დებულება "ნადირობის" შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
დებულება "ნადირობის" შესახებ |
![]()
პოსტი
#81
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თუ სწრაფი რეაგირების ჯგუფები არ შეიქმნა და რეიდები არ ჩატარდა ეს მშრალი კანონი ვერაფერი შვილია!!! მწყერი თითქმის გადავიდა და ეხლა მიიღეს ეს კანონი!ისეთი რაოდენობით ვეღარ დაიჭერენ მანოკისტებს რასაც მწყერობაზე იზვდნენ და როდესაც მეტად მნიშვნელოვანია მანოკით მიყენებული ზიანი. ნაღდია ! არადა მართლა ბლომ-ბლომად მანოკისტები რომ აეყვანათ აი მაშინ იქნებოდა ყველაზე მაგარი შედეგი! ნუ ჯანდაბას მაინც ახლაც რომ გააკონტროლონ კარგია,მთავარი კანონის შესრულებაა თორე მიღებაც არ გვიშველის მარტო. |
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 468 რეგისტრ.: 13-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჭალიმგელა
მაგ კანონმა რო იმუშაოს შესაბამისი მაკონტროლებელი სისტემის თანამშრომლებს ნადირობის აქტიურ სეზონზე დილას 4-5 საათზე უკვე ეღვიძოთ და მოქმედებებს იწყებდნენ. გამთენიისას თოფის სროლა რო შეიძლება იმ დროიდან 1 საათში მანოკისტები ამთავრებენ უკვე "ნადირობას". ნებისმიერი კანონის მუშაობას კონტროლი ჭირდება, კონტროლი.... |
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 313 რეგისტრ.: 23-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №75 2012 წლის 16 მარტი'' ეს ბრძანებაც არსებობდა , მაგრამ ასრულებნენ?( აქაც აკრძალვაზეა საუბარი).. ხეთაგურის ბძანებაა, თან არავის გაუუქმებია და ახლი ბრძანება რა საჭირო იყო ვერ ვხდები , თუმცა ეს სხვა თემაა... მთავარი მაინც ისა რაც T A M P L I E R-მა აღნიშნა,.. ადმინისტრირება!!!! ანუ აღსრულება!!!! აი ეგ თუ იქნა ,მაშინ ბრავო!! თუ არა და დარჩება ეგ ბრძანება ისევ ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივად!! |
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6 რეგისტრ.: 2-October 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: abasheli rustaveli ![]() |
სალამი ყველა ფორუმელს,ერთი სეკიტხვა მექნებოდა ტქვენტან,ესეთი პრობლემოს წინაშე ვდგავარ,ერთი პირისგან ვიყიდე თოფი და ეხლა თვიტონ რუსეთშია და რამე საშუალება არის რომ ეს თოფი გავიფორმო?იმითომრომ ჯერჯერობით ვერახეხებს ჩამოსვლას და არის რამე გზა?ხომარიცით?ჭინასწარ უღრმესი მადლობა
|
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
თუ იმას აქ გაფორმებული რავიცი აბა, ეხლა ყველაფერი ფორმდება სკაიპით და ეგეც გაფორმდება ალბათ. თუარადა ბაბუას დანატოვარი იპოვე სხვენში და ეგააა
![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Oct 21 2013, 11:12 |
|
|
![]()
პოსტი
#86
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამ ახალ ცვლილებებს რომ აკეთებენ ნადირობის ვადებთან დაკავშირებით და არის სრული იდიოტიზმი, ამის თაობაზე გქონდათ თუ არა ურთიერთობა შესაბამის სამინისტროსთან და რა გიპასუხეს?
კერძოდ კი ვგულისხმობ ამ სიდებილეს – ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე. რომლის დაშვერბის მიზეზიც თურმე ეს ყოფილა – იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა. და იმ შემთხვევაში თუ გვიან აცივდა ან საერთოდ არ აცივდა იმ დონეზე, რომ ყველა წყალსატევი გაიყინოს, მაშინ რა ვქნათ? თან ეტყობა დაუმალეს მაგ ცვლილების ავტორს, რომ მაგ მხარეში მდინარეებიც არსებობს და ისიც არ ასწავლეს ეტყობა, რომ მდინარეები არ იყინება და სავსეა ხოლმე იხვი მდინარის ხეობებში... ! ისიც არ უთხრეს ეტყობა, რომ ძირითადად მდინარის ხეობებში მიდის ნადირობა და შუა ფარავნის ტბაში ჩამჯდარ იხვს ვერავინ ვერ ესვრის!!! 2 კვირაში გამოდის, რომ წალკაში სეზონი იხურება!!! მესმის, მდებარეობის გათვალისწინებით სეზონის გახსნა, რომ გადმოწიო უფრო ადრე, მაგრამ დახურვას რას ერჩოდნენ? ან ამ ტყის ქათამზე რას ამბობენ 15 დეკემბერს, რომ მთავრდება სეზონი და რეალურად თბილისის შემოგარენში ახალი წლის მერე რომ ჩამოდის და სეზონვის დახურვამდე, არის??? |
|
|
![]()
პოსტი
#87
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ბესო
გარდა მაგისა... ის თუ იკითხეს.. მარტო მანდ რატომ არის იხვი..როცა დანარჩენ საქართველოში ჯერ არ მოსულა?.. იმიტომ ხომ არა..რომ მარტო ჯავახეთის ზეგანზე ბუდობს ადგილობრივი იხვი და მაგ ტერიტორიაზე სეზონის ადრე გახსნა გამოიწვევს ადგილობრივი იხვის განადგურებას. უბრალოდ მონადირეები ავლენ და იქ ინადირებენ მთელი საქართველოდან.(სხვაგან ჯერ არ მოსულა და სად ინადირონ) მოკლედ..ჯავახეთის ადგილობრივ იხვს არ გაუმართლა..მაგარ არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა ჩვენებური იხვი. ![]() ისე საინტერესოა..ახალ მთავრობას მაგ დარგის ექსპერტებიც ახალი მოყვნენ თუ ძველ ექსპერტებს ეკითხებიან. |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,764 რეგისტრ.: 29-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დღეს გავარკვიე,არაა ძალაში შესული და არ გადაეყაროთ,ნამდვილად დაგაჯარიმებენ
|
|
|
![]()
პოსტი
#89
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
Bოლო ბოლო კურდღელზე ნადირობა შეიძლება თუ არა? სანადირო მეურნეობების გარეთ შეიძლება?
|
|
|
![]()
პოსტი
#90
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
iosebovich
არ შეიძლება და კაი დიდი ჯარიმაცააა |
|
|
![]()
პოსტი
#91
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რამდენჯერ შემხვა უცებ ბუჩქებიდან გამოვარდნილი კურდღელი, საწყლად რომ გარბის. მაგ საცოდაობით როგორ უნდა ესროლა ერთი-ორიღაა სულ დარჩენილი, მითუმეტეს დასავლეთში სადაც ათიათასობითაა ტურა.
|
|
|
![]()
პოსტი
#92
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#93
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
კარგად ვერ გავიგე მაგრამ მგონი კარგია
ვებგვერდი, 31/10/2014 სარეგისტრაციო კოდი 410010000.22.023.016269 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №146 2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დებულება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ მუხლი 1. დებულების მიზანი წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები. მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები 1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. 2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება. მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით 1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წინასწარ თანხმობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მაშინ შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს. 3. გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე და ადგენს შესაბამის აქტს გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე. 4. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტი რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. 5. რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზნით, სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. მუნიციპალიტეტის განცხადების ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის განხილვის შემდეგ, სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის საფუძველზე გასაფორმებული ხელშეკრულების პროექტს უთანხმებს მუნიციპალიტეტს. 6. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის შესაბამისად სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 7. რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება დეპარტამენტის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე. 8. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან ცხოველთა თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. 9. სათანადო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სამინისტროს (მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შეუძლია, მუნიციპალიტეტის მომართვის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა და რაოდენობა, რეგულირების ღონისძიებების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პირობები. მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით 1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის, შინაური ან გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის ან/და მისი გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების განხორციელების საფუძველია სამინისტროსადმი საქართველოს სოფლის მეურნეობის ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადება - სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ. 3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, გარეული ცხოველის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. 4. სამინისტრო, განცხადების გახილვის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იღებს გადაწყვეტილებას გარეული ცხოველის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” შესაბამისად. 6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის პასუხიმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. წყარო https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...=en&Itemid= |
|
|
![]()
პოსტი
#94
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
მეც მასე მგონია.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#95
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რეებს ხლართავენ ნეტა თვითონ იციან?
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 11:16 |