადაა შეფასებული ფაუნა. არამონადირეთათვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Sep 29 2017, 22:30
პოსტი #228


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 29 2017, 13:18) *
ეს არის ზოგადი განფასება რომელსაც გადაიხდიან მეურნეობები ან სასამართლო იხელმძღვანელებს ჯარიმის შემთხვაში. წითელი ნუსხა მრავლდება 10 ზე და ემატება წესების დარღვევის გადასახადი ცალკე.

ზოგადაა შეფასებული ფაუნა. არამონადირეთათვის


ვერ გავიგე ,.. უფრო კონკრეტულად?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 30 2017, 21:08
პოსტი #229


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



კაცო ვერგავიგე, მე რატო გადავუხდი სამონადირეო მეურნეობა რომ ვარ სახელმწიფოს ფულს იმაში რომ ტბის კალმახი მოვამრავლე და რეალიზაციას ვახდენ, ოფიციალური გადასახადები არკმარა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 1 2017, 15:15
პოსტი #230


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ნოსო @ Sep 30 2017, 22:08) *
კაცო ვერგავიგე, მე რატო გადავუხდი სამონადირეო მეურნეობა რომ ვარ სახელმწიფოს ფულს იმაში რომ ტბის კალმახი მოვამრავლე და რეალიზაციას ვახდენ, ოფიციალური გადასახადები არკმარა?

შენ არ გადაიხდი, მაგრამ ვთქვათ წავედი და ვიბრაკონიერე ფარავანზე და ვიჭირე ტბის კალმახი. რომ დამაჯარიმონ ფასი ხომ უნდა იცოდნენ რომ ზარალი დათვალონ. ჰოდა ეს ფასებია რა

უბრალოდ ფიფქიანი * ესეთები რა, ანუ წითელი ნუსხა მრავლდება 10 ზე ზარალის დროს

ეხლა დაწერეს:

ჯარიმის დროს ეს ყველას ფასი მრავლდება 10 ზეო და წითელი ნუსხა კიდევ 5 ზეო. ჰანტერას პოსტს გადმოვაკოპირებ პირდაპირ. მაცადეთ

როჭო და დურაჯი წითელ ნუსხაშია შეტანილი და მაგათი თვითღირებულება ერთ ერთეულზე დაითვლება შემდეგნაირად : 1 * 10 * 5 = 50 ამას დამატებული ჯარიმა უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში 86 მუხლის მე 13 ნაწილის თანახმად 500 დან 700 ლარამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pepe7
პოსტი Oct 2 2017, 12:44
პოსტი #231


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გამარჯობათ მეგობრებო. ვთქვათ კაკაბზე ნადირობა თუ მინდა გადავიხდი 4 ლარს და შემიზლია 1 კაკბი მოვიპოვო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Oct 2 2017, 22:19
პოსტი #232


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(pepe7 @ Oct 2 2017, 13:44) *
გამარჯობათ მეგობრებო. ვთქვათ კაკაბზე ნადირობა თუ მინდა გადავიხდი 4 ლარს და შემიზლია 1 კაკბი მოვიპოვო?

500+4 D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pepe7
პოსტი Oct 3 2017, 14:04
პოსტი #233


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(marco-polo @ Oct 2 2017, 23:19) *
500+4 D.gif

ვერ გავიგე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Oct 3 2017, 14:08
პოსტი #234


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



500+4 მე ასე გავიგე. 500 ჯარიმა 4 კაკაბი, მაგრამ თუ წითელ წიგნშია ათზე მრავდებაო. ანუ 500+40=540 ლარს 1 კაკაბზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pepe7
პოსტი Oct 3 2017, 15:31
პოსტი #235


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(უიარაღო @ Oct 3 2017, 15:08) *
500+4 მე ასე გავიგე. 500 ჯარიმა 4 კაკაბი, მაგრამ თუ წითელ წიგნშია ათზე მრავდებაო. ანუ 500+40=540 ლარს 1 კაკაბზე.

კი მაგრამ ამ ფრინველებზე და ცხოველებზე ისედაც ჯარიმა არის და 4 ლარის აზრი ვერ გავიგე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 14 15 16 17 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 11:20